„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1862/5-VIმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
010110020.05.001.103245
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 28.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010110020.05.001.017881) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დასახლების მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანის/მაღალმთიან დასახლებათა ნუსხიდან ამოღების მიზანშეწონილობის საკითხის განსახილველად საბჭოს სათანადო შუამდგომლობით მიმართავს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, შესაბამისი მუნიციპალიტეტი, შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებული, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.“.

2. მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო.“.

3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ფონდისთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან თანხის გამოყოფის თაობაზე საბჭოს წინადადების საფუძველზე მიმართავს საქართველოს მთავრობას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

16 სექტემბერი 2026 წ.

N1862/5-VIმს-XIმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.09.2026.
როდის იქნა მიღებული „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1862/5-VIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 010110020.05.001.103245.
სად არის „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1862/5-VIმს-XIმპ, 16.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 010110020.05.001.103245 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7000452/