„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 ივლისის N491 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№523
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.157.016626
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №523

2026 წლის 27 აგვისტო

ქ. თეთრიწყარო

 

„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 ივლისის №491 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 ივლისის №491 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 14.07.2026, სარეგ. კოდი: 010250050.35.157.016594):

1. დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო რიგგარეშე არჩევნებში − შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო, თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 6 თვეს მაინც.“ 

2. დებულების მე-8 მუხლის  პირველი პუნქტის „ა.ვ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ვ.) მერიის დებულებით დადგენილი წესით ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.ლ“, „ე.ი“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც ამ კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს; ახდენს მერიის თანამდებობის პირებისთვის, სხვა მოხელეებისთვის ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისთვის უფლებამოსილების დელეგირებას კანონით/უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;“

3. დებულების მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმისწარმოების უზრუნველყოფა, მათი კომუნიკაცია ერთმანეთთან; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და მერიის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივი მომსახურება; ადამიანური რესურსების მართვა; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზება მოქალაქეებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; სახელმწიფო/ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების, სახელმწიფოს ქონებრივი ღირებულებების, არამატერიალური სიკეთეების ხარჯვის, გამოყენების, მართვისა და დაცვის კანონიერების მიზნობრიობის შესწავლა და ანალიზი; სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამების შედგენის, საინვესტიციო, ფინანსური, ადამიანური, მატერიალური და სხვა რესურსების გამოყენებისა და მართვის სფეროში განხორციელებული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის ანალიზი და შეფასება; ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება; ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება საქართველოს კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით; ასევე, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ან/და 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი კერძო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის შიდა კონტროლი, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობის დაცვასა და ეფექტიანობის გაზრდას. მუნიციპალიტეტის კომპიუტერული ქსელების და სისტემების გამართულად მუშაობა, თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ინფორმაციის დამუშავებისათვის საჭირო პირობების შექმნა, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული კომპიუტერული ტექნიკის, ქსელის, ქსელური მოწყობილობების და სერვისების საკითხებში, მუნიციპალიტეტის საკრებულოდან, მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, ადმინისტრაციული ერთეულებიდან მიღებული მონაცემების შეგროვება, დამუშავება, ანალიზი და მონაცემთა ელექტრონული  ბაზის შექმნა;“

4. დებულების მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთება, მიღებული ბიუჯეტის შესრულება, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენება და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგება; აგრეთვე მერიაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება;  საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავება; მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის მომზადების პროცესის ორგანიზება; პროგრამული, ეკონომიკური და ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების აღრიცხვა; მოქმედი კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.“

5. დებულების მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის „დ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურის, სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გამართულად ფუნქციონირების ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების პროექტების, გენერალური და განაშენიანების გეგმების/განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციებისა და პროექტების შემუშავება, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება,დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენის, არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმების, მშენებლობის ნებართვის თაობაზე მუნიციპალიტეტის მერის მიერ ბრძანების გაცემის და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათში ცვლილებების შეტანის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაციის მომზადება; თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის კეთილმოწყობა, მასთან დაკავშირებული პროგრამების პროექტების მომზადება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; მშენებარე შენობა-ნაგებობის საპროექტო და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის ზედამხედველობა; მუნიციპალური ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის/ რეკონსტრუქციის/რემონტის/რეაბილიტაციის პროცესის ინსპექტირება/კონტროლი და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციებთან შესაბამისობის ზედამხედველობა-ინსპექტირება უფლებამოსილების ფარგლებში.“

6 . დებულების მე-10 მუხლის მე-8 პუნქტის „ე“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

თეთრიწყაროს ტერიტორიაზე მშენებლობის, იერსახის, რეკლამის, აბრის, ნარჩენებით დანაგვიანების, აკუსტიკური ხმაურისა და პიროტექნიკური ნაკეთობის გამოყენებაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების ფარგლებში და ამ დებულების შესაბამისად განსაზღვრულ სხვა სამართალდარღვევებზე ინსპექტირება და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება; სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა) და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის წესების დაცვაზე კონტროლი; ადგილობრივ მოსაკრებელებს დაქვემდებარებული სუბიექტების აღრიცხვის მიზნით ბაზების ფორმირება, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების/დოკუმენტაციის შედგენა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის საკითხებზე ზედამხედველობა და აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულება;“

7. დებულების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  განყოფილების უფროსი, გარდა შიდა აუდიტის განყოფილების უფროსისა, ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.“

8.    დებულების მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი თავის საქმიანობაში ფუნქციურად დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია მერის წინაშე; მერი უზრუნველყოფს შიდა აუდიტორის ფუნქციურ დამოუკიდებლობას აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების, ანგარიშგებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში; დაუშვებელია განყოფილების საქმიანობაში ჩარევა ან მასზე სხვაგვარი ზემოქმედება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“

9. დებულების მე-16 მუხლის „კ“, „ნ“ და „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „კ) ირაგის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია, სოფლები: დიდი ირაგა, პატარა ირაგა, ჯიგრაშენი, ალექსეევკა, ივანოვკა, მენკალისი, ნავთიანი, ვიზიროვკა)“;

„ნ) ჭივჭავის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია, სოფლები: ჭივჭავი, სამღერეთი,

ჯვარა, შიხილო, იფნარა, ლიპა, ქვემო ახალშენი, ზემო ახალშენი, ზემო ახკალაფა, ქვემო ახკალაფა, ფიტარეთი, წყნარი აბანო)“;

„რ) ორბეთის ადმინისტრაციული ერთეული (სამოქმედო ტერიტორია, სოფლები: ორბეთი, ახალი ზირბითი, პანტიანი, ამლივი, ღოლოვანი, დიდგორი, დრე, შამთა 2, შამთა 1, ღვევი, ვანათი, წყლულეთი, წვერი, ლასტიციხე, ნაოსარი)“;

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილევალერიან სუხიტაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 ივლისის N491 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 ივლისის N491 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.08.2026.
როდის იქნა მიღებული „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 ივლისის N491 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 ივლისის N491 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 27.08.2026. მიმღები ორგანო — თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №523. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.157.016626.
სად არის „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 ივლისის N491 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 7 ივლისის N491 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №523, 27.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.157.016626 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6990204/