# საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

- ტიპი: საქართველოს მთავრობის დადგენილება
- მიმღები ორგანო: საქართველოს მთავრობა
- დოკუმენტის ნომერი: №449
- მიღების თარიღი: 17.09.2026
- კონსოლიდირებული რედაქცია: 17.09.2026
- სარეგისტრაციო კოდი: 010240030.10.003.025999
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/7003416
- წყარო: https://legali.ge/law/7003416/

> ეს არის 17.09.2026 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების დამტკიცე



[https://legali.ge/law/7003416/muxli-2/](https://legali.ge/law/7003416/muxli-2/)

---

## მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც, მისთვის მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.

3. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

4. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით და/ან კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არ აქვს, გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

5. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.

6. სამინისტროს აქვს დებულება, ბეჭედი, საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, საკუთარი ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.

7. სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.

8. სამინისტროს შეიძლება, ჰქონდეს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა შეიძლება, გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.

9. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0160, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №1

[https://legali.ge/law/7003416/muxli-1-2/](https://legali.ge/law/7003416/muxli-1-2/)

---

## მუხლი 2. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები

1. სამინისტროს საქმიანობის სფეროს განეკუთვნება: რეგიონული განვითარებისა და მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის ან/და დეკონცენტრაციის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელების უზრუნველყოფა; კომპეტენციის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემისა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა; ადგილობრივი, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების უზრუნველყოფა; დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა; სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ახალი შენობის მშენებლობისა და შენობის სრული რეაბილიტაციის უზრუნველყოფა.

2. სამინისტროს საქმიანობის სფეროს ფარგლებში, სამინისტროს ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და წინადადებების შემუშავება, აგრეთვე კონცეფციების, სახელმწიფო პროგრამების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ხოლო მათი მიღების შემთხვევაში − განხორციელება, განხორციელების კოორდინაცია და, კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგი;

ბ) საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში, როგორც სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი, ისე სხვა სახელმწიფო ორგანოთა გამგებლობას მიკუთვნებული, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ცალკეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების უზრუნველყოფა, აგრეთვე ამ პროექტებით გათვალისწინებული ობიექტების სამშენებლო, სარეაბილიტაციო და სხვა სახის სამუშაოების კოორდინაცია და, კომპეტენციის ფარგლებში, მონიტორინგი;

გ) საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემისა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელების უზრუნველყოფა;

ე) ადგილობრივი, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების უზრუნველყოფა;

ვ) რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და განხორციელების კოორდინაცია, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი და ანალიზი;

ზ) მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის, დეკონცენტრაციისა და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის საკითხებზე, აგრეთვე მუნიციპალიტეტების ინსტიტუციური გაძლიერებისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

თ) დეცენტრალიზაციის, ეფექტიანი ტერიტორიული მმართველობის, ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რეკომენდაციების მომზადება, საჭირო ინფორმაციის მოძიება, სისტემატიზაცია და ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ადამიანური რესურსების შესაძლებლობათა გაზრდის ხელშეწყობა, მათ შორის, მუნიციპალური სერვისების მიწოდების სფეროში, კარგი პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტრანსფერების განაწილებისა და მათი მიზნობრივი გამოყენების თაობაზე, აგრეთვე გათანაბრებითი ტრანსფერის პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადება;

ლ) მუნიციპალიტეტის შექმნის, გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის, შეცვლის ან/და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის წარმოსადგენი წინადადებების მომზადება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების საერთაშორისო, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთობის კოორდინაცია;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მხარდაჭერა პოსტავტორიზაციის პროცესში, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა და მითითებული დაწესებულებების შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/აღჭურვა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის სხვა შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა/ უზრუნველყოფის მხარდაჭერა;

პ) ამ მუხლის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილებების, შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის დელეგირების შემთხვევაში, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელება;

ჟ) მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

რ) ადგილობრივი და უცხოური წყაროებით დაფინანსებული რეგიონული პროგრამებისა და პროექტების კოორდინაცია და მათი შესრულების ეფექტიანობის შეფასება, კომპეტენციის ფარგლებში;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო/პრევენციული ღონისძიებების თაობაზე წინადადებების მომზადება/განხორციელება/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;

ტ) საქართველოს რეგიონებში მეწარმეობის მხარდაჭერის, საინვესტიციო საქმიანობის სტიმულირების, დასაქმების პრობლემების რეგულირების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის წინადადებების შემუშავება, რეგიონული სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმებისა და პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თაობაზე წინადადებების შემუშავება;

უ) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელება;

ფ) მთიან რეგიონებთან დაკავშირებული მდგომარეობის ანალიზი, აგრეთვე მთიანი დასახლებების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების განხილვა;

ქ) მთის კურორტებისა და სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

ღ) მთიანი დასახლებების სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდის მიზნით, წინადადებების შემუშავება;

ყ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების, ტერიტორიული განვითარების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული მმართველობითი სისტემების რეფორმირებისა და ევროპულ პრაქტიკასთან მათი დაახლოების მხარდაჭერა, საუკეთესო პრაქტიკის ეფექტიანი გამოყენებისათვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

შ) ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესსა და ევროპის საბჭოს სხვა ინსტიტუციებთან ურთიერთობის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ჩ) სამინისტროს მიერ, სამინისტროს საქმიანობის სფეროსა და ამოცანების გათვალისწინებით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, შესაბამისი დოკუმენტებისა და ანგარიშების მომზადება, ევროკავშირის სპეციალური პროგრამების ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მოლაპარაკებების წარმოება;

ც) კომპეტენციის ფარგლებში, განვითარების პარტნიორებთან, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;

ძ) სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება/ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაციის მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;

წ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ურთიერთგაგების მემორანდუმების გაფორმება;

ჭ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმართულებით;

ხ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მეშვეობით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ახალი შენობის მშენებლობისა და შენობის სრული რეაბილიტაციის უზრუნველყოფა;

ჯ) არსებობის შემთხვევაში, მართვის პოლიტიკის შემუშავება და რეალიზაცია იმ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებისათვის, რომელთა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილები მართვის უფლებით გადაეცა სამინისტროს (შემდგომში − სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტები);

ჰ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ამოცანების განხორციელება.

3. სამინისტრო უფლებამოსილია, ამ მუხლით დადგენილი საქმიანობის სფეროსა და ამოცანებს მიკუთვნებული საკითხების განხორციელება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრული სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების, აგრეთვე სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მეშვეობი

[https://legali.ge/law/7003416/muxli-2-2/](https://legali.ge/law/7003416/muxli-2-2/)

---

## მუხლი 3. სამინისტროს სისტემა

სამინისტროს სისტემას შეადგენენ სამინისტროს სტრუქტურული ერთეულები (შემდგომში – სტრუქტურული ერთეული), სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები (შემდგომში – სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტები

[https://legali.ge/law/7003416/muxli-3-2/](https://legali.ge/law/7003416/muxli-3-2/)

---

## მუხლი 4. სტრუქტურული ერთეულები

1. სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ბ) ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი;

გ) რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტი;

დ) მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მართვისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტი;

ვ) მთის რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭო;

ზ) მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მონიტორინგისა და სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტი;

თ) საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი;

ი) ეკონომიკური ანალიზის სამსახური;

კ) იურიდიული დეპარტამენტი;

ლ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

მ) ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

ნ) საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის სამსახური;

ო) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტი.

2. სტრუქტურულ ერთეულებში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) სამართლებრივი აქტით შეიძლება, შეიქმნას სამმართველოებ

[https://legali.ge/law/7003416/muxli-4/](https://legali.ge/law/7003416/muxli-4/)

---

## მუხლი 7. სამინისტროს ხელმძღვანელობის ორგანიზება და ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობანი

1. სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც, ერთმმართველობის პრინციპზე დაყრდნობით, საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში, ხელმძღვანელობს სამინისტროს, იღებს გადაწყვეტილებას მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე და ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტებისა და სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქმიანობის წარმართვასა და კოორდინაციას.

2. მინისტრს თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრი უფლებამოსილებას იხსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. მინისტრის საქმიანობას კოორდინაციასა და კონტროლს უწევს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია, თანამდებობიდან გაათავისუფლოს მინისტრი.

3. მინისტრი:

ა) ხელმძღვანელობს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესრულებაზე;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხებსა და აუცილებლობის შემთხვევაში – დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებაზე;

დ) სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად, ამტკიცებს სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხარჯთა ნუსხას, ახორციელებს მათი შესრულების კონტროლს და, აუცილებლობის შემთხვევაში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამტკიცებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხას, სამინისტროსა და მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოხელეთა თანამდებობრივ სარგოებსა და თანამდებობათა დასახელებებს;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში – სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელს; საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელისა და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე;

ზ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, საჯარო სამსახურში იღებს ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასასაქმებელ პირებს;

თ) ადგენს სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სტრუქტურას, სამინისტროსა და მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი დადგენილია ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;

ი) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა გადაწყვეტილებებსა და საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას;

კ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელებას, გამოითხოვს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებსა და ინფორმაციას, აუქმებს ან აჩერებს მათ არამართლზომიერ გადაწყვეტილებებს, ამტკიცებს წლიურ ბალანსს და ნიშნავს დამოუკიდებელ აუდიტორს წლიური ბალანსის შესამოწმებლად;

ლ) საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგენს სამინისტროს დებულების პროექტს;

მ) ამტკიცებს სტრუქტურული ერთეულებისა და სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებებს;

ნ) „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ვადაში საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოუდგენს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხას;

ო) მონაწილეობას იღებს საქართველოს მთავრობის სხდომების მუშაობაში;

პ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სამინისტროს საქმიანობის შესახებ;

ჟ) ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების, სამინისტროს სხვა თანამდებობის პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელის აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საკანონმდებლო აქტებს, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივ აქტებსა და საქართველოს მთავრობის ნორმატიულ აქტებს, აგრეთვე მინისტრის ბრძანებებს, ასევე ძალადაკარგულად ცნობს მითითებულ თანამდებობის პირთა აქტებს, მათი მიზანშეუწონლობის მოტივით;

რ) უზრუნველყოფს საავტომობილო გზების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, განხორციელებას, კოორდინაციასა და კონტროლს, ასევე წყლით უზრუნველყოფის განვითარების, მოსახლეობის წყლით მომარაგების სისტემების დანერგვისა და ხელშეწყობის ღონისძიებათა განხორციელებას;

​ს) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხელს აწერს სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებას;

ტ) საქართველოს მთავრობას წარმოუდგენს წინადადებებს საქართველოს პარლამენტში წარსადგენად, მუნიციპალიტეტის შექმნის, გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის, შეცვლის ან/და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ;

უ) ერთ-ერთ მოადგილეს ავალებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციის განხორციელებას;

ფ) უფლებამოსილია, სამინისტროს თანამდებობის პირთა საქმიანობის სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელება დააკისროს ერთ-ერთ მოადგილეს;

ქ) გამოსცემს ბრძანებებს, კანონის, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტის ან საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე და მათ შესასრულებლად;

ღ) ასრულებს მისთვის კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით დაკისრებულ სხვა ამოცანებს.

4. მინისტრს ჰყავს 6 მოადგილე (მათ შორის, ერთი − პირველი), რომელთაც, მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრის მოადგილეთა უფლებამოსილებანი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

5. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქმიანობას მინისტრის არყოფნისას.

6. მინისტრი თავისი ბრძანებით განსაზღვრავს მოადგილეთა ფუნქციებს, აგრეთვე იმას, თუ სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული რომელი სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქმიანობას გაუწევენ ისინი კოორდინაციასა და ხელმძღვანელობას.

7. მინისტრი უფლებამოსილია, თავისი ბრძანებით შექმნას სათათბირო ორგანოები − კომისიები, საბჭოები და სამუშაო ჯგუფები, რომელთა შემადგენლობა, ამოცანები და მიზნები, საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესი და უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება მინისტრის ბრძანები

[https://legali.ge/law/7003416/muxli-7/](https://legali.ge/law/7003416/muxli-7/)

---

## მუხლი 8. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

1. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება მინისტრს ან კურატორ მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, წყვეტს სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს და პასუხისმგებელია სტრუქტურული ერთეულისათვის დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა შორის და აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;

გ) აკონტროლებს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ერთეულში მომზადებულ დოკუმენტებს ან ახორციელებს მათ ვიზირებას;

ე) წარმოადგენს სტრუქტურულ ერთეულს თავისი მოვალეობების შესრულებისას;

ვ) მინისტრს ან კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, აგრეთვე სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სტრუქტურული ერთეულის ამოცანათა შესასრულებლად;

ი) ასრულებს ამ დებულებითა და სტრუქტურული ერთეულის დებულებით განსაზღვრულ ამოცანებს, აგრეთვე მინისტრის ან/და კურატორი მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სამსახურებრივ დავალებებს.

3. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება, ჰყავდეს მოადგილე (მოადგილეები

[https://legali.ge/law/7003416/muxli-8/](https://legali.ge/law/7003416/muxli-8/)

---

## მუხლი 9. ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტი

ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს კომპეტენციის შესაბამისად, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ქსელის განვითარების, დაპროექტებისა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის საკითხებში, წყალმომარაგების სისტემისა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემის დანერგვისა და განვითარების ხელშეწყობის სფეროში, ადგილობრივი, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხითა და სამინისტროს უფლებამოსილებას მიკუთვნებული სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა-განხორციელების მიზნით, ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია, მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;

ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ სფეროებში განვითარების საშუალო და გრძელვადიანი პროგრამების, პერსპექტიული და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება;

გ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სფეროების განვითარებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, საერთაშორისო დახმარებისა და ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, განვითარების პარტნიორებთან, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებსა და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა;

ე) სამინისტროს სისტემაში შემავალ სუბიექტებზე ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებთან (მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისი ვალდებულებების განხორციელება) დაკავშირებულ საქმიანობაზე კოორდინაციის განხორციელება;

ვ) სამინისტროს მიერ, სამინისტროს საქმიანობის სფეროსა და ამოცანების გათვალისწინებით, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, შესაბამისი დოკუმენტებისა და ანგარიშების მომზადება;

ზ) საჭიროებისამებრ, ევროკავშირის სპეციალური პროგრამების (მათ შორის, ევროკავშირის ერთიანი დახმარების ჩარჩოპროგრამის, საბიუჯეტო და სექტორული დახმარების პროგრამების, ტექნიკური დახმარების პროგრამების, კომპეტენციის ფარგლებში, საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამებისა და სხვა პროგრამების) ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის, მოლაპარაკებების წარმოების, ჩართულობისა და განხორციელების მხარდაჭერა;

თ) ევროკავშირის ინსტიტუციებთან ურთიერთობის ფარგლებში, კომპეტენციის გათვალისწინებით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებზე საზღვარგარეთის ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების შემუშავება/ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება/განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანი პროექტების რეალიზაციის მიზნით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების შემუშავება, ეროვნული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით, წინადადებების შემუშავების პროცესებში მონაწილეობის მიღება;

ლ) საქართველოს კანონმდებლობითა და ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებ

[https://legali.ge/law/7003416/muxli-9/](https://legali.ge/law/7003416/muxli-9/)

---

## მუხლი 10. ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტი

ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების მიერ განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა, კოორდინაცია და ხელშეწყობა ინფრასტრუქტურული პროექტის თითოეულ ეტაპზე;

ბ) ინფრასტრუქტურული პროექტებისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესისა და ინფრასტრუქტურული პროექტებით გათვალისწინებული ცალკეული აქტივობების შესრულების პროგრესის ზედამხედველობა/მონიტორინგი და კოორდინაცია;

გ) ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების ხარისხისა და ვადების დაცვის მონიტორინგი, აგრეთვე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაციის სისრულის, შესაბამისობისა და ვალიდურობის პერიოდული შემოწმება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესახებ წინადადებების/ინიციატივების მომზადება, აგრეთვე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობის განხილვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესის ორგანიზება, ადმინისტრირება და კოორდინაცია, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებული ინიციატივების, დაგეგმარების, შეფასებისა და სათანადო დოკუმენტაციის განხილვასა და შემუშავებაში მონაწილეობა;

ე) ინფრასტრუქტურული პროექტების სრულყოფისა და განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;

ვ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისგან, სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტებისა და სხვა კომპეტენტური უწყებებისგან, უფლებამოსილებების შესრულების მიზნით, საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, სათანადო დოკუმენტაციის გამოთხოვა და ანალიზი;

ზ) სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებთან, სამინისტროს სისტემაში შემავალ და მართვაში არსებულ სუბიექტებსა და სხვა კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობა, საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება;

თ) ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და ცალკეული სამუშაოების შესრულების მდგომარეობის შემოწმება, ანალიზი და შეფასება, მათ შორის, ადგილზე ვიზიტების დაგეგმვა და განხორციელება;

ი) პერიოდული და წლიური ანგარიშების მომზადება და მინისტრისთვის ან კურატორი მინისტრის მოადგილისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენა;

კ) დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მინისტრისთვის ან კურატორი მინისტრის მოადგილისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგენა;

ლ) მომზადებული დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;

მ) საქართველოს კანონმდებლობითა და ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის, კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებ

[https://legali.ge/law/7003416/muxli-10/](https://legali.ge/law/7003416/muxli-10/)

---

## მუხლი 11. რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტი

რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) ევროკავშირის რეგიონული განვითარებისა და გამოთანაბრების პოლიტიკის დაგეგმვის სტანდარტებთან დაახლოების მიზნით, წინადადებების, პოლიტიკის დაგეგმვის დოკუმენტებისა და პროგრამული დავალებების პროექტების მომზადება და მათი განხორციელების მხარდაჭერა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონული პოლიტიკის სრულყოფის შესახებ წინადადებების შემუშავება;

გ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სფეროებში არსებული გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

დ) რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტების შედგენის მეთოდური რეკომენდაციების შემუშავება, რეგიონების თავისებურებათა გათვალისწინებით;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრასა და სტრატეგიული დაგეგმვის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ვ) რეგიონების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო და კერძო სექტორის მიერ მიწოდებული ინიციატივების შესწავლა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ზ) მაღალმთიან რეგიონებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება/ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, კოორდინაცია და მონიტორინგი, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების მომზადების უზრუნველყოფა და განხორციელების კოორდინაცია, აგრეთვე მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პროგრამების შემუშავება/ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

თ) სამინისტროს მიერ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

ი) „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებაზე, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, რეგიონული განვითარების პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და განხორციელების კოორდინაცია;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი და უცხოური წყაროებით დაფინანსებული რეგიონული პროგრამებისა და პროექტების (მათ შორის, საბიუჯეტო და სექტორული დახმარების პროგრამების, ტექნიკური დახმარების პროგრამების) კოორდინაცია და განხორციელების მხარდაჭერა;

მ) საქართველოს კანონმდებლობითა და რეგიონული და მთის განვითარების დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებ

[https://legali.ge/law/7003416/muxli-11/](https://legali.ge/law/7003416/muxli-11/)

---

## მუხლი 12. მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მართვისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი

მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მართვისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) შესაბამისი წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული, აგრეთვე მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტებისა და მიზნობრივი პროგრამების კოორდინაცია;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო/პრევენციული ღონისძიებების თაობაზე წინადადებების მომზადება/განხორციელების კოორდინაცია;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილობრივი რეაბილიტაცია, მხარდაჭერა პოსტავტორიზაციის პროცესში, ავტორიზაციის სტანდარტებთან (ინფრასტრუქტურის ნაწილში) შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა და მითითებული დაწესებულებების შენობებში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის მოწყობა/აღჭურვა, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, აღნიშნული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირებისა და საქმიანობისათვის სხვა შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფა/ უზრუნველყოფის მხარდაჭერა;

დ) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილებების, შესაბამისი მუნიციპალიტეტებისათვის დელეგირების შემთხვევაში, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, დარგობრივი ზედამხედველობის განხორციელება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალ და მართვაში არსებულ სუბიექტებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შორის კოორდინირებული საქმიანობისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებთან მათი კოორდინირებული თანამშრომლობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტის ორგანოებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობისა და ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის სახელმწიფო  ხელისუფლების სხვა ორგანოებთან ურთიერთობების ხელშეწყობა;

თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მართვისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებ

[https://legali.ge/law/7003416/muxli-12/](https://legali.ge/law/7003416/muxli-12/)

---

## მუხლი 13. ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტი

ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) საჯარო ხელისუფლების ადგილობრივ დონეზე ეფექტიანი მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის წარმოსადგენად წინადადებების მომზადება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების, საბიუჯეტო სისტემის დეცენტრალიზაციის, გათანაბრებითი ტრანსფერის პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება;

გ) ამ მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ სფეროებში არსებული გამოცდილების შესწავლა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება/შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

დ) მუნიციპალიტეტის შექმნის, გაუქმების, ადმინისტრაციული ცენტრის დადგენის, შეცვლის ან/და ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შესახებ საქართველოს მთავრობისათვის წარმოსადგენი წინადადებების მომზადება;

ე) მუნიციპალიტეტების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, საჯარო და კერძო სექტორის მიერ მიწოდებული ინიციატივების შესწავლა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების   საერთაშორისო, მათ შორის, ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;

ზ) დეცენტრალიზაციის, ეფექტიანი ტერიტორიული მმართველობის, ადგილობრივ დონეზე კარგი მმართველობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რეკომენდაციების მომზადება, საჭირო ინფორმაციის მოძიება, სისტემატიზაცია და ანალიზი, კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, ადამიანური რესურსების შესაძლებლობათა გაზრდის ხელშეწყობა, მათ შორის, მუნიციპალური სერვისების მიწოდების სფეროში, კარგი პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მოხელეთა სწავლების საკითხების კოორდინაცია;

ი) საქართველოს კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებ

[https://legali.ge/law/7003416/muxli-13/](https://legali.ge/law/7003416/muxli-13/)

---

## მუხლი 14. მთის რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭო

მთის რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოს ამოცანებია:

ა) მთიან რეგიონებთან დაკავშირებული მდგომარეობის ანალიზი, აგრეთვე მთიანი დასახლებების განვითარებასთან დაკავშირებული პროექტების განხილვა;

ბ) მთის კურორტებისა და სამთო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

გ) მთიანი დასახლებების სტრატეგიული მნიშვნელობის გაზრდის მიზნით, წინადადებების შემუშავება;

დ) საქართველოს კანონმდებლობითა და მთის რეგიონების სტრატეგიული განვითარების საკოორდინაციო საბჭოს დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებ

[https://legali.ge/law/7003416/muxli-14/](https://legali.ge/law/7003416/muxli-14/)

---

## მუხლი 15. მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მონიტორინგისა და სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტი

მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მონიტორინგისა და სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნობრივი პროგრამებისა და მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მიმდინარეობაზე მონიტორინგის განხორციელება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტების მიერ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით, სამინისტროს უფლებამოსილების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო/პრევენციული ღონისძიებების მიმდინარეობის მონიტორინგი;

დ) საქართველოს კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტების მიერ განსახორციელებელი პროექტების მონიტორინგისა და სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაციის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებ

[https://legali.ge/law/7003416/muxli-15/](https://legali.ge/law/7003416/muxli-15/)

---

## მუხლი 16. საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტი

საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა, სამინისტროში ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების, სამინისტროს საბიუჯეტო სახსრებისა და საშუალებების დაგეგმვის უზრუნველყოფა;

ბ) სამინისტროს ერთიანი ბიუჯეტის შემუშავება და მისი აღსრულების კოორდინაცია;

გ) სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბიზნესგეგმების პროექტების შესწავლა და ანალიზი;

დ) სამინისტროს მართვაში არსებული სუბიექტების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფაქტობრივად მიღებული მოგების განაწილების თაობაზე წინადადებების, ინვესტიციების დაბანდების, მათ მიერ სესხებისა და კრედიტების აღებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და, სათანადო ანალიზის საფუძველზე, წინადადებების მომზადება;

ე) საქართველოს კანონმდებლობითა და საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებ

[https://legali.ge/law/7003416/muxli-16/](https://legali.ge/law/7003416/muxli-16/)

---

## მუხლი 17. ეკონომიკური ანალიზის სამსახური

1. ეკონომიკური ანალიზის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების საქმიანობის ეკონომიკური ანალიზის განხორციელება;

ბ) სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების სახელმწიფო შესყიდვების პროცესისა და შესყიდვებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა კოორდინაცია;

გ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება;

დ) შესაბამისობის, ეკონომიურობისა და ეფექტიანობის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, კოორდინაციისა და კონტროლის პროცედურების განხორციელება;

ე) სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების სახელმწიფო შესყიდვების პროცესის ეტაპების კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლი;

ვ) სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების სახელმწიფო შესყიდვების პროცესის სრულყოფის მიზნით, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების საერთო კოორდინაცია;

თ) საქართველოს კანონმდებლობითა და ეკონომიკური ანალიზის სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება.

2.  ეკონომიკური ანალიზის სამსახური ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს სამინისტროს სისტემაში შემავალი (საქვეუწყებო დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი) და მართვაში არსებული სუბიექტების მიმარ

[https://legali.ge/law/7003416/muxli-17/](https://legali.ge/law/7003416/muxli-17/)

---

## მუხლი 18. იურიდიული დეპარტამენტი

იურიდიული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და მე-8 მუხლებით გათვალისწინებული სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა განხორციელებაში ხელის შეწყობა;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონპროექტების მომზადების უზრუნველყოფა და, შესაბამისი უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომებში მონაწილეობის მიღება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

დ) სამინისტროს სისტემაში შემავალი სუბიექტების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის კოორდინაცია;

ე) ყველა ინსტანციის სასამართლოში, მათ შორის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სამინისტროს წარმომადგენლობა;

ვ) სამინისტროში შესული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა ან/და განხილვაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელშეკრულებების პროექტების:

ზ.ა) მომზადება/მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ზ.ბ) სამართლებრივი ექსპერტიზის განხორციელება;

თ) საქართველოს კანონმდებლობითა და იურიდიული დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებ

[https://legali.ge/law/7003416/muxli-18/](https://legali.ge/law/7003416/muxli-18/)

---

## მუხლი 19. ადმინისტრაციული დეპარტამენტი

ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა, კორექტირება და სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება;

ბ) სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვისა და მისი დაცვის კონტროლი;

დ) სამინისტროს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;

ე) სამინისტროს შენობა-ნაგებობ(ებ)ის, საინჟინრო სისტემებისა და კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია და ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა;

ვ) სამინისტროს საქმისწარმოების წესის შესაბამისად, სამინისტროში შესული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავებისა და დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;

ზ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;

თ) საქართველოს კანონმდებლობითა და ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებ

[https://legali.ge/law/7003416/muxli-19/](https://legali.ge/law/7003416/muxli-19/)

---

## მუხლი 20. ადამიანური რესურსების მართვის სამსახური

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) ადამიანური რესურსების მართვა;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის/სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობა და დაგეგმვა;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონკურსის ჩატარების ორგანიზება;

დ) შეფასების მეთოდების დანერგვა და პროცესის სრულფასოვანი წარმართვის ორგანიზება;

ე) სამინისტროში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხების, პოლიტიკის/სტრატეგიის, სამინისტროს სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;

ვ) შესასრულებელი სამუშაოს ანალიზის საფუძველზე, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობით, თითოეული თანამდებობისათვის სამუშაო აღწერილობის შემუშავება და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ წინადადებების შემუშავება;

ზ) სამინისტროში სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია;

თ) სამინისტროს თანამშრომლების პროფესიული საჭიროებების განსაზღვრა და ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური სწავლების ან/და სასწავლო პროექტის ხელმძღვანელობა;

ი) სამინისტროში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის დანერგვა და, აღნიშნული მიზნით, თანამშრომლების ცნობიერების ამაღლების პროცესის კოორდინირება;

კ) სამინისტროში კორპორაციული კულტურის განვითარების უზრუნველყოფა;

ლ) საქართველოს კანონმდებლობითა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებ

[https://legali.ge/law/7003416/muxli-20/](https://legali.ge/law/7003416/muxli-20/)

---

## მუხლი 21. საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის სამსახური

საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და განვითარება;

ბ) სამინისტროში ელექტრონული მონაცემთა ბაზების, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, დანერგვა და მათი გამართულად მუშაობა;

გ) საქართველოს კანონმდებლობითა და საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინაციისა და მართვის სამსახურის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებ

[https://legali.ge/law/7003416/muxli-21/](https://legali.ge/law/7003416/muxli-21/)

---

## მუხლი 22. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტი

შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) სამინისტროს სისტემის წინაშე არსებული რისკების იდენტიფიცირება და მათი მართვის ხარისხის შეფასება;

ბ) სამინისტროს სისტემაში არსებული სუბიექტების ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;

გ) სამინისტროს სისტემაში არსებული სუბიექტების აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;

დ) სამინისტროს სისტემის საქმიანობის გაუმჯობესებისა და მისი მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, სამინისტროს სისტემის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება;

ე) სამინისტროს სისტემაში არსებული სუბიექტების ასიგნებების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალური ფასეულობებისა და სხვა საშუალებათა რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის მონიტორინგი, შეფასება, შესაძლო დარღვევებისა და ხარვეზების რისკების განსაზღვრა;

ვ) კანონიერების დაცვის კონტროლსა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმების განხორციელება;

ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებ

[https://legali.ge/law/7003416/muxli-22/](https://legali.ge/law/7003416/muxli-22/)
