„საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 ნოემბრის №583 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №442 |
|
2026 წლის 8 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. დადგენილების:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისა და D3, D5 და D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობებისა და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“;
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისა და D3, D5 და D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობებისა და საფასურის გადახდის წესი.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული წესის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისა და D3, D5 და D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობებისა და საფასურის გადახდის წესი“;
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. ეს წესი, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) ცხრილის 22.2 გრაფის შესაბამისად, არეგულირებს საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისა და D3, D5 და D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობებისა და საფასურის გადახდის საკითხებს.“;
გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისა და D3, D5 და D6 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის, როდესაც ვიზის გაცემის ან მოქმედების ვადის გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მიღებასა და სამგზავრო დოკუმენტში ვიზის დატანას ან საქართველოს ვიზის ელექტრონულად გაცემას უზრუნველყოფენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – იუსტიციის სახლი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ან, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებას დელეგირების ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს მუნიციპალიტეტი, მომსახურების საფასურად განისაზღვროს 40 ლარი.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 ნოემბრის №583 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 ნოემბრის №583 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 ნოემბრის №583 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 ნოემბრის №583 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 08.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №442. სარეგისტრაციო კოდი — 010120000.10.003.025992.
- სად არის „საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 ნოემბრის №583 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოს საიმიგრაციო ვიზის გაცემისათვის და D3 და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზების მოქმედების ვადის გაგრძელებისთვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 ნოემბრის №583 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №442, 08.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 010120000.10.003.025992 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6997624/