„იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №431 |
|
2026 წლის 8 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. მე-2 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის:
ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მიწვეული თანამშრომლების, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ლიცენზიით გათვალისწინებულ საქმიანობას, სიას (პირადობის მოწმობის ასლის, თანამდებობისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით);“;
ა.ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:
„გ1) ინდივიდუალური მეწარმისთვის − იმ ფიზიკურ პირთა სიას (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებიან;“;
ა.გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) იმ შენობა-ნაგებობების ჩამონათვალს, მისამართებისა და ფართობის მითითებით, სადაც უნდა განხორციელდეს სალიცენზიო საქმიანობა;“;
ბ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სანებართვო ქმედების დამადასტურებელი გარიგების დოკუმენტს: ხელშეკრულებას ან განზრახულობათა ოქმს, დედანს ან მათ ასლს;“;
გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31, 32 და 33 პუნქტები:
„31. „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 და მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სანებართვო ქმედებაზე, კომისიის რეკომენდაციის მისაღებად, რეკომენდაციის მაძიებელი კომისიას წარუდგენს:
ა) წერილობით განცხადებას;
ბ) სანებართვო ქმედების დამადასტურებელი გარიგების დოკუმენტს: ხელშეკრულებას ან განზრახულობათა ოქმს, დედანს ან მათ ასლს;
გ) პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების აღწერილობას;
დ) რეკომენდაციის გამცემის მოთხოვნის შემთხვევაში, სანებართვო ქმედების განსახორციელებლად საჭირო „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ შესაბამის ლიცენზიას ან/და ნებართვას;
ე) ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრულ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ დოკუმენტაციას.
32. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებულ სანებართვო ქმედებაზე, კომისიის რეკომენდაციის მისაღებად, რეკომენდაციის მაძიებელი კომისიას:
ა) ექსპორტის შემთხვევაში წარუდგენს:
ა.ა) სამხედრო პროდუქციის იმპორტიორი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ პროდუქციის იმპორტის ნებართვას ან მის დამოწმებულ ასლს;
ა.ბ) საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს ან მის დამოწმებულ ასლს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქცია უბრუნდება გამომგზავნს ექსპორტიორ ქვეყანაში;
ბ) ტრანზიტის შემთხვევაში წარუდგენს:
ბ.ა) გადაზიდვის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტაციას ან მის დამოწმებულ ასლს, თუ განმცხადებელი გადამზიდველია;
ბ.ბ) ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ სამხედრო პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტის ნებართვებს ან მათ დამოწმებულ ასლს;
ბ.გ) საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს ან მის დამოწმებულ ასლს;
გ) ტექნიკური დახმარების შემთხვევაში წარუდგენს საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს ან მის დამოწმებულ ასლს;
დ) საბროკერო მომსახურების შემთხვევაში წარუდგენს იმპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემულ საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს ან მის დამოწმებულ ასლს.
„33. ამ მუხლის 31 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სანებართვო ქმედებაზე, კომისიის რეკომენდაციის მისაღებად, რეკომენდაციის მაძიებელი კომისიას:
ა) ექსპორტის შემთხვევაში წარუდგენს საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს ან მის ასლს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქცია უბრუნდება გამომგზავნს ექსპორტიორ ქვეყანაში;
ბ) ტრანზიტის შემთხვევაში წარუდგენს:
ბ.ა) გადაზიდვის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელ დოკუმენტაციას ან მის ასლს, თუ განმცხადებელი გადამზიდველია;
ბ.ბ) საჭიროების შემთხვევაში ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნების უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემულ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტისა და იმპორტის ნებართვებს ან მათ ასლს, თუ ექსპორტიორი და იმპორტიორი ქვეყნების კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარ ნებართვებს;
ბ.გ) საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს ან მის ასლს;
გ) ტექნიკური დახმარების შემთხვევაში წარუდგენს საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს ან მის ასლს;
დ) საბროკერო მომსახურების შემთხვევაში წარუდგენს იმპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემულ საბოლოო მომხმარებლის სერტიფიკატს ან მის ასლს.“.
2. მე-2 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
„მუხლი 21
1. კომისიის ან/და კომისიის მდივნის გადაწყვეტილებით (საჭიროებას განსაზღვრავს კომისია ან/და კომისიის მდივანი), რეკომენდაციის ქვემდებარე საკითხი განსახილველად შეიძლება, წარედგინოს უწყებათაშორის სარეკომენდაციო ჯგუფს.
2. უწყებათაშორისი სარეკომენდაციო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ − ბირთული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ − შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილეები ან ამ ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები.
3. უწყებათაშორისი სარეკომენდაციო ჯგუფის წევრი, მის წინაშე დასმულ საკითხთან დაკავშირებით, კომპეტენციის ფარგლებში, კომისიას წარუდგენს წერილობით ინფორმაციას/პოზიციას „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 9 ივნისის №372 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით.
4. უწყებათაშორისი სარეკომენდაციო ჯგუფის წევრი:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალურად განიხილავს მის წინაშე დასმულ საკითხს;
ბ) 30 სამუშაო დღის განმავლობაში წარადგენს წერილობით ინფორმაციას/პოზიციას მის წინაშე დასმულ საკითხზე, განსაკუთრებულ შემთხვევაში, შესაძლებელია უწყებათაშორისი სარეკომენდაციო ჯგუფის წევრის მიერ აღნიშნული ვადის გაზრდა, არაუმეტეს 30 სამუშაო დღისა;
გ) უფლებამოსილია, მიიღოს ინფორმაცია/დოკუმენტაცია მის წინაშე დასმულ საკითხთან დაკავშირებით;
დ) უფლებამოსილია, მოითხოვოს საქმის გარემოებათა დამატებითი გამოკვლევა.
5. კომისია გადაწყვეტილების მიღებისას უფლებამოსილია, გაითვალისწინოს საკითხთან დაკავშირებით უწყებათაშორისი სარეკომენდაციო ჯგუფის წევრების მიერ წარდგენილი წერილობითი ინფორმაცია/პოზიცია.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №431. სარეგისტრაციო კოდი — 140120000.10.003.025981.
- სად არის „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „იარაღის შესახებ“ და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისა და რეკომენდაციის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 10 ივლისის №431 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №431, 08.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 140120000.10.003.025981 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6997259/