საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მირზა-ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.03.2007
ძალის დაკარგვა 13.03.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/59
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.010.155
გამოქვეყნების წყარო სსმ, 46, 03/04/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მირზა-ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:45.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt 41.65pt 45.0pt 46.75pt;}
div.Section1 {page:Section1;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.010.155
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის
ბრძანება №3/59
2007 წლის 27 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მირზა-ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დებულების დამტკიცების შესახებ
„
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მირზა-ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 18 იანვრის №49 ბრძანებულების მე-2 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მირზა-ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. გაბაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მირზა-ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. მირზა-ფათალი ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმი (შემდგომში – მუზეუმი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. მუზეუმი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, სხვა სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.
3. მუზეუმი შექმნილია და ფუნქციონირებს მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის ცენტრის, აგრეთვე ნარიმან ნარიმანოვისა და მამედ ყული ზადეს სახლ-მუზეუმების ექსპონატების ბაზაზე და წარმოადგენს მათ სამართალმემკვიდრეს.
4. მუზეუმს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, სახაზინო და საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. მუზეუმის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. 17.
მუხლი 2🔗. მუზეუმის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. მუზეუმის საქმიანობა განისაზღვრება „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონით.
2. მუზეუმის ძირითადი ამოცანაა:
ა) სამუზეუმო ფონდის შევსებისა და სრულყოფის მიზნით შეიძინოს ან შემოწირულობა-საჩუქრის სახით შეკრიბოს საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურული ურთიერთობების ამსახველი მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლები;
ბ) დააკომპლექტოს, მოუაროს, დაიცვას, მეცნიერულად შეისწავლოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ზემოთ დასახელებულ კულტურულ ფასეულობებს;
გ) მოაწყოს ექსპოზიციები და დროებითი გამოფენები.
3. მუზეუმს უფლება აქვს:
ა) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ;
ბ) ითანამშრომლოს ხელოვნების სხვადასხვა დარგის მოღვაწეებთან, კულტურის სფეროს დაწესებულებებთან, არასამთავრობო და კომერციულ ორგანიზაციებთან, შემოქმედებით კოლექტივებთან და ცალკეულ ხელოვანებთან; შეიმუშაოს კულტურული პროგრამები თავისი საქმიანობის სფეროში, განავითაროს კავშირი უცხოეთის მონათესავე სამუზეუმო და საზოგადოებრივ სამეცნიერო ცენტრებთან;
გ) ჩაატაროს სამეცნიერო სესიები და სემინარები, ეთნოლოგიური თუ სხვა სახის ექსპედიციები;
დ) მოაწყოს სტაციონარული ექსპოზიცია და მოძრავი გამოფენები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, აწარმოოს მათი პერიოდული რეექსპოზიცია;
ე) მოაწყოს და მონაწილეობა მიიღოს გამოფენებში, კონკურსებსა და სხვა სამუზეუმო (მათ შორის საქველმოქმედო) ღონისძიებებში როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
ვ) ფლობდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს საერთაშორისო კონვენციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) ეწეოდეს დამხმარე ხასიათის ეკონომიკურ საქმიანობას თავის სფეროში (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე);
თ) განახორციელოს „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა საქმიანობა.
მუხლი 3🔗. მუზეუმის მართვა და სტრუქტურა
1. მუზეუმის მართვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. მუზეუმის სტრუქტურული ერთეულები მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებენ მუზეუმის შინაგანაწესისა და არსებული ინსტრუქციების შესაბამისად, მათთვის დადგენილ კომპეტენციათა ფარგლებში.
3. მუზეუმის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი.
4. მუზეუმის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს მუზეუმის საერთო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;
ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მუზეუმს ყველა ინსტანციაში, ნიშნავს რწმუნებულებს, გასცემს მინდობილობებს, მუზეუმის სახელით დებს გარიგებებს;
გ) მოქმედი კანონმდებლობისა და წინამდებარე წესდების შესაბამისად განაგებს მუზეუმის ქონებას და საფინანსო სახსრებს, პასუხისმგებელია მათ კანონიერ გამოყენებაზე;
დ) „
საქართველოს შრომის კოდექსის“ შესაბამისად წარმართავს შრომით ურთიერთობებს;
ე) მუზეუმის წინაშე მდგარი რიგი საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია შექმნას დროებითი სამუშაო ჯგუფები, კომისიები;
ვ) ამტკიცებს დაწესებულების შინაგანაწესსა და სამსახურებრივ ინსტრუქციებს.
მუხლი 4🔗. მუზეუმის სამეცნიერო საბჭო
1. მუზეუმის სამეცნიერო საბჭო არის მუზეუმის სათათბირო ორგანო, რომელიც შედგება მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლებისა და მოწვეული პირებისაგან.
2. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობასა და მის დებულებას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ადგენს და ამტკიცებს მუზეუმის დირექტორი.
3. საბჭო განიხილავს მუზეუმის შემოქმედებითი განვითარების გეგმასა და მუზეუმის სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
4. საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმის სახით, რომელიც შესასრულებლად სარეკომენდაციო ხასიათისაა.
მუხლი 5🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. მუზეუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის ზედამხედველობას.
2. მუზეუმის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებში არის საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს მუზეუმის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 6🔗. საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. მუზეუმს მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებები მუზეუმის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „
ბ“ და „
გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედება საჭიროებს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთნ შეთანხმებას.
მუხლი 7🔗. საბუღალტრო ანგარიშგება და კონტროლი
1. მუზეუმი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
2. მუზეუმის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 8🔗. მუზეუმის დაფინანსების წყაროები
1. მუზეუმის დაფინანსების წყაროებია:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავლები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება მუზეუმის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მუზეუმის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 9🔗. მუზეუმის ქონება
დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად „
საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მუზეუმს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.
მუხლი 10🔗. მუზეუმის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. მუზეუმის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მუზეუმის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 11🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.