“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის №11/9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№9/31
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.111.016670
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს

დადგენილება №9/31

2026 წლის 2 სექტემბერი

ქ. ფოთი

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის №11/9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის №11/9 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/07/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.111.016448)  შეტანილ იქნეს ცვლილება, კერძოდ:

ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, მათი ფუნქციონირებისათვის განკუთვნილი II კლასის დამხმარე ხასიათის შენობა-ნაგებობების და II კლასის ღობის მშენებლობისათვის (მათ შორის, რეკონსტრუქცია და დემონტაჟი) მშენებლობის ნებართვის მიღების ვალდებულების ნაცვლად დადგინდეს მშენებლობის დეტალური შეტყობინება, კანონით დადგენილი წესით.“.

ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2.

მშენებლობის ნებართვის მაძიებელი ვალდებულია წინასაპროექტო კვლევის შედეგები წარმოადგინოს შემდეგ შემთხვევაში:  როცა მშენებლობა დაგეგმილია კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის 50 მეტრის არეალში, მდინარე რიონის ჯებირიდან 50 მეტრის არეალში, ტბების და წყალსაცავების პერიმეტრის 50 მეტრის არეალში, 8 მეტრზე მაღალი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ტყებუჩავა

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა “ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის №11/9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება “ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის №11/9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.09.2026.
როდის იქნა მიღებული “ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის №11/9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
“ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის №11/9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.09.2026. მიმღები ორგანო — ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9/31. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.111.016670.
სად არის “ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის №11/9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება “ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის დეტალური შეტყობინების ვალდებულების დადგენის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 30 ივნისის №11/9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №9/31, 02.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016670 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6993448/