დანართი №7
საქართველოს ვიზის გაცემის მიზნით ვიზის გამცემი ორგანოსთვის
წარსადგენი დოკუმენტები
1. საქართველოში მგზავრობის მიზანი დასტურდება ერთ-ერთი შემდეგი
დოკუმენტით:
1.1 საქართველოს ან შესაბამისი ქვეყნის სახელმწიფო ორგანოების მიერ
გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ უცხოელი საქართველოში
მოემგზავრება სახელმწიფო, ოფიციალური ან სამუშაო ვიზიტით;
1.2 საქართველოს ან შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტი,
რომელიც ადასტურებს, რომ უცხოელი წარმოადგენს იმ ოფიციალური დელეგაციის
წევრს, რომელიც მოემგზავრება საქართველოში საქმიანი ვიზიტით;
1.3 საქართველოს სახელმწიფო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტი,
რომლითაც დასტურდება, რომ უცხოელი საქართველოში მოემგზავრება საქართველოს
სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე კონკრეტული მისიით;
1.4 შესაბამისი ქვეყნის საგარეო უწყების, დიპლომატიური
წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების ან იმ ორგანიზაციის წერილობითი
მომართვა, რომლის თანამშრომლებიც დიპლომატიური ან მასთან გათანაბრებული
სტატუსით სარგებლობენ;
1.5 სხვა სახელმწიფოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების
პირველი პირების, უმაღლესი და მაღალი დონის დელეგაციის წევრების და მათ
თანმხლები ოჯახის წევრების მეგობრული ან არაოფიციალური ვიზიტის შემთხვევაში
ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება აღნიშნული კერძო ვიზიტის
მიზანი;
1.6 დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უცხოელს/მის დამსაქმებელსა და
საქართველოში მყოფ ფიზიკურ პირს ან საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ
პირს შორის საქმიანი (კომერციული, პროფესიული) ურთიერთობების არსებობა.
უცხოელის დამსაქმებელსა და საქართველოში მყოფ ფიზიკურ პირს ან საქართველოში
რეგისტრირებულ იურიდიულ პირს შორის საქმიანი ურთიერთობების არსებობისას
წარმოდგენილი უნდა იქნეს ასევე უცხოელსა და მის დამსაქმებელს შორის შრომითი
ურთიერთობის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი. გარდა ამისა, ასევე
წარმოდგენილი უნდა იქნეს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი შრომითი საქმიანობის უფლება/უფლების ნომერი ან სხვა
დოკუმენტი/მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ ეს პირი აკმაყოფილებს
ამავე კანონით განსაზღვრულ გამონაკლის შემთხვევებს;
1.7 ადგილობრივ/უცხოელ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის გაფორმებული
შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება, რომ პირმა საქართველოში უნდა
განახორციელოს შრომითი საქმიანობა. ასევე დოკუმენტი, რომელშიც მითითებულია
უცხოელთან შრომითი ურთიერთობის სავარაუდო ხანგრძლივობა და შრომითი
საქმიანობის ანაზღაურების ოდენობა ან ანაზღაურების სხვა ფორმების არსებობის
შესახებ ინფორმაცია. გარდა ამისა, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს „შრომითი
მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შრომითი საქმიანობის
უფლება/უფლების ნომერი ან სხვა დოკუმენტი/მტკიცებულება, რომელიც
ადასტურებს, რომ ეს პირი აკმაყოფილებს ამავე კანონით განსაზღვრულ
გამონაკლის შემთხვევებს;
1.8 უცხო ქვეყნის შესაბამისი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი,
რომელიც ადასტურებს რომ უცხოელი დასაქმებულია ამ დაწესებულებაში და
სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად საჭიროებს საქართველოში
ვიზიტს;
1.9 დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ პირი არის დიპლომატიური
კურიერი;
1.10 საქართველოს შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით
გათვალისწინებული პირობების/გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები
(ხელშეკრულებაში ასეთი პირობების/გარემოებების არსებობის შემთხვევაში);
1.11 საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს
ტერიტორიაზე დისლოცირებული სამშვიდობო ძალებისა და სხვა სამხედრო
კონტინგენტის წევრების შემთხვევაში დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება
აღნიშნული გარემოება (ინდივიდუალური ან კოლექტიური გადაადგილების ბრძანება,
სამხედრო მოწმობა ან სხვა);
1.12 ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება, რომ უცხოელი
არის საქართველოში რეგისტრირებული სამეწარმეო (კომერციული) იურიდიული პირის
დამფუძნებელი/თანადამფუძნებელი ან ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე
უფლებამოსილი პირი. გარდა ამისა, ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს „შრომითი
მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შრომითი საქმიანობის
უფლება/უფლების ნომერი ან სხვა დოკუმენტი/მტკიცებულება, რომელიც
ადასტურებს, რომ ეს პირი აკმაყოფილებს ამავე კანონით განსაზღვრულ
გამონაკლის შემთხვევებს
1.13 დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ უცხოელი თავის ან სხვა
ქვეყანაში ეწეოდა ან ეწევა სამეწარმეო საქმიანობას ან საქართველოში
სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისათვის საკმარისი ფინანსური სახსრების
(საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო ფინანსური სახსრები)
არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
1.14 შესაბამისი შრომითი ხელშეკრულება, რომელიც უნდა შეიცავდეს
ინფორმაციას უცხოელთან შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობისა და შრომითი
საქმიანობის ანაზღაურების ოდენობას (ასეთის არსებობისას);
1.15 სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც
ადასტურებს აღნიშნულ დაწესებულებაში უცხოელის მიერ მკურნალობის გავლის
საჭიროებას ან/და დაწესებულების მზადყოფნას, უზრუნველყოს უცხოელის
მკურნალობა. დოკუმენტში ასევე მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია თანმხლები
პირის არსებობის აუცილებლობის თაობაზე (ასეთის საჭიროებისას) და
მკურნალობის მთლიანი ხარჯების ოდენობა;
1.16 საქართველოს ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში
ჩარიცხვის/სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი;
1.17 საქართველოს ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ
გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ უცხოელი სწავლობს აღნიშნული
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო
პროგრამაზე ან მოემგზავრება საგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე
სასწავლებლად ან კვლევის ჩასატარებლად;
1.18 უცხოენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შემთხვევაში
მგზავრობის მიზნის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად ასევე წარმოდგენილი
უნდა იქნეს შესაბამის ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმ
უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის არსებობის დამადასტურებელი
დოკუმენტი, რომელზეც ჩაირიცხა უცხოელი;
1.19 საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის
სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით გათვალისწინებული საერთაშორისო
პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
1.20 დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საქართველოში უცხოელის ნათესავის ან
ახლობლის საფლავის არსებობას;
1.21 დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს უცხოელსა და დაკრძალულ პირს შორის
ნათესაურ კავშირს ან მათ შორის ახლობლური ურთიერთობის არსებობას;
1.22 დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სამეცნიერო სემინარის,
კონფერენციის, სხვა სამეცნიერო-კვლევითი, პედაგოგიური, კულტურული ან
სპორტული ღონისძიების ჩატარება, ამ ღონისძიებაში უცხოელის მონაწილეობა
(მონაწილის, სტუმრის ან სხვა სტატუსით) და რომელშიც მითითებულია მასპინძელი
ორგანიზაციის სახელი, უცხოელის საქართველოში სავარაუდო ყოფნის ხანგრძლივობა
და ვიზიტის მიზანი;
1.23 საქართველოს ან შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტი,
რომლითაც დასტურდება, რომ უცხოელი საქართველოში მოემგზავრება მეცნიერული,
სპორტული, კულტურული ან საგანმანათლებლო მისიით;
1.24 საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციების ან ეროვნული ოლიმპიური
კომიტეტების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება სპორტული
ღონისძიების ჩატარება და ამ ღონისძიებაში უცხოელის მონაწილეობა (მონაწილის,
სტუმრის ან სხვა სტატუსით), ან უცხოელის საქართველოში სპორტული მისიით
გამომგზავრების ფაქტი;
1.25 პროფესიული ორგანიზაციის ან დამსაქმებლის მიერ გაცემული დოკუმენტი,
რომელიც ადასტურებს, რომ პირი უცხო ქვეყანაში ეწევა ჟურნალისტურ
საქმიანობას ან მისი თანმხლები პირი მონაწილეობს/დახმარებას უწევს
ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში;
1.26 დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მგზავრობის მიზანია
ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება ან ამგვარ საქმიანობაში დახმარების
გაწევა;
1.27 საქართველოში ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების უფლების
დამადასტურებელი დოკუმენტი (ჟურნალისტური აკრედიტაციის გავლის
დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა).
1.28 დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ პირი არის საქართველოს
ნავსადგურში მდგომი კონკრეტული გემის ეკიპაჟის წევრი (მეზღვაურის
მოწმობა);
1.29 საქართველოში პროფესიული საქმიანობის განხორციელების
დამადასტურებელი დოკუმენტი და დოკუმენტი/ინფორმაცია, რომლითაც დასტურდება
რომ უცხოელი ეწევა მსგავსი ტიპის საქმიანობას;
1.30 თავისუფალი პროფესიის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი
(სერტიფიკატი, ცნობა პროფესიული გაერთიანებიდან და სხვა);
1.31 საქართველოში მოსანახულებელი წმინდა ადგილების ჩამონათვალი და მათი
მონახულების დროში გაწერილი მარშრუტი;
1.32 საქართველოში არსებულ რელიგიურ ორგანიზაციებთან კავშირის არსებობის
დამადასტურებელი დოკუმენტი (მიმოწერა და სხვა);
1.33 ნებართვა, რომელიც უცხოელ მძღოლს აძლევს ტვირთის გადაზიდვისა და/ან
მგზავრთა გადაყვანის უფლებას.
1.34 საქართველოს ან შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული დოკუმენტი,
რომლითაც დასტურდება, რომ უცხოელი საქართველოში მოემგზავრება სტაჟირების
გავლის მიზნით ან მოხალისედ;
1.35. ამ დადგენილების მე-8 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული
გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე ამავე უძრავი ქონების
საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ამონაწერი საჯარო
რეესტრიდან;
1.36 იმ შემთხვევაში, თუ ვიზის მიღების მსურველი პირი ვიზას იღებს
როგორც უცხოელის ოჯახის წევრი, დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ
უცხოელი წარმოადგენს ოჯახის წევრს (დაბადების მოწმობა, ქორწინების მოწმობა
და სხვა);
1.37 მოწვევა;
1.38 დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საქართველოში მყოფი პირი ან
პირი, რომელსაც წარდგენილი აქვს სავიზო განაცხადი D1, D2 ან D3 კატეგორიის
ვიზის გაცემის მიზნით ან მიღებული აქვს ზემოაღნიშნული კატეგორიის ვიზა,
წარმოადგენს D4 კატეგორიის ვიზის მიღების მსურველი უცხოელის ოჯახის წევრს
(ქორწინების მოწმობა, შვილების დაბადების მოწმობა, უცხოელის დაბადების
მოწმობა და სხვა);
1.39 დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ უცხოელის ოჯახის წევრი
კანონიერად იმყოფება საქართველოში (კანონიერად ყოფნაში არ ითვლება უცხოელის
ოჯახის წევრი საქართველოში ყოფნა ვიზის საფუძველზე, გარდა D1, D2 ან D3
კატეგორიის ვიზისა);
1.40 ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება უცხოელის
საქართველოში მგზავრობის მიზანი.
2. საქართველოში მგზავრობისა და საქართველოში ყოფნის ვადის
განმავლობაში საკმარისი ფინანსური სახსრების არსებობა
დასტურდება ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტით:
2.1 მოწვევა, რომლითაც მომწვევი პირი ადასტურებს, რომ უზრუნველყოფს
უცხოელს მგზავრობისა და საქართველოში ყოფნისათვის საკმარისი ფინანსური
სახსრებით;
2.2 დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ უცხოელი საკუთარი სახსრებით
დაფარავს მგზავრობისა და საქართველოში ყოფნისათვის საჭირო ხარჯებს;
2.3 ბოლო 3 თვის ამონაწერი უცხოელის საბანკო ანგარიშიდან;
2.4 ცნობა სამსახურიდან ხელფასის მითითებით;
2.5 სპონსორის წერილი;
2.6 გრანტის/სწავლის დაფინანსების მოპოვების დამადასტურებელი
დოკუმენტი;
2.7 სტიპენდიის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
2.8 ფინანსური სახსრების არსებობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი.
3. უცხოელის მიერ საქართველოში საცხოვრებელი ადგილის არსებობის
ფაქტი დასტურდება ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტით:
3.1 საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული
დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნული პირი უზრუნველყოფს უცხოელის
დაბინავებას. დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს უცხოელის განთავსების
მისამართი;
3.2 ფიზიკური პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ
აღნიშნული პირი უზრუნველყოფს უცხოელის დაბინავებას. დოკუმენტი დამოწმებული
უნდა იყოს სანოტარო წესით და მასში მითითებული უნდა იყოს უცხოელის
განთავსების ადგილი და პერიოდი;
3.3 საცხოვრებელი ადგილის ქირავნობის ხელშეკრულება;
3.4 საცხოვრებელი ადგილის დაჯავშნის დამადასტურებელი დოკუმენტი
(სასტუმროს ჯავშანი);
3.5 მოწვევა, რომლითაც მომწვევი პირი ადასტურებს, რომ უზრუნველყოფს
უცხოელს საცხოვრებელი ადგილით;
3.6 საქართველოში საცხოვრებელი ადგილის არსებობის დამადასტურებელი სხვა
დოკუმენტი.
4. საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლის შემთხვევაში, პირის
დანიშნულების ქვეყანაში შესვლის გარანტიები დასტურდება შემდეგი
დოკუმენტებით:
4.1 იმ მესამე ქვეყანაში შესასვლელი ვიზა ან სხვა ნებართვა, რომელიც
წარმოადგენს დანიშნულების ადგილს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მესამე
ქვეყანაში შესასვლელად უცხოელს არ ესაჭიროება ვიზა ან სხვა ნებართვა;
4.2 შეძენილი ბილეთები საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის
განსახორციელებლად ან ამგვარი ბილეთების ჯავშანი (შესაბამისი ტიპის
სატრანსპორტო საშუალებით მგზავრობის შემთხვევაში), გარდა საერთაშორისო
სატვირთო გადაზიდვისას, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სატვირთო
ავტომანქანის ძირითად და დამატებით მძღოლებზე ტრანზიტული ვიზების გაცემის
შემთხვევისა;
4.3 პირის დანიშნულების ქვეყანაში შესვლის გარანტიების დამადასტურებელი
სხვა დოკუმენტი.
5. საქართველოს მოკლევადიანი ვიზის გაცემის მიზნით ვიზის გამცემ
ორგანოს უნდა წარედგინოს:
5.1 სავიზო განაცხადი;
5.2 სამგზავრო დოკუმენტი;
5.3 საკონსულო მოსაკრებლის/სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი
დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხოელი გათავისუფლებულია მისი
გადახდისგან;
5.4 წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ
სავიზო განაცხადის ან ვიზის გასაცემად საჭირო სხვა დოკუმენტის წარდგენა
ხდება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით;
5.5 საქართველოს მოქალაქის მეურვის/მზრუნველის ან საქართველოს მოქალაქის
მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შემთხვევაში - მეურვეობისა და
მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
5.6 ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ უცხოელს
საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის დაეკისრა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა;
5.7 არასრულწლოვანი ან/და მხარდაჭერის მიმღები პირისთვის ვიზის გაცემის
შემთხვევაში - არასრულწლოვანი ან/და მხარდაჭერის მიმღები პირის კანონიერი
წარმომადგენლის/წარმომადგენლების თანხმობა. ერთ-ერთი მშობლის
გარდაცვალების, გარდაცვლილად გამოცხადების, უგზო-უკვლოდ დაკარგულად
აღიარების, მშობლის უფლების ჩამორთმევის ან სხვა შემთხვევაში, როცა მშობელს
ჩამორთმეული/შეზღუდული აქვს კანონიერი წარმომადგენლობის უფლება -
შესაბამისი გარემოების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
5.8 ინფექციური ან სხვა გადამდები დაავადების გავრცელების რისკის მქონე
ქვეყნებში მყოფი პირებისთვის, რომლის ხასიათმა, სიმძიმემ ან/და
ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოში მცხოვრები პირების
ჯანმრთელობის დაცვას, ვიზის გაცემის მიზნით წარდგენილი უნდა იქნეს
პროფილაქტიკური აცრის (დაავადებებისადმი სპეციფიკური იმუნიტეტის
განვითარების მიზნით) ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ჯანმრთელობის
დამადასტურებელი დოკუმენტი;
5.9 ვიზის გამცემი ორგანოს მიერ მოთხოვნილი სხვა დამატებითი
დოკუმენტი.
6. საქართველოს გრძელვადიანი ვიზის გაცემის მიზნით ვიზის გამცემ
ორგანოს უნდა წარედგინოს:
6.1 სავიზო განაცხადი;
6.2 სამგზავრო დოკუმენტი;
6.3 საკონსულო მოსაკრებლის/სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი
დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხოელი გათავისუფლებულია მისი
გადახდისგან;
6.4 მგზავრობის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
6.5 მგზავრობისა და საქართველოში ყოფნის ვადის განმავლობაში საკმარისი
ფინანსური სახსრების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
6.6 სამოგზაურო/ჯანმრთელობის დაზღვევის ფლობის დამადასტურებელი
დოკუმენტი;
6.7 უცხოელის მიერ საქართველოში საცხოვრებელი ადგილის არსებობის
დამადასტურებელი დოკუმენტი;
6.8 წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ
სავიზო განაცხადის ან ვიზის გასაცემად საჭირო სხვა დოკუმენტის წარდგენა
ხდება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით;
6.9 ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ უცხოელს
საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის დაეკისრა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა;
6.10 არასრულწლოვანი ან/და მხარდაჭერის მიმღები პირისთვის ვიზის გაცემის
შემთხვევაში - არასრულწლოვანი ან/და მხარდაჭერის მიმღები პირის კანონიერი
წარმომადგენლის/წარმომადგენლების თანხმობა. ერთ-ერთი მშობლის
გარდაცვალების, გარდაცვლილად გამოცხადების, უგზო-უკვლოდ დაკარგულად
აღიარების, მშობლის უფლების ჩამორთმევის ან სხვა შემთხვევაში, როცა მშობელს
ჩამორთმეული/შეზღუდული აქვს კანონიერი წარმომადგენლობის უფლება -
შესაბამისი გარემოების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
6.11 ინფექციური ან სხვა გადამდები დაავადების გავრცელების რისკის მქონე
ქვეყნებში მყოფი პირებისთვის, რომლის ხასიათმა, სიმძიმემ ან/და
ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოში მცხოვრები პირების
ჯანმრთელობის დაცვას, ვიზის გაცემის მიზნით წარდგენილი უნდა იქნეს
პროფილაქტიკური აცრის (დაავადებებისადმი სპეციფიკური იმუნიტეტის
განვითარების მიზნით) ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ჯანმრთელობის
დამადასტურებელი დოკუმენტი;
6.12 დიპლომატიური და სპეციალური ვიზის გაცემისათვის მოითხოვება მხოლოდ
შესაბამისი ქვეყნის საგარეო უწყების, დიპლომატიური წარმომადგენლობის ან იმ
ორგანიზაციის წერილობითი მომართვა, რომლის თანამშრომლებიც
დიპლომატიური/სპეციალური ან მასთან გათანაბრებული სტატუსით სარგებლობენ. ამ
პირების ოჯახის წევრი, ასევე წარადგენს დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება,
რომ უცხოელი წარმოადგენს ოჯახის წევრს;
6.13 ვიზის გამცემი ორგანოს მიერ მოთხოვნილი სხვა დამატებითი
დოკუმენტი.
7. D5 კატეგორიის საქართველოს გრძელვადიანი ვიზის გაცემის
მიზნით ვიზის გამცემ ორგანოს უნდა წარედგინოს:
7.1 სავიზო განაცხადი;
7.2 სამგზავრო დოკუმენტი;
7.3 საკონსულო მოსაკრებლის/სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი
დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხოელი გათავისუფლებულია მისი
გადახდისგან;
7.4. მგზავრობის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტი − ამ დადგენილების
მე-8 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გარემოების დამადასტურებელი
დოკუმენტი, ასევე ამავე უძრავი ქონების საკუთრების უფლების დამადასტურებელი
დოკუმენტი − ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
7.5 წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ
სავიზო განაცხადის ან ვიზის გასაცემად საჭირო სხვა დოკუმენტის წარდგენა
ხდება წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით;
7.6 ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ უცხოელს
საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის დაეკისრა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა;
7.7 არასრულწლოვანი ან/და მხარდაჭერის მიმღები პირისთვის ვიზის გაცემის
შემთხვევაში - არასრულწლოვანი ან/და მხარდაჭერის მიმღები პირის კანონიერი
წარმომადგენლის/წარმომადგენლების თანხმობა. ერთ-ერთი მშობლის
გარდაცვალების, გარდაცვლილად გამოცხადების, უგზო-უკვლოდ დაკარგულად
აღიარების, მშობლის უფლების ჩამორთმევის ან სხვა შემთხვევაში, როცა მშობელს
ჩამორთმეული/შეზღუდული აქვს კანონიერი წარმომადგენლობის უფლება -
შესაბამისი გარემოების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
7.8 ინფექციური ან სხვა გადამდები დაავადების გავრცელების რისკის მქონე
ქვეყნებში მყოფი პირებისთვის, რომლის ხასიათმა, სიმძიმემ ან/და
ხანგრძლივობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საქართველოში მცხოვრები პირების
ჯანმრთელობის დაცვას, ვიზის გაცემის მიზნით წარდგენილი უნდა იქნეს
პროფილაქტიკური აცრის (დაავადებებისადმი სპეციფიკური იმუნიტეტის
განვითარების მიზნით) ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან ჯანმრთელობის
დამადასტურებელი დოკუმენტი.
8. D6 კატეგორიის საქართველოს გრძელვადიანი ვიზის გაცემის ან
მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით ვიზის გამცემ ორგანოს უნდა
წარედგინოს:
8.1 სავიზო განაცხადი;
8.2 სამგზავრო დოკუმენტი;
8.3 საკონსულო მოსაკრებლის/სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი
დოკუმენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უცხოელი გათავისუფლებულია მისი
გადახდისგან;
8.4 მგზავრობის მიზნის/ვიზის გაცემის საფუძვლის არსებობის
დამადასტურებელი დოკუმენტი;
8.5 მგზავრობისა და საქართველოში ყოფნის ვადის განმავლობაში საკმარისი
ფინანსური სახსრების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
8.6 სამოგზაურო/ჯანმრთელობის დაზღვევის ფლობის დამადასტურებელი
დოკუმენტი;
8.7 უცხოელის მიერ საქართველოში საცხოვრებელი ადგილის არსებობის
დამადასტურებელი დოკუმენტი;
8.8 მშობელზე/კანონიერ წარმომადგენელზე ან არასრულწლოვან და-ძმაზე D6
კატეგორიის ვიზის გაცემის ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების
შემთხვევაში - წარმომადგენლობითი/ნათესაური კავშირის დამადასტურებელი
დოკუმენტი. აგრეთვე, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ
არასრულწლოვან უცხოელზე D6 კატეგორიის ვიზის გაცემის საფუძვლის არსებობის
ან მისთვის აღნიშნული კატეგორიის ვიზის გაცემის ან მოქმედების ვადის
გაგრძელების დამადასტურებელი დოკუმენტი;
8.9 ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ უცხოელს
საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე ყოფნისათვის დაეკისრა საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი ჯარიმა;
8.10 არასრულწლოვანი ან/და მხარდაჭერის მიმღები პირისთვის D6 კატეგორიის
ვიზის გაცემის ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში −
არასრულწლოვანი ან/და მხარდაჭერის მიმღები პირის კანონიერი
წარმომადგენლის/წარმომადგენლების თანხმობა. ერთ-ერთი მშობლის
გარდაცვალების, გარდაცვლილად გამოცხადების, უგზო-უკვლოდ დაკარგულად
აღიარების, მშობლის უფლების ჩამორთმევის ან სხვა შემთხვევაში, როცა მშობელს
ჩამორთმეული/შეზღუდული აქვს კანონიერი წარმომადგენლობის უფლება -
შესაბამისი გარემოების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
8.11 საჭიროების შემთხვევაში − კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა
დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია D6 კატეგორიის ვიზის გაცემის
ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების საკითხის გადასაწყვეტად.
დანართი №8
საქართველოს ვიზის გაცემის საკითხზე მიმდინარე წარმოების
შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება
Decision on Terminating the Proceeding on Issuing Georgia
Visa
––––––––––––/––––––––––––––/–––––––––––––– (სახელი, გვარი, სხვა
გვარ(ებ)ი ლათინური ტრანსლიტერაციით) მიერ წარმოდგენილი წერილობით
მოთხოვნის საფუძველზე (-----/-------/-------№------) შეწყვეტილ იქნეს
(---------------------------------------
---------------------------------------------- საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროში/დიპლომატიურ წარმომადგენლობაში/მესამე სახელმწიფოს
დიპლომატიურ წარმომადგენლობაში შექმნილ საქართველოს ინტერესთა
სექციაში/საკონსულო დაწესებულებაში მიმდინარე წარმოება
––––––––––––/––––––––––––––/–––––––––––––– (სახელი, გვარი, სხვა
გვარ(ებ)ი ლათინური ტრანსლიტერაცით) საქართველოს ვიზის გაცემის
საკითხზე.
Based on the written request(-----/-------/-------№------) submitted
by ––––––––––––/––––––––––––––/–––––––––––––– (Name, Last Name, Other
Last Names – Latin Alphabet to be used) proceeding shall be terminated
at the (----------------------------------------------------
---------------------------------Ministry of Foreign Affairs of
Georgia/Diplomatic Mission/ Georgian Interests Division created at the
diplomatic mission of the third state/ Consular Post on issuing a
Georgian visa to ––––––––––––/––––––––––––––/–––––––––––––– (First Name,
Last Name, Other Name(s) - Latin Alphabet to be used).
1. საქართველოს ვიზის გაცემის საკითხზე მიმდინარე წარმოების შეწყვეტის
შემთხვევაში, საქართველო ვიზის გაცემის მიზნით გადახდილი საკონსულო
მოსაკრებელი/სახელმწიფო ბაჟი დაბრუნებას არ ექვემდებარება.
In case of terminating the proceeding on issuing a Georgian visa, the
consular fee/state tax paid for issuing Georgian visa shall not be
refunded.
2. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროში (მის.: საქართველო, თბილისი, სულხან-საბას ქ.
1/გიორგი ლეონიძის ქ. 3-5, საფოსტო კოდი 0108) დაინტერესებული პირის მიერ
წინამდებარე გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 10 კალენდარული დღის
ვადაში.
The present decision may be appealed in the Ministry of Foreign
Affairs of Georgia (Address: Georgia, Tbilisi, Sulkhan-Saba St. 1/Giorgi
Leonidze St. 3-5, zip code 0108) within 10 calendar days after
submitting the decision to the relevant interested party.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის წარსადგენი საჩივრის
ფორმა განთავსებულია ამავე სამინისტროს ვებგვერდზე: www.mfa.gov.ge. საჩივარი
განიხილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მისი წარდგენიდან
1 (ერთი) თვის ვადაში, რომელიც სამინისტროს გადაწყვეტილებით შეიძლება
გაგრძელდეს არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადით.
The form of appeal to be submitted to the Ministry of Foreign Affairs
of Georgia may be retrieved from the Ministry’s website: www.mfa.gov.ge. The appeal
shall be heard within 1 (one) month after its submission to the
Ministry. The term may be extended with no more than 2 (two) months
according to the decision of the Ministry.
სამინისტროს საკონსულო და დიასპორის საკითხების
დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის/
საკონსულო თანამდებობის პირის
ხელმოწერა –––––––––––––––––
Signature of the authorized person at Consular and Diaspora
Department/
Signature of the Official at the Consulate
თარიღი/ Date:
------/------/-------
დანართი №9
საქართველოს ვიზის
გაცემაზე უარის თქმის
შესახებ გადაწყვეტილება
Decision on Refusing Georgian Visa
-------------------------------------------------------------------------------------
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ/დიპლომატიურმა
წარმომადგენლობამ/მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში
შექმნილმა საქართველოს ინტერესთა სექციამ/საკონსულო დაწესებულებამ განიხილა
საქართველოს ვიზის მიღების მსურველი პირისთვის
-––––––––––––/––––––––––––––/–––––––––––––– (სახელი, გვარი, სხვა
გვარ(ებ)ი ლათინური ტრანსლიტერაციით) საქართველოს ვიზის გაცემის მიზნით
წარმოდგენილი სავიზო განაცხადი (-----/-------/-------№-------) და
დაადგინა, რომ უარი ეთქვას საქართველოს ვიზის გაცემაზე შემდეგი
საფუძვლით/საფუძვლებით:
------------------------------------------------
------------------------------------- Ministry of Foreign Affairs of
Georgia/Diplomatic Mission/ Georgian Interests Division created at the
diplomatic mission of the third state/ Consular Post have examined the
visa application form (-----/-------/
-------№-------) of the applicant
––––––––––––/––––––––––––––/–––––––––––––– (First Name, Last Name, Other
Names – Latin Alphabet to be used) requesting Georgian visa and
concluded to refuse Georgian visa on the following ground(s):
The person does not have relevant documents for entry in Georgia
stipulated by the Georgian legislation;
The person has been banned from entering Georgia or has not paid a
fine imposed for an unlawful stay in Georgia;
A foreigner wishing to obtain a Georgian visa/enter Georgia has not
paid the fine imposed on him/her by Georgian legislation;
Applicant has submitted incomplete or false data or
documents/information for obtaining a visa or for extending its validity
period;
Documents required for obtaining Georgian visa or for extending its
validity are submitted unduly;
The person has no health and accident insurance or sufficient funds
for residing in Georgia and returning back;
არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ საქართველოს ვიზის
მიღების მსურველი უცხოელის საქართველოში ყოფნა საფრთხეს შეუქმნის
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას ან/და საზოგადოებრივ წესრიგს,
საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში მცხოვრები სხვა პირების
ჯანმრთელობის, უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას;
There are sufficient grounds to assume that the stay in Georgia of an
alien wishing to obtain a Georgian visa will pose a threat to the state
security and/or public order of Georgia, the protection of the health,
rights and legitimate interests of Georgian citizens and other persons
residing in Georgia;
The person’s stay is unacceptable due to foreign policy
considerations;
Reasonable suspicion exists, that the person will illegally stay in
Georgia after the expiration of the visa or will violate the conditions
set forth for issuing the relevant visa type by the legislation;
The person does not provide information or provides false information
on his/her identity and purpose of travel;
During his/her stay in Georgia, the person has committed crime,
administrative violation or has violated the rule for Aliens’ stay in
Georgia;
The person has been subject to removal from Georgia within the last 3
years whether he/she has been forbidden to enter Georgia;
By the date requesting visa entry into force, the right to stay 90
calendar days in Georgia within 180-day period has been expired;
The purpose for which the Georgian visa must have been issued no
longer exists or can not be confirmed;
In case of short term visa submitted via e-VISA PORTAL – on the date
of decision-making on Georgian visa, the applicant was present in
Georgia.
„C5 კატეგორიის მოკლევადიანი ელექტრონული ვიზის გაცემა არ არის
მიზანშეწონილი საქართველოს საიმიგრაციო პოლიტიკიდან გამომდინარე.
C5 category short term electronic visa shall not be issued based
on the immigration policy of Georgia.“.
კონკრეტული გარემოება/გარემოებები,
რომლის/რომელთა არსებობის გამო
მიღებულ იქნა
საქართველოს ვიზის
გაცემაზე უარის თქმის
შესახებ გადაწყვეტილება (ივსება
გადაწყვეტილების მიმღები
ორგანოს ინიციატივით):
Specific condition(s) based on which the visa refusal
decision has been taken (to be filled in by the initiative of the visa
issuing authority)
_____________________________________________________________________________________________

საქართველოს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების
მიღების შემთხვევაში, საქართველოს ვიზის გაცემის მიზნით გადახდილი
საკონსულო მოსაკრებელი/სახელმწიფო ბაჟი დაბრუნებას არ
ექვემდებარება.
In case of Georgian visa refusal, the consular fee/state tax paid for
obtaining Georgian visa shall not be refunded.
წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს
საგარეო საქმეთა სამინისტროში (მის.: საქართველო, თბილისი, სულხან-საბას ქ.
1/გიორგი ლეონიძის ქ. 3-5, საფოსტო კოდი 0108) დაინტერესებული პირის მიერ
წინამდებარე გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან 10 კალენდარული დღის ვადაში,
გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადაწყვეტილება არ ექვემდებარება
გასაჩივრებას „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 3¹ პუნქტის
შესაბამისად.
The present decision may be appealed in the Ministry of Foreign
Affairs of Georgia (address: Georgia, Tbilisi, Sulkhan-Saba St. 1/Giorgi
Leonidze St. 3-5, zip code 0108) within 10 calendar days after
submitting the decision to the relevant interested party, except for
cases when the decision is not subject to appeal in accordance with
Article 11, Paragraph 3¹ of the Law of Georgia " ON THE LEGAL STATUS OF
ALIENS AND STATELESS PERSONS.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის წარსადგენი საჩივრის
ფორმა განთავსებულია ამავე სამინისტროს ვებგვერდზე: www.mfa.gov.ge.
საჩივარი განიხილება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის მისი
წარდგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, რომელიც სამინისტროს გადაწყვეტილებით
შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 2 (ორი) თვის ვადით.
The form of appeal to be submitted to the Ministry of Foreign Affairs
of Georgia may be retrieved from the Ministry’s website: www.mfa.gov.ge.
The appeal shall be heard within 1 (one) month after its submission to
the Ministry. The term may be extended with no more than 2 (two) months
according to the decision of the Ministry.
სამინისტროს საკონსულო
და დიასპორის
საკითხების
დეპარტამენტის უფლებამოსილი
პირის/
საკონსულო თანამდებობის
პირის ხელმოწერა
–––––––––––––––––
Signature of the authorized person at Consular and Diaspora
Department/
Signature of the Official at the Consulate
თარიღი/ Date: ------/------/-------
დანართი №10
საქართველოს ვიზის
მოქმედების ვადის
შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება
-------------------------------------------------------------------------------------
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ/დიპლომატიურმა
წარმომადგენლობამ/მესამე სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში
შექმნილმა საქართველოს ინტერესთა სექციამ/საკონსულო დაწესებულებამ
დაადგინა, რომ არსებობს საქართველოს ვიზის მფლობელი უცხოელისთვის –
––––––––––––/––––––––––––––/–––––––––––––– (სახელი, გვარი, სხვა
გვარ(ებ)ი ლათინური ტრანსლიტერაციით) გაცემული საქართველოს ვიზის
(-----/-------/-------№-------) მოქმედების ვადის შეწყვეტის საფუძველი და
მიიღო გადაწყვეტილება, რომ უნდა შეწყდეს ზემოაღნიშნული საქართველოს ვიზის
მოქმედების ვადა შემდეგი საფუძვლით/საფუძვლებით:
------------------------------------------------
------------------------------------- Ministry of Foreign Affairs of
Georgia/Diplomatic Mission/ Georgian Interests Division created at the
diplomatic mission of the third state/ Consular Post have identified the
ground(s) for termination of Georgian visa issued on name of
––––––––––––/––––––––––––––/–––––––––––––– (First Name, Last Name, Other
Names – Latin Alphabet to be used) and have taken the decision on
terminating Georgian visa (-----/-------/-------№-------) on following
ground(s):
It is revealed that a false or invalid document(s) has been submitted
to obtain the visa;
არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ საქართველოს ვიზის
მფლობელი უცხოელი ახორციელებს საქმიანობას, რომელიც საფრთხეს უქმნის
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან/და
მართლწესრიგს;
There are sufficient grounds to assume that an alien holding a
Georgian visa is carrying out an activity that poses a threat to the
state security, public safety and/or public order of Georgia;
The purpose for which the visa was issued no longer exists or has not
been achieved;
The visa holder has been removed from Georgia;
A visa issued to an alien overlaps the validity period of the already
issued visa;
საქართველოს ვიზის მფლობელი უცხოელის ის სამგზავრო დოკუმენტი,
რომელშიც დატანილი იყო საქართველოს ვიზა, დაიკარგა ან გახდა
გამოყენებისთვის უვარგისი (გაცვეთა, დაზიანება და ა.შ.);
The travel document where the visa was affixed has been lost or
became unfit for use (wear, damage, etc.);
The person has committed crime;
The D5 category visa holder’s ownership right to the real estate has
been terminated on which ground D5 category of visa has been
obtained.
Vocational Education Student's/ Student’s status has been suspended
and 90 days have elapsed from the date of suspension;
1. საქართველოს ვიზის მოქმედების ვადის შეწყვეტის შესახებ
გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოს ვიზის გაცემის მიზნით
გადახდილი საკონსულო მოსაკრებელი/სახელმწიფო ბაჟი დაბრუნებას არ
ექვემდებარება.
In case of Georgian visa termination, the consular fee/state tax paid
for obtaining Georgian visa shall not be refunded.