1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 2 763,3 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 362,2 ათასი ლარი;
ბ) ცელიაკიით, ფენილკეტონურიით დაავადებული ადამიანების და აუტიზმის სპექტრის მქონე (0-დან 18 წლამდე) ბავშვების სარეაბილიტაციო საჭიროებების დაფინანსება/თანადაფინანსებისთვის 10,0 ათასი ლარი;
გ) მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურებისთვის 40,0 ათასი ლარი;
დ) რეინტეგრაციაში მყოფი ბავშვების თანადაფინანსებით უზრუნველყოფისთვის 10,0 ათასი ლარი.
ე) ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის დაფინანსებაზე 432,8 ათ. ლარი.
ვ) საჯარო სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფისთვის - 1 693,3 ათასი ლარი.
ზ) პერსონალური ასისტენტის მომსახურების უზრუნველყოფა - 215,0 ათასი ლარი.
2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილებ