აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი - „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი |
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კანონპროექტს უნდა დაერთოს განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება:
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ. მასში აღინიშნება:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი;
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა;
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები;
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი;
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში);
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში – აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება;
ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება. მასში აღინიშნება:
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო;
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე;
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე;
ბ.დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი ფინანსური ვალდებულებები;
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება;
გ) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება;
დ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება;
ე) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება:
ე.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ვ) კანონპროექტის ავტორი;
ზ) კანონპროექტის ინიციატორი.“;
ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. თუ კანონპროექტი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილია, როგორც საკანონმდებლო პაკეტის ნაწილი, ამ საკანონმდებლო პაკეტში შემავალ კანონპროექტებს დაერთვის 1 საერთო განმარტებითი ბარათი, რომელშიც ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აისახება ინფორმაცია საკანონმდებლო პაკეტის შესახებ.“;
გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-5 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის პროექტის ზეგავლენის (თუ ასეთი ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელია) შეფასება უნდა მოიცავდეს იმ დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენის დასაბუთებას ან/და იმ დადებითი ან უარყოფითი ზეგავლენის შესახებ ინფორმაციას, რომელიც ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით, შეიძლება ნორმატიული აქტის მიღებამ მოახდინოს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. თუ ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით, ნორმატიული აქტის მიღებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის, იგი ამის შესახებ განმარტებითი ბარათის შესაბამის ნაწილში აღნიშნავს. ნორმატიული აქტის მიღებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელია იმ შემთხვევაში, თუ ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით:
ა) დგინდება ახალი ან/და სპეციფიკური უფლებები, ვალდებულებები ან შესაძლებლობები, რომლებიც ნორმატიული აქტის მიღების შემდეგ გაუჩნდება ქალს ან მამაკაცს დიფერენცირებულად ან/და უთანასწოროდ;
ბ) ხორციელდება ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამომდინარეობს ნორმატიული აქტის პროექტიდან და უთანასწოროდ ზღუდავს ან უწყობს ხელს ქალისთვის ან მამაკაცისთვის განათლების, დასაქმების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დაცვის, ძალადობისაგან დაცვის, შემოსავლებისა და სხვა სიკეთის, აგრეთვე სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის დიფერენცირებულ ან/და უთანასწორო ხელმისაწვდომობას;
გ) ნორმატიული აქტის პროექტს აქვს ქალისა და მამაკაცის სამართლებრივ ან ფაქტობრივ თანასწორობაზე სხვა მოსალოდნელი გავლენა.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და მე-5 პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ნორმატიული აქტის პროექტის ზეგავლენის (თუ ნორმატიული აქტის პროექტის ავტორის/ინიციატორის მოსაზრებით, ასეთი ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელია) შეფასება შეიძლება მოიცავდეს იმ შესაბამის ფაქტებზე, ინფორმაციის წყაროებზე ან/და მტკიცებულებებზე მითითებას, რომელთა მიხედვითაც შესაძლებელია ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შეფასება და რომლებითაც ნორმატიული აქტის პროექტის ავტორი/ინიციატორი ხელმძღვანელობდა.“.
2. 232 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიულ აქტს (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), თან არ ახლავს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა ან/და გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსი არ შეესაბამება მისი პროექტის შინაარსს, რომელზედაც იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტრომ გასცა დადებითი დასკვნა ან ამ კანონის მე-17 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილ ნორმატიულ აქტს არ ახლავს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მიერ გაცემული ხელახალი დადებითი დასკვნა.“.
16 სექტემბერი 2026 წ. ქ. თბილისი N14-ს |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი - „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი - „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი - „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი - „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 16.09.2026. მიმღები ორგანო — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო. დოკუმენტის ნომერი — №14-ს. სარეგისტრაციო კოდი — 010240010.30.060.016108.
- სად არის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი - „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი - „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №14-ს, 16.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 010240010.30.060.016108 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7001136/