განისაზღვროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება

განისაზღვროს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 15920.4 ათასი ლარის ოდენობით.

ათ.ლარი

ფინანსური აქტივების კლება

2024 წლის ფაქტი

2025 წლის ფაქტი

2026 წლის გეგმა

მათ შორის

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფრები

საკუთარი შემოსავლები

16 994,2

15 808,9

15 920,4

13 288,9

2 631,5

ვალუტა დეპოზიტები

16 994,2

15 808,9

15920,4

13 288,9

2 631,5

განისაზღვროს და გაიწეროს  2026 წლის 1 იანვრისათვის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნაშთის მოცულობიდან  18416.5 ათასი ლარის ოდენობით;

მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები:

1. სპეციალური ტრანსფერი მიმდინარე ხარჯებისთვის განისაზღვრა  12 000,0 ათასი ლარი;

2. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული  მიზნობრივი ტრანსფერი ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის კონტროლის,  საზოგადიობრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრისთვის 27,2 ათასი ლარი,  საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის 87,3 ათასი ლარი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის №1098 9/07/2025 საქართველოს მთავრობის განკარგულებისსაფუძველზე 443,6 ათასი ლარი.

3.№1955 31/12/2024 საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი 613,6 ათასი ლარი.

4.№2630 18/12/2019  საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი 308,4 ათასი ლარი.

5. №1207 30/11/2025 წლის ,,მოქალაქეთა ჩართულობის განვითარების ხელშეწყობის“ ინიციატივის  განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე გამოიყო კაპიტალური ტრანსფერი 15,9 ათასი ლარის ოდენობით.

6.№2401  28/12/2023  საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი  0,4 ათასი ლარი;

7.№302 30/07/2025 საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით მიზნობრვი ტრანსფერის სახით განისაზღვრა 87,3 ათასი ლარით.

8.№186  30/01/2025 საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ 1517,8 ათასი ლარი.

9. №1604  30/09/2025 წლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი 225,4 ათასი ლარი.

10. N53  16/01/2025  საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ბოლნისის მუნიციპალიტეტს გამოეყო 14,1 ათასი ლარი.

11. №746  30/05/2024 საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით 35,3 ათასი ლარ