ქალაქ დუშეთში მდებარე გოდერძი ჩოხელის ქუჩის გაგრძელების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№78
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.152.016188
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №78

 2026  წლის 10 სექტემბერი

ქ. დუშეთი

 

ქალაქ დუშეთში მდებარე გოდერძი ჩოხელის ქუჩის გაგრძელების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების,  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე.“ ქვეპუნქტის და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ  გადაწყვიტა:

1. დუშეთის ადმინისტრაციული ერთეულის ქალაქ დუშეთში მდებარე გოდერძი ჩოხელის ქუჩა გაგრძელდეს თანდართული რუკის შესაბამისად.

2. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების გატარება.

3. განკარგულება გადაეგზავნოს დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.

4. განკარგულება გადაეგზავნოს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს და გამოქვეყნდეს მიღებიდან 10 დღის ვადაში.

5. განკარგულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

6. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში, კანონით დადგენილი წესით,  მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. მცხეთა, ილია მეორის ქუჩა  №17).   

საკრებულოს თავმჯდომარე  ნუკრი უნდილაშვილი  

 


📎 დანართები (1)
ორთო_ფოტო_ქუჩის_გაგრძელებაზე.pdf PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ დუშეთში მდებარე გოდერძი ჩოხელის ქუჩის გაგრძელების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ქალაქ დუშეთში მდებარე გოდერძი ჩოხელის ქუჩის გაგრძელების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 10.09.2026.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ დუშეთში მდებარე გოდერძი ჩოხელის ქუჩის გაგრძელების შესახებ“?
„ქალაქ დუშეთში მდებარე გოდერძი ჩოხელის ქუჩის გაგრძელების შესახებ“ მიღებულია 10.09.2026. მიმღები ორგანო — დუშეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №78. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.152.016188.
სად არის „ქალაქ დუშეთში მდებარე გოდერძი ჩოხელის ქუჩის გაგრძელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება „ქალაქ დუშეთში მდებარე გოდერძი ჩოხელის ქუჩის გაგრძელების შესახებ“, №78, 10.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.152.016188 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6999622/