„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 ივლისის №7/25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №9/29 |
|
2026 წლის 2 სექტემბერი ქ. ფოთი |
ა) დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 11 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 1062 მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის მიზანი და ძირითადი მიმართულებები
სამსახურის საქმიანობის მიზანი და ძირითადი მიმართულებებია:
ა) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიულ საზღვრებში მშენებლობის შეტყობინების შეთანხმების ან მშენებლობის ნებართვის გაცემის, ქალაქის ურბანული განვითარების კონცეფციისა და სივრცის დაგეგმარების გეგმის, გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის/განაშენიანების დეტალური გეგმის შემუშავების, შესაბამისი კვლევის ჩატარებისა და რეკომენდაციების მომზადების, გარე რეკლამის განთავსების რეგულირების საკითხების გადაწყვეტა;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნული დებულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება.“.
გ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს ,,გ1“ და „გ2“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:
„გ1) მშენებლობის შეტყობინების შეთანხმების ან მშენებლობის ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოს უფლება-მოვალეობების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ2) „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ოდენობის განსაზღვრის, შესაბამისი ინსტრუქციის და ქვითრის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 ივლისის №18/24 დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ადგილობრივი მოსაკრებლის ადმინისტრირების უზრუნველყოფა;“.
დ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1418 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების კანონიერად მიჩნევის დამატებითი კრიტერიუმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ოქტომბრის №352 დადგენილებით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ არეალებში ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში) სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმებით ან/და მათი კონცეფციებით განსაზღვრულ შესაბამის სივრცით კატეგორიასთან ან/და ფუნქციურ ზონასთან თავსებადობის შესახებ ცნობის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ცნობის პროექტის მუნიციპალიტეტის მერისათვის ხელმოსაწერად წარდგენა;“.
ე) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1418 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გეოგრაფიული არეალებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების კანონიერად მიჩნევის დამატებითი კრიტერიუმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 17 ოქტომბრის №352 დადგენილებით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ არეალებში ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 2023 წლის 1 დეკემბრამდე უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის (დამხმარე შენობა-ნაგებობით, მისი არსებობის შემთხვევაში) სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი გეგმებით ან/და მათი კონცეფციებით განსაზღვრულ შესაბამის სივრცით კატეგორიასთან ან/და ფუნქციურ ზონასთან თავსებადობის შესახებ ცნობის გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი ცნობის პროექტის მუნიციპალიტეტის მერისათვის ხელმოსაწერად წარდგენა;“.
ვ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ზ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 ივლისის №7/25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 ივლისის №7/25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 ივლისის №7/25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 ივლისის №7/25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.09.2026. მიმღები ორგანო — ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9/29. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.111.016668.
- სად არის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 ივლისის №7/25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 24 ივლისის №7/25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №9/29, 02.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.111.016668 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6993416/