„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №29 |
|
2026 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-14 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი.ზ“ ქვეპუნქტისა და 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 20/08/2020, სარეგისტრაციო კოდი: 300300000.16.009.016398) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ (დანართი №1): ა) 59-ე მუხლის: ა.ა) პირველი პუნქტის „ბ“ და „მ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. ა.ბ) პირველი პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-13 პუნქტები: „11. 2026 წლის 1 ოქტომბრამდე: ა) დღიურ ბაზარზე ვაჭრობა (განაცხადის დადება) შესაძლებელია ყოველი კალენდარული დღის 09:00 საათიდან 12:00 საათამდე პერიოდში; ბ) დღიურ ბაზარზე ვაჭრობა არ იმართება კალენდარული თვის უკანასკნელი დღის 21:00 – 00:00 ფიზიკური მიწოდების საათებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე დღიურ ბაზარზე განათავსებს განაცხადს კალენდარული თვის უკანასკნელი დღის 21:00 – 00:00 ფიზიკური მიწოდების საათებისათვის, ბირჟის ოპერატორი ამ განაცხადს გააუქმებს. 12. 2026 წლის პირველი ოქტომბრიდან 2027 წლის პირველ ივლისამდე დღიური ბაზრის ოპერირება ჩერდება. 13. 2027 წლის პირველი ივლისიდან დღიურ ბაზარზე ვაჭრობის მიზნით, რეგისტრირებული პორტფელით ვაჭრობის შესაძლებლობა და სისტემაზე დაშვება აღდგება პორტფელის ხელახალი რეგისტრაციის გარეშე, თუ ამ პერიოდში ბირჟის მონაწილემ საკუთარი ინიციატივით არ მოითხოვა პორტფელის გაუქმება ან უარი არ თქვა ბირჟაზე მონაწილეობაზე.”. 2. დადგენილებას 21 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი: „22. 2026 წლის პირველი ოქტომბრიდან 2027 წლის პირველ ივლისამდე შეჩერდეს ამ დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ (დანართი №1) 33-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 34-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტების, 35-ე–38-ე მუხლების, 42-ე მუხლის, 44-ე მუხლის „ბ“ და 45-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება.".
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №29. სარეგისტრაციო კოდი — 300300000.16.009.016835.
- სად არის „ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტროენერგიის ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №29, 18.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 300300000.16.009.016835 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7003022/