№ საჯარო ინფორმაცია პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდების ვადა ვებგვერდზე გამოქვეყნების ან განახლების ვადა
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის
დადგენილება №9
2026 წლის 31 აგვისტო
ქ. ბათუმი
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-ე მუხლის „ლ“ პუნქტის, 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 88-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 90-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი, დანართ №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი, დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის 2018 წლის 4 ოქტომბრის №5 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე 05/10/2018 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010220020.34.059.016054).
მუხლი 4
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქ. №30) მისი მიღებიდან 2 (ორი) კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარეპაატა კეშელავაკომისიის მდივანიტარიელ გოგიტიძე
დანართი №1
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ეს წესი განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში (შემდგომ – უსკო) არსებული საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს, სტანდარტსა და პერიოდულობას.
2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საჯარო ინფორმაციაზე, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ღიაა.
3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება უსკოს არ ათავისუფლებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით იმავე ან სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისგან.
4. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს (საჯარო მოსამსახურეებს) ბრძანებით განსაზღვრავს უსკოს თავმჯდომარე.
მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი🔗
1. ამ წესით განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, პროაქტიულად ქვეყნდება უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.sec.ge (შემდგომ – ვებგვერდი), საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილ, მკაფიოდ იდენტიფიცირებულ გვერდზე (შემდგომ – საჯარო ინფორმაციის გვერდი).
2. ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (შემდგომ – უმაღლესი საბჭო) არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია ვებგვერდზე ქვეყნდება შესაბამისი არჩევნებისთვის შექმნილ სპეციალურ გვერდზე. საჯარო ინფორმაციის გვერდზე განთავსდება აღნიშნულ სპეციალურ გვერდზე გადასასვლელი პირდაპირი და მოქმედი ბმული. ასეთ შემთხვევაში იმავე ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის გვერდზე დამატებით განთავსება სავალდებულო არ არის.
3. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია (შემდგომ – საჯარო ინფორმაცია) ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომი ნებისმიერი პირისათვის. დაუშვებელია საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან სხვა რაიმე შეზღუდვების დადგენა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. საჯარო ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი და ნამდვილი და განახლდეს ამ წესით დადგენილი პერიოდულობით. ინფორმაციის განახლებისას მიეთითება მისი განახლების თარიღი.
5. საჯარო ინფორმაცია ვებგვერდზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.
6. ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციასთან ერთად, უსკოს საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში ვებგვერდზე დამატებით შეიძლება პროაქტიულად გამოქვეყნდეს საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.
მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის მომზადება, მიწოდება და გამოქვეყნება🔗
1. შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის მომზადებასა და პასუხისმგებელი პირისთვის ამ წესით დადგენილ ვადაში მიწოდებას, აგრეთვე მიწოდებული საჯარო ინფორმაციის სიზუსტესა და ნამდვილობას.
2. საჯარო ინფორმაცია პასუხისმგებელ პირს მიეწოდება ელექტრონული საქმისწარმოების სისტემით, ხოლო მისი გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში – სხვა ოფიციალური ელექტრონული საშუალებით.
3. პასუხისმგებელი პირი ამოწმებს გამოსაქვეყნებლად მიწოდებული ინფორმაციის ამ წესით დადგენილ ფორმალურ და ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობას და, ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს მის ვებგვერდზე გამოქვეყნებას ამ წესით დადგენილ ვადაში.
4. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში პასუხისმგებელი პირი გამოსაქვეყნებლად მიწოდებულ საჯარო ინფორმაციას ხარვეზის არსის მითითებით დაუყოვნებლივ უბრუნებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს. შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს ხარვეზის გამოსწორებასა და საჯარო ინფორმაციის პასუხისმგებელი პირისთვის ხელახლა მიწოდებას, იმგვარად რომ დაცული იყოს კანონმდებლობით ან ამ წესით დადგენილი გამოქვეყნების ვადა.
მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის ჩამონათვალი, პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები და ვადები🔗
1. საჯარო ინფორმაციის სახეები, მისი მომზადებისა და პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდების ვალდებულების მქონე სტრუქტურული ერთეულები, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდებისა და ვებგვერდზე გამოქვეყნების ან განახლების ვადები განისაზღვრება ამ მუხლით.
2. ამ მუხლით განსაზღვრული ვადები არის საჯარო ინფორმაციის მიწოდების, გამოქვეყნების ან განახლების ზღვრული ვადები და არ ზღუდავს შესაბამისი მოქმედების უფრო ადრე განხორციელებას. თუ საქართველოს კანონმდებლობით ან უსკოს სხვა სამართლებრივი აქტით ინფორმაციის ამ მუხლით განსაზღვრულზე უფრო ადრე გამოქვეყნებაა მოთხოვნილი, გამოიყენება ის ვადა, რომელიც საჯარო ინფორმაციის უფრო ადრე გამოქვეყნებას ითვალისწინებს. ასეთ შემთხვევაში საჯარო ინფორმაცია პასუხისმგებელ პირს მიეწოდება მისი მომზადების, მიღების ან შესაბამისი გარემოების დადგომისთანავე.
3. საოქმო, სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი:
№
საჯარო ინფორმაცია
პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდების ვადა
ვებგვერდზე გამოქვეყნების ან
განახლების ვადა
3.1
უსკოს დადგენილებები.
ხელმოწერისთანავე.
მიწოდებისთანავე, მაგრამ დადგენილების მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა.
3.2
უსკოს განკარგულებები, აგრეთვე უსკოს თავმჯდომარისა და უსკოს მდივნის საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული განკარგულებები, საქართველოს კანონმდებლობით დაცული ინფორმაციის დაფარვით.
ხელმოწერისთანავე.
მიწოდებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს შესაბამისი აქტის მიღების ან გამოცემის მომდევნო კალენდარული დღისა.
3.3
უსკოს სხდომის დღის წესრიგის პროექტი, სხდომის ჩატარების თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით.
დღის წესრიგის პროექტის განსაზღვრისთანავე.
არასარჩევნო პერიოდში - სხდომის გამართვის წინა დღეს; საარჩევნო პერიოდში - მიწოდებისთანავე.
3.4
უსკოს სხდომის ოქმი და უსკოს წევრის წერილობითი განსხვავებული აზრი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ოქმის ხელმოწერისთანავე.
მიწოდებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა.
3.5
უმაღლესი საბჭოს არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმი.
შედგენისა და ხელმოწერისთანავე.
მიწოდებისთანავე.
3.6
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი და შესწორების ოქმები, აგრეთვე საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებები საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში ცვლილებების შეტანის შესახებ (თუ მათში ცვლილებები იქნა შეტანილი).
ოქმის ან განკარგულების უსკოში მიღებისთანავე.
მიწოდებისთანავე.
3.7
საოლქო საარჩევნო კომისიებიდან მიღებული და კომპიუტერულად დამუშავებული კენჭისყრის შედეგების მონაცემები თითოეული საარჩევნო უბნის მიხედვით.
მონაცემების დამუშავებისთანავე, ეტაპობრივად.
მიწოდებისთანავე.
3.8
უსკოს მიერ უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენილი ანგარიში უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ.
ანგარიშის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა.
ანგარიშის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენიდან არაუგვიანეს მე-3 სამუშაო დღისა.
3.9
უმაღლესი საბჭოს არჩევნებში რეგისტრირებული პარტიების სია განცხადებების წარდგენის რიგითობის მიხედვით, პარტიებისთვის მინიჭებული რიგითი ნომრების მითითებით, აგრეთვე იმ პარტიების სია, რომელთაც უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე ან რომელთა რეგისტრაციაც გაუქმდა.
რეგისტრაციის, რეგისტრაციაზე უარის თქმის, რეგისტრაციის გაუქმების ან რიგითი ნომრის მინიჭების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
მიწოდებიდან არაუგვიანეს 1 კალენდარული დღისა; კანონით გათვალისწინებული სრული სია – არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა.
3.10
რეგისტრირებული პარტიული სიები; უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა კანონით გასაჯაროებას დაქვემდებარებული მონაცემები და ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობები; პარტიულ სიებში განხორციელებული ცვლილებები, მათ შორის, საარჩევნო სუბიექტის ან ცალკეული კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ ინფორმაცია.
შესაბამისი პარტიული სიის ან კანდიდატის რეგისტრაციისთანავე; ცვლილების ან არჩევნებიდან მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
მიწოდებიდან არაუგვიანეს 1 კალენდარული დღისა; საარჩევნო სუბიექტის ან კანდიდატის არჩევნებიდან მოხსნის შესახებ ინფორმაცია – მიწოდებისთანავე.
3.11
მუნიციპალიტეტების მიხედვით არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ მუნიციპალიტეტის დელეგატობის კანდიდატებად განსაზღვრული უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების სია, შესაბამისი პარტიისა და პარტიულ სიაში კანდიდატის რიგითი ნომრის მითითებით.
შესაბამისი პარტიული სიის რეგისტრაციისთანავე.
მიწოდებიდან არაუგვიანეს 1 კალენდარული დღისა.
3.12
საარჩევნო ოლქებისა და საარჩევნო უბნების ნომრები და საზღვრები; საარჩევნო უბნებში შემავალი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების ნუსხა და მისამართები; საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართები.
ინფორმაციის უსკოში მიღების ან ცვლილებისთანავე.
მიწოდებიდან არაუგვიანეს 1 კალენდარული დღისა; კანონით დაუყოვნებლივ გამოსაქვეყნებელი ცვლილება – მიწოდებისთანავე.
3.13
საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობა.
ინფორმაციის მიღებისთანავე.
მიწოდებიდან არაუგვიანეს 1 კალენდარული დღისა; საუბნო საარჩევნო კომისიების სრული სია – არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 29-ე დღისა, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საუბნო კომისიების სია – არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-5 დღისა.
3.14
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და თითოეულ საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის შესახებ ინფორმაცია.
ცესკოსგან პირველადი ან განახლებული მონაცემების მიღებისთანავე.
მიწოდებისთანავე.
3.15
გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნებისა და ძირითად საარჩევნო უბნებზე მიმაგრებული დაწესებულებების ჩამონათვალი, საარჩევნო ოლქების მიხედვით.
შესაბამისი სამართლებრივი აქტის ან ინფორმაციის მიღებისთანავე.
მიწოდებიდან არაუგვიანეს 1 კალენდარული დღისა.
3.16
მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ განსაზღვრული იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც სააგიტაციო მასალის განთავსება ან გაკვრა აკრძალულია; სააგიტაციო მასალის გასაკრავად და გამოსაფენად გამოყოფილი ადგილების ან/და სტენდების შესახებ ინფორმაცია; წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად გამოყოფილი შენობა-ნაგებობების ნუსხა.
შესაბამისი მუნიციპალიტეტის ორგანოსგან ან საოლქო საარჩევნო კომისიისგან უსკოში მიღებისთანავე.
მიწოდებიდან არაუგვიანეს 1 კალენდარული დღისა.
3.17
საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი (კალენდარი), მასში შეტანილი ცვლილებები.
შესაბამისი განკარგულების მიღებისთანავე ან მასში ცვლილების შეტანისთანავე.
მიწოდებიდან არაუგვიანეს 1 კალენდარული დღისა.
3.18
უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ ცნობა და შესაბამისი სამართლებრივი აქტი.
არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის მიღებისთანავე.
მიწოდებისთანავე, მაგრამ არჩევნების დანიშვნის დღიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა.
3.19
კენჭისყრის დღეს ამომრჩეველთა აქტივობის მონაცემები საარჩევნო ოლქების მიხედვით.
შესაბამისი მონაცემების მიღებისა და დამუშავებისთანავე.
მიწოდებისთანავე.
4. იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი:
№
საჯარო ინფორმაცია
პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდების ვადა
ვებგვერდზე გამოქვეყნების ან განახლების ვადა
4.1
უსკოს სტატუსი და უფლებამოსილებები; უსკოს აპარატის სტრუქტურა; სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები და საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები.
ცვლილებიდან არაუგვიანეს მე-5 სამუშაო დღისა.
ცვლილებიდან არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა.
4.2
უსკოს საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების კონსოლიდირებული ვერსიები ან კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებულ ოფიციალურ ვერსიებზე გადასასვლელი ბმულები.
მიღებიდან, ცვლილებიდან არაუგვიანეს მე-3 სამუშაო დღისა.
მიღებიდან, ცვლილებიდან არაუგვიანეს მე-5 სამუშაო დღისა.
4.3
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეები (სახელი, გვარი, თანამდებობა და სამსახურებრივი საკონტაქტო მონაცემები).
განსაზღვრიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა.
განსაზღვრიდან არაუგვიანეს მე-3 სამუშაო დღისა.
4.4
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფორმა, ელექტრონულად მოთხოვნის წარდგენის წესი.
მიღებიდან ან ცვლილებიდან არაუგვიანეს მე-3 სამუშაო დღისა.
მიღებიდან ან ცვლილებიდან არაუგვიანეს მე-5 სამუშაო დღისა.
4.5
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის სამსახურებრივი საკონტაქტო მონაცემები.
თანამდებობაზე განწესებიდან არაუგვიანეს მე-5 სამუშაო დღისა.
თანამდებობაზე განწესებიდან არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა.
4.6
უსკოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, მდივნის, წევრების სახელი, გვარი, თანამდებობა, ფოტოსურათი, მოკლე ბიოგრაფიული ინფორმაცია და სამსახურებრივი საკონტაქტო მონაცემები.
დანიშვნიდან, არჩევიდან ან ცვლილებიდან არაუგვიანეს მე-5 სამუშაო დღისა.
დანიშვნიდან, არჩევიდან ან ცვლილებიდან არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა.
4.7
უსკოს აპარატში ვაკანტური თანამდებობების შესახებ განცხადებები და კონკურსის პირობები.
კონკურსის გამოცხადებისთანავე.
კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა.
4.8
უსკოს აპარატში გამოცხადებული კონკურსების შედეგები – კონკურსში გამარჯვებული პირის სახელი და გვარი.
უსკოს აპარატის კონკურსთან დაკავშირებით – შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
უსკოს აპარატის კონკურსის ეტაპებისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია – შესაბამისი გადაწყვეტილებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა.
4.9
უსკოს აპარატში კონკურსის ჩატარების წესი.
მიღებიდან ან ცვლილებიდან არაუგვიანეს მე-5 სამუშაო დღისა.
მიღებიდან ან ცვლილებიდან არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა.
5. ინსტიტუციური განვითარებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი:
№
საჯარო ინფორმაცია
პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდების ვადა
ვებგვერდზე გამოქვეყნების ან განახლების ვადა
5.1
უსკოს სტრატეგიები, ყოველწლიური სამოქმედო გეგმები და მათში შეტანილი ცვლილებები.
დამტკიცებიდან ან ცვლილებიდან არაუგვიანეს მე-5 სამუშაო დღისა.
დამტკიცებიდან ან ცვლილებიდან არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა.
5.2
თანამშრომლობის მემორანდუმები.
ხელმოწერიდან ან ცვლილებიდან არაუგვიანეს მე-5 სამუშაო დღისა.
ხელმოწერიდან ან ცვლილებიდან არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა.
5.3
უსკოს მისამართი, სამუშაო საათები, საჯარო საკონტაქტო მონაცემები, ცხელი ხაზის ნომერი და მუშაობის რეჟიმი.
ცვლილებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა.
ცვლილებიდან არაუგვიანეს მე-3 სამუშაო დღისა.
5.4
მედიის აკრედიტაციის წესი, განცხადების ფორმა.
მიღების ან ცვლილებისთანავე.
მიღებიდან ან ცვლილებიდან არაუგვიანეს მე-3 სამუშაო დღისა.
6. საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი:
№
საჯარო ინფორმაცია
პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდების ვადა
ვებგვერდზე გამოქვეყნების ან განახლების ვადა
6.1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით უსკოსთვის დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებები.
გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მე-5 სამუშაო დღისა.
გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა.
6.2
უმაღლესი საბჭოს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვა, მასში შეტანილი ცვლილებები.
დამტკიცებიდან ან ცვლილებიდან არაუგვიანეს მე-3 სამუშაო დღისა.
დამტკიცებიდან ან ცვლილებიდან არაუგვიანეს მე-5 სამუშაო დღისა.
6.3
უსკოს წევრებისა და უსკოს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ჯამური ოდენობა; ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.
კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა.
კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-14 სამუშაო დღისა.
6.4
უსკოს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელისა და გამოშვების წლის მითითებით.
წლის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა; ცვლილება – ცვლილებიდან არაუგვიანეს მე-5 სამუშაო დღისა.
წლის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-14 სამუშაო დღისა; ცვლილება – ცვლილებიდან არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა.
6.5
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებასა და შეკეთებაზე გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა.
კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა.
კვარტლის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-14 სამუშაო დღისა.
6.6
ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავით უზრუნველყოფაზე გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა.
კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა.
კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-14 სამუშაო დღისა.
6.7
სატელეფონო კავშირზე გაწეული ხარჯების ჯამური ოდენობა.
კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-10 სამუშაო დღისა.
კვარტალის დასრულებიდან არაუგვიანეს მე-14 სამუშაო დღისა.
დანართი №2
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები🔗
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი (შემდგომ – სტანდარტი) განსაზღვრავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში (შემდგომ – უსკო) არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პირობებს.
მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის გაცემა🔗
1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ (ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო) ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია.
2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ განცხადებაში მითითებულ ელ-ფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით.
3. თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა, მისი მოცულობიდან გამომდინარე, შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად (ელ-ფოსტის მეშვეობით), მაშინ უსკო იტოვებს უფლებას, მხარის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და მხარეს გადაახდევინოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული ოდენობა.
მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა🔗
1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მიწოდების თაობაზე დაინტერესებულმა პირმა უსკოში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება ან/და გააგზავნოს მოთხოვნა უსკოს ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე info@sec.ge, დანართი 2.1-ით დამტკიცებული სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად. განცხადებაში მიეთითება: სახელი, გვარი (პირადი ნომერი ფიზიკური პირის შემთხვევაში), ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი (იურიდიული პირის შემთხვევაში), საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, იურიდიული მისამართი, ელ-ფოსტის მისამართი, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება.
მუხლი 4. საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება🔗
1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება:
ა) ინფორმაციის მომთხოვნის მისივე დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას, ასევე მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას;
ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;
გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.
2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 5. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები🔗
1. უსკოს აპარატის საოქმო, სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტი, საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე განცხადებას რეგისტრაციის შემდეგ გადაუგზავნის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ საჯარო მოსამსახურეს.
2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს საოქმო, სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის მიერ. უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.
3. საჯარო ინფორმაციის გაცემა ხდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონითა და უსკოს რეგლამენტით დადგენილი წესითა და ვადებში.
4. მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება, განცხადების უმაღლეს საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე (info@sec.ge) შემოსვლისა და მისი საოქმო, სარეგისტრაციო და საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტში რეგისტრაციის მომდევნო სამუშაო დღიდან.
დანართი 2.1
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიას
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე
პასუხისმგებელი პირისათვის
მოქალაქე (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) ....................
ორგანიზაციის დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი:
იურიდიული მისამართი: ...................................................
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: ....................................
ელ-ფოსტის მისამართი: .....................................................
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების საფუძველზე, მოგვაწოდოთ ------------------------------------------------ (მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება) ინფორმაცია ელექტრონული სახით.
ასევე გთხოვთ,მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე გადმოგზავნით -------------------------------------;
მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე და თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა;
მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემს/ჩვენს მიერ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე/კომპაქტურ დისკზე.
(მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა)
დაინტერესებული პირი (განმცხადებელი): --------------------------------
თარიღი: დღე/თვე/წელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „№ საჯარო ინფორმაცია პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდების ვადა ვებგვერდზე გამოქვეყნების ან განახლების ვადა“?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება „№ საჯარო ინფორმაცია პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდების ვადა ვებგვერდზე გამოქვეყნების ან განახლების ვადა“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.08.2026.
- როდის იქნა მიღებული „№ საჯარო ინფორმაცია პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდების ვადა ვებგვერდზე გამოქვეყნების ან განახლების ვადა“?
- „№ საჯარო ინფორმაცია პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდების ვადა ვებგვერდზე გამოქვეყნების ან განახლების ვადა“ მიღებულია 31.08.2026. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.34.059.016083.
- სად არის „№ საჯარო ინფორმაცია პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდების ვადა ვებგვერდზე გამოქვეყნების ან განახლების ვადა“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.08.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება „№ საჯარო ინფორმაცია პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდების ვადა ვებგვერდზე გამოქვეყნების ან განახლების ვადა“, №9, 31.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016083 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6989523/