„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1862/6-VIმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
360160000.05.001.103252
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01.07.2026, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.103216) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) 47-ე მუხლის:

ა) მე-7 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 ნაწილი:

„71. ამ კოდექსის 31-ე−34-ე, 37-ე და 38-ე მუხლებით გათვალისწინებულ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმებს, რომლებიც ჩადენილია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე ან/და მის შემადგენელ ნაწილზე, ადგენს ამ დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უფლებამოსილი თანამშრომელი უშუალოდ შეესწრება (დააფიქსირებს) ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს.“;

ბ) მე-11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 ნაწილი:

„111. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომელს ამავე დეპარტამენტის მართვაში არსებულ საავტომობილო გზაზე ან/და მის შემადგენელ ნაწილზე ჩადენილ, ამ კოდექსის 31-ე−34-ე, 37-ე და 38-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ჩადენის შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული უფლებამოსილი თანამშრომელი უშუალოდ შეესწრება (დააფიქსირებს) ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს.“;

გ) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. ამ მუხლის მე-14 ნაწილით გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის ფორმას და მისი შევსების, ჩაბარებისა და წარდგენის წესს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრავს შესაბამისად სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

16 სექტემბერი 2026 წ.

N1862/6-VIმს-XIმპ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.09.2026.
როდის იქნა მიღებული „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 16.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1862/6-VIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.05.001.103252.
სად არის „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1862/6-VIმს-XIმპ, 16.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 360160000.05.001.103252 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7000483/