„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №641 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№444
სარეგისტრაციო კოდი
430050000.10.003.025994
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №444

2026 წლის 11 სექტემბერი

   ქ. თბილისი

 

„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №641 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №641 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2025, 430050000.10.003.025535) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“:

1. პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სქემის მოქმედება ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე (შემდგომში − სკოლა), ხოლო საგანმანათლებლო რესურსცენტრებზე ამ სქემით მათზე სპეციალურად მითითებულ შემთხვევებში. კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე (შემდგომში − კერძო სკოლა) ვრცელდება სქემის მე-4-მე-5 მუხლების, IV თავის, 24-ე მუხლის, 27-ე მუხლის, 28-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტების, 29-ე მუხლის, 30-ე მუხლის, IX თავისა და 34-ე – 39-ე მუხლების მოქმედება, ხოლო წერილობითი მომართვის შემთხვევაში − მე-10, მე-11, მე-14 და 33-ე  მუხლების მოქმედება.

3. სქემა ვრცელდება მასწავლებლებზე (გარდა მოწვეული, უცხოელი მოწვეული და შემცვლელი მასწავლებლებისა, ხოლო კერძო სკოლის მასწავლებელზე − მხოლოდ ამ სქემით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევაში), ხოლო სპეციალურ მასწავლებელზე ამ სქემით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება მასზე სპეციალურად მითითებულ შემთხვევებში. სქემა არ ვრცელდება შემცვლელ სპეციალურ მასწავლებელზე, გარდა სქემის მე-11 მუხლისა.“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უწყვეტობა და მრავალფეროვნება − სქემა ითვალისწინებს სკოლის ბაზაზე მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის უწყვეტ პროფესიულ განვითარებასა და მისთვის მრავალფეროვანი კარიერული წინსვლის შესაძლებლობების შექმნას სკოლისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის დონეზე;“.

3. მე-3 მუხლის:

ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნ) მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის შეფასება − მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისი საგნის გამოცდის/საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების/სპეციალური მასწავლებლის გამოცდის შედეგებს, სკოლის და/ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის დონეზე შექმნილი შესაბამისი კომისიის მიერ განხორციელებულ შეფასებასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებული  სტატუსის და/ან ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვების სპეციალური კურსი;“;

ბ) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„რ) მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლა − ნებაყოფლობითი პროცესი, რომელიც გულისხმობს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერულ ზრდას სწავლა-სწავლების, მართვა/ადმინისტრირებისა და საგანმანათლებლო კვლევის მიმართულებით სკოლის ან საგანმანათლებლო რესურსცენტრის დონეზე;“;

გ) „უ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ1“ − „უ3“ ქვეპუნქტები:

„უ1) სკოლის დონე − მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის დონე, რომელიც გულისხმობს სკოლაში, სკოლის საჭიროებების შესაბამისად, სწავლა-სწავლების, მართვა/ადმინისტრირებისა და საგანმანათლებლო კვლევის მიმართულებებით განსაზღვრული ფუნქციის შესრულების მიზნით განხორციელებულ საქმიანობას;

უ2) საგანმანათლებლო რესურსცენტრის დონე − მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის დონე, რომელიც გულისხმობს საგანმანათლებლო რესურსცენტრში, საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლების საჭიროებების შესაბამისად, სწავლა-სწავლების, მართვა/ადმინისტრირებისა და საგანმანათლებლო კვლევის მიმართულებებით განსაზღვრული ფუნქციის შესრულების მიზნით განხორციელებულ საქმიანობას;

უ3) საგანმანათლებლო რესურსცენტრი − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში, ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანო.“;

დ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ფ) კომისია – მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის სკოლისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის დონეზე უფლებამოსილი პირის მიერ შექმნილი კომისია, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, სკოლის დონეზე ორი ან მეტი სკოლისთვის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფლებამოსილი პირის მიერ შექმნილი ერთობლივი კომისია, რომელიც განიხილავს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის განაცხადს და ანიჭებს მას შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებას, აფასებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ ფუნქციის შესრულების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგებს და რომლის შექმნისა და საქმიანობის წესიც მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;“;

ე) „ჩ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჩ1“ ქვეპუნქტი:

„ჩ1) ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I − IV კლასები) კომბინირებულად სწავლების უფლების მქონე  მასწავლებელი − პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი და უდასტურდება აღნიშნული საგნების დაწყებით საფეხურზე (I − IV კლასები) კომბინირებულად სწავლების უფლება;“.

4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საგანმანათლებლო რესურსცენტრის დონე.“.

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. საგანმანათლებლო რესურსცენტრის დონეზე ფუნქციის შესრულება

1. საგანმანათლებლო რესურსცენტრის დონეზე ფუნქციის შესრულების ვალდებულება აქვს მენტორ მასწავლებელს/მენტორ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც არჩეულ მიმართულებაში  მოპოვებული აქვს შესაბამისი ფუნქციის შესრულების უფლება საგანმანათლებლო რესურსცენტრის  დონეზე.

2. საგანმანათლებლო რესურსცენტრის დონეზე კარიერული წინსვლის სურვილის შემთხვევაში ფუნქციის შესრულების უფლება აქვს:

ა) წამყვან მასწავლებელს/წამყვან სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც კარიერული წინსვლისთვის არჩეულ მიმართულებაში მოპოვებული აქვს მხოლოდ სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულების უფლება;

ბ) მენტორ მასწავლებელს/მენტორ სპეციალურ მასწავლებელს, რომელსაც კარიერული წინსვლისთვის არჩეულ მიმართულებაში მოპოვებული აქვს მხოლოდ სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულების უფლება.“.

6. მე-9 მუხლის:

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. თუ მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი დასაქმებულია ორ ან მეტ სკოლაში, რომელიც სხვადასხვა საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დონეზე ფუნქციის შესრულებისთვის/ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვებისთვის მან უნდა შეარჩიოს კონკრეტული საგანმანათლებლო რესურსცენტრი.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი ამ მუხლის შესაბამისად კარიერული წინსვლის მიმართულებას ან/და დონეს ირჩევს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში.“.

7. მე-12 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომისიის მიერ დადებითად შეფასდა სკოლის დონეზე მის მიერ მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში კარიერული წინსვლის იმ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა, რომელი მიმართულებითაც სურს კარიერული წინსვლა;“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომისიის მიერ დადებითად შეფასდა სკოლის დონეზე მის მიერ მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში კარიერული წინსვლის იმ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა, რომელი მიმართულებითაც სურს კარიერული წინსვლა;“.

8. მე-13 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომისიის მიერ დადებითად შეფასდა საგანმანათლებლო რესურსცენტრის დონეზე მის მიერ მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში კარიერული წინსვლის იმ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა, რომელი მიმართულებითაც სურს კარიერული წინსვლა;“;

ბ) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომისიის მიერ დადებითად შეფასდა საგანმანათლებლო რესურსცენტრის  დონეზე მის მიერ მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში კარიერული წინსვლის იმ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა, რომელი მიმართულებითაც სურს კარიერული წინსვლა;“.

9. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  სასწავლო წლის დასრულების შემდგომ, სკოლა თვითშეფასების მიზნით აანალიზებს საკუთარ საქმიანობას და განსაზღვრავს საჭიროებებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის სამი მიმართულების შესაბამისად.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საჭიროებების საფუძველზე, სკოლა განსაზღვრავს შესაბამის ფუნქციებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის თითოეული მიმართულებით და სასწავლო წლის დაწყებამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უნაწილებს მათ სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულების ვალდებულების მქონე მასწავლებლებს/სპეციალურ მასწავლებლებს.

4. იმ შემთხვევაში, თუ სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულების ვალდებულების მქონე მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ფუნქციის გადანაწილების დროს კანონმდებლობით განსაზღვრულ წესით შეჩერებული ჰქონდა შრომითი ხელშეკრულება ან თუ სკოლა სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულების ვალდებულების მქონე მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს დაასაქმებს ფუნქციების გადანაწილების შემდგომ, სკოლა ვალდებულია აღნიშნულ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს გადაუნაწილოს არჩეული კარიერული მიმართულებით არსებული ვაკანტური ფუნქცია ან არსებული საჭიროების შესაბამისად განსაზღვროს დამატებითი ფუნქცია.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლით გათვალისწინებული ვადებისაგან განსხვავებული ვადები შეიძლება დადგინდეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

10. მე-17 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში განიხილავს და აფასებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ  სქემით განსაზღვრული ვალდებულების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგებს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის შეფასების შედეგს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში სკოლა ასახავს ელექტრონულ სისტემაში.“;

გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.

11. მე-18 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სკოლის დონეზე ფუნქციის შესრულების ვალდებულების მქონე მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ფუნქციის განაწილების შემდეგ,  შესასრულებელი ფუნქციის/ფუნქციების არსებობის შემთხვევაში, კარიერული წინსვლის მსურველ მასწავლებლებს/სპეციალურ მასწავლებლებს უფლება აქვთ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში ელექტრონულ სისტემაში გააკეთონ განაცხადი, კარიერული  წინსვლის სასურველი მიმართულებით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ წარდგენილ განაცხადს განიხილავს შესაბამისი კომისია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს სკოლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლება ეძლევა, შეასრულოს არჩეული მიმართულების შესაბამისად განსაზღვრული ფუნქცია მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში.“;

დ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

12. მე-19 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში განიხილავს და აფასებს  მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ  კარიერული წინსვლის მიზნით  განხორციელებული საქმიანობის შედეგებს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის შეფასების შედეგს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში სკოლა ასახავს ელექტრონულ სისტემაში.“.

13. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი VI

მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ ფუნქციის შესრულების უფლების მოპოვება, ფუნქციის შესრულება და კარიერული წინსვლა საგანმანათლებლო რესურსცენტრის დონეზე“.

14. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ საჭიროებების განსაზღვრა

1. სასწავლო წლის დასრულების შემდგომ საგანმანათლებლო რესურსცენტრი აანალიზებს და განსაზღვრავს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლების საჭიროებებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის სამი მიმართულების შესაბამისად.

2. საჭიროებების განსაზღვრა ეფუძნება საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლების თვითშეფასებით იდენტიფიცირებულ გამოწვევებს, მათი საქმიანობის შეფასების შედეგებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლების განვითარების მიზნებს.

3. საჭიროებების საფუძველზე, საგანმანათლებლო რესურსცენტრი განსაზღვრავს შესაბამის ფუნქციებს მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის კარიერული წინსვლის თითოეული მიმართულებით და სასწავლო წლის დაწყებამდე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უნაწილებს მათ საგანმანათლებლო რესურსცენტრის დონეზე ფუნქციების შესრულების ვალდებულების მქონე მასწავლებლებს/სპეციალურ მასწავლებლებს.

4. იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო რესურსცენტრის დონეზე ფუნქციის შესრულების ვალდებულების მქონე მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ფუნქციის გადანაწილების დროს კანონმდებლობით განსაზღვრულ წესით შეჩერებული ჰქონდა შრომითი ხელშეკრულება ან თუ სკოლა საგანმანათლებლო რესურსცენტრის დონეზე ფუნქციის შესრულების ვალდებულების მქონე მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს დაასაქმებს ფუნქციების გადანაწილების შემდგომ, საგანმანათლებლო რესურსცენტრი ვალდებულია ასეთ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს გადაუნაწილოს არჩეული კარიერული მიმართულებით არსებული ვაკანტური ფუნქცია ან არსებული საჭიროების შესაბამისად განსაზღვროს დამატებითი ფუნქცია.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული ვადებისაგან განსხვავებული ვადები შეიძლება დადგინდეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

15. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში განიხილავს და აფასებს  მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის  მიერ  სქემით განსაზღვრული ვალდებულების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგებს.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კომისიის შეფასების შედეგს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში  საგანმანათლებლო რესურსცენტრი ასახავს ელექტრონულ სისტემაში.“.

16. 22-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მენტორი მასწავლებლისთვის/მენტორი სპეციალური მასწავლებლისთვის ფუნქციის განაწილების შემდეგ, შესასრულებელი ფუნქციის არსებობის შემთხვევაში, კარიერული წინსვლის მსურველ მასწავლებლებს/სპეციალურ მასწავლებლებს უფლება აქვთ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში ელექტრონულ სისტემაში გააკეთონ განაცხადი კარიერული  წინსვლის სასურველი მიმართულებით.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ წარდგენილ განაცხადს განიხილავს შესაბამისი კომისია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უფლება ეძლევა, შეასრულოს არჩეული მიმართულების შესაბამისად განსაზღვრული ფუნქცია მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში.“;

დ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

17. 23-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კომისია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში განიხილავს და აფასებს  მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ კარიერული წინსვლის  მიზნით  განხორციელებული საქმიანობის შედეგებს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. კომისიის შეფასების შედეგს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში საგანმანათლებლო რესურსცენტრი ასახავს ელექტრონულ სისტემაში.“.

18. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 25. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ ფუნქციის შესრულების ვალდებულების შეჩერება/აღდგენა

1. მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ ფუნქციის შესრულების ვალდებულების შეჩერების საფუძველია:

ა) ერთდროულად საგნის მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე დასაქმებული პირის მიერ კარიერული წინსვლის სქემაში ერთ-ერთი პოზიციის არჩევის შესახებ განაცხადის გაკეთება;

ბ) მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულების შეჩერება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მასწავლებელი/სპეციალური მასწავლებელი ფუნქციის შესრულების ვალდებულების აღდგენის მიზნით, სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში ელექტრონულ სისტემის საშუალებით მიმართავს შესაბამის სკოლას ან საგანმანათლებლო რესურსცენტრს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს ფუნქციის შესრულების ვალდებულება აღუდგება მის მიერ არჩეული მიმართულებით სკოლაში ან საგანმანათლებლო რესურსცენტრში.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების განახლებისთანავე მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს აღუდგება ფუნქციის შესრულების ვალდებულება იმავე მიმართულებითა და იმავე დონეზე, რომელზეც მას შრომითი ხელშეკრულების შეჩერებამდე ჰქონდა ფუნქციის შესრულების ვალდებულება.“.

19. 26-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.

20. 28-ე მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია:

 ა) ელექტრონულ სისტემაში, კონკრეტული მასწავლებლისთვის/ სპეციალური მასწავლებლისთვის განკუთვნილ ელექტრონულ სივრცეში, ასახოს მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭებასა და სპეციალური კურსის შეფასებასთან დაკავშირებული ინფორმაცია;

ბ) ელექტრონულ სისტემაში ასახოს სქემის საფუძველზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ვადები.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია ელექტრონულ სისტემაში ასახოს ინფორმაცია ფუნქციის დამატების, ფუნქციის გადანაწილების, მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის შეფასების, კომისიის შექმნისა და მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის მიერ კარიერული წინსვლის მიმართულების, პოზიციისა და სკოლის/რესურსცენტრის არჩევის შესახებ.“.

21. IX თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი IX

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების სწავლების უფლების გამონაკლისი შემთხვევები“.

22. 31-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 311 მუხლი:

„მუხლი 311. ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I − IV კლასები) კომბინირებულად სწავლების უფლების მქონე  მასწავლებელი

ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I − IV კლასები) კომბინირებულად სწავლების უფლების მქონე მასწავლებელი უფლებამოსილია დაწყებით საფეხურზე ასწავლოს საგანი − „მე და საზოგადოება.“.

23. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მასწავლებელს, რომელსაც 2025 წლის ბოლომდე მოპოვებული ჰქონდა მენტორი მასწავლებლის სტატუსი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დონეზე ფუნქციის შესრულების უფლება აქვს კარიერული წინსვლის ნებისმიერი მიმართულებით.“.

24. 34-ე მუხლის მე-2 − მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ის უფროსი მასწავლებლები, რომლებსაც 2026 წლის პირველ იანვრამდე ჩაბარებული ჰქონდათ პროფესიული უნარების გამოცდა და გადალახული ჰქონდათ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინისტრის მიერ მენტორი მასწავლებლის სტატუსისთვის დაწესებული ზღვარი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დონისთვის განკუთვნილი სპეციალური კურსის გავლის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან  კარიერული წინსვლის სამივე მიმართულებით.

3. ის წამყვანი მასწავლებლები, რომლებსაც 2026 წლის პირველ იანვრამდე ჩაბარებული ჰქონდათ პროფესიული უნარების გამოცდა და გადალახული ჰქონდათ მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინისტრის მიერ მენტორი მასწავლებლის სტატუსისთვის დაწესებული ზღვარი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დონისთვის განკუთვნილი სპეციალური კურსის გავლის ვალდებულებისგან თავისუფლდებიან  კარიერული წინსვლის სამივე მიმართულებით.

4. უფროსი ან წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირები, რომლებსაც 2026 წლის პირველ იანვრამდე მოპოვებული აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, თავისუფლდებიან სკოლისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის დონეზე სპეციალური კურსის გავლის ვალდებულებისგან კარიერული წინსვლის სამივე მიმართულებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №641 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №641 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 11.09.2026.
როდის იქნა მიღებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №641 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №641 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 11.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №444. სარეგისტრაციო კოდი — 430050000.10.003.025994.
სად არის „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №641 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 31 დეკემბრის №641 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №444, 11.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 430050000.10.003.025994 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6999371/