„2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.147
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №101 /ნ
2007 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
„2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე
„საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად ვბრძანებ:
მუხლი 1. “2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანების (სსმ III, 2007 წ., №18, მუხლი 210) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ“ ქვეპუნქტი:
„ბ) სამედიცინო პერსონალის მომზადება-გადამზადების სახელმწიფო პროგრამა“ (დანართი №2)”
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
დანართი №2
სამედიცინო პერსონალის მომზადება-გადამზადების პროგრამა
თავი I
პროგრამის ანოტაცია
მუხლი 1. პროგრამის მიზანი
პროგრამის მიზანია მოსახლეობისათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება რეფორმირებული ჯანდაცვის სისტემისთვის ადეკვატური ადამიანური რესურსის განვითარების ხელშეწყობის გზით.
მუხლი 2. პროგრამის ამოცანები
პროგრამის ამოცანებია ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტული მიმართულებებისათვის ადამიანური რესურსების მომზადება-გადამზადება და მზადების პროცესის ორგანიზება.
მუხლი 3. პროგრამის კომპონენტები
პროგრამა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
ა) საოჯახო მედიცინის მოდელისათვის ადამიანური რესურსის მზადება;
ბ) გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურებისათვის პერსონალის მზადება;
გ) ჯანდაცვის სექტორში მართვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით მენეჯერების მზადება;
დ) მზადების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფა;
ე) სპეციფიკურ დარგებში სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სპეციალისტთა უცხოეთში სტაჟირება;
ვ) პროგრამის მართვა და მზადების ორგანიზება.
მუხლი 4. პრობლების აღწერა
1. საქართველოში წლების მანძილზე არ არსებობდა საკადრო რესურსების განვითარების ყოვლისმომცველი გეგმა. პროფესიული კადრების კვალიფიკაცია და გადანაწილება არაადეკვატური იყო, რაც უდიდეს პრობლემას ქმნიდა ხელმსაწვდომი და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღებისას. ყველზე მეტი ექიმი თავმოყრილია ქ. თბილისში, შემდეგ მოდის იმერეთი, აჭარა, სამეგრელო და ა.შ. დროთა განმალობაში ასევე მოძველდა პროფესიული სტანდარტები, რომლითაც ექიმები ხელმძღვანელობდნენ. დღესდღეობით მათი განახლება აქტიურად მიმდინარეობს. პოსტ-დიპლომური განათლება არ ესადაგებოდა არსებულ მოთხოვნებს და წლების განმავლობაში სამედიცინო საქმის რეგულირების სისტემა არაეფექტურად მუშაობდა. 2005 წლის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია 20311 ექიმი, 21053 საშუალო სამედიცინო პერსონალი. საქართველოში ექიმებით უზრუნველყოფა 1000 სულ მოსახლეზე შეადგენდა 4,65-ს. რაც აღემატება ევროკავშირის მონაცემებს. ევროპაში 1000 სულ მოსახლეზე მოდის 2.4 ექიმი. საქართველოში ექიმებისა და ექთნების თანაფარდობა შეადგენს 1:1, მაშინ როცა მსოფლიო პრაქტიკით ეს თანაფარდობა მინიმუმ 1:2 უნდა იყოს. რაც შეეხება მომსახურების უტილიზაციას, საქართველოში ექიმემთან ვიზიტი 1 სულ მოსახლეზე არის 2.0/2,1, ევროკავშირში ეს მაჩვენებელი 6 შეადგენს. ერთი პჯდ ექიმის მიერ დღეში გასინჯული პაციენტების რაოდენობა არის 1,6. ევროკავშირში კი 20. ჯანდაცვის სამინისტროს და პარტნიორების მრავალი ცდის შედეგად, 5 წლის წინ დაიწყო პირველადი ჯანდაცვის მედპერსონალის გადამზადების პროცესი. მიუხედავად გადამზადების მოთხოვნისა, მხოლოდ 12% იქნა გადამზადებული უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში. აშკარაა, რომ გადამზადების მოცულობა უნდა იქნეს გაზრდილი.
2. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე საქართველოში მიმდინარე ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ფარგლებში ადამიანური რესურსის განვითარების მიზნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაგეგმა რიგი ღონისძიებების განხორციელება, რის შედეგად მოხდება სისტემის დაკომპლექტება შესაფერისი კვალიფიკაციისა და რაოდენობის პერსონალით, რომლებიც მოსახლეობას უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით. ჯანდაცვის სექტორის განვითარების სტრატეგიის შესაბამისად, პრიორიტეტულ სფეროებად განსაზღვრულია:
ა) პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ოჯახის ექიმებისა და ზოგადი პრაქტიკის ექთნების მზადების გზით;
ბ) გადაუდებელი დახმარების სამსახურებთან მოსახლეობის ოპტიმალური გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით გადაუდებელი დახმარების ცენტრებისთვის შესაფერისი სამედიცინო პერსონალის პროფესიული მზადება;
გ) ჯანდაცვის სექტორში მართვის შესაძლებლობების გაძლიერება მენეჯერების მზადების გზით. აღწერილი პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ამ ამოცანების განხორციელებას.
მუხლი 5. განხორციელების მეთოდოლოგია
1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პროგრამას განახორციელებს და, შესაბამისად, მის მართვას უზრუნველყოფს სსიპ „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი“. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციის ოფისი (დეპარტამენტი).
2. პერსონალის მზადების მომსხურების შესყიდვა განხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 6. პროგრამის ბიუჯეტი
„საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრა 4 500 ათასი ლარით, თანდართული ცხრილი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 7. განხორციელების ვადები
პროგრამა მოქმედებს მისი ძალაში შესვლიდან 2007 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
მუხლი 8. პროგრამის შედეგები
პროგრამის მოსალოდნელი შედეგებია:
ა) ჯანდაცვის სფეროს პრიორიტეტულ მიმართულებებში ადამიანური რესურსების სიმძლავრის განვითარება;
ბ) სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და მოსახლეობის კმაყოფილების გაზრდა;
დ) ქვეყნის სამედიცინო პერსონალის არსებული რესურსის შესაბამისობა საჭიროებასთან;
ე) რეგიონებში გადამზადების სიმძლავრეების განვითარების ხელშეწყობა.
თავი II
საოჯახო მედიცინის მოდელისათვის ადამიანური რესურსის მზადების კომპონენტი
მუხლი 9. კომპონენტის ამოცანა
კომპონენტის ამოცანაა ქ.თბილისის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში ოჯახის ექიმებისა და ზოგადი პრაქტიკის ექთნების მომზადება-გადამზადება.
მუხლი 10. კომპონენტის ბენეფიციარები
კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია 324 ოჯახის ექიმის (მათ შორის 24 ექიმის – გურიის რეგიონში, 120 ექიმის – სამეგრელოს რეგიონში და 180 ექიმის – თბილისში) და 324 ზოგადი პრაქტიკის ექთნების (მათ შორის, 24 ექთნის – გურიის რეგიონში, 120 ექთნის – სამეგრელოს რეგიონში და 180 ექთნის – თბილისში) მომზადება.
მუხლი 11. კომპონენტის განხორციელების მეთოდოლოგია
1. ოჯახის ექიმები და ზოგადი პრაქტიკის ექთნები მზადებას გაივლიან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების საბჭოს მიერ აკრედიტებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად.
2. მოსამზადებელი კონტინგენტის ინფორმირებას შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში განახორცილებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის რეგიონული სამმართველო, ხოლო თბილისში სსიპ „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი“.
3. კომპონენტის ფარგლებში გადასამზადებელი პერსონალის შერჩევას განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი შესარჩევი კომისია შერჩევის წესისა და პირობების შესაბამისად, ხოლო შერჩევის პროცესის ორგანიზებას – სსიპ „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი“. მზადებისათვის შერჩეულ პირთა სიას შერჩევის შედეგების განხილვის საფუძველზე განსაზღვრავს შესარჩევი კომისია და ამტკიცებს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
4. გადამზადებულთა საბოლოო შეფასება ტარდება საოჯახო მედიცინის ცენტრის მიერ, რომელსაც ზედამხედველობას უწევს მზადების პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფი, რომლის შემადგენლობასაც განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბოლოო შეფასების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, გადამზადებულ პირებზე გაიცემა მოწმობა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ (მოწმობების დამზადების ხარჯები გათვალისწინებულია პროგრამის ფარგლებში).
5. სამეგრელოსა და გურიის ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულებიდან ჩამოსულ მსმენელებს მიეცემათ კვების ნორმა 8,30 ლარის ოდენობით დღეში. აღნიშნული ხარჯის გაცემას უზრუნველყოფს სსიპ „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი“ წინამდებარე კომპონენტის ფარგლებში.
6. ოჯახის ექიმების და ზოგადი პრაქტიკის ექთნების მზადების განმახორციელებელი დაწესებულებები შეირჩევა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 12. კომპონენტის ბიუჯეტი
კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 513 692 ლარით.
თავი III
გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურებისათვის პერსონალის მზადების კომპონენტი
მუხლი 13. კომპონენტის ამოცანები
კომპონენტის ამოცანაა გადაუდებელი დახმარების სამსახურებისათვის პერსონალის მზადების მიზნით სასწავლო პროგრამის შემუშავება და შემდგომში, პროგრამის შესაბამისად, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურებისათვის პერსონალის მომზადება.
მუხლი 14. კომპონენტის ბენეფიციარები
კომპონენტით გათვალისწინებულია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამედიცინო პერსონალის, მათ შორის, 300 – გადაუდებელი დახმარების ექიმის (მათ შორის, 100 რეგიონში და 200 თბილისში) და 300-გადაუდებელი დახმარების ექთნის (მათ შორის, 100 რეგიონში და 200 თბილისში) მზადება. ასევე, კომპონენტით გათვალისწინებულია 300 საპატრულო პოლიციის თანამშრომლისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლება.
მუხლი 15. კომპონენტის განხორციელების მეთოდოლოგია
1. კომპონენტის ბენეფიციარების (გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმები და ექთნები) მომზადების მიზნით განხორციელდება შესაბამისი სასწავლო პროგრამის შესყიდვა.
2. გადაუდებელი დახმარების პერსონალი მზადებას გაივლის აკრედიტებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად.
3. მოსამზადებელი კონტინგენტის ინფორმირებას შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში განახორცილებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის რეგიონული სამართველო, ხოლო თბილისში სსიპ „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი’’.
4. კომპონენტის ფარგლებში გადასამზადებელი პერსონალის შერჩევას განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა დ სოციალური დაცვის მინისტრის ინდივივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი შესარჩევი კომისია შერჩევის წესისა და პირობების შესაბამისად, ხოლო შერჩევის პროცესის ორგანიზებას – სსიპ „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი’’. მზადებისათვის შერჩეულ პირთა სიას შერჩევის შედეგების განხილვის საფუძველზე განსაზღვრავს შესარჩევი კომისია და ამტკიცებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
5. გადამზადებულთა საბოლოო შეფასება ტარდება მომსახურების მომწოდებლის მიერ, რომელსაც ზედამხედველობას უწევს მზადების პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფი, რომლის შემადგენლობასაც განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბოლოო შეფასების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, გადამზადებულ პირებზე გაიცემა მოწმობა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ (მოწმობების დამზადების ხარჯები გათვალისწინებულია პროგრამის ფარგლებში).
6. შესაბამისი ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეულებიდან ჩამოსულ მსმენელებს მიეცემათ კვების ნორმა 8,30 ლარის ოდენობით დღეში. აღნიშნული ხარჯის გაცემას უზრუნველყოფს სსიპ „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი “ ამ კომპონენტის ფარგლებში.
7. გადასამზადებელ პატრულის თანამშრომელთა სიას განსაზღვრავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
8.პატრულის თანამშრომელთა მომზადება მოხდება მოკლევადიანი პირველადი სამედიცინო დახმარების პროგრამის შესაბამისად.
9. გადაუდებელი დახმარების სამსახურებისათვის პერსონალის მზადების განმახორციელებელი დაწესებულებები შეირჩევა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 16. კომპონენტის ბიუჯეტი:
კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 346 988 ლარით.
თავი IV
ჯანდაცვის სექტორში მართვის შესაძლებლობების გაძლ ი ერების მიზნით მენეჯერების მზადების კომპონენტი
მუხლი 17. კომპონენტის ამოცანები
კომპონენტის ამოცანაა პირველადი ჯანდაცვის, ჰოსპიტალური სექტორის დაწესებულებებისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემისათვის მენეჯერების მომზადება.
მუხლი 18. კომპონენტის ბენეფიაციარები
კომპონენტის ბენეფიციარია ჯანდაცვის სისტემის 200 მენეჯერი, მათ შორის 100 – ჰოსპიტალური სექტორის სამედიცინო დაწესებულებებისთვის, 60 – პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებისთვის და 40 – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემის მენეჯერი.
მუხლი 19. კომპონენტის განხორცილების მეთოდოლოგია
1. მენეჯერები მზადებას გაივლიან აკრედიტებული სასწავლო პროგრამის შესაბამისად.
2. მოსამზადებელი კონტინგენტის ინფორმირებას შესაბამის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულებში განახორცილებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის რეგიონული სამმართველო, ხოლო თბილისში სსიპ – „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი’’.
3. კომპონენტის ფარგლებში გადასამზადებელი პერსონალის შერჩევას განახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა დ სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი შესარჩევი კომისია დადგენილი შერჩევის წესისა და პირობების შესაბამისად, ხოლო შერჩევის პროცესის ორგანიზებას – სსიპ „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი’’. მზადებისათვის შერჩეულ პირთა სიას შერჩევის შედეგების განხილვის საფუძველზე განსაზღვრავს შესარჩევი კომისია და ამტკიცებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
4. გადამზადებულთა საბოლოო შეფასება ტარდება მომსახურების მიმწოდებლის მიერ, რომელსაც ზედამხედველობას უწევს მზადების პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფი, რომლის შემადგენლობასაც განსაზღვრავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საბოლოო შეფასების წარმატებით გავლის შემთხვევაში, ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, გადამზადებულ პირებზე გაიცემა მოწმობა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ (მოწმობების დამზადების ხარჯები გათვალისწინებულია პროგრამის ფარგლებში).
5. მენეჯერების მზადების განმახორციელებელი დაწესებულებები შეირჩევა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 20. კომპონენტის ბიუჯეტი
კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 262 997 ლარით.
თავი V
მზადების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფა
მუხლი 21. კომპონენ ტ ის ამოცანა
კომპონენტის ამოცანაა პროგრამით გათვალისწინებული მზადების პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფა.
მუხლი 22. განხორციელების მეთოდოლოგია
1. პროგრამის ფარგლებში პერსონალის მზადების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიქმნება მზადების პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფი. ჯგუფი შეისწავლის და შეაფასებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობის ხარისხს. ამ მიზნით, ჯგუფი მეთვალყურეობას გაუწევს სასწავლო პროცესს და მზადების საბოლოო შეფასებას. შედეგების ანალიზის საფუძველზე, ჯგუფი შეაფასებს შესრულებული სამუშაოს ხარისხს და შესაბამისობას მიმდინარე პროგრამების საჭიროებებთან, ამასთანავე, მოამზადებს რეკომენდაციებს სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით საჭირო ღონისძიებების (მ.შ., სასწავლო პროგრამის, შესარჩევი და საბოლოო შეფასების ინსტრუმენტების შემუშავების შესახებ) და მათი განხორციელების გზებთან დაკავშირებით.
2. ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფი ტექნიკურ დახმარებას გაუწევს პრიორიტეტული მიმართულებების მიხედვით პერსონალის გადამზადებას როგორც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ასევე დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე შესაბამის გადამზადების პროცესს.
3. პერსონალის მზადების ხარისხის უზრუნველყოფას კოორდინაციას გაუწევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების დეპარტამენტი. პერსონალის მზადების ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფი ანგარიშვალდებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების დეპარტამენტისა და სსიპ „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის“ მიმართ.
მუხლი 23. კომპონენტის ბიუჯეტი
კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 52 900 ლარით.
თავი VI
სპეციფიკურ დარგებში სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებისათვის სპეციალისტთა უცხოეთში სტაჟირების კომპონენტი
მუხლი 24. კომპონენტის ამოცანა
კომპონენტის ამოცანაა სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება მედიცინის სპეციფიკურ დარგებში, სადაც კვალიფიციური კადრის ნაკლებობაა.
მუხლი 25. კომპონენტის ბენეფიციარები და ღონისძიებები
1. გადასამზადებელ პირთა სია, გადამზადების ადგილი და სპეციალობათა ჩამონათვალი, რომელშიც მოხდება მათი კვალიფიკაციის ამაღლება, განისაზღვრება არსებული საჭიროებების მიხედვით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. პერსონალის სტაჟირება გათვალისწინებულია მედიცინის იმ სპეციფიკურ დარგებში, სადაც მოთხოვნა და საჭიროება სპეციალისტებზე განსაკუთრებით დიდია, მაგრამ ქვეყანას არ გააჩნია შესაბამისი სიმძლავრეები და შესაძლებლობები ადგილზე კადრების მოსამზადებლად.
მუხლი 26. კომპონენტის ბიუჯეტი
კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 2 208 000 ლარით.
თავი VII
პროგრამის მართვა და მზადების ორგანიზება
მუხლი 27. მზადების ორგანიზება
1. პროგრამის ორგანიზაციულ და ტექნიკურ მხარეს უზრუნველყოფს სსიპ „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი“.
2. პროგრამით გათვალისწინებულია გადამზადებული პერსონალისათვის მოწმობების ბეჭდვა და გაცემა როგორც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ასევე დონორი ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერით მომზადებული კადრისათვის. მოწმობის ნიმუში მტკიცდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ.
მუხლი 28. განხორციელების გეგმა
| N | კომპონენტები და ღონისძიებები | III თვე | IVთვე | Vთვე | VI თვე | VII თვე | VIII თვე | IX თვე | X თვე | XI თვე | XII თვე |
| 1 | ოჯახის ექიმებისა და ზოგადი პრაქტიკის ექთნების მომზადება -გადამზადება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ტენდერის გამოცხადება პერსონალის მზადებისათვის მომსახურების შესყიდვაზე | X |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
| ტრენინგის მიმწოდებლების სატენდერო შერჩევა |
| X | X |
|
|
|
|
|
|
| |
| ექიმების/ექთნების ინფორმირება |
| X |
|
|
|
|
|
|
|
| |
| ექიმების/ექთნების შერჩევა |
|
| X |
|
|
|
|
|
|
| |
| ექიმების ტრენინგი (2 -კვირიანი შესვენებების გათვალისწინებით შუალედური და საბოლოო გამოცდების მოსამზადებლად) |
|
|
| X | X | X | X | X | X | X | |
| ექთნების ტრენინგი (2 -კვირიანი შესვენებების გათვალისწინებით შუალედური და საბოლოო გამოცდების მოსამზადებლად) |
|
|
| X | X | X | X | X | X |
| |
| ექიმების მზადების საბოლოო შეფასება |
|
|
|
|
|
|
|
|
| X | |
| ექთნების მზადების საბოლოო შეფასება |
|
|
|
|
|
|
|
| X |
| |
| ექიმების/ ექთნების ტრენინგის მოწმობების გაცემა |
|
|
|
|
|
|
|
|
| X | |
| 2 | ჯანდაცვის სექტორის მენეჯერების მომზადება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ტენდერის გამოცხადება | X
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
| ტრენინგის პროვაიდერების სატენდერო შერჩევა |
| X | X |
|
|
|
|
|
|
| |
| მენეჯერების ინფორმირება |
| X |
|
|
|
|
|
|
|
| |
| მენეჯერების შერჩევა |
| X
|
|
|
|
|
|
|
|
| |
| მენეჯერების მზადება (I ეტაპი) (შესვენებების გათვალისწინებით) |
|
|
| X | X | X |
|
|
|
| |
| მენეჯერების მზადება (II ეტაპი) (შესვენებების გათვალისწინებით) |
|
|
|
|
|
| X | X | X |
| |
| მენეჯერების მზადების საბოლოო შეფასება |
|
|
|
|
|
| X |
|
| X | |
| მენეჯერებისათვის მზადების მოწმობების გაცემა |
|
|
|
|
|
|
|
|
| X
| |
| 3 | გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურებისათვის პერსონალის მზადება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| ტენდერის გამოცხადება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურებისათვის ექ ი მების და ექთნების მზადების სასწავლო პროგრამების შემუშავებაზე | X |
|
|
|
|
|
|
|
|
| |
| სასწავლო პროგრამის შემუშავებასთან დაკავშირებით მომსახურების მიმწოდებლების სატენდერო შერჩევა |
| X | X |
|
|
|
|
|
|
| |
| სასწავლო პროგრამის შემუშავება |
|
|
| X | X | X |
|
|
|
| |
| ტენდერის გამოცხადება პერსონალის მზადებისათვის მომსახურების შესასყიდად |
|
|
|
|
| X |
|
|
|
| |
| მზადების მიმწოდებლების სატენდერო შერჩევა |
|
|
|
|
| X | X |
|
|
| |
| გადაუდებელი დახმარების ექიმებისა და ექ თ ნების მზადების შესახებ პერსონალის ინფორმირება |
|
|
|
|
| X |
|
|
|
| |
| გადაუდებელი დახმარების ექიმებისა და ექ თ ნების მზადებისათვის პერსონალის შერჩევა |
|
|
|
|
|
| X |
|
|
| |
| გადაუდებელი დახმარების ექიმების გადამზადება |
|
|
|
|
|
|
| X | X | X | |
| გადაუდებელი დახმარების ექთნების გადამზადება |
|
|
|
|
|
|
| X | X | X | |
| ტენდერი პატრულის მუშაკთა მზადებისათვის მომსახურების შესასყიდად |
| X | X |
|
|
|
|
|
|
| |
| პატრულის მუშაკთა მზადება |
|
|
| X | X | X | X | X | X | X | |
| გადაუდებელი დახმარების ექიმებისა და ექთნების შეფასება |
|
|
|
|
|
|
|
|
| X | |
| გადაუდებელი დახმარების ექიმებისა და ექთნებისთვის მზადების მოწმობების გაცემა |
|
|
|
|
|
|
|
|
| X |
მუხლი 29. პროგრამის მართვა
1. პროგრამის მართვას განახორციელებს სსიპ „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი“.
2. პროგრამის მართვა მოიცავს:
ა) ტრენინგების მიწოდების შესყიდვასა და, შესაბამისად, ცენტრსა და მიმწოდებელს შორის დადებული კონტრაქტის ფარგლებში ინსპექტირებას და მონიტორინგს;
ბ) გადამზადების პროცესის ტექნიკურ-ორგანიზაციული უზრუნველყოფისთვის (პროცესის მონიტორინგის, მსმენელთა შერჩევის და ინფორმირების ორგანიზება/ადმინისტრირებისათვის) პროგრამის კოორდინატორების, შესყიდვის სპეციალისტისა და ფინანსური სპეციალისტის დაქირავებას.
3. პროგრამის განხორციელების პროცესს კოორდინაციას უწევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეფორმების კოორდინაციის ოფისი (დეპარტამენტი), ხოლო მზადების ხარისხის უზრუნველყოფას კოორდინაციას უწევს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების დეპარტამენტი, რომლის წინაშეც ანგარიშვალდებულია მზადების პროგრამების ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფი.
4. ოჯახის ექიმებისა და ექთნების, ასევე გადაუდებელი დახმარების სპეციალისტების და მენეჯერების გადამზადების ორგანიზაციული და ფუნქციური მოწყობა ხორციელდება შემდეგი სქემის შესაბამისად:
| სამედიცინო პერსონალის მოზადება-გადამზადება | ||||
|
|
|
|
|
|
| ფუნქციები |
| სამინისტროს სტრუქტურული ერთეული |
| ფუნქციონალური ერთეული |
|
|
|
|
|
|
| შერჩევა | ||||
|
|
|
|
|
|
| ინფორმირება |
| შჯსდს, ჯსდპგც |
| შჯსდს–რეგიონული სამმართველო ჟსდპგც–პროგრამის კოორდინატორები |
|
|
|
|
|
|
| შერჩევის ტექნიკური უზრუნველყოფა |
| სშჯსდს |
| შერჩევის კომისია |
|
|
|
|
|
|
| შერჩევის ორგანიზაციული უზრუნველყოფა |
| ჯსდპგც |
| პროგრამის კოორდინატორები |
|
|
|
|
|
|
| მზადება | ||||
|
|
|
|
|
|
| სწავლება |
| პროვაიდერები/ ცენტრები |
|
|
|
|
|
|
|
|
| ხარისხის უზრუნველყოფა |
| რეგულირების დეპარტამენტი |
| მზადების ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფი |
|
|
|
|
|
|
| ინსპექტირება,მონიტო-რინგი |
| ჯსდპგც |
| პროგრამის კოორდინატორები |
|
|
|
|
|
|
| შეფასება |
| პროვაიდერები/ ცენტრები |
|
|
|
|
|
|
|
|
| ციკლის ძირითადი ეტაპები | ||||
|
|
|
|
|
|
| ადამიანური რესურსების გადამზადების სტრატეგიული გეგმა |
| დარგობრივი პოლიტიკის შემუშავების დეპარტამენტი | ||
|
|
|
|
|
|
| გადამზადების პროცესის კოორდინაცია |
| რეფორმების კოორდინციის დეპარტამენტი | ||
|
|
|
|
|
|
| გადამზადების ხარისხის უზრუნველყოფა |
| რეგულირების დეპარტამენტი | ||
|
|
|
|
|
|
| ორგანიზაციული უზრუნველყოფა და პროგრამის ფარგლებში მომსახურების შესყიდვა |
| ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი |
მუხლი 30. კომპონენტის ბიუჯეტი
კომპონენტის ბიუჯეტი განისაზღვრება 115 423 ლარით.
დანართი №1
|
| სამედიცინო პერსონალის მომზადება-გადამზადების პროგრამის ბიუჯეტი | |||||
| I | პჯდ პერსონალის გადამზადება | რაოდე -ნობა | ერთეულის ღირებულება | სოც. ანა -რიცხი | სულ | ღირებუ -ლება სულ |
| 1 | ოჯახის ექიმების გადამზადება (თბილისი) | 180 | 1833 |
|
| 329940 |
| 2 | ოჯახის ექიმების გადამზადება (რეგიონი) | 144 | 3626 |
|
| 522144 |
| 2.1 | ოჯახის ექიმების მზადების ხარჯები (რეგიონი) | 144 | 1833 |
|
| 263952 |
| 2.2 | ოჯახის ექიმების კვების კომპენსაცია (რეგიონი) | 144 | 1494 | 299 | 1793 | 258192 |
| 3 | ზოგადი პრაქტიკის ექთნების გადამზადება (თბილისი) | 180 | 1378 |
|
| 248040 |
| 4 | ზოგადი პრაქტიკის ექთნების გადამზადება (რეგიონი) | 144 | 2872 |
|
| 413568 |
| 4.1 | ოჯახის ექთნების მზადების ხარჯები (რეგიონი) | 144 | 1378 |
|
| 198432 |
| 4.2 | ოჯახის ექთნების კვების კომპენსაცია(რეგიონი) | 144 | 1245 | 249 | 1494 | 215136 |
| ქვეჯამი | 648 |
|
|
| 1513692 | |
| II | გადაუდებელი დახმარების ცენტრების პერსონალის მზადება |
|
|
|
|
|
| 1 | გადაუდებელი დახმარების ექიმების გადამზადება (თბილისი) | 200 | 382 |
|
| 76400 |
| 2 | გადაუდებელი დახმარების ექიმების გადამზადება (რეგიონი) | 100 | 830.2 |
|
| 83020 |
| 2.1 | გადაუდებელი დახმარების ექიმების მზადების ხარჯები (რეგიონი) | 100 | 382 |
|
| 38200 |
| 2.2 | გადაუდებელი დახმარების ექიმების კვების კომპენსაცია (რეგიონი) | 100 | 373.5 | 74.7 | 448.2 | 44820 |
| 3 | გადაუდებელი დახმარების ექთნების გადამზადება (თბილისი) | 200 | 285 |
|
| 57000 |
| 4 | გადაუდებელი დახმარების ექთნების გადამზადება (რეგიონი) | 100 | 584 |
|
| 58400 |
| 4.1 | გადაუდებელი დახმარების ექთნების მზადების ხარჯები (რეგიონი) | 100 | 285 |
|
| 28500 |
| 4.2 | გადაუდებელი დახმარების ექთნების კვების კომპენსაცია (რეგიონი) | 100 | 249 | 50 | 299 | 29900 |
| 5 | საპატრულო პოლიციის თანამშრომლები | 300 | 105 |
|
| 31,500 |
| 6 | გადაუდებელი დახმარების ცენტრებისთვის პერსონალის მომზადებისთვის სასწავლო პროგრამის შემუშავება |
|
|
|
| 40,668 |
| ქვეჯამი | 900 |
|
|
| 346,988 | |
| III | მენეჯერების მზადება |
|
|
|
|
|
| 1 | სისტემის მენეჯერები | 40 | 1300 |
|
| 52000 |
| 2 | პჯდ ცენტრის მენეჯერები | 60 | 1300 |
|
| 78000 |
| 3 | ჰოსპიტლების მენეჯერები | 100 | 1300 |
|
| 130000 |
| 4 | სასწავლო მასალის მომზადება |
|
|
|
| 2997 |
| ქვეჯამი | 200 |
|
|
| 262997 | |
| IV | მზადების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფა |
|
|
|
|
|
| 1 | ხარისხის უზრუნველყოფის ჯგუფის ანაზღაურება (40 დღეზე გაანგარიშებით) | 5 | 100 | 20 | 120 | 24000 |
| 2 | სასწავლო პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის ინსტრუმენტების შემუშავება და დანერგვა- კომპიუტერული ტესტები პჯდ კადრების გამოცდებისათვის |
|
|
|
| 28,000 |
| 2.1 | შერჩევის ტესტ-კითხვარების შემუშავება |
|
|
|
| 10,000 |
| 2.2 | საბოლოო შეფასების ტესტ-კითხვარების შემუშავება |
|
|
|
| 18,000 |
| 3 | მზადების პროცესის ხარისხის უზრუნველყოფის სამივლინებო ხარჯები | 12 | 75 |
|
| 900 |
| ქვეჯამი |
|
|
|
| 52,900 | |
| V | სპეციფიკურ დარგებში სამედიცინო პერსონალის კავლიფიკაციის ამაღლებისათვის სპეციალისტთა უცხოეთში სტაჟირების კომპონენტი |
|
|
|
|
|
| 1 | სპეციალისტთა უცხოეთში სტაჟირება* | 96 | 23000 |
|
| 2208000 |
| ქვეჯამი |
|
|
|
| 2208000 | |
| VI | პროგრამის მართვა და მზადების ორგანიზება |
|
|
|
|
|
| 1 | მზადების კოორდინატორები (10 თვეზე გაანგარიშებით) | 5 | 885 | 177 | 1062 | 53,100 |
| 2 | შესყიდვის სპეციალისტი (10 თვეზე გაანგარიშებით) | 1 | 800 | 160 | 960 | 9600 |
| 3 | სპეციალისტი საბუღალტრო აღრიცხვის დარგში (10 თვეზე გაანგარიშებით) | 1 | 800 | 160 | 960 | 9600 |
| 4 | ინსპექტირების ხარჯები | 35 | 75 |
|
| 2625 |
| 5 | შესყიდვის მიზნით განცხადებების განთავსების ხარჯები |
|
|
|
| 300 |
| 6 | ოფისის ხარჯები | 7 | 500 |
|
| 3500 |
| 7 | შესარჩევის კონტი ნ გენტის ინფორმირება |
|
|
|
| 90 |
| 8 | შერჩევის ტექნიკური უზრუნველყოფა |
|
|
|
| 34608 |
| 8.1 | ოჯახის ექიმ (8) და ექთან (8) ექსპერტთა ანაზღაურების ხარჯები | 12 |
80 |
16 |
96 | 18432 |
| 8.2 | გადაუდებელი დახმარების ექიმ (6) და ექთან (6) ექსპერტთა ანაზღაურების ხარჯები | 13 |
80 |
16 |
96 | 14976 |
| 8.3 | პროგრამისტის დაქირავების ხარჯები | 1 | 500 | 100 | 600 | 1200 |
| 9 | შერჩევის ორგანიზაციული უზრუნველყოფა |
|
|
|
| 5400 |
| 9.1 | საკანცელარიო მასალები |
|
|
|
| 2400 |
| 9.2 | დარბაზის დაქირავების ხარჯები |
|
|
|
| 3000 |
| 10 | მზადების მოწმობების ბეჭდვა | 2500 | 0.8 |
|
| 2000 |
| ქვეჯამი |
|
|
|
| 115,423 | |
| სულ ბიუჯეტი |
|
|
|
| 4500000 | |
|
| * ქვეყნის ფარგლებს გარეთ სპეციალისტთა სტაჟირება/მივლინების ხარჯები გათვლილია 45- დღიანი სასწავლო კურსის საშუალო ღირებულების (აშშ – ნიუ იორკი, გერმანია) შესაბამისად. თანხა შეიცავს მგზავრობის, საცხოვრებელი ფართის დაქირავების, სასწავლო კურსის ღირებულებისა და სადღეღამისო ნორმას. | |||||