„ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის გენერალური გეგმისა და დაბის ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 6 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2026 წლის 31 აგვისტო
ხაშური
„ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის გენერალური გეგმისა და დაბის ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 6 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ 42-ე მუხლის მე-10 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №260 დადგენილებით დამტკიცებული „სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების წესის“ მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შეტანილ იქნეს ცვლილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის გენერალური გეგმისა და დაბის ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 6 აპრილის №7 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07.04.2021; სარეგისტრაციო კოდი: 330090000.35.143.016606) და დადგენილების დანართი №1-ის (ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის გენერალური გეგმა):
ა) მე-13 თავში (ფუნქციური ზონირება) სასოფლო სამეურნეო ტერიტორიის განმარტება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სასოფლო-სამეურნეო ტერიტორია“ (სსტ)
ტერიტორიები, რომლებიც განკუთვნილია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, შესაძლებელია განვითარდეს შზ-8 ფუნქციური ზონის შესაბამისად.“;
ბ) მე-14.3 ქვეთავში (სამშენებლო
ტერიტორიები
და
მათი
რეგლამენტები) „თ“ ქვეპუნქტი
ჩამოყალიბდეს
შემდეგი
რედაქციით:
„თ) სასოფლო-სამეურნეო ზონა – (შზ-8) მოიცავს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც გარდა სასოფლო-სამეურნეო ფუნქციებისა დასაშვებია ქვემოთ ჩამოთვლილი ობიექტების არსებობა:
ნებადართული
სახეობებია:
დამხმარე სამეურნეო ობიექტები;
ფერმა;
სპორტული ინფრასტრუქტურა;
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი.
საგამონაკლისო
წესით
შეიძლება
ასევე
დასაშვები
იყოს:
სასტუმრო;
მარანი;
კვების ობიექტი;
სავაჭრო ობიექტი“.
რანჩო/ფერმა
სხვა სახეობები *
მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1)
0.1
0.4
მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2)
0.1
-
მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3)
0.8
0.3
შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სართულიანობა 2
2
2
-მიწის ნაკვეთის მინიმალური ფართობისა და ზომების პარამეტრები
1 ჰა
500 კვ.მ / სიგანე - 15 მ
ცვლილება შეეხება მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს, რომლებიც არ მდებარეობს გეოლოგიური თვალსაზრისით მაღალი რისკის შემცველ ზონაში;
გ) 15.31 ქვეთავი (ტერიტორია №30 (სპორტული ინფრასტრუქტურის ზონა)) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15.31. ტერიტორია №30 (სპორტული ინფრასტრუქტურის ზონა)
საპროექტო ტერიტორიის დაახლოებითი ფართობი: 70197 მ2
დადგენილი ზოგადი ფუნქციური ზონა: შერეული ზონა
კონკრეტული ფუნქციური ზონა: საკურორტო-სარეკრეაციო ზონა (შზ-4) წარმოადგენს შერეული ზონის ქვეზონას, რომელიც ემსახურება დასასვენებელი ან/და სამკურნალო დანიშნულების შენობა-ნაგებობების ფუნქციონირებას.
დადგენილი კოეფიციენტები: კ-1=0.5; კ-3=0.2; სართულიანობა - 3;
ნებადართული სახეობებია:
სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო დროებითი შენობა და ნაგებობა;
სასპორტო ობიექტი;
სარეკრეაციო სივრცეები და მისი ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობა და ნაგებობა;
ტურისტული ობიექტი;
სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადი განათლების დაწესებულება.
საგამონაკლისო
წესით
შეიძლება
ასევე
დასაშვები
იყოს:
კვების ობიექტები
სასპორტო ობიექტები
განვითარების
პირობები:
ტერიტორიის განვითარება დასაშვებია მხოლოდ გდგ-ს ფარგლებში ან გგ-ს საფუძველზე დამუშავებული გდგ-ების შესაბამისად.
საპროექტო ტერიტორიის ძირითადი ფუნქცია უნდა შეადგენდეს სპორტულ აქტივობას.
აუცილებელია ერთი სტანდარტული ზომის საფეხბურთო/სარაგბო მოედნის მოწყობა (110*70მ).
სტანდარტული მოედნის გარდა აუცილებელია მაქსიმალური რაოდენობისა და სხვადასხვა სახეობის მცირე ზომის მოედნების დაგეგმვა.
სარეკომენდაციოა სტანდარტულთან მიახლოვებული ზომის სავარჯიშო მოედნის მოწყობა.
აუცილებელია მოედნების ფუნქციონირებისთვის საჭირო შენობების განთავსება (გასახდელები, ტრიბუნები, დამხმარე სათავსები და ა.შ.).
საჯარო ინტერესით განპირობებული სპორტული ინფრასტრუქტურის (მათ შორის, საგამონაკლისო წესით განსაზღვრული) განვითარება, ასევე სათანადო სატრანსპორტო კავშირით უზრუნველყოფილი კერძო ნაკვეთების დასაშვები და საგამონაკლისო ფუნქციებით განვითარება დასაშვებია, როგორც გდგ-ს საფუძველზე, ასევე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენით.
თუ მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია შესაბამისობაშია გგ-თი დადგენილ კონფიგურაციასთან მისი განვითარება დასაშვებია მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების საფუძველზეც.
მოსაწესრიგებელია საინჟინრო კომუნიკაციებისა და საავტომობილო გზებით უზრუნველყოფის საკითხები.
გასათვალისწინებელია კავშირების შექმნა ბულვარის და მიმდებარე საპროექტო უბნების მიმართულებით.
მუხლი 2🔗
დანართი №1 (ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის გენერალური გეგმა) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ლიპარტელიანი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის გენერალური გეგმისა და დაბის ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 6 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის გენერალური გეგმისა და დაბის ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 6 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.08.2026.
- როდის იქნა მიღებული „ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის გენერალური გეგმისა და დაბის ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 6 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის გენერალური გეგმისა და დაბის ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 6 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 31.08.2026. მიმღები ორგანო — ხაშურის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №14. სარეგისტრაციო კოდი — 330090000.35.143.016745.
- სად არის „ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის გენერალური გეგმისა და დაბის ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 6 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.08.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის გენერალური გეგმისა და დაბის ცენტრალური უბნის განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე” ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 6 აპრილის №7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №14, 31.08.2026, სარეგისტრაციო კოდი 330090000.35.143.016745 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.08.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6992847/