„გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2026 წლის 31 აგვისტო ქ.გარდაბანი |
1. დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 51 3, 53 3, 55-ე, 55 2, 55 6, 77 1, 82 5, (პლასტიკის და ბიოდეგრადირებადი პარკების რეალიზაციის ნაწილში), 119 1, 134 1, 135-ე, 146 1, 148-ე, 150-ე, 150 1, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 151 2, 152-ე, 152 2, 152 5-152 9 მუხლებით, 153 3 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 153 4, 158 5 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 159 1 მუხლებით და 166 2 მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 31-ე-35-ე მუხლების, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე, 43-ე მუხლის პირველი ნაწილის, 46-ე მუხლითა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების უფლება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიენიჭოს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს.“.
2. დადგენილების 42 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 42
საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 103-ე და 1032 მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე რეაგირების უფლება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „სუფთა ქალაქი„.“
3. დადგენილებით დამტკიცებული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ (დანართი №1) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირები
საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მოსამსახურეები (შემდგომში – მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი).“.
4. დადგენილებით დამტკიცებული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ (დანართი №1) მე-3 მუხლის 1-ელი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 431, 432, 465, 466, 513, 533, 55-ე, 552, 556, 771, 825, 103-ე, 1032, 1191, 1341, 135-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 152-ე, 1522, 1525-1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1534, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე, 1591, 1662 მუხლის პირველი ნაწილით, 1728, 1729 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს ამ კოდექსის 2906 მუხლის გათვალისწინებით განიხილავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეული ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ უფლებამოსილი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი.
2. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 465, 466, 513, 533, 55-ე, 771, 825, 103-ე, 1032,1191, 1341, 135-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1512, 1522, 1534, 1728, 1729 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დანართი №2).
3. საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 552, 556, 152, 1525–1529 მუხლებით, 1533 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1585 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 159-ე და 1591 მუხლებით და 1662 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამრღვევს გამოეწერება საჯარიმო ქვითარი, რომელიც იმავდროულად არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (დანართი №17).
4. მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი საჯარიმო ქვითარს ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 552, 556, 771, 103-ე, 1032, 1341, 135-ე და 1512 მუხლებით. აღნიშნული მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საამისოდ უფლებამოსილ პირს, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 243-ე მუხლის პროცედურების დაცვით, შეუძლია უზრუნველყოს სამართალდამრღვევი პირის მიყვანა პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ავსებს საჯარიმო ქვითარს ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს.“.
5. დადგენილებით დამტკიცებული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ (დანართი №1) მე-3 მუხლის 5.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5.2. საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) რჩება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირთან (რომელიც შევსებიდან პირველივე სამუშაო დღეს ბარდება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოხელეს ან მოხელეებს), ხოლო მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს.“.
6. დადგენილებით დამტკიცებული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ (დანართი №1) მე-3 მუხლის 5.4 ქვეპუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) I ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი;“.
7. დადგენილებით დამტკიცებული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ (დანართი №1) მე-3 მუხლის 6.9 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6.9. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის მონაცემი (სახელი, გვარი და ხელმოწერა);“.
8. დადგენილებით დამტკიცებული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ (დანართი №1) მე-3 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) რჩება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირთან (რომელიც შევსებიდან პირველივე სამუშაო დღეს ბარდება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოხელეს ან მოხელეებს), ხოლო მეორე გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს.
8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება სამ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) ყველა დანართით რჩება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ პირთან (რომელიც შევსებიდან პირველივე სამუშაო დღეს ბარდება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოხელეს ან მოხელეებს), მეორე ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი, ხოლო მესამე ეგზემპლარი იგზავნება სასამართლოში.“.
9. დადგენილებით დამტკიცებული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ (დანართი №1) მე-3 მუხლის მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. საჯარიმო ქვითარი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ საჯარო მოხელეს ან მოხელეებს.
11. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე დასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით. ასევე, ახსნას საჯარიმო ქვითარში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
12. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ეგზემპლარი, ხოლო თუ დამრღვევი უარს აცხადებს ასლის მიღებაზე, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმში, რის შემდეგაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დოკუმენტის ასლი ითვლება ჩაბარებულად.“.
10. დადგენილებით დამტკიცებული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშგების წესის“ (დანართი №1) მე-3 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი პირი აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული (ვიდეო/აუდიო) მოწყობილობით, რომლის მეშვეობით საჯარიმო ქვითრის, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემვსები დააფიქსირებს აღნიშნულ პროცესს, რის თაობაზეც წინასწარ აცნობებს სამართალდამრღვევს. ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.08.2026.
- როდის იქნა მიღებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.08.2026. მიმღები ორგანო — გარდაბნის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.161.016632.
- სად არის „გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.08.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირებისთვის საჭირო წესისა და ფორმების დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 17 ივნისის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №12, 31.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016632 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6990272/