საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარსადგენი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის (საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №435 |
|
2026 წლის 8 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. განისაზღვროს უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები:
ა) ინგლისური ენა − IELTS, TOEFL ინტერნეტზე დაფუძნებული ტესტი (iBT), Cambridge English Scale, PTE – Pearson Test of English;
ბ) გერმანული ენა − Goethe-Zertifikat B1/B2, TestDaF, გერმანული ენის საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდა (ÖSD), Telc Deutsch B1;
გ) ფრანგული ენა − DELF (Diplôme d’études en langue française), TEF;
დ) რუსული ენა − TORFL (ТРКИ/Тест по русскому языку как иностранному).
2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საერთაშორისოდ აღიარებული ერთ-ერთი სერტიფიკატი, რომლითაც დასტურდება ენის ცოდნა შემდეგ დონეებზე:
ა) ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე – არანაკლებ B1 დონე;
ბ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – არანაკლებ B2 დონე.
3. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მიზნით, უცხო ქვეყნის მოქალაქე/მოქალაქეობის არმქონე პირი ვალდებულია, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებაში წარადგინოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, საერთაშორისოდ აღიარებული ერთ-ერთი სერტიფიკატი, რომლითაც დასტურდება მის მიერ უცხო ენის ცოდნა არანაკლებ B1 დონეზე.
2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2027-2028 სასწავლო წლიდან, ხოლო მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2027 წლის 1 თებერვლიდან.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარსადგენი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის (საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარსადგენი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის (საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარსადგენი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის (საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“?
- „საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარსადგენი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის (საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 08.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №435. სარეგისტრაციო კოდი — 430020000.10.003.025985.
- სად არის „საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარსადგენი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის (საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში წარსადგენი უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის (საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენის შესაბამისად) ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“, №435, 08.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 430020000.10.003.025985 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6997353/