შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: გელა ბასილაძე N025-26
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო შეტყობინება
აუქციონის შესახებ მოვალის/მესაკუთრის გაფრთხილების თაობაზე
2026 წლის 16 სექტემბერი
სპეციალისტი: შპს „პირველი ქართული აუქციონი“ (ს/ნ: 204954086)
მისამართი: ქ. თბილისი, ტოვსტონოგოვის 13
ელფოსტა: info@pqa.ge
ვებსაიტი: www.pqa.ge
ტელეფონი: 577783434
კრედიტორი: სს მისო „სკაპ“ (ს/ნ: 205274273)
მოვალე/მესაკუთრე: გელა ბასილაძე (პ/ნ: 61006042866); მისამართი: ბათუმი, გენერალი ასლან აბაშიძის ქუჩა №49/17, სართული 4, ბინა №42
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3062 მუხლის მე-3 ნაწილის, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან მოვალეს/მესაკუთრეს ორჯერ გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება აუქციონის დანიშვნის შესახებ, რისი ჩაბარებაც ვერ მოხერხდა, სპეციალისტი საჯაროდ ატყობინებს მოვალეს/მესაკუთრეს აუქციონის დანიშვნის თაობაზე. საჯარო შეტყობინება მესაკუთრისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
საჯაროდ ვატყობინებთ მოვალე/მესაკუთრე: გელა ბასილაძეს.
სს მისო „სკაპს“ და გელა ბასილაძეს შორის 2025 წლის 28 ოქტომბერს დაიდო გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება №GCL-SME-BT015719-2025. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების (იპოთეკის ხელშეკრულება №GCL-SME-I-BT015719-2025/01, გაფორმების თარიღი: 2025 წლის 28 ოქტომბერი) 13.4.2 პუნქტის თანახმად, კრედიტორის 2026 წლის 24 აგვისტოს განცხადების საფუძველზე სპეციალისტი აცხადებს მეორე საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე:
საჯარო აუქციონის №: 025-26
სარეალიზაციო ქონება: სარეალიზაციოდ წარმოდგენილია 76.50 კვ/მ საცხოვრებელი ბინა თეთრი კარკასის მდგომარეობაში, მდებარე ქალაქი ბათუმი, გენერალი ასლან აბაშიძის ქუჩა №49/17 (ს/კ: 05.31.01.568.01.042)
აუქციონის ჩატარების დრო: 25.09.2026 წლის 13:00 სთ-დან, 02.10.2026 წლის 13:00 სთ-მდე
აუქციონის ჩატარების ადგილი: www.eauction.ge, განმკარგავი ორგანიზაცია შპს „პირველი ქართული აუქციონი“
უძრავი ქონების საწყისი ფასი: 91 213.74 ლარი; ბიჯი 500 ლარი
სპეციალისტი: შპს „პირველი ქართული აუქციონის“
დირექტორის მოადგილე ნიკოლოზ მიდელაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: გელა ბასილაძე N025-26“?
- დიახ, განცხადება „შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: გელა ბასილაძე N025-26“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 16.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: გელა ბასილაძე N025-26“?
- „შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: გელა ბასილაძე N025-26“ მიღებულია 16.09.2026. მიმღები ორგანო — შპს „პირველი ქართული აუქციონი“. დოკუმენტის ნომერი — №0.
- სად არის „შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: გელა ბასილაძე N025-26“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს „პირველი ქართული აუქციონის“ საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ (მესაკუთრე: გელა ბასილაძე N025-26“, №0, 16.09.2026 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7001152/