„კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№221/04
სარეგისტრაციო კოდი
220090000.18.011.017020
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №221/04

 

2026 წლის 22 სექტემბერი 

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:


მუხლი 1

„კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 15/02/2024, ს/კ: 220090000.18.011.016830) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1

დამტკიცდეს კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესი თანდართულ დანართებთან ერთად.“.

2. ბრძანებით დამტკიცებულ წესს:

ა) მე-9 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:

„მუხლი 91. დამოუკიდებელი აუდიტორის შერჩევა

1. ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკის აქტივის შეფასებას ახორციელებს დამოუკიდებელი აუდიტორი.

2. დამოუკიდებელი აუდიტორის შერჩევა ხორციელდება ლიკვიდატორის მიერ და შერჩეული კანდიდატი წარედგინება ეროვნულ ბანკს წერილობითი თანხმობის მისაღებად.

3. დამოუკიდებელი აუდიტორი შესაძლოა იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი.

4. დამოუკიდებელი აუდიტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

ა) ფლობდეს საშემფასებლო საქმიანობისთვის შესაბამის და შეფასების დამოუკიდებლად და ეფექტურად განხორციელებისთვის საჭირო კვალიფიკაციას, ცოდნას, უნარებს, გამოცდილებასა და შესაბამის რესურსებს;

ბ) იყოს დამოუკიდებელი როგორც ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკისგან, ასევე ეროვნული ბანკისგან ამ მუხლის მე-8-მე-10 პუნქტების შესაბამისად;

გ) არ უნდა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი ლიკვიდაციის პროცესში მყოფ ბანკთან, ეროვნულ ბანკთან ამ მუხლის მე-11-მე-14 პუნქტების შესაბამისად.

5. დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასებისა და შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიკვიდატორი, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული კითხვარის საფუძველზე და შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად. ლიკვიდატორის მიერ წარდგენილ კანდიდატზე, ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი უარის თქმის შემთხვევაში, ლიკვიდატორი ხელახლა შეარჩევს სხვა კანდიდატს და კვლავ წარუდგენს ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად.

6. ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, ლიკვიდატორსა და დამოუკიდებელ აუდიტორს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც დამოუკიდებელ აუდიტორს განესაზღვრება:

ა) შეფასების განხორციელების ვადა;

ბ) კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება;

გ) შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხი, საჭიროებისამებრ.

7. შეფასების განხორციელების ვადა განისაზღვრება ინდივიდუალურად, ბანკის ზომისა და კომპლექსურობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და შეფასების დეტალურობის საჭიროების გათვალისწინებით.

8. შეფასების განხორციელებისას დამოუკიდებელი აუდიტორი:

ა) არ უნდა დაექვემდებაროს ინსტრუქციებსა და მითითებებს ბანკისგან და ეროვნული ბანკისგან;

ბ) არ უნდა მიიღოს ფინანსური ან სხვა სახის სარგებელი ბანკისგან და ეროვნული ბანკისგან.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება:

ა) ისეთ ინსტრუქციებზე, მითითებებზე, ტექნიკური აღჭურვილობის ან მხარდაჭერის სხვა ფორმების მიღებაზე, რომელიც ლიკვიდატორის შეფასებით საჭიროა შეფასების მიზნებისთვის;

ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის ანაზღაურებასა და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა გონივრული ხარჯების დაფარვაზე.

10. აუდიტორი დამოუკიდებელი უნდა იყოს როგორც ლიკვიდაციის პროცესში მყოფი ბანკისგან, ასევე ეროვნული ბანკისგან, რაც გულისხმობს შემდეგს:

ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში, დამოუკიდებელი აუდიტორი არ უნდა იყოს ბანკის ან ეროვნული ბანკის თანამშრომელი/დაკავშირებული პირი;

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში, იგი არ უნდა იყოს ბანკთან დაკავშირებული პირი.

11. დამოუკიდებელ აუდიტორს არ უნდა ჰქონდეს არსებითი მიმდინარე ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი ბანკთან და ეროვნულ ბანკთან.

12. ინტერესთა კონფლიქტი გულისხმობს სულ მცირე შემდეგ პირებთან ინტერესთა კონფლიქტს:

ა) ბანკის ადმინისტრატორები;

ბ) ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან სხვაგვარად მაკონტროლებელი პირები;

გ) ეროვნული ბანკის მიერ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე იდენტიფიცირებული ბანკის მნიშვნელოვანი კრედიტორები.

13. არსებით ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა:

ა)დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მიმდინარე ან წარსულში გაწეული მომსახურება ბანკისთვის ან/და ამ მუხლის მე-12 პუნქტში მითითებული პირებისთვის და გაწეული მომსახურების კავშირი შეფასებისთვის რელევანტურ საკითხებთან; ამასთან, მიმდინარე არსებით ინტერესთა კონფლიქტად ითვლება, თუ პირმა, შეფასების განხორციელების წინა საანგარიშო წლისთვის, განახორციელა ბანკის აუდიტორული შეფასება;

ბ) პირადი („საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი) ან პროფესიული ურთიერთობა დამოუკიდებელ აუდიტორსა და ბანკს ან/და ამ მუხლის მე-12 პუნქტში მითითებულ პირებს შორის;

გ) საინვესტიციო ან სხვა არსებითი ფინანსური ინტერესის არსებობა ბანკის მიმართ, დამოუკიდებელი აუდიტორის მხრიდან;

დ) სხვა გარემოება, თუ ლიკვიდატორის შეფასებით მას შეუძლია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასების განხორციელებაზე გავლენის მოხდენა.

14. თუ აუდიტორი იურიდიული პირია, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნებისმიერი სტრუქტურული გამიჯვნა, რომელსაც შეუძლია აუდიტორის დამოუკიდებლობაზე გავლენის მქონე ფაქტორების აღმოფხვრა, მათ შორის, იმ თანამშრომლების გამორიცხვა, რომლებიც ჩართული იყვნენ მომსახურების განხორციელებაში.

15. პირი, რომელიც განიხილება ან დაინიშნა დამოუკიდებელ აუდიტორად, ვალდებულია:

ა) შესაბამისი პროფესიული ქცევის სტანდარტებისა და ეთიკის კოდექსის შესაბამისად, უზრუნველყოს ნებისმიერი არსებითი მიმდინარე ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირება;

ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს ლიკვიდატორს, ხოლო ლიკვიდატორმა თავის მხრივ ეროვნულ ბანკს ნებისმიერი შესაძლო არსებითი ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ;

გ) უზრუნველყოს, რომ მის თანამშრომლებს ან/და შეფასებაში ჩართულ სხვა პირებს არ ჰქონდეთ ამ მუხლით განსაზღვრული არსებითი ინტერესთა კონფლიქტი.

16. ამ მუხლის მოთხოვნები დაცული უნდა იქნეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ წესის მე-5 მუხლის მე-11 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხორციელდება ბანკის აქტივების და ვალდებულებების აუდიტორული შეფასება.“;

  ბ) დაემატოს დანართი №2 თანდართული რედაქციით.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტინათელა თურნავა
📎 დანართები (1)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇

დანართი №2

დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასების კითხვარი

I. აუდიტორის საიდენტიფიკაციო მონაცემები

ა) ფიზიკური პირი

სახელი

 

გვარი
დაბადების თარიღი
ფაქტობრივი მისამართი
იურიდიული მისამართი
მოქალაქეობა (რეზიდენტობა)
პირადობის ნომერი/პასპორტის ნომერი
საკონტაქტო ნომერი (ქვეყნის კოდის მითითებით)
ელექტრონული ფოსტა

 

ბ) იურიდიული პირი

დასახელება

 

საიდენტიფიკაციო ნომერი
რეგისტრაციის ადგილი
სათავო ოფისის მისამართი
საკონტაქტო ნომერი (ქვეყნის კოდის მითითებით)
ელექტრონული ფოსტა

 

II. აუდიტორის კვალიფიკაცია, გამოცდილება და რესურსები

  ა) გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კვალიფიკაცია და გამოცდილება (აუდიტორული საქმიანობისათვის რელევანტური). იურიდიული პირის შემთხვევაში, გთხოვთ, ასევე მიუთითოთ კომპანიის სარეიტინგო შეფასება (არსებობის შემთხვევაში), ბოლო რეიტინგის მინიჭების თარიღი და სარეიტინგო კომპანიის დასახელება;
 
ბ) გთხოვთ, მიუთითოთ ინფორმაცია აუდიტის განხორციელებისათვის საჭირო შესაბამისი რესურსების შესახებ (ადამიანური და ტექნიკური რესურსი).

III. სტრუქტურული დამოუკიდებლობა

 

ა)

ფიზიკური პირის შემთხვევაში, ხართ თუ არა საქართველოს ეროვნული ბანკის ან/და ლიკვიდაციის პროცესში მყოფი კომერციული ბანკის თანამშრომელი/დაკავშირებული პირი?

□ 

კი

□ 

არა

„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია

 

ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში, ხართ თუ არა ლიკვიდაციის პროცესში მყოფ კომერციულ ბანკთან დაკავშირებული პირი?

□ 

კი

□ 

არა

 „კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია

 

IV. არსებითი მიმდინარე ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი

 

ა)

განახორციელეთ თუ არა ლიკვიდაციის პროცესში მყოფი კომერციული ბანკის აუდიტორული შემოწმება მიმდინარე წლის წინა საანგარიშო წლისთვის?

 

 

□

 კი

□

 არა

„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია

 

 

ბ)

გქონიათ თუ არა ბოლო სამი წლის განმავლობაში სხვა სახის პროფესიული ან სამუშაო ურთიერთობა (მათ შორის, საქმიანი მომსახურების გაწევა) კომერციულ ბანკთან/მის ადმინისტრატორთან/მნიშვნელოვანი წილის მფლობელ აქციონერთან, მაკონტროლებელ პირებთან ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე იდენტიფიცირებულ კომერციული ბანკის მნიშვნელოვან კრედიტორებთან?

□ 

კი

□ 

არა

„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია

 

გ)

გაქვთ ან გქონდათ თუ არა ბოლო სამი წლის განმავლობაში რაიმე სახის პირადი ურთიერთობა კომერციული ბანკის ადმინისტრატორებთან? ასევე პირ(ებ)თან, რომელიც კომერციულ ბანკში ფლობს მნიშვნელოვან წილს, წარმოადგენენ მაკონტროლებელ პირებს ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე იდენტიფიცირებულ კომერციული ბანკის მნიშვნელოვან კრედიტორებს?

□ 

კი

□ 

არა

„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ დეტალური ინფორმაცია

 

დ) 

 

გაქვთ თუ არა პირდაპირ ან არაპირდაპირ რაიმე არსებითი ფინანსური ინტერესი (მაგალითად, როგორიცაა, საკუთრება, ინვესტიცია, სესხი, მნიშვნელოვანი ტრანზაქცია)  ლიკვიდაციის პროცესში მყოფ კომერციულ ბანკთან?

 

□ 

კი

    □

  არა

 

„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ ფინანსური ინტერესის დეტალები

ე)

 

 

არსებობს თუ არა რაიმე სხვა გარემოება რომელიც არ არის წინამდებარე კითხვარში მოცემული, მაგრამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს აუდიტორის დამოუკიდებლობაზე?

 

□ 

კი

□ 

არა

„კი“ გრაფის მონიშვნის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია (როგორიცაა, ურთიერთობის ბუნება, პერიოდი და ა.შ)

 

დამოუკიდებელი აუდიტორი ადასტურებს, რომ:

 

კითხვარში მითითებული ინფორმაცია არის უტყუარი და ზუსტი.

ის უზრუნველყოფს ნებისმიერი მიმდინარე ან პოტენციური არსებითი ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირებას და არსებობის შემთხვევაში ლიკვიდატორის დაუყოვნებლივ ინფორმირებას.

 

______________________________________________________________

ხელმოწერა                                                                                       თარიღი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.09.2026.
როდის იქნა მიღებული „კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 22.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №221/04. სარეგისტრაციო კოდი — 220090000.18.011.017020.
სად არის „კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 14 თებერვლის №35/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №221/04, 22.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.017020 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7002825/