„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 თებერვლის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქა რთველოს განათლების, მეც ნიერებ ისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება №115/ნ |
|
2026 წლის 4 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. რეგულირების სფერო
ეს წესი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებსაც სურთ საჯარო სკოლის დირექტორობა. აგრეთვე, განსაზღვრავს სკოლის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა (შემდგომ – რესურსცენტრი) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (შემდგომ – ცენტრი) საქმიანობას დირექტორობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის პროცესში.“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციისა და სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადებს და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში ცენტრი აქვეყნებს მონაცემებს თითოეული საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატთა რაოდენობის შესახებ. ცენტრის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების გამოქვეყნებიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში დირექტორობის კანდიდატს უფლება აქვს შეცვალოს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებული საჯარო სკოლების დასახელება.“.
3. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად.“;
4. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დირექტორობის კანდიდატს უფლება აქვს ტესტირებასთან (ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან) დაკავშირებული პრეტენზიები წარადგინოს საგანმანათლებლო რესურსცენტრსა ან ცენტრში ტესტირების შედეგების ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.“.
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საგანმანათლებლო რესურსცენტრი უზრუნველყოფს საპრეტენზიო განაცხადების ცენტრისთვის დაუყოვნებლივ მიწოდებას.
4. ცენტრი პრეტენზიებს განიხილავს საპრეტენზიო განაცხადის ცენტრში შემოსვლიდან ერთი თვის ვადაში და შედეგებს აცნობებს დირექტორობის კანდიდატს.“
5. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტესტირების შედეგებთან, ტესტურ დავალებათა სისწორესთან და პროცედურულ დარღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, ცენტრის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ქმნის საპრეტენზიო კომისიას.“
6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სკოლების დირექტორების შერჩევის კონკურსის თავისებურებები
ამ წესით გათვალისწინებულ ცენტრის უფლებამოსილებებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახორციელებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, რომელიც მოქმედებს ამ წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად.“.
7. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ წესით გათვალისწინებულ ცენტრის უფლებამოსილებებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომელიც მოქმედებს ამ წესით დადგენილი ნორმების შესაბამისად.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 თებერვლის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 თებერვლის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 თებერვლის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 თებერვლის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 04.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №115/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.022.018894.
- სად არის „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 თებერვლის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 15 თებერვლის №36/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №115/ნ, 04.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.018894 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6993454/