შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის 2007 წლის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.03.2007
ძალის დაკარგვა 13.06.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №102/ნ
სარეგისტრაციო კოდი 280.080.020.22.035.010.146
გამოქვეყნების წყარო სსმ, 42, 28/03/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის ქვეპროგრამა |
| სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს მიერ ასათვისებელი თანხა | საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს ასათვისებელი თანხა |
| 4 237 300 | 811 363 |
| 1.1. | შშმპ-თა საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი |
| 1.2. | შშმპ-თა დღის ცენტრის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების განვითარების ხელშეწყობის კომპონენტი |
| 1.2.1. | შშმპ-თა დღის ცენტრის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი |
| 1.2.2. | შშმპ-თა დღის ცენტრის ტიპის სპეციალიზებულ დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის ქვეკომპონენტი |
| 1.3. | უსინათლოთა საინფორმაციო უზრუნველყოფის კომპონენტი |
| 1.4. | შშმ პირთა ინკლუზიური დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი |
| 2. | შშმ პირის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ საეჭვო დასკვნის საფუძველზე სამედიცინო გადამოწმების მიზნით შშმ პირის გამოკვლევა წინასწარ შერჩეული სამედიცინო დაწესებულებების მიერ |
| 2.1. | სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფ შშმპ-თა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის კომპონენტი |
| 2.2. | სპეციალიზებული სადღეღამისო დაწესებულებების დამხმარე მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის კომპონენტი |
| 2.3. | შშმ პირთა სათემო ორგანიზაცის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი |
| 2.4. | სპეციალიზებული სადღეღამისო დაწესებულებების ბენეფიციართა საკურორტო რეაბილიტაციის კომპონენტი |
| 3. | შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის 2007 წლის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:LitNusx;}
@font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 48.0pt 45.0pt .5in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 280.080.020.22.035.010.146
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №102/ნ
2007 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის და სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის 2007 წლის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2, მე-8, მე-9, 24-ე პუნქტებისა და „
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2, მე-3 და მე-5 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
1. „
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის“ 2007 წლის სახელმწიფო პროგრამა (დანართი 1).
2. „
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის“ 2007 წლის სახელმწიფო პროგრამა (დანართი 2).
მუხლი 2🔗
ბრძანება ძალაშია 2007 წლის 1 იანვრიდან.
ლ. ჭიპაშვილი
დანართი 1
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა
თავი I
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი მიმოხილვა
მუხლი 1🔗. პროგრამის აქტუალობა
საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შემდგომში – შშმ პირთა), ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაცია და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. როდესაც საუბარია შშმ პირებისათვის მაქსიმალურად ადაპტირებული გარემოს შექმნაზე, სხვა საკითხებთან ერთად დღის წესრიგში დგება შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის, განათლების, ინფორმირებულობის, სამედიცინო და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის, თავისუფალი გადაადგილებისა და ორიენტაციის, დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის, კულტურულ-სანახაობით ღონისძიებებში მონაწილეობისა და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარების აუცილებლობა. სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით,
შშმ პირთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, ასევე მნიშვნელოვანია ხანდაზმულებსა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებზე ზრუნვა, რაც ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ღონისძიებების გატარებას საჭიროებს.
მუხლი 2🔗. პროგრამის მიზანი
შშმ პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ქვეყანაში შშმ პირთა სოციალური დაცვის პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს, ოთხი ქვეპროგრამისაგან შედგება და არსებული საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში მიზნად ისახავს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ 1995 წლის 14 ივნისის №756-IIს საქართველოს კანონისა და „ინვალიდთათვის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფის სტანდარტული წესების“ თაობაზე გაეროს 1993 წლის 20 დეკემბრის №48/96 რეზოლუციის, ბავშვთა უფლებების კონვენციისა და აღნიშნული კატეგორიის ადამიანებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზოგიერთ მოთხოვნათა ცხოვრებაში გატარებას.
მუხლი 3🔗. პროგრამის ამოცანები
შშმ პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური მომსახურება, რაც მოიცავს ამ კონტინგენტის სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების, დღის ცენტრებისა და სათემო ორგანიზაციების მომსახურებით, ფსიქო-სომატური და საკურორტო რეაბილიტაციით, საპროთეზო-ორთოპედიული და დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფას.
მუხლი 4🔗. პროგრამის ღონისძიებები
1. შშმ პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ღონისძიებებია: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრისა და სათემო ორგანიზაციის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების (სადღეღამისო დაწესებულება, სადაც გარემო მიახლოებულია ოჯახურთან და შშმ პირები თანაცხოვრობენ ადგილობრივ მოსახლეობასთან) მომსახურებით, სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მყოფ შშმ პირთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური პატრონაჟით (საკურორტო რეაბილიტაციის ჩათვლით) უზრუნველყოფა, შშმ ბავშვთა რეაბილიტაციის ხელშეწყობა, უსინათლოთა საინფორმაციო უზრუნველყოფა, შშმპ-თა საპროთეზო-ორთოპედიული, ასევე, ხანდაზმულთა და ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა დამხმარე საშუალებებით (სავარძელ-ეტლები, ხელჯოხები, უსინათლოთა ხელჯოხები, ყავარჯნები, ხელჯოხ-ყავარჯნები, სმენის აპარატები და კოხლეარული იმპლანტები) უზრუნველყოფა.
2. აღნიშნული პროგრამის თითოეული კომპონენტის ფარგლებში მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის ინფრასტრუქტურა უნდა იყოს ამ კომპონენტების სამიზნე ჯგუფისათვის ადაპტირებული, რაც გულისხმობს პანდუსებით, შშმ პირების სავარძელ-ეტლებით გადაადგილებისათვის ადაპტირებული ლიფტებით, სურდოთარჯიმნებით, ბრაილის ანბანის მცოდნე პერსონალითა და სხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფას.
მუხლი 5🔗. პროგრამის დაფინანსება
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი.
2. 2007 წლის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4 237 300 ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
შშმ პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა
ბიუჯეტი სულ (ლარებში)
მათ შორის
სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს მიერ ასათვისებელი თანხა
საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდისა და ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს ასათვისებელი თანხა
4 237 300
811 363
3 425 937
1
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის ქვეპროგრამა
1 900 000
420 186
1 479 814
1.1.
შშმპ-თა საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი
240 000
71 680
168 320
1.2.
შშმპ-თა დღის ცენტრის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების განვითარების ხელშეწყობის კომპონენტი
1 545 000
334 950
1 210 050
1.2.1.
შშმპ-თა დღის ცენტრის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი
1 490 000
334 950
1 155 050
1.2.2.
შშმპ-თა დღის ცენტრის ტიპის სპეციალიზებულ დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის ქვეკომპონენტი
55 000
0
55 000
1.3.
უსინათლოთა საინფორმაციო უზრუნველყოფის კომპონენტი
40 000
13 556
26 444
1.4.
შშმ პირთა ინკლუზიური დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი
75 000
0
75 000
2.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის ხარჯების ქვეპროგრამა
908 300
192 517
715 783
2.1.
სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფ შშმპ-თა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის კომპონენტი
583 042
176 042
407 000
2.2.
სპეციალიზებული სადღეღამისო დაწესებულებების დამხმარე მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის კომპონენტი
120 000
0
120 000
2.3.
შშმ პირთა სათემო ორგანიზაცის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი
138 258
16 475
121 783
2.4.
სპეციალიზებული სადღეღამისო დაწესებულებების ბენეფიციართა საკურორტო რეაბილიტაციის კომპონენტი
67 000
0
67 000
3.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა
640 000
198 660
441 340
3.1.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ოჯახურ პირობებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი
40 000
0
40 000
3.2.
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტა-ციის/რეაბილიტაციის კომპონენტი
600 000
198 660
401 340
4.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
789 000
0
789 000
4.1.
შშმპ-თა და ხანდაზმულთა გადასაადგილებელი საშუალებებით (სავარძელ-ეტლები, ყავარჯნები, ხელჯოხ-ყავარჯნები, ხელჯოხები, უსინათლოთა ხელჯოხები) უზრუნველყოფის კომპონენტი
317 000
0
317 000
4.2.
სმენადაქვეითებულ პირთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი
409 000
0
409 000
4.3.
აბსოლუტური სიყრუის მქონე პირთა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი
63 000
0
63 000
მუხლი 6🔗. პროგრამის განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები
პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობენ:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები;
ბ) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციები.
მუხლი 7🔗. პროგრამის განხორციელების მექანიზმი
პროგრამის კომპონენტების განხორციელება მოხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ კომპონენტების სამიზნე ჯგუფებისთვის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების შერჩევისა და მათთან ხელშეკრულებების დადების გზით.
მუხლი 8🔗. სამიზნე ჯგუფი
საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ყრუ და სმენადაქვეითებული პირები (მათ შორის,
ბავშვები), ხანდაზმულები, ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და ზოგიერთ სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებაში მცხოვრები პირები. ამასთან, ზოგიერთი კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურებით, თანაბარ პირობებში მყოფ ბენეფიციართაგან დაკმაყოფილდებიან „
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრი შშმ, ყრუ და სმენადაქვეითებული პირები (მათ შორის,
ბავშვები) და ხანდაზმულები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.
მუხლი 9🔗. პროგრამის შესრულების ვადა
პროგრამის შესრულების ვადა განისაზღვრება 2007 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 10🔗. პროგრამის შეფასების კრიტერიუმები
პროგრამის შეფასების კრიტერიუმები თითოეული კომპონენტისთვის ინდივიდუალურია და ქვემოთ არის წარმოდგენილი.
მუხლი 11🔗. პროგრამის შედეგები
პროგრამის განხორციელებით ხელი შეეწყობა შშმ პირთა, სმენადაქვეითებულ ბავშვთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სოციალურ რეაბილიტაციას, გარემოში ადაპტაციის უნარის განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრირებას.
თავი II
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაციის ქვეპროგრამა
მუხლი 12🔗. შშმ პირთა საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი
1. აქტუალობა
შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე ადამიანები, რომლებიც საჭიროებენ საპროთეზო-ორთოპედიულ საშუალებებს, დგანან ისეთი კონკრეტული პრობლემების წინაშე, როგორებიცაა: დამოუკიდებლად გადაადგილების შეზღუდვა, სოციალური ურთიერთობების გაძნელება, სიძნელეები ტექნიკური საშუალებების გამოყენებისას, რის გამოც ისინი ნაკლებად დაცულნი და საზოგადოებაში ინტეგრირების შესაძლებლობას მოკლებულები არიან.
2. მიზანი
კომპონენტის მიზანია შშმ პირთა ცხოვრების დონის ამაღლება ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებით, მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა.
3. ამოცანები
კომპონენტის ამოცანაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მაღალი ხარისხის საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებების დამზადება და მათი მორგება-გამოყენების უზრუნველყოფა.
4. ღონისძიებები
კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის შესყიდვა და ბენეფიციარებისათვის შესაბამისი სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევა, რაც გულისხმობს:
ა) წვივის და ბარძაყის ყველა დონის ამპუტირების შემთხვევაში ქვედა კიდურების პროთეზების შერჩევას, დამზადებას, მორგებას, შეკეთებასა და მოხმარების ეფექტურობის მინიტორინგს;
ბ) ზედა კიდურის ყველა დონის ამპუტირების შემთხვევაში მექანიკური, კოსმეტიკური და მუშა ტიპის პროთეზის შერჩევას, დამზადებას, მორგებას, შეკეთებასა და მოხმარების ეფექტურობის მინიტორინგს;
გ) ტუტორების, კორსეტების, რთული ორთოპედიული ფეხსაცმლის, მაკორეგირებელი სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებების შერჩევას, დამზადებას, მორგებას, შეკეთებასა და მოხმარების ეფექტურობის მინიტორინგს;
დ) ინდივიდუალური ტრეინინგებისა და სპეციალური სასწავლო ღონისძიებების ჩატარებას ბენეფიციართათვის ნაწარმის უსაფრთხო ექსპლუატაციის, აგრეთვე საექსპლუატაციო ვადის მაქსიმალური გახანგრძლივების მიზნით;
ე) ყველა ტიპის პროთეზის ფუნქციონირების უფასო უზრუნველყოფას საგარანტიო ვადის გასვლამდე;
ვ) საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგიური კონსულტაციების გამართვას.
5. დაფინანსება
1. კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 240 000 ლარი.
2. კომპონენტი ითვალისწინებს 1500 ლარამდე ღირებულების საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმით უზრუნველყოფის 100%-ით დაფინანსებას. 1500 ლარზე მეტი ღირებულების ნაწარმის დაფინანსება მოხდება 50%-იანი თანაგადახდის პრინციპით, მაგრამ კომპონენტის სახსრებიდან საერთო ჯამში არა უმეტეს 2000 ლარისა. ამასთან, 2500 ლარამდე ღირებულების საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმით უზრუნველყოფის 100%-ით დაფინანსება მოხდება:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისათვის;
ბ) პირებისათვის, რომელთა შესაძლებლობის შეზღუდვა უკავშირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში მონაწილეობისას მიღებულ ტრავმას ან დაავადებას.
3. ამასთან, დაფინანსების ამ მუხლით განსაზღვრული პირობა ერთი ბენეფიციარისთვის რამდენიმე ან სხვადასხვა საპროთეზო-ორთოპედიული ნაწარმის საჭიროების შემთხვევაში გავრცელდება მათგან მხოლოდ ერთზე, ბენეფიციარის სურვილისდა მიხედვით.
6. განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები
ა) 2007 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო“ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-7, მე-8, მე-9, 24-ე პუნქტებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 თებერვლის №42/ნ ბრძანების თანახმად;
ბ) 2007 წლის 1 აპრილიდან 1 ივლისამდე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“, ხოლო 2007 წლის 1 ივლისიდან – მისი უფლებამონაცვლე – „
ჯანმრთელობის და სოციალური პროგრამების სააგენტო“ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 24-ე პუნქტის თანახმად;
გ) 2007 წლის 1 აპრილიდან ამ კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მოქმედი კანონმდებლობის თანახმად შესყიდვის დასრულებამდე სსიპ „სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა“ ხელშეკრულებები გააფორმოს მომსახურების იმავე მიმწოდებლებთან, რომლებთანაც სსიპ „
სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს“ ჰქონდა გაფორმებული ამავე პუნქტის „
ა“ ქვეპუნქტის თანახმად. ამასთან, აღნიშნული განხორციელდეს ამ ხელშეკრულებათა პირობების შეუცვლელად;
დ) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციები.
7. სამიზნე ჯგუფი
შშმ პირები (მათ შორის,
ბავშვები).
8. შეფასების კრიტერიუმები
შეფასება მოხდება გაწეული მომსახურების ხარისხის, ბენეფიციარებისა და მათი ოჯახის წევრების კმაყოფილების დონის პერიოდული საანკეტო გამოკითხვებით შეფასების საფუძველზე.
9. შედეგი
შშმ პირები და ტერფის აკომოდაციური და ფუნქციონალური ორთეზების (სუპინატორი) საჭიროების მქონე ბავშვები უზრუნველყოფილ იქნებიან ხარისხიანი საპროთეზო-ორთოპედიული საშუალებებით, რაც მათ დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების უკეთეს პირობებს შეუქმნის.
მუხლი 13🔗. შშმპ-თა დღის ცენტრის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების განვითარების ხელშეწყობის კომპონენტი
1. შშმ პირთა დღის ცენტრის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეკომპონენტი
ა) აქტუალობა
ა.ა) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უმრავლესობა ფაქტობრივად მოწყვეტილია საზოგადოებრივ ცხოვრებას, არასათანადო განათლება და პროფესიული უნარ-ჩვევების დეფიციტი კი მას არაკონკურენტუნარიანს ხდის დასაქმების სფეროში. ეს ადამიანები გარკვეულ წილად უფუნქციოები, სოციუმისგან იზოლირებულები და მომვლელებზე მიჯაჭვულები არიან. ოჯახურ გარემოში მცხოვრებ შშმ ბავშვებს და სრულწლოვან პირებს არ აქვთ სწავლის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის საშუალება, რაც ხელს უშლის მათ პიროვნებად ჩამოყალიბებას;
ა.ბ) ამასთან, შშმ პირთა, მათ შორის, ბავშვთა მომვლელები (მშობლები და ნათესავები), მათი მოვლის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოკლებულნი არიან საზოგადოებაში ინტეგრაციის საშუალებას, რაც უარყოფითად აისახება მათ პროფესიულ განვითარებასა და მატერიალურ მდგომარეობაზე.
ბ) მიზანი
შშმ პირთა ინდივიდუალური განვითარებისა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა.
გ) ამოცანები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების მომსახურებით უზრუნველყოფა.
დ) ღონისძიებები
შშმ პირებისათვის გაწეული მომსახურება უნდა მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ღონისძიებათა სხვადასხვა კომბინაციას:
დ.ა) ბენეფიციარებისათვის ინდივიდუალური აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროგრამის შედგენა;
დ.ბ) ყოველდღიური მომსახურება (შაბათ-კვირისა და უქმე დღეების გარდა) 2-ჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
დ.გ) ბენეფიციართა ცენტრებში მიყვანისა და შინ დაბრუნების უზრუნველყოფა;
დ.დ) საყოფაცხოვრებო და წინარეპროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება;
დ.ე) ბენეფიციარების საგანმანათლებლო, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფა როგორც ცენტრებში, ისე ბენეფიციართა შესაძლებლობის გათვალისწინებით, მათ გარეთაც;
დ.ვ) საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა.
ე) დაფინანსება
ე.ა) კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 1 490 000 ლარი;
ე.ბ) ერთ ბენეფიციარზე კომპონენტით გათვალისწინებული დღიური ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 8 ლარს, ხოლო აუცილებელი პაკეტი უნდა მოიცავდეს ბენეფიციართა კვებით, ტრანსპორტით ან მგზავრობისათვის საჭირო თანხით, სწავლებითა და მოვლით უზრუნველყოფას. ამასთან, კომპონენტით გათვალისწინებული დღიური ხარჯი მოიცავს შშმ პირთა დღის ცენტრის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულების მიერ ერთ ბენეფიციარზე გაწეული კომუნალური ხარჯის ანაზღაურებას.
ვ) განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები
ვ.ა) 2007 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო“ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-7, მე-8, მე-9, 24-ე პუნქტებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 თებერვლის №42/ნ ბრძანების თანახმად;
ვ.ბ) 2007 წლის 1 აპრილიდან 1 ივლისამდე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“, ხოლო 2007 წლის 1 ივლისიდან – მისი უფლებამონაცვლე – „
ჯანმრთელობის და სოციალური პროგრამების სააგენტო“ „
საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 24-ე პუნქტის თანახმად;
ვ.გ) 2007 წლის 1 აპრილიდან ამ კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მოქმედი კანონმდებლობის თანახმად შესყიდვის დასრულებამდე სსიპ „სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა“ ხელშეკრულებები გააფორმოს მომსახურების იმავე მიმწოდებლებთან, რომლებთანაც სსიპ „სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს“ ჰქონდა გაფორმებული ამავე პუნქტის „
ა“ ქვეპუნქტის თანახმად. ამასთან, აღნიშნული განხორციელდეს ამ ხელშეკრულებათა პირობების შეუცვლელად;
ვ.დ) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციები.
ზ) სამიზნე ჯგუფი
ოჯახურ გარემოში მცხოვრები შშმ პირები.
თ) შეფასების კრიტერიუმები
შეფასება მოხდება შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:
თ.ა) ინდივიდუალური აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევის მაჩვენებლის მიხედვით;
თ.ბ) გაწეული მომსახურების ხარისხით ბენეფიციარებისა და მათი ოჯახის წევრების კმაყოფილების დონის შეფასება პერიოდული საანკეტო გამოკითხვების მეშვეობით;
თ.გ) პროგრამიდან ბენეფიციართა გამოთიშვის სიხშირისა და მიზეზების გაანალიზების გზით;
ი) შედეგი
შშმ პირებს გამოუმუშავდებათ საყოფაცხოვრებო, შრომითი და სოციალური უნარ-ჩვევები, საშუალება ექნებათ განავითარონ გარემოში ადაპტაციის მექანიზმები და შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება, რაც გახდება მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ერთ-ერთი გარანტი.
2. შშმპ-თა დღის ცენტრის ტიპის სპეციალიზებულ დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობის ქვეკომპონენტი
ა) აქტუალობა
ა.ა) საქართველოში მოქმედი, შშმპ-თა დღის ცენტრის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების უმრავლესობა რიგი მიზეზების გამო ვერ ახერხებს იზრუნოს საკუთარი მომსახურების ხარისხის გაზრდაზე, რაც იმის რისკს ქმნის, რომ აღნიშნულმა დაწესებულებებმა არასრულყოფილად განახორციელონ მომსახურების მიწოდება. აღნიშნული რისკის რეალიზება კი, გარკვეულწილად გამოიწვევს შშმ პირთა საზოგადოებისაგან იზოლაციას, აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს მხრიდან ამ კონტინგენტის წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას;
ა.ბ) ზემოაღნიშნული პრობლემის ნაწილობრივი დარეგულირების მიზნით,
საჭიროა სახელმწიფომ ხელი შეუწყოს შშმპ-თა დღის ცენტრის ტიპის სპეციალიზებულ დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, დარგის ექსპერტების მიერ მათი მომზადების გზით.
ბ) მიზანი
შშმპ-თა დღის ცენტრის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების განვითარება.
გ) ამოცანები
შშმპ-თა დღის ცენტრის ტიპის სპეციალიზებულ დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისთვის დარგის ექსპერტების მიერ ცენტრის სპეციალისტების მომზადების უზრუნველყოფა.
დ) ღონისძიებები
დ.ა) შშმპ-თა დღის ცენტრის ტიპის, საქართველოში მოქმედ სპეციალიზებულ დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის შეფასება;
დ.ბ) საქართველოში მოქმედი, შშმპ-თა დღის ცენტრის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების (უპირატესად პერიფერიებში მომუშავე) შერჩევა ექსპერტების მიერ მათი მომზადებისათვის;
დ.გ) საქართველოში მოქმედი, შშმპ-თა დღის ცენტრის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის შედგენა;
დ.დ) კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში მონაწილე დაწესებულებების შეფასება და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტით მათი უზრუნველყოფა;
დ.ე) კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში მონაწილე დაწესებულებების შესაბამისი (სასწავლო) ლიტერატურით უზრუნველყოფა.
ე) დაფინანსება
კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 55 000 ლარი.
ვ) განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები
ვ.ა) 2007 წლის 1 აპრილიდან 1 ივლისამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“, ხოლო 2007 წლის 1 ივლისიდან – მისი უფლებამონაცვლე – „
ჯანმრთელობის და სოციალური პროგრამების სააგენტო“ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 24-ე პუნქტის თანახმად;
ვ.ბ) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციები.
ზ) სამიზნე ჯგუფი
საქართველოში მოქმედი, შშმპ-თა დღის ცენტრის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებები, რომლებსაც წინასწარ შეარჩევს მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია.
თ) შეფასების კრიტერიუმები
საქართველოში მოქმედი, შშმპ-თა დღის ცენტრის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევის მაჩვენებლები.
ი) შედეგი
შშმპ-თა დღის ცენტრის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების ინტელექტუალური რესურსების განვითარება.
მუხლი 14🔗. უსინათლოთა საინფორმაციო უზრუნველყოფის კომპონენტი
1. აქტუალობა
ა) საქართველოში დღეისათვის უსინათლო პირთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა მათთვის ადაპტირებული ფორმით საგანმანათლებლო, მხატვრული და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის დეფიციტი, რაც ხელს უშლის მათ ინტელექტუალურ განვითარებას;
ბ) უსინათლოთა უზრუნველყოფა ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი და კომპაქტ-დისკებზე ჩაწერილი ლიტერატურით გარკვეულწილად მოხსნის ზემოხსენებულ პრობლემას, მით უფრო, რომ აღნიშნული კუთხით მუშაობის საჭიროება განპირობებულია ზემოხსენებულ მასალაზე უსინათლოთა მხრიდან მაღალი მოთხოვნილებით.
2. მიზანი
პროგრამის მიზანს წარმოადგენს უსინათლო პირთა საგანმანათლებლო, მხატვრული და სამეცნიერო-პოპულარული ლიტერატურის ადაპტირებული ფორმით უზრუნველყოფა და ამ კუთხით მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის ხელშეწყობა.
3. ამოცანები
კომპონენტის ამოცანას წარმოადგენს უსინათლო პირთა ინფორმირებულობის ამაღლება.
4. ღონისძიებები
ა) წიგნების, საგანმანათლებლო და საინფორმაციო მასალების ბრაილის შრიფტით ბეჭდვა და მათი გავრცელება საქართველოს რეგიონებში მდებარე ბიბლიოთეკებსა და/ან შესაბამის დაწესებულებებში, მათზე უსინათლოების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;
ბ) აუდიოკასეტების ან/და კომპაქტ-დისკების შეძენა;
გ) ხმოვანი ლიტერატურის ჩაწერა და მათი გავრცელება საქართველოს რეგიონებში მდებარე ბიბლიოთეკებსა და/ან შესაბამის დაწესებულებებში, მათზე უსინათლოების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.
5. დაფინანსება
კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 40 000 ლარი, საიდანაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო“ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-9 პუნქტისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 თებერვლის №42/ნ ბრძანების თანახმად, აითვისებს 13 556 ლარს.
6. განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“, ხოლო 2007 წლის 1 ივლისიდან – მისი უფლებამონაცვლე – „
ჯანმრთელობის და სოციალური პროგრამების სააგენტო“;
ბ) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციები.
7. სამიზნე ჯგუფი
მხედველობადაქვეითებული და უსინათლო შშმ პირები.
8. შეფასების კრიტერიუმები
ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი, ასევე აუდიომატარებლებზე გადატანილი საგანმანათლებლო და საინფორმაციო მასალების, წიგნებისა და სხვა ლიტერატურის მრავალფეროვნება, ქვეყნის მასშტაბით მათი ფართო გავრცელება და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
9. შედეგი
კომპონენტის განხორციელების შედეგად უსინათლო პირებს გაუიოლდებათ ცოდნისა და ინფორმაციის დამოუკიდებლად მიღება, მიეცემათ თანამედროვე და კლასიკური ქართული და უცხოური ლიტერატურის გაცნობის შესაძლებლობა.
მუხლი 15🔗. შშმ პირთა ინკლუზიური დასაქმების ხელშეწყობის კომპონენტი
1. აქტუალობა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინტეგრაცია განსაკუთრებით მწვავედ დგას 18 წელზე უფროსი ასაკის შშმ პირების შემთხვევაში, ვინაიდან ქვეყანაში გავრცელებული მომსახურებები ძირითადად მიმართულია შშმ ბავშვთა სოციალური და საგანმანათლებლო ინკლუზიისაკენ. ფაქტობრივად, ზრდასრულობის ასაკს მიღწეული, ოჯახში მაცხოვრებელი შშმ პირები, წარმოადგენენ იმ რისკ ჯგუფს, რომელთა ხელახალი სოციალური იზოლაცია და ინსტიტუციებში მოხვედრა გარდაუვალია შესაბამისი ზომების მიღების გარეშე. ამგვარი რისკი, ერთი მხრივ, საფრთხეს უქმნის შშმ პირთა კეთილდღეობას და, მეორე მხრივ, მძიმე ფინანსურ ხარჯად აწვება სახელმწიფოს შესაბამის სტრუტურებს – როგორც საერთაშორისო გამოცდილება გვიჩვენებს, შშმ პირთა ინსტიტუციებში მოვლის ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება მათი საზოგადოებაში ცხოვრების ხელშეწყობის ხარჯებს.
2. მიზანი
აღნიშნული კომპონენტი მიზნად ისახავს შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის სახელმწიფოს სხვადასხვა სექტორის გაერთიანებას და თემზე დაფუძნებული რეაბილიტაციის პრინციპებზე დაყრდნობით ოჯახში მაცხოვრებელი, 18 წელზე უფროსი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ინტეგრაციას საზოგადოებაში მათი ინკლუზიური დასაქმების გზით.
3. ამოცანები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომზადება/სწავლება ინკლუზიური დასაქმებისათვის; ასეთი ადგილის ფიზიკური და სოციალური გარემოს მომზადება შშმ პირთა მუშაობისათვის; შშმ პირების შრომითი ხელშეკრულების პილოტური ფორმის შექმნა; საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შშმ პირების ინკლუზიური დასაქმებისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის მიმართ.
4. ღონისძიებები
აღნიშნული კომპონენტის ღონისძიებებია: შშმ პირების ფუნქციური სტატუსის შეფასება (კომუნიკაცია, თვითმენეჯმენტი, სოციალური ურთიერთობები და ა.შ.); შშმ პირების წინაპროფესიული უნარების შეფასება; შშმ პირების ინკლუზიური დასაქმების ინდივიდუალური პროექტის შედგენა; შშმ პირების პროფესიული უნარების ტრეინინგი; ინკლუზიური დასაქმების ადგილის/ადგილების შერჩევა და მათი სოციალური და ფიზიკური გარემოს ადაპტაცია/მოდიფიკაცია (ტრეინინგი დამსაქმებელი ორგანიზაციის პერსონალისთვის; გარემო პირობების მოდიფიკაცია ადაპტირებული და უსაფრთხო გარემოს ორგანიზების მიზნით).
5. დაფინანსება
ა. კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 75 000 ლარი.
ბ. კომპონენტით განსაზღვრული ღონისძიებები სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდება 50%-იანი თანაგადახდის პრინციპით. ამასთან, თითოეული პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს.
6. განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები
ა) 2007 წლის 1 აპრილიდან 1 ივლისამდე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“, ხოლო 2007 წლის 1 ივლისიდან – მისი უფლებამონაცვლე – „
ჯანმრთელობის და სოციალური პროგრამების სააგენტო“ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 24-ე პუნქტის თანახმად;
ბ) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციები.
7. სამიზნე ჯგუფი
ოჯახურ გარემოში მცხოვრები 18 წელზე უფროსი ასაკის შშმ პირები. ამასთან, კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურებით პირველ რიგში დაკმაყოფილდებიან “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრი შშმ პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.
8. შეფასების კრიტერიუმები
კომპონენტის ბენეფიციარების ჩართულობის დონე ინკლუზიური დასაქმების პროექტში; კომპონენტის შესრულების ხელშემწყობი და ხელისშემშლელი ფაქტორების (ფიზიკური, სოციალური, ინსტიტუციური, ეკონომიკური და ოკუპაციური) თანაფარდობა.
9. შედეგი
შშმ პირთა ინკლუზიური დასაქმების გზით მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
თავი III
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის ხარჯების ქვეპროგრამა
მუხლი 16🔗. სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფ შშმპ-თა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის კომპონენტი
1. აქტუალობა
ა. ქვეყანაში არსებულ შშმ პირთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა გარკვეული რაოდენობა ავადმყოფობის, მომვლელის არარსებობის, უსახსრობის, მძიმე ოჯახური პირობების და სხვა გარემოებების გამო საჭიროებს სახელმწიფო პატრონაჟს.
ბ. ამასთან, სახელმწიფო ვალდებულებას იღებს სპეციალიზებულ დაწესებულებებში მყოფი შშმ პირებისა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებისთვის უზრუნველყოს ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები, მოვლა-პატრონობა, კვება, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, სამედიცინო მომსახურება და სხვა გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილება.
2. მიზანი
კომპონენტის მიზანია შშმ პირთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების მომსახურების სხვადასხვა სახეებით უზრუნველყოფა.
3. ამოცანები
კომპონენტის ამოცანებია შშმ პირთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში საყოფაცხოვრებო პირობებით, კვებით, მოვლა-პატრონობით, ფსიქოლოგიური და სამედიცინო მომსახურებით, შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობით უზრუნველყოფა.
4. ღონისძიებები
ა) ბენეფიციარებისათვის ინდივიდუალური მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის პროგრამის შედგენა;
ბ) 24-საათიანი მომსახურებით უზრუნველყოფა;
გ) არანაკლებ სამჯერადი კვებით უზრუნველყოფა;
დ) საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების სწავლებისა და ხარიხსიანი მოვლა-პატრონობის უზრუნველყოფა;
ე) საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფა;
ვ) ბენეფიციართა შემეცნებით-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფა, ბენეფიციართა შესაძლებლობის გათვალისწინებით მათ შორის სპეციალიზებული დაწესებულების გარეთაც.
5. დაფინანსება
ა. კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 583 042 ლარი.
ბ. თითოეულ ბენეფიციარზე გათვლილი თანხის სადღეღამისო ოდენობა შეადგენს 8 ლარს, ამასთან, აღნიშნული თანხა მოიცავს სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულების მიერ ერთ ბენეფიციარზე გაწეული დღიური კომუნალური ხარჯის ანაზღაურებას.
6. განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები
ა) 2007 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო“ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-7, მე-8, მე-9, 24-ე პუნქტებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 თებერვლის №42/ნ ბრძანების თანახმად;
ბ) 2007 წლის 1 აპრილიდან 1 ივლისამდე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „
სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“, ხოლო 2007 წლის 1 ივლისიდან – მისი უფლებამონაცვლე – „
ჯანმრთელობის და სოციალური პროგრამების სააგენტო“ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 24-ე პუნქტის თანახმად;
გ) 2007 წლის 1 აპრილიდან ამ კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მოქმედი კანონმდებლობის თანახმად შესყიდვის დასრულებამდე სსიპ „სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა“ ხელშეკრულებები გააფორმოს მომსახურების იმავე მიმწოდებლებთან, რომლებთანაც სსიპ „სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს“ ჰქონდა გაფორმებული ამავე პუნქტის „
ა“ ქვეპუნქტის თანახმად. ამასთან, აღნიშნული განხორციელდეს ამ ხელშეკრულებათა პირობების შეუცვლელად;
დ) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციები.
7. სამიზნე ჯგუფი
„
შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციისა და ადაპტაციის ხელშეწყობის“ 2006 წლის სახელმწიფო პროგრამის „
ინსტიტუციურ დაწესებულებებში სახელმწიფო კმაყოფაზე მყოფ შშმპ-თა და ხანდაზმულთა მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის“ კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურებით უწყვეტად მოსარგებლე ბენეფიციარები. ასევე, შშმ პირები და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვები.
8. შეფასების კრიტერიუმები
შეფასება მოხდება ბენეფიციართა ინდივიდუალური მოვლა-პატრონობისა და რეაბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევის მაჩვენებლის მიხედვით.
9. შედეგი
მოხდება შშმ პირთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების სხვადასხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფა.
მუხლი 17🔗. სპეციალიზებული სადღეღამისო დაწესებულებების დამხმარე მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის კომპონენტი
1. აქტუალობა
ა. საქართველოში მოქმედი სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების ნაწილი, რომელთა ქონების 100% სახელმწიფოს საკუთრებაა, მიუხედავად მათი სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმისა, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული არასაკმარისი ასიგნებების ფარგლებში ვერ ახერხებს ისეთი ღონისძიებების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს მათი ქონების გაფართოებასა და დამოუკიდებლად ფუნქციონირებისათვის ხელის შემწყობი მატერიალური საშუალებების განვითარებას, აქედან გამომდინარე კი, ამ დაწესებულებების ბენეფიციართა ცხოვრების ხარისხის ამაღლებას.
ბ. ზემოაღნიშნული პრობლემის ნაწილობრივი მოგვარების მიზნით საჭიროა სახელმწიფომ ხელი შეუწყოს შშმ პირთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში დამხმარე მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას.
2. მიზანი
კომპონენტის მიზანია შშმ პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების დამოუკიდებლად ფუნქციონირებისათვის ხელის შემწყობი მატერიალური საშუალებების განვითარება.
3. ამოცანები
კომპონენტის ამოცანაა შშმ პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში დამხმარე მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუნველყოფა.
4. ღონისძიებები
შშმ პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში დამხმარე მეურნეობის და/ან ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის შედგენა, რომელშიც ასახული უნდა იქნეს დაწესებულებების ბენეფიციარების პროექტში ჩართვის უზრუნველყოფის ღონისძიებები, მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით.
5. დაფინანსება
ა. კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 120 000 ლარი.
ბ. კომპონენტის ფარგლებში თითოეული პროექტისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს.
6. განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები
ა) 2007 წლის 1 აპრილიდან 1 ივლისამდე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“, ხოლო 2007 წლის 1 ივლისიდან – მისი უფლებამონაცვლე – “ჯანმრთელობის და სოციალური პროგრამების სააგენტო“ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 24-ე პუნქტის თანახმად;
ბ) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციები.
7. სამიზნე ჯგუფი
შშმ პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები, სახელმწიფოს მხრიდან ქონების 100%-იანი წილით.
8. შეფასების კრიტერიუმები
შეფასება მოხდება შშმ პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში დამხმარე მეურნეობის და/ან ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევის მაჩვენებლისა და ამ პროგრამაში ბენეფიციართა ჩართულობის დონის მიხედვით.
9. შედეგი
შშმ პირთა, ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში განვითარდება დამხმარე მეურნეობა და ინფრასტრუქტურას, რაც გაზრდის მათი დამოკიდებლად ფუნქციონირების შესაძლებლობის დონეს.
მუხლი 18🔗. შშმ პირთა სათემო ორგანიზაციის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი
1. აქტუალობა
შშმ ბავშვთა სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში მცხოვრები სრულწლოვანი გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირებისათვის არ არსებობს საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობა, რის გამოც ისინი იძულებული არიან დარჩნენ ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში, სადაც მათი შემდგომი განვითარებისათვის შესაფერისი პირობები არ არის. ამ შემთხვევაში ერთ-ერთ საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენს აღნიშნული კონტინგენტის ისეთ ალტერნატიული ტიპის დაწესებულებებში მოთავსება, სადაც შშმ პირს საშუალება ექნება შედარებით დამოუკიდებლად იცხოვროს და ინტეგრირდეს საზოგადოებაში.
2. მიზანი
შშმ ბავშვთა სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში მცხოვრები სრულწლოვანი ბენეფიციარებისათვის ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა და ფსიქო-სოციალური და შრომითი რეაბილიტაციის ხელშეწყობა.
3. ამოცანები
შშმ ბავშვთა სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში მცხოვრები სრულწლოვანი ბენეფიციარების შშმ პირთა სათემო ორგანიზაციის ტიპის სპეციალიზებული დაწესებულებების მომსახურებით უზრუნველყოფა.
4. ღონისძიებები
ა) კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციარებისათვის ინდივიდუალური მომსახურების პროგრამის შედგენა;
ბ) საცხოვრებლით, მოვლით და 3-ჯერადი კვებით უზრუნველყოფა;
გ) პროფესიული უნარ-ჩვევების სწავლება;
დ) პირადი ჰიგიენისა და ინდივიდუალური მოხმარების საგნებით უზრუნველყოფა;
ე) დამხმარე მეურნეობის წარმოების ხელშეწყობა.
5. დაფინანსება
ა.კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 138 258 ლარი.
ბ. ერთ ბენეფიციარზე კომპონენტით გათვალისწინებული სადღეღამისო ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 8 ლარს.
6. განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები
ა) 2007 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო“ „
საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-7, მე-8, მე-9, 24-ე პუნქტებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 თებერვლის №42/ნ ბრძანების თანახმად;
ბ) 2007 წლის 1 აპრილიდან 1 ივლისამდე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“, ხოლო 2007 წლის 1 ივლისიდან – მისი უფლებამონაცვლე – „
ჯანმრთელობის და სოციალური პროგრამების სააგენტო“ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 24-ე პუნქტის თანახმად;
გ) 2007 წლის 1 აპრილიდან ამ კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მოქმედი კანონმდებლობის თანახმად შესყიდვის დასრულებამდე სსიპ „
სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა“ ხელშეკრულებები გააფორმოს მომსახურების იმავე მიმწოდებლებთან, რომლებთანაც სსიპ „სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს“ ჰქონდა გაფორმებული ამავე პუნქტის „
ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამასთან, აღნიშნული განხორციელდეს ამ ხელშეკრულებათა პირობების შეუცვლელად;
დ) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციები.
7. სამიზნე ჯგუფი
შშმ ბავშვთა სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში მცხოვრები სრულწლოვანი პირები, ასევე ის პირები, რომლებიც „
შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციისა და ადაპტაციის ხელშეწყობის“ 2006 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შშმ ბავშვთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებებიდან გაყვანილ იყვნენ სათემო ორგანიზაციებში.
8. შეფასების კრიტერიუმები
შეფასება მოხდება ბენეფიციართა ინდივიდუალური მომსახურების პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევის მაჩვენებლის მიხედვით.
9. შედეგი
შშმ ბავშვთა სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულწლოვან ბენეფიციართა რაოდენობის შემცირება და მათი შემდგომი განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნა.
მუხლი 19🔗. სპეციალიზებული სადღეღამისო დაწესებულებების ბენეფიციართა საკურორტო რეაბილიტაციის კომპონენტი
1. აქტუალობა
სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში მოთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხანდაზმულები და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვები მუდმივად იმყოფებიან ე.წ. „ჩაკეტილ გარემოში“, აღნიშნული ბენეფიციარები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ყველა მომსახურებას ღებულობენ ერთ შენობაში, რაც ცუდად აისახება მათ ჯანმრთელობაზე, და ქმნის ასევე მათი საზოგადოებისგან იზოლაციის წინაპირობას. ამ პრობლემის ნაწილობრივ მოგვარება შესაძლებელია ბენეფიციარების სპეციალიზებული დაწესებულებებიდან დროებით გამოყვანისა და მათი საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე დასვენების უზრუნველყოფით.
2. მიზანი
სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ხანდაზმულებისა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვების საკურორტო რეაბილიტაცია.
3. ამოცანები
სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ხანდაზმულებისა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დასვენება საქართველოს სხვადასხვა კურორტზე.
4. ღონისძიებები
ა. სპეციალიზებულ დაწესებულებებში მოთავსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ხანდაზმულებისა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დასვენება საქართველოს სხვადასხვა კურორტზე არანაკლებ 14 დღის მანძილზე.
ბ. კომპონენტით გათვალისწინებული ღონისძიებების აუცილებელი პაკეტი უნდა მოიცავდეს სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების ბენეფიციართა სამჯერადი კვებით, მოვლით, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ადგილით, საჭიროების შემთხვევაში ფსიქოლოგიური და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურებით, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებებით უზრუნველყოფას, ხოლო სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მომუშავე ბენეფიციართა მომვლელების სამჯერადი კვებით, კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ადგილითა და საჭიროების შემთხვევაში ამბულატორიული სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფას.
5. დაფინანსება
კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 67 000 ლარი. ამასთან, აღნიშნული თანხა მოიცავს მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ კომპონენტის თითოეულ ბენეფიციარზე გაწეული დღიური კომუნალური ხარჯის ანაზღაურებასა და სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების ბენეფიციართა მომვლელებისათვის შრომის ანაზღაურებას მათი სახელფასო განაკვეთების შესაბამისად.
6. განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები
ა) 2007 წლის 1 აპრილიდან 1 ივლისამდე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“, ხოლო 2007 წლის 1 ივლისიდან – მისი უფლებამონაცვლე – „ჯანმრთელობის და სოციალური პროგრამების სააგენტო“ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 24-ე პუნქტის თანახმად;
ბ) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციები.
7. სამიზნე ჯგუფი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებაზე მყოფ სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მცხოვრები ბენეფიციარები და აღნიშნულ დაწესებულებებში მომუშავე მათი მომვლელები.
8. შესრულების ვადა
2007 წლის 1 ივნისიდან 15 სექტემბრამდე.
9. შეფასების კრიტერიუმები
ა) სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში საკურორტო რეაბილიტაციის საჭიროების მქონე პირთა მოცვის პროცენტული მაჩვენებელი;
ბ) კომპონენტის ბენეფიციართა დიაგნოზის მიხედვით დანიშნული საკურორტო რეაბილიტაციის და განხორციელებული კომპონენტის შესაბამისობა;
გ) გაწეული მომსახურების მრავალფეროვნება.
10. შედეგი
სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მყოფ შშმ პირთა, ხანდაზმულებისა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ემოციური ფონის გაუმჯობესება.
თავი IV
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა
მუხლი 20🔗. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ოჯახურ პირობებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი
1. აქტუალობა
ოჯახთა უმრავლესობა, სადაც ღრმა გონებრივი და/ან ფიზიკური შეზღუდვების მქონე ბავშვები იზრდებიან, იმდენად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება, რომ მოკლებულია მათი ბავშვებისათვის საჭირო მომსახურების სპეციალურ ცენტრებში მიღების შესაძლებლობას. აღნიშნული კონტინგენტის ოჯახური პირობების გარეთ მომსახურების მიღებას ხშირად ართულებს ასევე მათი ასაკი (ძირითადად სკოლამდელი) და ოჯახის წევრთა ფსიქოლოგიური მოუმზადებლობა შშმ ბავშვთან ურთიერთობის და მით უფრო, მათი საზოგადოებაში გაყვანისა და შესაბამის სპეციალისტებთან დასახმარებლად მიმართვისათვის. აქედან გამომდინარე, შშმ ბავშვები მათი ზრდისა და განვითარების ყველაზე აქტიურ პერიოდში ვერ იძენენ და ივითარებენ სათანადო უნარ-ჩვევებს, რაც ამცირებს სამომავლოდ მათი აბილიტაციის/რეაბილიტაციის ეფექტიანობის შანსსა და საბოლოოდ საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობას.
2. მიზანი
შეზღუდული გონებრივი და/ან ფიზიკური შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის მოვლისა და განვითარების პირობების უზრუნველყოფა ოჯახურ პირობებში.
3. ამოცანები
სპეციალისტთა მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ შშმ ბავშვების ფიზიკური და ფსიქიკური მდოგმარეობის გაუმჯობესება მათი ოჯახურ პირობებში მომსახურების გზით;
შშმ ბავშვთა ოჯახის წევრების ფსიქოლოგიური და სპეციალური მომზადება შშმ ბავშვთან ურთიერთობით გამოწვეული სტრესის, მისი საზოგადოებაში გაყვანისა და დამოუკიდებლად მოვლა-აღზრდისათვის.
4. ღონისძიებები
ა) ბენეფიციარებისათვის ინდივიდუალური განვითარების პროგრამის შედგენა;
ბ) შშმ ბავშვების პედიატრისა და ნევროპათოლოგის მომსახურებით უზრუნველყოფა;
გ) შშმ ბავშვთა და მათი ოჯახის წევრთა ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მომსახურებით უზრუნველყოფა;
დ) შშმ ბავშვთა ოკუპაციური თერაპევტის მომსახურებით უზრუნველყოფა;
ე) შშმ ბავშვთა მეტყველების თერაპევტის მომსახურებით უზრუნველყოფა;
ვ) შშმ ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის შშმ პირთა ადაპტაციური და დამხმარე საშუალებების გამოყენების სწავლების უზრუნველყოფა;
ზ) შშმ ბავშვთა ოჯახის წევრების სპეციალური მომზადება შშმ ბავშვის დამოუკიდებლად მოვლისა და აღზრდისათვის.
5. დაფინანსება
კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 40 000 ლარი. კომპონენტით განსაზღვრული ღონისძიებები სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდება არა უმეტეს 50%-იანი თანაგადახდის პრინციპით.
6. განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები
ა) 2007 წლის 1 აპრილიდან 1 ივლისამდე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“, ხოლო 2007 წლის 1 ივლისიდან – მისი უფლებამონაცვლე – „ჯანმრთელობის და სოციალური პროგრამების სააგენტო“ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 24-ე პუნქტის თანახმად;
ბ) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციები.
7. სამიზნე ჯგუფი:
ოჯახურ გარემოში მაცხოვრებელი, შეზღუდული გონებრივი და/ან ფიზიკური შესაძლებლობის მქონე სკოლამდელი ასაკის ბავშვები. ამასთან, კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურებით პირველ რიგში დაკმაყოფილდებიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრი შშმ ბავშვები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.
8. შეფასების კრიტერიუმები
შეფასება მოხდება ბენეფიციართა ინდივიდუალური განვითარების პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევის მაჩვენებლის მიხედვით.
9. შედეგი
ა) გაუმჯობესდება შშმ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მოვლის ხარისხი;
ბ) გაიზრდება შშმ ბავშვის დამოუკიდებელი ფუნქციონირების ხარისხი;
გ) შემცირდება ან მოიხსნება შშმ ბავშვის ქცევითი პრობლემები;
დ) ხელი შეეწყობა შშმ ბავშვის საზოგადოებაში ინტეგრაციას;
ე) მოხდება შშმ ბავშვების ინსტიტუციონალიზაციის პრევენცია;
ვ) შშმ ბავშვის ოჯახის წევრები მიიღებენ ბავშვის მოვლისა და აღრზდისათვის საჭირო ინფორმაციას.
მუხლი 21🔗. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის/რეაბილიტაციის კომპონენტი
1. აქტუალობა
ნერვული სისტემის ისეთი დაავადებებისა და პათოლოგიური მდგომარეობების შემთხვევებში, როგორებიცაა: ცერებრული დამბლა, კუნთების პირველადი დაზიანება, ცენტრალური ნერვული სისტემის (შემდგომში – ცნს) ანთებითი და ვასკულარული დაავადებების ნარჩენი მოვლენები, მხრისა და მხრის სარტყლის ნერვების დაზიანება, პაციენტის მკურნალობა და რეაბილიტაცია დიდ ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამგვარი საჭიროების მქონე შშმ ბავშვების ნაწილს არ გააჩნია რეაბილიტაციისათვის საჭირო ფინანსური სახსრები და, შესაბამისად, ეს მომსახურება მათთვის ხელმიუწვდომელია.
2. მიზანი
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია.
3. ამოცანები
აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მცხოვრები შშმ ბავშვთა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება.
4. ღონისძიებები
ა) ბენეფიციარებისათვის ინდივიდუალური ფსიქოსომატური აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროგრამის შედგენა;
ბ) შშმ ბავშვთა შემდეგი დაავადებებისა და პათოლოგიური მდგომარეობების მკურნალობა და რეაბილიტაცია:
ბ.ა) ბავშვთა ცერებრული დამბლა;
ბ.ბ) კუნთების პირველადი დაზიანება;
ბ.გ) ცნს-ის ანთებითი დაავადებების ნარჩენი მოვლენები;
ბ.დ) ცნს-ის ცერებროვასკულარული დაავადებების ნარჩენი მოვლენები;
ბ.ე) ეპილეფსია;
ბ.ვ) მხრისა და მხრის სარტყლის ნერვების დაზიანება.
5. დაფინანსება
კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 600 000 ლარი. ამასთან, 2007 წელს, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები შშმ ბავშვებისათვის აღნიშნული კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურებების შესყიდვის განხორციელებისას გაღებული იქნება კომპონენტის ტენდერის გზით შესყიდვისათვის გათვალისწინებული თანხის 1/3.
6. განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები
ა) 2007 წლის 1 იანვრიდან 1 აპრილამდე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო“ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-7, მე-8, მე-9, 24-ე პუნქტებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 თებერვლის №42/ნ ბრძანების თანახმად;
ბ) 2007 წლის 1 აპრილიდან 1 ივლისამდე –საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“, ხოლო 2007 წლის 1 ივლისიდან – მისი უფლებამონაცვლე – „ჯანმრთელობის და სოციალური პროგრამების სააგენტო“ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 24-ე პუნქტის თანახმად;
გ) 2007 წლის 1 აპრილიდან ამ კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მოქმედი კანონმდებლობის თანახმად შესყიდვის დასრულებამდე სსიპ-მა „სოციალური დაზღვევის ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა“ ხელშეკრულებები გააფორმოს მომსახურების იმავე მიმწოდებლებთან, რომლებთანაც სსიპ-ს „სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს“ ჰქონდა გაფორმებული ამავე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამასთან, აღნიშნული განხორციელდეს ამ ხელშეკრულებათა პირობების შეუცვლელად;
დ) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციები.
7. სამიზნე ჯგუფი:
ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებისა და პათოლოგიური მდგომარეობების მქონე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მცხოვრები შშმ ბავშვები.
8. შეფასების კრიტერიუმები
შეფასება მოხდება ბენეფიციართა ინდივიდუალური ფსიქოსომატური აბილიტაციის/რეაბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული შედეგების მიღწევის მაჩვენებლის მიხედვით.
9. შედეგი
შშმ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია, რაც მენტალური და მოტორული ფუნქციის განვითარებისა და/ან გაუმჯობესების ხარჯზე აამაღლებს მათი ცხოვრების ხარისხს.
თავი V
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა
მუხლი 22🔗. შშმ პირთა და ხანდაზმულთა გადასაადგილებელი საშუალებებით (სავარძელ-ეტლები, ყავარჯნები, ხელჯოხ-ყავარჯნები, ხელჯოხები, უსინათლოთა ხელჯოხები) უზრუნველყოფის კომპონენტი
1. აქტუალობა
შესაძლებლობის შეზღუდვის მქონე პირები, რომელთაც არ აქვთ დამოუკიდებლად გადაადგილების უნარი, დგანან ისეთი კონკრეტული პრობლემების წინაშე, როგორებიცაა: სოციალური ურთიერთობების გაძნელება, პირადი საჭიროებების დაკმაყოფილების შეუძლებლობა და სხვა, რის შედეგადაც ისინი ნაკლებად დაცულნი და საზოგადოებაში ინტეგრირების შესაძლებლობას მოკლებულები არიან. პრობლემათა ნაწილობრივი მოგვარებისთვის ბენეფიციარები საჭიროებენ სავარძელ-ეტლებით, ხელჯოხებით და ყავარჯნებით უზრუნველყოფას. აღნიშნული გადასაადგილებელი საშუალებები ესაჭიროებათ ასევე ხანდაზმულ (საპენსიო ასაკს მიღწეული) პირებს.
2. მიზანი
შშმპ-თა ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება.
3. ამოცანები
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და ხანდაზმულებისათვის სათანადო ხარისხის სავარძელ-ეტლების, ხელჯოხების (მათ შორის უსინათლოთა) და ყავარჯნების შეძენა და გაცემა.
4. ღონისძიებები
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და ხანდაზმულებისათვის ხარისხიანი სავარძელ-ეტლების, ხელჯოხების, უსინათლოთა ხელჯოხების, ყავარჯნებისა და ხელჯოხ-ყავარჯნების შეძენა;
ბ) სავარძელ-ეტლების, ხელჯოხების, უსინათლოთა ხელჯოხების, ყავარჯნებისა და ხელჯოხ-ყავარჯნების ამ დანართის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად გაცემა, მათ შორის სავარძელ-ეტლების ბინაზე მიტანა;
გ) შშმ პირებისა და ხანდაზმულებისათვის გადასაადგილებელი საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევა.
5. დაფინანსება
კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 317 000 ლარი.
შშმპ-თა გადასაადგილებელი საშუალებებით უზრუნველყოფის კომპონენტი
317 000
სავარძელ-ეტლებით უზრუნველყოფა
288 200
ხელჯოხებით (მათ შორის უსინათლოთა) უზრუნველყოფა
19 600
ყავარჯნებით (მათ შორის ხელჯოხ-ყავარჯნებით) უზრუნველყოფა
9 200
6. განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები
ა) 2007 წლის 1 აპრილიდან 1 ივლისამდე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“, ხოლო 2007 წლის 1 ივლისიდან – მისი უფლებამონაცვლე – „ჯანმრთელობის და სოციალური პროგრამების სააგენტო“ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 24-ე პუნქტის თანახმად;
ბ) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციები.
7. სამიზნე ჯგუფი
სავარძელ-ეტლების, ხელჯოხების, უსინათლოთა ხელჯოხების, ყავარჯნებისა და ხელჯოხ-ყავარჯნების საჭიროების მქონე შშმ პირები და ხანდაზმულები.
8. შეფასების კრიტერიუმები
სავარძელ-ეტლებსა, ხელჯოხებსა, უსინათლოთა ხელჯოხებსა, ყავარჯნებსა და ხელჯოხ-ყავარჯნებზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება.
9. შედეგი
შშმ პირთა და ხანდაზმულთა გადაადგილებისთვის დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფა, რაც მათ სოციალურ ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
მუხლი 23🔗. სმენადაქვეითებულ პირთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფის კომპონენტი
1. აქტუალობა
სმენადაქვეითებული პირები აწყდებიან ყოველდღიურ ყოფით პრობლემებს და უჭირთ საზოგადოებაში სრულყოფილი ინტეგრირება. ამასთან, სმენადაქვეითებული ბავშვები იმყოფებიან მეტყველების განუვითარებლობის საფრთხის ქვეშ, რაც უკავშირდება ზოგადად მათი ფსიქო-მოტორული განვითარების შეფერხებას. ხსენებული პრობლემების მოგვარებისათვის სმენადაქვეითებული პირები საჭიროებენ სმენის აპარატებით უზრუნველყოფას, რითაც მოხდება მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.
2. მიზანი
სმენადაქვეითებული პირების ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება.
3. ამოცანა
სმენადაქვეითებულ პირთათვის სმენის აპარატების შეძენა, მორგება, გაცემა და მოხმარებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება.
4. ღონისძიებები
ა) სმენადაქვეითებული პირებისთვის სათანადო ხარისხის სმენის აპარატების შეძენა;
ბ) სმენის აპარატების მორგებისა და ამ დანართის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად გაცემა;
გ) სმენადაქვეითებული პირებისთვის სმენის აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით შესაბამისი სარეკომენდაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურების გაწევა.
5. დაფინანსება
კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელშიც მისთვის გათვალისწინებულია 409 000 ლარი.
6. განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები
ა) 2007 წლის 1 აპრილიდან 1 ივლისამდე –საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“, ხოლო 2007 წლის 1 ივლისიდან – მისი უფლებამონაცვლე – „ჯანმრთელობის და სოციალური პროგრამების სააგენტო“ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 24-ე პუნქტის თანახმად;
ბ) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია.
7. სამიზნე ჯგუფი:
სმენის აპარატის საჭიროების მქონე სმენადაქვეითებული პირები.
8. შეფასების კრიტერიუმები
სმენის აპარატებზე არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება.
9. შედეგი
კომპონენტის განხორციელების შედეგად მოხდება სმენადაქვეითებულ პირთა ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება.
მუხლი 24🔗. აბსოლუტური სიყრუის მქონე პირთა კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტი
1. აქტუალობა
აბსოლუტური სიყრუის მქონე და ყრუ-მუნჯი პირები იმყოფებიან მეტყველების, შესაბამისად, გონებრივი განვითარების დაბრკოლების, ინფორმაციის არასაკმარისად და არასრულყოფილად მიღების, აქედან გამომდინარე კი, საზოგადოებასთან ურთიერთობის შეფერხების, მისგან იზოლირების საფრთხის ქვეშ.
2. მიზანი
აბსოლუტური სიყრუის მქონე პირთა ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება.
3. ამოცანა
კომპონენტის ბენეფიციარებისათვის მაღალი ხარისხის კოხლეარული იმპლანტების შეძენაში თანამონაწილეობა.
4. ღონისძიებები
კოხლეარული იმპლანტის სახელმწიფოს მხრიდან 70%-იანი თანადაფინანსებით შეძენა, მათი ამ დანართის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე შექმნილი კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად გაცემა.
5. დაფინანსება
კომპონენტის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 63 000 ლარი.
6. განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები
ა) 2007 წლის 1 აპრილიდან 1 ივლისამდე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“, ხოლო 2007 წლის 1 ივლისიდან – მისი უფლებამონაცვლე – „ჯანმრთელობის და სოციალური პროგრამების სააგენტო“ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 24-ე პუნქტის თანახმად;
ბ) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია.
7. სამიზნე ჯგუფი
აბსოლუტური სიყრუის მქონე პირები.
8. შეფასების კრიტერიუმები
შეძენილი კოხლეარული იმპლანტის ტექნიკური მახასიათებლები.
9. შედეგი
არსებული კომპონენტის ფარგლებში მოხდება ყრუ-მუნჯი ბავშვებისა და სრული სიყრუით დაავადებული მეტყველი პირების სმენის კორექციისათვის საჭირო კოხლეარული აპარატების თანადაფინანსებით შეძენა, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული კონტინგენტის გონებრივი განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესს.
მუხლი 25🔗. შშმ პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის განხორციელების წესი
1. შშმ პირთა დამხმარე საშუალებების (სავარძელ-ეტლები, ყავარჯნები, ხელჯოხ-ყავარჯნები, ხელჯოხები (მათ შორის უსინათლოთა), სმენის აპარატები და კოხლეარული იმპლანტები) შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფი შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში შესყიდული შშმ პირთა დამხმარე საშუალებების ბენეფიციარებზე განაწილების მიზნით, მოქალაქეთა მიერ დამხმარე საშუალებების მიღების მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ განცხადებებს განიხილავს და მათ დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილებას ამ მუხლით დადგენილი წესით იღებს კომისია, რომელიც იქმნება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის“, ხოლო შემდგომში საქვეუწყებო დაწესებულების – „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს“, ხელმძღვანელის იდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.
3. კომისიის საქმიანობის პრინციპები განისაზღვრება ამ მუხლით და მისი შექმნის შესახებ სსიპ „საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის“, ხოლო შემდგომში საქვეუწყებო დაწესებულების – „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს“, ხელმძღვანელის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით.
4. შშმ პირთა დამხმარე საშუალებების მიღების მიზნით მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა განცხადებით (დამხმარე საშუალების საჭიროების მქონე პირის ადგილსამყოფელის მისამართის ზუსტი მითითებით) უნდა მიმართოს სსიპ-ს „საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდს“, ხოლო შემდგომში საქვეუწყებო დაწესებულებას – “ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს“. ამასთან, აღნიშნულ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს:
ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სავარძელ-ეტლის მოთხოვნის შემთვევაში:
ა.ა.) პირადობის დამადასტურებელი საბუთის, 16 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი, დაბადების მოწმობის ასლი;
ა.ბ.) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ა.გ.) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №IV-50/2-ის ასლი, სადაც მითითებული იქნება დამხმარე საშუალების (სავარძელ-ეტლის) საჭიროება. ამასთან, ზემოაღნიშნული კომისიის მიერ იმ პირთა სავარძელ-ეტლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, რომელთაც ამის თაობაზე განცხადებული ან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი მინიჭებული აქვთ წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე, ამ ქვექვეპუნქტით დადგენილი ნორმა არ მიიღება მხედველობაში. ამ უკანასკნელის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ერთვოდეს არა უმეტეს ერთი წლის ხანდაზმულობის ფორმა №27 (დედანი), სადაც მითითებული იქნება სავარძელ-ეტლის საჭიროება.
ა.დ.) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ბ) ხელჯოხის (მათ შორის უსინათლოთა) ან ყავარჯენის (მათ შორის ხელჯოხ-ყავარჯენის) მოთხოვნის შემთვევაში:
ბ.ა.) პირადობის დამადასტურებელი საბუთის, 16 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში კი, დაბადების მოწმობის ასლი;
ბ.ბ.) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პენსიის მიმღები კატეგორიის (ასაკით პენსიონერი და შშმ პირი) დამადასტურებელი საბუთის ასლი;
ბ.გ.) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
გ) სმენის აპარატის და კოხლეარული იმპლანტის მოთხოვნის შემთხვევაში:
გ.ა.) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, 16 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში დაბადების მოწმობის ასლი;
გ.ბ.) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 თებერვლის №64/ნ ბრძანებით დამტკიცებული ფორმა №IV-50/2-ის ასლი, სადაც მითითებული იქნება დამხმარე საშუალების (სმენის აპარატის ან კოხლეარული იმპლანტის) საჭიროება. ამასთან, ზემოაღნიშნული კომისიის მიერ იმ პირთა სმენის აპარატით ან კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, რომელთაც ამის თაობაზე განცხადებული ან შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი მინიჭებული აქვთ წინამდებარე წესის ძალაში შესვლამდე, ამ ქვექვეპუნქტით დადგენილი ნორმა არ მიიღება მხედველობაში. ამ უკანასკნელის შემთხვევაში განცხადებას თან უნდა ერთვოდეს არა უმეტეს ერთი წლის ხანდაზმულობის ფორმა №27 (დედანი), სადაც მითითებული იქნება სმენის აპარატის ან კოხლეარული იმპლანტის საჭიროება;
გ.გ.) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. ამ დანართით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესყიდული დამხმარე საშუალების გაცემა იმ პირებზე, რომლებმაც მიიღეს „შშმ პირთა სოციალური ინტეგრაციისა და ადაპტაციის ხელშეწყობის“ 2006 წლის სახელმწიფო პროგრამის „შშმ პირთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის ფარგლებში შეძენილი იგივე საშუალებები, მოხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში.
5. ერთი ბენეფიციარის მიერ რამდენიმე ან სხვადასხვა დამხმარე საშუალების მიღების მოთხოვნის შემთხვევაში გაიცემა მათგან მხოლოდ ერთი, ბენეფიციარის სურვილისდა მიხედვით.
6. სსიპ „საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი“, ხოლო შემდგომში საქვეუწყებო დაწესებულება – „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტო“ კომისიის გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან ერთი კვირის ვადაში წერილობით აცნობებს განმცხადებელს, ხოლო დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში დამატებით მიუთითებს დამხმარე საშუალებების გამცემი ორგანიზაციის რეკვიზიტებს.
7. თუ განმცხადებელი სსიპ-ის „საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის“, ხოლო შემდგომში საქვეუწყებო დაწესებულების – „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს“ მიერ გაგზავნილ წერილობით შეტყობინებაში მითითებულ ვადაში არ მიმართავს დამხმარე საშუალებების გამცემ ორგანიზაციას, კომისიის გადაწყვეტილება ამ განმცხადებლის მიმართ ითვლება გაუქმებულად და მასზე გასაცემი დამხმარე საშუალება განაწილებულ იქნება სხვა ბენეფიციარზე. ეს წესი არ ვრცელდება სავარძელ-ეტლის მიღების მსურველ ბენეფიციარებზე, რომელთაც გაცემის უზრუნველმყოფი ორგანიზაცია მოემსახურება ბინაზე.
8. დამხმარე საშუალებების მიღებაზე უპირატესი უფლებით ისარგებლებენ პირები, რომელთა განცხადებებიც, დამხმარე საშუალებების მიღების მოთხოვნის შესახებ, სხვა პირთა განცხადებებზე ადრეა შემოსული, მათგან:
ა) I რიგში:
18 წლამდე ასაკის შშმ, ყრუ და სმენადაქვეითებული პირები;
ბ) II რიგში:
შესაძლებლობის მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირები, რომლებსაც აღნიშნული სტატუსი მინიჭებული აქვთ უვადოდ;
გ) III რიგში:
ასაკით პენსიის მიმღები, ასევე შესაძლებლობის ზომიერად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირები.
9. ამ დანართით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შეძენილი დამხმარე საშუალებებით პირველ რიგში დაკმაყოფილდებიან პირები, რომელთაც დამხმარე საშუალებების მიღების მოთხოვნის შესახებ განაცხადეს 2007 წლის 1 იანვრამდე, ამ შემთხვევაში მათზე გავრცელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პირობები.
10. იმ პირებს შორის, რომელთა განცხადებებიც, დამხმარე საშუალებების მიღების მოთხოვნის შესახებ შემოსულია 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ, პირველ რიგში დაკმაყოფილდებიან ისინი, რომელთა განცხადებებიც სხვების განცხადებებზე ადრეა შემოსული და არიან „
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახების წევრები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს. ამ შემთხვევაში მათზე არ გავრცელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული პირობები.
11. ამ მუხლით დადგენილი წესი არ მიიღება მხედველობაში სპეციალიზებულ სადღეღამისო დაწესებულებებში სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე მცხოვრებ ბენეფიციარებზე შშმ პირთა დამხმარე საშუალებების გაცემისას. ამ შემთხვევაში აღნიშნული კონტინგენტი რიგგარეშე დაკმაყოფილდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ან სპეციალიზებული სადღეღამისო დაწესებულების ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებებისადმი მიმართვის (სავარძელ-ეტლისა და სმენის აპარატის მოთხოვნის შემთხვევაში ასევე ფორმა №27-ის, სადაც მითითებული იქნება დამხმარე საშუალებათა საჭიროების შესახებ) საფუძველზე.
12. კომისიის გადაწყვეტილება შეიტანება ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის სხდომის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები.
13. შშმ პირთა დამხმარე საშუალებების გაცემას უზრუნველყოფს მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაცია/ორგანიზაციები.
დანართი 2
სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის პროგრამა
მუხლი 1🔗. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის პროგრამის ზოგადი მიმოხილვა
1. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომლის ძირითადი ამოცანაა ადამიანის სამედიცინო და სოციალური სტატუსის დარღვევის ხარისხის განსაზღვრა, მათი შენარჩუნების უნარის და კომპენსაციურ-ადაპტაციური შესაძლებლობების დადგენა.
2. მოქალაქეთა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენას უკავშირდება მათთვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სოციალური დაცვის შესაბამის სახეზე უფლების მინიჭება. ამდენად, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის სრულყოფილ წარმოებაზე და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის შესახებ დასკვნების ხარისხზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული შშმპ-თა მიმართ განხორციელებული სოციალური დაცვის ღონისძიებების მიზნობრიობა და ეფექტიანობა.
მუხლი 2🔗. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის პროგრამის მიზანი და ამოცანები
1. პროგრამის მიზანს წარმოადგენს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“
საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის წარმართვის ხელშეწყობა.
2. პროგრამის ამოცანაა სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის მიმდინარეობაზე სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესება.
მუხლი 3🔗. პროგრამით განსახორციელებელი ღონისძიებები
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
ა) „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ სამედიცინო დაწესებულებების მიერ გამოტანილი დასკვნების საფუძვლიანობის ამორჩევითი ან საჭიროებიდან გამომდინარე შესწავლა სამედიცინო ექსპერტიზის კუთხით, წინასწარ შერჩეული სპეციალისტების მიერ;
ბ) შშმ პირის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ საეჭვო დასკვნის საფუძველზე სამედიცინო გადამოწმების მიზნით შშმ პირის გამოკვლევა წინასწარ შერჩეული სამედიცინო დაწესებულებების მიერ.
მუხლი 4🔗. პროგრამის ბიუჯეტი
„
საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 500 000 ლარის ოდენობით.
სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის პროგრამა
500 000
1.
შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ სამედიცინო დაწესებულებების მიერ გამოტანილი დასკვნების საფუძვლიანობის ამორჩევითი ან საჭიროებიდან გამომდინარე შესწავლა სამედიცინო ექსპერტიზის კუთხით წინასწარ შერჩეული სპეციალისტების მიერ
30 000
2.
შშმ პირის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ საეჭვო დასკვნის საფუძველზე სამედიცინო გადამოწმების მიზნით შშმ პირის გამოკვლევა წინასწარ შერჩეული სამედიცინო დაწესებულებების მიერ
470 000
მუხლი 5🔗. შეფასების კრიტერიუმები
უსაფუძვლოდ მინიჭებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის გამოვლენის პროცენტული მაჩვენებელი.
მუხლი 6🔗. განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებები
ა) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – „
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო“;
ბ) მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციები.
მუხლი 7🔗. პროგრამის შესრულების ვადა
2007 წლის 1 აპრილიდან 2007 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 8🔗. მოსალოდნელი შედეგები
პროგრამის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება საექსპერტო დასკვნების საფუძვლიანობა.