„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№120/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.018897
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №120/ნ

2026 წლის 7 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 21/02/2011, სარეგისტრაციო კოდი: 430010000.22.022.016055) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-40 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 69-ე-71-ე პუნქტები:

„69. აბიტურიენტებს, რომლებმაც 2026 წელს გადალახეს ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ რანჟირების დოკუმენტის მიხედვით ვერ განაწილდნენ ვერც ერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ გააკეთონ განმეორებითი განცხადება თავისუფალ ადგილებზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საგანმანათლებლო დაწესებულებების და საგანმანათლებლო პროგრამების ახალი რეიტინგული ჩამონათვალი.

70. 2026 წელს საგანმანათლებლო პროგრამაზე/პროგრამებზე მისაღები ადგილები, რომლებზეც რანჟირების დოკუმენტით არ მოხდა აბიტურიენტთა გადანაწილება, შეიძლება გამოყენებულ იქნეს დამატებითი რანჟირების დროს. ინფორმაცია საგანმანათლებლო პროგრამაზე დარჩენილი თავისუფალი ადგილების შესახებ ცხადდება საჯაროდ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე. აბიტურიენტის მიერ განმეორებითი განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს ცენტრის დირექტორი.

71. 2026 წელს განმეორებითი განცხადების საფუძველზე, საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ხორციელდება აბიტურიენტთა დამატებითი რანჟირება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილევან ღირსიაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.09.2026.
როდის იქნა მიღებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 07.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №120/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430010000.22.022.018897.
სად არის „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №120/ნ, 07.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.018897 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6995947/