„საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 თებერვლის №49/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №223/04 |
|
2026 წლის 22 სექტემბერი ქ. თბილისი |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 თებერვლის №49/04 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 01/03/2024, ს/კ: 220010000.18.011.016835) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1 დამტკიცდეს საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ გამოცხადების წესი თანდართულ დანართებთან ერთად.“. 2. ბრძანებით დამტკიცებულ წესს: ა) მე-10 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 მუხლი: „მუხლი 101. დამოუკიდებელი აუდიტორის შერჩევა 1. ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული, ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საბროკერო კომპანიის ქონების/აქტივის შეფასებას ახორციელებს დამოუკიდებელი აუდიტორი. 2. დამოუკიდებელი აუდიტორის შერჩევა ხორციელდება ლიკვიდატორის მიერ და შერჩეული კანდიდატი წარედგინება ეროვნულ ბანკს წერილობითი თანხმობის მისაღებად. 3. დამოუკიდებელი აუდიტორი შესაძლოა იყოს როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირი. 4. დამოუკიდებელი აუდიტორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) ფლობდეს საშემფასებლო საქმიანობისთვის შესაბამის და შეფასების დამოუკიდებლად და ეფექტურად განხორციელებისთვის საჭირო კვალიფიკაციას, ცოდნას, უნარებს, გამოცდილებასა და შესაბამის რესურსებს; ბ) იყოს დამოუკიდებელი როგორც ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საბროკერო კომპანიისგან, ასევე ეროვნული ბანკისგან ამ მუხლის მე-8-მე-10 პუნქტების შესაბამისად; გ) არ უნდა ჰქონდეს ინტერესთა კონფლიქტი ლიკვიდაციის პროცესში მყოფ საბროკერო კომპანიასთან, ეროვნული ბანკთან ამ მუხლის მე-11-მე-14 პუნქტების შესაბამისად. 5. დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასებისა და შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ლიკვიდატორი, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და ამ წესის დანართი №2-ით განსაზღვრული კითხვარის საფუძველზე და შერჩეულ კანდიდატს წარუდგენს ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად. ლიკვიდატორის მიერ წარდგენილ კანდიდატზე, ეროვნული ბანკის მიერ წერილობითი უარის თქმის შემთხვევაში, ლიკვიდატორი ხელახლა შეარჩევს სხვა კანდიდატს და კვლავ წარუდგენს ეროვნულ ბანკს შესათანხმებლად. 6. ეროვნული ბანკის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში ლიკვიდატორსა და დამოუკიდებელ აუდიტორს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც დამოუკიდებელ აუდიტორს განესაზღვრება: ა) შეფასების განხორციელების ვადა; ბ) კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება; გ) შეფასებასთან დაკავშირებული სხვა საკითხი, საჭიროებისამებრ. 7. შეფასების განხორციელების ვადა განისაზღვრება ინდივიდუალურად, საბროკერო კომპანიის ზომისა და კომპლექსურობის, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და შეფასების დეტალურობის საჭიროების გათვალისწინებით. 8. შეფასების განხორციელებისას დამოუკიდებელი აუდიტორი: ა) არ უნდა დაექვემდებაროს ინსტრუქციებსა და მითითებებს საბროკერო კომპანიისგან და ეროვნული ბანკისგან; ბ) არ უნდა მიიღოს ფინანსური ან სხვა სახის სარგებელი საბროკერო კომპანიისგან და ეროვნული ბანკისგან. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები არ ვრცელდება: ა) ისეთ ინსტრუქციებზე, მითითებებზე, ტექნიკური აღჭურვილობის ან მხარდაჭერის სხვა ფორმების მიღებაზე, რომელიც ლიკვიდატორის შეფასებით, საჭიროა შეფასების მიზნებისთვის; ბ) დამოუკიდებელი აუდიტორის ანაზღაურებისა და შეფასებასთან დაკავშირებული სხვა გონივრული ხარჯების დაფარვაზე. 10. აუდიტორი დამოუკიდებელი უნდა იყოს როგორც ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საბროკერო კომპანიისგან, ასევე ეროვნული ბანკისგან, რაც გულისხმობს შემდეგს: ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში, დამოუკიდებელი აუდიტორი არ უნდა იყოს საბროკერო კომპანიის ან ეროვნული ბანკის თანამშრომელი/დაკავშირებული პირი; ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში, იგი არ უნდა იყოს საბროკერო კომპანიასთან დაკავშირებული პირი. 11. დამოუკიდებელ აუდიტორს არ უნდა ჰქონდეს არსებითი მიმდინარე ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტი საბროკერო კომპანიასთან და ეროვნულ ბანკთან. 12. ინტერესთა კონფლიქტი გულისხმობს, სულ მცირე, შემდეგ პირებთან ინტერესთა კონფლიქტს: ა) საბროკერო კომპანიის ადმინისტრატორები; ბ) საბროკერო კომპანიის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი ან სხვაგვარად მაკონტროლებელი პირები; გ) ეროვნული ბანკის მიერ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე იდენტიფიცირებული საბროკერო კომპანიის მნიშვნელოვანი კრედიტორები. 13. არსებით ინტერესთა კონფლიქტად მიიჩნევა: ა) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ მიმდინარე ან წარსულში გაწეული მომსახურება საბროკერო კომპანიისთვის ან/და ამ მუხლის მე-12 პუნქტში მითითებული პირებისთვის და გაწეული მომსახურების კავშირი შეფასებისთვის რელევანტურ საკითხებთან; ამასთან, მიმდინარე არსებით ინტერესთა კონფლიქტად ითვლება, თუ პირმა, შეფასების განხორციელების წინა საანგარიშო წლისთვის, განახორციელა საბროკერო კომპანიის აუდიტორული შეფასება; ბ) პირადი („საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი) ან პროფესიული ურთიერთობა დამოუკიდებელ აუდიტორსა და საბროკერო კომპანიას ან/და ამ მუხლის მე-12 პუნქტში მითითებულ პირებს შორის; გ) საინვესტიციო ან სხვა არსებითი ფინანსური ინტერესის არსებობა საბროკერო კომპანიის მიმართ, დამოუკიდებელი აუდიტორის მხრიდან; დ) სხვა გარემოება, თუ ლიკვიდატორის შეფასებით მას შეუძლია დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ შეფასების განხორციელებაზე გავლენის მოხდენა. 14. თუ აუდიტორი იურიდიული პირია, ასეთ შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნებისმიერი სტრუქტურული გამიჯვნა, რომელსაც შეუძლია აუდიტორის დამოუკიდებლობაზე გავლენის მქონე ფაქტორების აღმოფხვრა, მათ შორის, იმ თანამშრომლების გამორიცხვა, რომლებიც ჩართული იყვნენ მომსახურების განხორციელებაში. 15. პირი, რომელიც განიხილება ან დაინიშნა დამოუკიდებელ აუდიტორად, ვალდებულია: ა) შესაბამისი პროფესიული ქცევის სტანდარტებისა და ეთიკის კოდექსის შესაბამისად, უზრუნველყოს ნებისმიერი არსებითი მიმდინარე ან პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის იდენტიფიცირება; ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს ლიკვიდატორს, ხოლო ლიკვიდატორმა თავის მხრივ ეროვნულ ბანკს ნებისმიერი შესაძლო არსებითი ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ; გ) უზრუნველყოს, რომ მის თანამშრომლებს ან/და შეფასებაში ჩართულ სხვა პირებს არ ჰქონდეთ ამ მუხლით განსაზღვრული არსებითი ინტერესთა კონფლიქტი. 16. ამ მუხლის მოთხოვნები დაცული უნდა იქნეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ წესის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხორციელდება საბროკერო კომპანიის აქტივების და ვალდებულებების აუდიტორული შეფასება.“. ბ) დაემატოს დანართი №2 თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 თებერვლის №49/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 თებერვლის №49/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 თებერვლის №49/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 თებერვლის №49/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 22.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №223/04. სარეგისტრაციო კოდი — 220010000.18.011.017022.
- სად არის „საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 თებერვლის №49/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „საბროკერო კომპანიის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 29 თებერვლის №49/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №223/04, 22.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.017022 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7002957/