„შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№106
სარეგისტრაციო კოდი
040170020.57.069.016254
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №106

2026 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2026 წლის 28 მაისის №1627-Vმს-XIმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის    საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 30.10.2015, 040170020.57.069.016073) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“:

1. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მიმწოდებელმა ვერ შეასრულა ან არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში ნაკისრი, საბოლოოდ შესრულებული ვალდებულებები აღემატება მის  მიერ შესასრულებელი ვალდებულებების პროცენტულ მაჩვენებელს (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) ან/და კონკრეტულ/მნიშვნელოვან ნაწილს, იმავდროულად, აუცილებელია, რომ ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყოს გასული ან ხელშეკრულება ვადაზე ადრე იყოს შეწყვეტილი.“.

2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს, მათ შორის, არსებობის შემთხვევაში, ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული/შეუსრულებელი ვალდებულებ(ებ)ის (ხელშეკრულების საერთო ღირებულების) პროცენტული მაჩვენებლის (ოდენობა) ან/და კონკრეტული/მნიშვნელოვანი ნაწილის შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტების ასლებს. ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას – ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლებს – თუ წერილობითი შეტყობინება წარმოდგენილია ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის ან მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან და გავრცელდეს მისი ამოქმედების შემდგომ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე.

სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეგიორგი ლაცაბიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.08.2026.
როდის იქნა მიღებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.08.2026. მიმღები ორგანო — სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №106. სარეგისტრაციო კოდი — 040170020.57.069.016254.
სად არის „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №106, 27.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 040170020.57.069.016254 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6988865/