⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.12.2013)
გაუქმებულია:

ტექნიკური რეგლამენტის - „სახელმწიფო ეტალონების შენახვისა და გაუქმების წესის“ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.03.2007
ძალის დაკარგვა 25.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/494
სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.22.024.010.170
გამოქვეყნების წყარო სსმ, 52, 16/04/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 978 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.03.2007 მიღება
25.12.2013 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტის - „სახელმწიფო ეტალონების შენახვისა და გაუქმების წესის“ დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.chveulebrivi-wigni, li.chveulebrivi-wigni, div.chveulebrivi-wigni { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:22.7pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt .75in .75in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.160.070.22.024.010.170 საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/494 2007 წლის 26 მარტი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის – „ სახელმწიფო ეტალონების შენახვისა და გაუქმების წესის“ დამტკიცების შესახებ „ გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლებისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის №591 განკარგულების „ სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და აკრედიტაციის სფეროს მარეგულირებელი კანონების რეალიზაციის ღონისძიებათა სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ მე-11 პუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი „ სახელმწიფო ეტალონების შენახვისა და გაუქმების წესი“ (დანართი №1). 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. გ. არველაძე დანართი 1 ტექნიკური რეგლამენტი სახელმწიფო ეტალონების შენახვისა და გაუქმების წესი     მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო 1. წინამდებარე ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება გაზომვის ერთეულის სახელმწიფო ეტალონებზე (შემდგომში – ეტალონი) და ადგენს მათი შენახვისა და გაუქმების წესს. 2. ეტალონების დადგენილი წესით შენახვასა და გაუქმებას ახორციელებს სსიპ „ სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო“ (შემდგომში – სააგენტო).     მუხლი 2🔗. ტერმინები და განმარტებები წინამდებარე ტექნიკურ რეგლამენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ეტალონის ვარგისობა – ეტალონის უნარი შეასრულოს თავისი დანიშნულება; ბ) ეტალონის მეცნიერი შემნახველი – სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ დანიშნული პირი, რომელიც პასუხისმგებელია სახელმწიფო ეტალონების შენახვის, გამოყენებისა და შედარების, გაზომვის საშუალებების ეტალონზე დაკალიბრების ძირითადი ფუნქციების ხარისხიანად შესრულებასა და ჩატარებული გაზომვების შედეგების სარწმუნოებაზე. გ) დოკუმენტაცია ეტალონზე (შემდგომში – დოკუმენტები) – არის დოკუმენტები ეტალონის, მისი შენახვისა და გამოყენების მეთოდების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს ეტალონის შესახებ მონაცემთა გაერთიანებას, ეხება ეტალონის მიერ თავისი ფუნქციის შესრულების შესაძლებლობის შენარჩუნების პირობების განსაზღვრას და ხსენებული პირობების შესრულების კონტროლის განხორციელებას; დ) მეტროლოგიური საიმედოობა – ეტალონის თვისება, განპირობებული მისი უნარით, უზრუნველყოს მოთხოვნილი სიზუსტის შენარჩუნება დადგენილი ვადის განმავლობაში და მოცემულ პირობებში; ე) ეტალონის ატესტაციის მეთოდიკა – გაზომვის შესრულების მეთოდიკა გაზომვის ცდომილების დადგენილი მეტროლოგიური მახასიათებლების დადასტურებისა და ამ მახასიათებლების არსებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით.     მუხლი 3🔗. ეტალონზე დოკუმენტაციის ძირითადი მახასიათებლები 1. ეტალონზე დოკუმენტაციის ძირითადი მახასიათებლები განისაზღვრება: ა) დოკუმენტაციის ინფორმაციული შემცველობით (შინაარსით) და ინფორმაციის ვარგისიანობით; ბ) დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობით. 2. დოკუმენტაციის ინფორმაციული შემცველობა მოიცავს: ა) ეტალონის აღწერილობას, რომელიც შეიცავს ეტალონის შესახებ ტექნიკურ და მეტროლოგიურ მონაცემებს, აგრეთვე ეტალონის შენახვის და მოხმარების შესახებ შემდეგ ინფორმაციას: ა.ა) ეტალონის მაიდენტიფიცირებელ სიმბოლოებს (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი); ა.ბ) ეტალონის ტიპი (ფიზიკური სიდიდე); ა.გ) ეტალონის დანიშნულება; ა.დ) ეტალონის გამოყენების პირობები და შეზღუდვები; ა.ე) ერთეულის აღწარმოების სიზუსტე და დიაპაზონი; ა.ვ) ეტალონის ფუნქციონირების და კონსტრუქციის პრინციპები; ა.ზ) ეტალონის კომპლექტის აღწერა; ა.თ) განხორციელებული ცვლილებების აღწერა. ბ) ეტალონის ვარგისობის ვადას, რაც განისაზღვრება დოკუმენტებით, რომლებიც ადასტურებენ მეტროლოგიური მახასიათებლების ვარგისობას მითითებული ვადის განმავლობაში; გ) ეტალონისა და მისი ფუნქციების სწორად გამოყენების პირობების უზრუნველმყოფ მოთხოვნებს. 3. დოკუმენტები ეტალონზე მტკიცდება სააგენტოს მიერ და ინახება სახელმწიფო რეესტრში.     მუხლი 4🔗. ეტალონის შენახვის უზრუნველმყოფი პირობების მოთხოვნები 1. ეტალონი უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ მას გააჩნდეს შესაძლებლობა ვარგისობის ვადის განმავლობაში შეინარჩუნოს თავისი ფუნქცია. 2. ეტალონის მიერ ვარგისობის ვადის განმავლობაში ფუნქციის შესანარჩუნებლად საჭიროა – მითითებების შემუშავება, რომლებიც ეხება ეტალონის შენახვის პირობებს და მათი შესრულების კონტროლს, ეტალონის კონტროლს, მის მოვლას, გამოყენებას, დაცვას და ამ მითითებების შესრულებას.     მუხლი 5🔗. ეტალონის მეტროლოგიური საიმედოობა ეტალონის მეტროლოგიური საიმედოობა განისაზღვრება: ა) იმ მასალების, კვანძების, ელემენტების, დეტალების შესწავლითა და შეფასებით, რომლებიც გამოიყენება ეტალონის შექმნის, ეტალონის დამზადების ტექნოლოგიისა და აწყობის დროს; ბ) იმ სისტემატური ექსპერიმენტული მონაცემების დამუშავებით, რომლებიც მიღებულია ეტალონის გამოცდების დროს.     მუხლი 6🔗. ეტალონის შენახვა 1. ეტალონები უნდა ინახებოდეს და მისი ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს იმგვარად, რომ თავიდან იქნეს აცილებული: ა) ეტალონის ფუნქციის დაკარგვა ან დაუშვებელი გაუარესება; ბ) ეტალონის ან მისი დამხმარე მოწყობილობის დაკარგვა; გ) შენახვისას უსაფრთხოების ტექნიკის ან დოკუმენტებით განსაზღვრული გარემო პირობების მოთხოვნების დარღვევა. 2. ეტალონების შენახვის ზოგად წესებს მიეკუთვნება შემდეგი მოთხოვნები: ა) ეტალონი უნდა ინახებოდეს დოკუმენტში აღწერილ პირობებში, როცა ის არ გამოიყენება; ბ) დანიშნული უნდა იყოს ეტალონის შენახვაზე პასუხისმგებელი პირი – მეცნიერი შემნახველი, რომელიც პასუხისმგებელია ასევე მოცემული ეტალონის გამოყენებაზეც; გ) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ეტალონის მდგომარეობაზე რეგულარული კონტროლი.     მუხლი 7🔗. ეტალონის დამტკიცება და სახელმწიფო რეესტრში შეტანა 1. ეტალონების აღრიცხვას სახელმწიფო რეესტრში აწარმოებს სააგენტო. 2. ახლად შექმნილი ეტალონის დამტკიცებისა და სახელმწიფო რეესტრში შესატანად წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მოხსენებითი ბარათი სააგენტოს სახელზე; ბ) ეტალონის აღწერილობა; გ) ეტალონის პასპორტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ყველა მისი მახასიათებელი მეტროლოგიური პარამეტრი; დ) სტანდარტები და მეთოდური მითითებები ეტალონების შენახვისა და გამოყენების შესახებ; ე) ეტალონის ატესტაციის მეთოდიკა; ვ) რეკომენდაცია ეტალონის შემნახველ პასუხისმგებელ პირზე – მეცნიერ შემნახველზე. 3. ეტალონის ატესტაციისათვის სააგენტოს მოთხოვნით იქმნება კომისია, რომელიც მუშაობის დამთავრებისას წარმოადგენს დასკვნას ეტალონის მდგომარეობის შესახებ. 4. დოკუმენტები ეტალონის შესახებ განიხილება სააგენტოს მიერ. 5. დოკუმენტების განხილვის დადებითი შედეგების შემთხვევაში სააგენტო გამოსცემს განკარგულებას ეტალონის დამტკიცებისა და მისი სახელმწიფო რეესტრში შეტანის შესახებ.     მუხლი 8🔗. ეტალონის გაუქმება 1. ეტალონი უქმდება შემდეგ შემთხვევებში: ა) ეტალონის დოკუმენტაციაში მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის გამო; ბ) ეტალონის მეტროლოგიური მონაცემები აღარ შეესაბამება ეტალონზე დოკუმენტაციაში მითითებულ მონაცემებს. 2. გადაწყვეტილებას ეტალონის გაუქმების შესახებ იღებს სააგენტო. 3. ეტალონის გაუქმების შემთხვევაში სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ეტალონის ამოღება სახელმწიფო რეესტრიდან.