„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№74
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.026.017508
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

 საქართველოს თავდაცვის  მინისტრის 

ბრძანება №74

2026 წლის 15 სექტემბერი 

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №16 ბრძანებით (ვებგვერდი, 13/03/2026, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.026.017450) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის:

1. პირველი პუნქტის:

ა) „ა.ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) „ბ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) საორგანიზაციო დეპარტამენტი:

გ.ა) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;

გ.ბ) ადამიანური რესურსების სამმართველო.“.

2. მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ადმინისტრაციული დეპარტამენტი:

ა) თავდაცვის მოხალისის საქმიანობის პოპულარიზაციის და ცნობადობის გაზრდის მიზნით შეიმუშავებს სოციალური მედიის პლატფორმების მართვის სტრატეგიას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში მართავს სოციალური მედიის პლატფორმებს, უზრუნველყოფს სოციალური მედიის საშუალებით შემოსულ კითხვებზე რეაგირებას;

გ) სოციალური მედიის პლატფორმებისთვის შეიმუშავებს სათანადო მასალებს (ტექსტუალური/ვიზუალური) და უზრუნველყოფს მათ განთავსებას;

დ) უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებებისა და სხვა ქონების აღრიცხვასა და ინვენტარიზაციას;

ე) ხელს უწყობს თავდაცვის მოხალისის სტრუქტურული ერთეულების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ვ) უზრუნველყოფს თავდაცვის მოხალისის საბიუჯეტო სახსრების, საკუთარი შემოსავლების, გრანტებისა და სხვა ნებისმიერი შემოსავლების დაგეგმვას;

ზ) უზრუნველყოფს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფინანსურ ანგარიშგებას;

თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვას, ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზებას, კოორდინაციას და წარმართვას, შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადებას;

ი) უზრუნველყოფს თავდაცვის მოხალისის ინფორმაციულ-ტექნოლოგიურ და  ტექნიკურ მხარდაჭერას;

კ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

ლ) ზედამხედველობას უწევს მოხალისეთა ორგანიზაციასთან/მოხალისეთა ორგანიზაციის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულებას, აგრეთვე მათ მიერ მიღებული ქონებისა და ფულადი სახსრების ხარჯვას;

მ) კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს თავდაცვის მოხალისის განვითარების სტრატეგიას, ახორციელებს შესაბამისი სამოქმედო გეგმებისა და პროგრამების კოორდინაციას;

ნ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ - „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებს  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

ბ) „დ“ - „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებს ლოჯისტიკის სამსახური.“.

3. მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:

„5. საორგანიზაციო დეპარტამენტი:

ა) ახორციელებს თავდაცვის მოხალისის ორგანიზაციული განვითარების მხარდაჭერას;

ბ) უზრუნველყოფს თავდაცვის მოხალისის საქმისწარმოებას, მათ შორის, საიდუმლო და არქივის მართვას;

გ) მოხალისეზე გასცემს მოხალისის დამადასტურებელ მოწმობას;

დ) ახორციელებს სამუშაოს შესრულების ხარისხის მართვის პროცესის დაგეგმვას, ორგანიზებას, კოორდინაციას, შედეგების შეჯამებასა და ანგარიშგებას;

ე) უზრუნველყოფს მოხალისეთა აღრიცხვასა და მოხალისეთა ელექტრონული სისტემის მეშვეობით მოხალისეთა რეესტრის წარმოებას;

ვ)  უზრუნველყოფს მოხალისეთა ორგანიზაციების აღრიცხვას;

ზ) უზრუნველყოფს მოხალისეთა ორგანიზაციასთან/მოხალისეთა ორგანიზაციის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტთან ხელშეკრულების გაფორმებას;

თ) ორგანიზებას უწევს  მოხალისეობითი ხელშეკრულების გაფორმების პროცესს;

ი) ორგანიზაციული ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს საშტატო-საორგანიზაციო დაგეგმვას;

კ) უზრუნველყოფს პერსონალის მოზიდვას, შერჩევას და შერჩევის მიზნით საკონკურსო და საპრეტენზიო კომისიების საქმიანობას;

ლ) ახორციელებს თანამშრომელთა შრომითი ურთიერთობების (დანიშვნა, გადაყვანა, დროებით მოვალეობის დაკისრება/შეთავსება/შეწყვეტა, გათავისუფლება, შვებულება, ქვეყნის შიგნით მივლინება, წახალისება, დისციპლინური საქმისწარმოება, ნამუშევარი/ნამსახურები წლების გაანგარიშება) შესახებ შესაბამისი პროცედურების ადმინისტრირებას;

მ) ახორციელებს სამუშაოთა ანალიზის პროცესის მართვას (საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრა, დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, სამუშაოს აღწერების წარმოება და ა.შ.), პერსონალის კომპეტენციების განსაზღვრას, საჭიროებების გამოვლენას და შეფასების უზრუნველყოფას;

ნ) უზრუნველყოფს პერსონალის მონაცემთა დადგენილი წესით წარმოებას და მართვას;

ო) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის:

ა) „ა“ - „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებს ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) „დ“ - „ნ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებს ადამიანური რესურსების სამმართველო.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 16 სექტემბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.09.2026.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს თავდაცვის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №74. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.026.017508.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თავდაცვის მოხალისის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2026 წლის 12 მარტის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №74, 15.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.026.017508 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7000594/