„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №286 |
|
2026 წლის 16 სექტემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართი №IV-01-ის „განაყოფი III. აქციზის საერთო თანხის გაანგარიშება“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. 77-ე მუხლის მე-10 პუნქტის ,,თ“ და ,,თ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მე-7 სტრიქონზე – გადასახდელად დარიცხული აქციზის თანხა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად ექვემდებარება გადაანგარიშებას საქონლის იმპორტისას ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის ოდენობის პროპორციულად ან/და აქციზის თანხა, რომელიც გადახდილია იმპორტისათვის განკუთვნილი აქციზური მარკებით ნიშანდებულ ჩამოწერილ საქონელზე; თ1) 71 სტრიქონზე – გადასახდელად დარიცხული აქციზის თანხა, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ექვემდებარება გადაანგარიშებას ფაქტობრივად განხორციელებული აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ოდენობის პროპორციულად ან/და აქციზის თანხა, რომელიც გადახდილია ადგილობრივი აქციზური საქონლისათვის განკუთვნილი აქციზური მარკებით ნიშანდებულ ჩამოწერილ საქონელზე;“. 3. 812 მუხლის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „51. „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის VIII თავის შესაბამისად, აქციზური მარკით ნიშანდებული აქციზური ნაწარმის ჩამოწერისას, აქციზური მარკები ითვლება უტილიზებულად და არ ექვემდებარება აქციზით დაბეგვრას, ხოლო ამ საქონელზე გადახდილი აქციზი ექვემდებარება შემცირებას ამ ინსტრუქციის დანართი №IV-01-ით გათვალისწინებული აქციზის დეკლარაციით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №286. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.22.033.018052.
- სად არის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №286, 16.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.018052 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7000071/