„სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№422
სარეგისტრაციო კოდი
120160010.10.003.025971
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/08/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №422

2026 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2023, 120160010.10.003.024378)  შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილებით დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“ ქვეპუნქტი:

„ო) ოჯახის წევრი − დედა, მამა, და, ძმა, მეუღლე.“;

ბ) მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ პირი შეიცვლის რეგისტრაციის ადგილს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ან მისი ტერიტორიული სამსახურებიდან მიღებული, თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული მონაცემები წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის შემთხვევაში აისახება სააღრიცხვო ანბანურ წიგნსა (დანართი №1) და სამხედრო-სააღრიცხვო ბარათში (დანართი №2), ხოლო სამობილიზაციო რეზერვში მყოფი პირის შემთხვევაში − სამხედრო-სააღრიცხვო ბარათსა (დანართი №2) და შესაბამის ელექტრონულ სისტემაში.“;

გ) მე-5 მუხლის:

გ.ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:

„თ) შეუწყდა საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსი.“;

გ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ − „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლის გაქარწყლების შემთხვევაში პირი ექვემდებარება ხელახალ სამხედრო აღრიცხვას.“;

დ) მე-6 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პირის მიერ რეგისტრაციის ადგილის შეცვლის შემთხვევაში სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ვალდებულია 5 სამუშაო დღეში გადასცეს სამხედრო-სააღრიცხვო ბარათი (დანართი №2) და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ან მისი ტერიტორიული სამსახურებიდან მიღებული შეტყობინების ასლი პირის რეგისტრაციის ადგილის შეცვლის შესახებ სააგენტოს იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც გაიარა პირმა რეგისტრაცია.“.

ე) მე-7 მუხლის:

ე.ა) პირველი − მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვის მიზნით, სააგენტო საერთო სიაში მითითებული პირების გამოძახებას ახორციელებს შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) თავდაცვის კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ფორმით;

ბ) ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინება), რაც დასტურდება უკუკავშირით ან/და სააგენტოს მიერ შედგენილი აქტით (დანართი №51);

გ) პირისათვის შეტყობინების/უწყების ჩაბარებით, რაც დასტურდება პირის ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო, თუ იგი უარს ამბობს დოკუმენტის ხელმოწერაზე − შეტყობინების/უწყების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით; პირს შეტყობინება/უწყება შეიძლება ჩაhბარდეს რეგისტრაციის ადგილის, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის, სამუშაო ადგილის მისამართებზე ან სააგენტოსთვის ცნობილ სხვა ნებისმიერ მისამართზე;

დ) ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით შეტყობინების/უწყების საჯაროდ გამოქვეყნებით.

2. საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან პირთა სააგენტოში გამოძახების შესახებ შეტყობინება ხორციელდება იმ დაწესებულებების მეშვეობით, რომლებშიც სწავლობენ სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანი პირები. აღნიშნულ დაწესებულებებს სააგენტოს მიერ ეგზავნებათ შესაბამისი წერილი, უწყებებთან ერთად, განესაზღვრებათ ვალდებულება, უზრუნველყონ პირთათვის შეტყობინების/უწყებების ჩაბარება და სააგენტოსთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მიწოდება.

3. საგანმანათლებლო დაწესებულებები შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღეში სააგენტოს აწვდიან ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შესასრულებლად ინფორმაციას:

ა) პირთა შესახებ, რომელთაც ჩაhბარდათ შეტყობინება/უწყება (რაც დასტურდება პირის/უფლებამოსილი პირის მიერ შეტყობინებაზე/უწყებაზე ხელის მოწერით);

ბ) პირთა შესახებ, რომელთაც არ ჩაhბარდათ შეტყობინება/უწყება − შესაბამისი მიზეზების მითითებით.“;

ე.ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თუ პირი უარს აცხადებს შეტყობინების/უწყების ჩაბარებაზე, შეტყობინებაზე/უწყებაზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და უბრუნდება სააგენტოს. ასეთ შემთხვევაში შეტყობინება/უწყება ჩაბარებულად ითვლება.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმით პირის გამოძახების შესახებ შეტყობინება/უწყება ჩაბარებულად ითვლება აგრეთვე იმ  შემთხვევაში, თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანი პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრი ჩაიბარებს შეტყობინებას/უწყებას ან უარს განაცხადებს მის მიღებაზე. შეტყობინების/უწყების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინებაზე/უწყებაზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და უბრუნდება სააგენტოს.“;

ე.გ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმით გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება ან მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი არ განხორციელდა 2 სამუშაო დღის ვადაში, ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, სააგენტო მის ოფიციალურ ვებგვერდზე არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა აქვეყნებს გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას, რომელიც ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში.“;

ვ) მე-8 მუხლის:

ვ.ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) არსებობის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და მისი ასლი ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.“;

ვ.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მიღებული ინფორმაცია აისახება პირის სამხედრო-სააღრიცხვო ბარათში, ხოლო  ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები და სამხედრო-სააღრიცხვო ბარათი ინახება ერთად კარტოთეკაში. სამხედრო-სააღრიცხვო ბარათის სრულად შევსების მიზნით, სააგენტოს თანამშრომელი უფლებამოსილია პირს დაუსვას დამატებითი კითხვები.“;

ვ.გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი პერიოდის გასვლის შემდეგ სააგენტოს უფლებამოსილი პირი ამოწმებს საერთო სიაში არსებული პირების გამოცხადებას, რომელთაც დადგენილი წესით ჩაhბარდათ შეტყობინება/უწყება ან განხორციელდა ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით კომუნიკაცია, აგრეთვე აზუსტებს გამოუცხადებელ პირთა რაოდენობასა და მათი გამოუცხადებლობის მიზეზებს.“;

ზ) მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, პირი ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია თავისი ოჯახური მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი და რეგისტრაციის), სამუშაო ადგილისა და თანამდებობის შეცვლის, განათლების შესახებ, აგრეთვე სხვა ინფორმაცია და დოკუმენტაცია, საჭიროების შემთხვევაში.“;

თ) მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტო შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ხსნის პირს წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან ან/და რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვიდან და სათანადო ჩანაწერს აკეთებს სააღრიცხვო ანბანურ წიგნში (დანართი №1) ან/და სამხედრო-სააღრიცხვო ბარათში (დანართი №2).“;

ი) მე-19 მუხლის:

ი.ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამწვევ კომისიაზე წვევამდელთა გამოძახება ხდება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინება), რაც დასტურდება უკუკავშირით და სააგენტოს მიერ შედგენილი აქტით (დანართი №51);

ბ) პირისათვის შეტყობინების/უწყების ჩაბარებით, რაც დასტურდება პირის ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო, თუ იგი უარს ამბობს დოკუმენტის ხელმოწერაზე − შეტყობინების/უწყების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით; წვევამდელს შეტყობინება/უწყება შეიძლება ჩაჰბარდეს რეგისტრაციის ადგილის, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის, სამუშაო ადგილის მისამართებზე ან სააგენტოსთვის ცნობილ სხვა ნებისმიერ მისამართზე;

გ) ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული წესით შეტყობინების/უწყების საჯაროდ გამოქვეყნება.“;

ი.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:

„21. თუ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის მიზნით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმით გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი არ განხორციელდა 2 სამუშაო დღის ვადაში, ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, სააგენტო მის ოფიციალურ ვებგვერდზე არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა აქვეყნებს გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას, რომელიც ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია მისი  წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისათვის გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში.

22. წვევამდელთა გამოძახებისას სააგენტო ხელმძღვანელობს პირის მიერ შევსებული საკომუნიკაციო ურთიერთობის შესახებ განაცხადის ფორმაში (დანართი №6) მითითებული მონაცემებით.“;

ი.გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. თუ წვევამდელი უარს აცხადებს შეტყობინების/უწყების ჩაბარებაზე, შეტყობინებაზე/უწყებაზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და უბრუნდება სააგენტოს. ასეთ შემთხვევაში შეტყობინება/უწყება ჩაბარებულად ითვლება.

5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეტყობინება/უწყება ჩაბარებულად ითვლება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ წვევამდელის ოჯახის სრულწლოვანი წევრი ჩაიბარებს შეტყობინებას/უწყებას ან უარს განაცხადებს მის მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში შეტყობინებაზე/უწყებაზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და უბრუნდება სააგენტოს.“;

ი.დ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გამწვევ კომისიაზე წვევამდელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში დგება შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და დაუყოვნებლივ იგზავნება სასამართლოში.“;

ი.ე) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„12. გამწვევ კომისიაზე გამოძახებული პირი, რომელიც „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლაზე, გამწვევ კომისიას გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიმართავს შესაბამისი განცხადებით.“;

ი.ვ) მე-16 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) შესაბამის სამხედრო ქვედანაყოფში ჩასარიცხად გამოძახება ხდება როგორც პერსონალურად შეტყობინების/უწყების ჩაბარებით, ასევე ტექნიკური ან სხვა კომუნიკაციის საშუალებით (მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინება), რაც დასტურდება უკუკავშირით და სააგენტოს მიერ შედგენილი აქტით. წვევამდელს შეტყობინება/უწყება შეიძლება ჩაჰბარდეს რეგისტრაციის ადგილის, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის, სამუშაო ადგილის მისამართებზე ან სააგენტოსთვის ცნობილ სხვა ნებისმიერ მისამართზე. შეტყობინება/უწყება ჩაბარებულად ითვლება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ წვევამდელის ოჯახის სრულწლოვანი წევრი ჩაიბარებს შეტყობინებას/უწყებას ან უარს განაცხადებს მის მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში შეტყობინებაზე/უწყებაზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და უბრუნდება სააგენტოს.“;

კ) მე-20 მუხლის:

კ.ა) მე-11 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

კ.ბ) მე-14 და მე-15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„14. თუ წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იგი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად არ ცხადდება გამოძახებისას მიღებულ შეტყობინებაში/უწყებაში მითითებულ ადგილზე, სააგენტო შესაბამის მასალებს სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემს.

15. გამწვევი კომისიის მიერ წვევამდელის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სააგენტო წვევამდელს აბარებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შეტყობინებას/უწყებას. წვევამდელს შეტყობინება/უწყება შეიძლება ჩაჰბარდეს რეგისტრაციის ადგილის, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის, სამუშაო ადგილის მისამართებზე ან სააგენტოსათვის ცნობილ სხვა ნებისმიერ მისამართზე. შეტყობინება/უწყება ჩაბარებულად ითვლება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ წვევამდელის ოჯახის სრულწლოვანი წევრი ჩაიბარებს უწყებას ან უარს განაცხადებს მის მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში შეტყობინებაზე/უწყებაზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და უბრუნდება სააგენტოს.“;

კ.გ) მე-15 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 პუნქტი:

„151. გაწვევის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შესაბამის სამხედრო ქვედანაყოფში ჩასარიცხად გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ითვლება:

ა) პირის (წვევამდელის) ახლო ნათესავის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა) ან ყოფილი მეურვის/მზრუნველის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტით;

ბ) სტიქიური მოვლენით გამოწვეული ან სხვა დაუძლეველი გარემოება.“;

ლ) 23-ე მუხლის:

ლ.ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. გამწვევი კომისიის მიერ სამედიცინო შემოწმების გასავლელად წვევამდელის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში წარგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სააგენტო წვევამდელს აბარებს მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე გამოცხადების (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევის) შესახებ შეტყობინებას/უწყებას. წვევამდელს შეტყობინება/უწყება შეიძლება ჩაჰბარდეს რეგისტრაციის ადგილის, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის, სამუშაო ადგილის მისამართებზე ან სააგენტოსათვის ცნობილ სხვა ნებისმიერ მისამართზე. შეტყობინება/უწყება ჩაბარებულად ითვლება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ წვევამდელის ოჯახის სრულწლოვანი წევრი ჩაიბარებს უწყებას ან უარს განაცხადებს მის მიღებაზე. ასეთ შემთხვევაში შეტყობინებაზე/უწყებაზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და უბრუნდება სააგენტოს.“;

ლ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის მიერ წვევამდელის სამედიცინო შემოწმების შემდეგ სამხედრო ნამსახურობის ბარათში (დანართი №13), სამხედრო-სააღრიცხვო ბარათსა (დანართი №2)  და წვევამდელთა სახელობით სიაში (დანართი №12) კეთდება აღნიშვნა ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი კატეგორიის მითითებით.“;

ლ.გ) მე-9 და მე-10 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. პირის სამედიცინო შემოწმების გასავლელად მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში წარგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სააგენტო მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიას უგზავნის შემდეგ დოკუმენტაციას:

ა) წვევამდელთა სახელობით სიას (2 ეგზემპლარი) (დანართი №12);

ბ) წვევამდელის პირადობის მოწმობის ასლს;

გ) სამხედრო-სააღრიცხვო ბარათს (დანართი №2);

დ) სამხედრო ნამსახურობის ბარათს (დანართი №13);

ე) წვევამდელის სამედიცინო შემოწმების ბარათს (2 ეგზემპლარი).

10. თუ წვევამდელი გამოძახების შემთხვევაში არ გამოცხადდება სამედიცინო შემოწმების გასავლელად მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში ან მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოცხადების შემდეგ სამედიცინო შემოწმებას თავს აარიდებს/არ გაივლის (მათ შორის, დამატებითი სამედიცინო კვლევების ჩატარებისათვის თავის არიდება/მათი ჩაუტარებლობა), სააგენტო 5 სამუშაო დღის ვადაში ადგენს შესაბამის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და შესაბამის მასალებს სასამართლოს გადასცემს.“;

ლ.დ) მე-10 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში/დამატებით სამედიცინო კვლევაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ითვლება:

ა) ავადმყოფობა, რაც დადასტურებულია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ;

ბ) პირის (წვევამდელის) ახლო ნათესავის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა) ან ყოფილი მეურვის/მზრუნველის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტით;

გ) სტიქიური მოვლენით გამოწვეული ან სხვა დაუძლეველი გარემოება.“;

მ) X თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„თავი X

საორგანიზაციო საკითხები“;

ნ) 26-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტოს მიერ გამოცემულ (გაცემულ) დოკუმენტში მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მატერიალური ან/და ელექტრონული სახით.“;

ო) 27-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:

„მუხლი 271. სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები

1. სააგენტო ამ წესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით, რომელთან დაკავშირებით სააგენტოს ხელმძღვანელი უფლებამოსილია გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

2. ამ წესით განსაზღვრული დანართების შევსების ინსტრუქციას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს ხელმძღვანელი.“;

პ) 28-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვა სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული სისტემის ამოქმედებამდე განხორციელდეს ასევე მატერიალური სახით.“.

2. დადგენილების:

ა) №1, №3 − №6 და №12 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) №5 დანართის შემდეგ დაემატოს თანდართული შინაარსის დანართი №51.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
📎 დანართები (1)
422 dan.docx ⬇

„დანართი №1


სსიპ _ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო

წვევამდელთა სააღრიცხვო ანბანური წიგნი

№ გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და პირადი ნომერი საცხოვრებელი ადგილი და ტელეფონის ნომერი სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის ბრძანების № და თარიღი
იურიდიული ფაქტობრივი ტელეფონის ნომერი
1 2 3 4
სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის ბრძანების № და თარიღი გაწვევისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი, ოქმის № და თარიღი გაწვევის ბრძანების № და თარიღი სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვის ბრძანების № და თარიღი შენიშვნა
5 6 7 8 9

შენიშვნა: არსებობის შემთხვევაში, შენიშვნის გრაფაში აღინიშნება ისეთი ინფორმაცია, რომლის დაფიქსირების საშუალებას არ გვაძლევს წინამდებარე გრაფები.“.

„დანართი №3

______________   წელს დაბადებულ წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვან პირთა

საერთო სია

№ სახელი გვარი დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) პირადი № მისამართი (იურიდიული/ ფაქტობრივი) წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის ბრძანების № და თარიღი შენიშვნა

_________      __________         ___________          ____________________________

 (რიცხვი)                (თვე)                      (წელი)                                          (ხელმოწერა)  ბ.ა

შენიშვნა: არსებობის შემთხვევაში, შენიშვნის გრაფაში აღინიშნება ისეთი ინფორმაცია რომლის დაფიქსირების საშუალებას არ გვაძლევს წინამდებარე გრაფები.

დანართი №4

საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან ინფორმაციის ან/და დოკუმენტაციის გამოთხოვის ფორმა

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

 (დაწესებულების დასახელება, მისამართი)

№ სახელი გვარი დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი) პირადი № რეგისტრაციის მისამართი შენიშვნა

--------------     -------------         ------------                              -----------------------------

(რიცხვი)           (თვე)                (წელი)              (დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერა)         ბ.ა

შენიშვნა: არსებობის შემთხვევაში, შენიშვნის გრაფაში აღინიშნება ისეთი ინფორმაცია რომლის დაფიქსირების საშუალებას არ გვაძლევს წინამდებარე გრაფები.

დანართი №5

(სსიპ _ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო, მისამართი)

უ წ ყ ე ბ ა  

პირი (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) _  _  _  _ _  _  _  _  _  _  _  _  _  _  _  _  _ _ 

მცხოვრები _  _  _  _  _  _  _  _  _  _  _  _  _  _  _  _  _  _  _  _  _  _  _  _  _  _  _  _  _  _ 

საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა უზრუნველყოფის მიზნით,

გთხოვთ   „_______“ წლის  „_______“ „_______________“ „___________“ საათზე,

___________________________________________________________________________

                                                (გამოძახების მიზეზი)

გამოცხადდეთ_______________________________________________________________

                                                (გამოცხადების ადგილი)

_______________________________________________________________________ 

(სსიპ _ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებელი პირის წოდება, სახელი, გვარი, ხელმოწერა)

გაცნობებთ, რომ უწყებაში განსაზღვრულ ადგილსა და დროს თქვენი გამოუცხადებლობა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით/სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - ბ.ა- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

ხელწერილი უწყების ჩაბარების თაობაზე

_______________________________________________________________________________

(გამოსაცხადებელი  პირის გვარი, სახელი, პირადი ნომერი)

„__________“ წლის „_______“ „_______________“ „___________“ საათზე,

_________________________________________________________________________________ 

  (გამოძახების მიზეზი)

________________________________________________________________________-ში

                                   (გამოცხადების ადგილი)

გამოცხადების შესახებ უწყება ჩავიბარე

____________________________________________                  ____________________

(პირის ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრის სახელი, (თარიღი, დრო)

გვარი, ხელმოწერა)                                   

_________________________________________________________________________

                 (უწყების მიტანაზე პასუხისმგებელი პირის დამატებითი ინფორმაცია)

__________________________________________________ (წოდება, სახელი, გვარი, ხელმოწერა)

             (უწყების მიტანაზე პასუხისმგებელი პირი)

დანართის №5-ის უკანა მხარე

წვევამდელის უფლებები და ვალდებულებები

  • წვევამდელს მოსაკრებლის გადახდის უფლება წარმოეშობა სამედიცინო შემოწმების გასავლელად წვევამდელის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში წარგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან და სრულდება წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. პირს მოსაკრებლის გადახდის უფლებით შეუძლია ისარგებლოს 25 წლის მიღწევამდე.

  • წვევამდელს უფლება აქვს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიმართოს გამწვევ კომისიას განცხადებით წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით შეცვლის შესახებ.

  • წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით პირის გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა ან/და სამედიცინო შემოწმების გასავლელად მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოუცხადებლობა ან მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოცხადების შემდეგ სამედიცინო შემოწმებისთვის თავის არიდება/მისი გაუვლელობა (მათ შორის, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებისათვის თავის არიდება/მათი ჩაუტარებლობა) წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც იწვევს სასამართლოს მიერ პირის დაჯარიმებას 1000 ლარით. აღნიშნული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით.

  • გამწვევ კომისიაზე/სამედიცინო შემოწმების გასავლელად/დამატებითი კვლევის ჩასატარებლად/ სამხედრო ქვედანაყოფში ჩასარიცხად გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში (ავადმყოფობა, რაც დადასტურებულია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ; პირის (წვევამდელის) ახლო ნათესავის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა) ან ყოფილი მეურვის/მზრუნველის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტით; სტიქიური მოვლენით გამოწვეული ან სხვა დაუძლეველი გარემოება) წვევამდელი ვალდებულია აცნობოს გამწვევ კომისიას აღნიშნულის შესახებ და წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტი.

  • წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლის პირველი ნაწილით  გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას _ ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე.  აღნიშნული ქმედება, ჩადენილი საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

დანართი №51

ტექნიკური ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით დაუწყების აქტი

სატელეფონო ზარი
მოკლე ტექსტური შეტყობინება
ელექტრონული ფოსტა

სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების --------------------------  რეგიონული ცენტრის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ----------------------------------- განყოფილების (დაუწყებაზე უფლებამოსილი პირი, თანამდებობა, წოდება სახელი და გვარი) --------------------------------------------------------------------------------- ზემოთ აღნიშნული შეტყობინების ფორმით ------------------------- წლის ------------------- (რიცხვი და თვე), ------------ საათსა და ------------- წუთზე ტელეფონის ნომრიდან/ელექტრონული ფოსტიდან ---------------------------------- ტელეფონის ნომერზე/ელექტრონულ ფოსტაზე  ----------------------------------- დავუკავშირდი/გავუგზავნე დასაუწყებელ პირს/დასაუწყებელი პირის ოჯახის სრულწლოვან წევრს -----------------------------------------------------------------------------------------------,

რომელსაც შევატყობინე, რომ დასაუწყებელი პირი ----------------------------------- (სახელი, გვარი, პირადი ნომერი და დაბადების თარიღი) ვალდებულია  ------------- წლის ---------------(რიცხვი და თვე), ---------------- საათზე, გამოცხადდეს --------------------------------------------------- (მისამართზე) --------------------------------------------------------------------------------------   (მიზანი).

დასაუწყებელ პირს/მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს განემარტა, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში პირის მიმართ განხორციელებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

დანართი №6

საკომუნიკაციო ურთიერთობის შესახებ განაცხადის ფორმა

სახელი და გვარი  _______________________________________________________

პირადი ნომერი __________________________________________________________

მისამართი (რეგისტრირებული/ფაქტობრივი) ______________________________

_______________________________________________________________________

ტელეფონის ნომერი ____________________________________________________

ელექტრონული ფოსტა __________________________________________________

ოჯახის წევრების სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი

სახელი და გვარი ნათესავური კავშირი ტელეფონის ნომერი დაბადების წელი
დედა
მამა
და/ძმა
მეუღლე

    ვიღებ ვალდებულებას:

1) გამოძახების შემთხვევაში გამოვცხადდე დანიშნულების (უწყებაში/შეტყობინებაში /აქტში მითითებულ) ადგილზე.

2) საკომუნიკაციო ურთიერთობის შესახებ განაცხადის ფორმაში მითითებული რეკვიზიტის შეცვლის შემთხვევაში 2 კვირაში ვაცნობო სააგენტოს აღნიშნული ცვლილების თაობაზე.

 -----------------------------------         

ხელმოწერა

„_____“  „______________________“ 20 ___ წელი

დანართი №6-ის უკანა მხარე

გაეცანით ყურადღებით!

წვევამდელის უფლებები და ვალდებულებები

  • წვევამდელს მოსაკრებლის გადახდის უფლება წარმოეშობა სამედიცინო შემოწმების გასავლელად წვევამდელის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში წარგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან და სრულდება წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. პირს მოსაკრებლის გადახდის უფლებით შეუძლია ისარგებლოს 25 წლის მიღწევამდე.

  • წვევამდელს უფლება აქვს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიმართოს გამწვევ კომისიას განცხადებით წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურით შეცვლის შესახებ.

  • წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით პირის გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობა ან/და სამედიცინო შემოწმების გასავლელად მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოუცხადებლობა ან მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაში გამოცხადების შემდეგ სამედიცინო შემოწმებისთვის თავის არიდება/მისი გაუვლელობა (მათ შორის, დამატებითი სამედიცინო გამოკვლევების ჩატარებისათვის თავის არიდება/მათი ჩაუტარებლობა) წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რაც იწვევს სასამართლოს მიერ პირის დაჯარიმებას 1000 ლარით. აღნიშნული ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღის ვადით.

  • გამწვევ კომისიაზე/სამედიცინო შემოწმების გასავლელად/დამატებითი კვლევის ჩასატარებლად/ სამხედრო ქვედანაყოფში ჩასარიცხად გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში (ავადმყოფობა, რაც დადასტურებულია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ; პირის (წვევამდელის) ახლო ნათესავის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა) ან ყოფილი მეურვის/მზრუნველის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტით; სტიქიური მოვლენით გამოწვეული ან სხვა დაუძლეველი გარემოება) წვევამდელი ვალდებულია აცნობოს გამწვევ კომისიას აღნიშნულის შესახებ და წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტი.

  • წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდება, მათ შორის, ავადმყოფობის სიმულაციით, სხეულის თვითდაზიანებით, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით ან სხვაგვარად მოტყუებით, გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

  • თუ კანონით განსაზღვრული ფორმით გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება, მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი არ განხორციელდა 2 სამუშაო დღის ვადაში, ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია,   სსიპ _ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო მის ოფიციალურ ვებგვერდზე არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა აქვეყნებს გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას, რომელიც ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია მისი  წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისათვის გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს   სსიპ _ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოში.“.

„დანართი №12

  სსიპ _ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ____________________განყოფილებიდან მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე გაგზავნილ

წვევამდელთა სახელობითი სია

№ გვარი სახელი დაბადების თარიღი პირადი № მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის გადაწყვეტილება თარიღი

ბ.ა.                                                                          ______________________

პასუხისმგებელი პირი“.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.08.2026.
როდის იქნა მიღებული „სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.08.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №422. სარეგისტრაციო კოდი — 120160010.10.003.025971.
სად არის „სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.08.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №422, 31.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 120160010.10.003.025971 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6991220/