„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№129/ნ
სარეგისტრაციო კოდი
270090000.22.022.018907
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქა რთველოს განათლების, მეც ნიერებ ისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №129/ნ

2026 წლის 21 სექტემბერი

ქ.თბილისი

 

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 19/06/2024; სარეგისტრაციო კოდი: 270090000.22.022.018526) პირველი მუხლით დამტკიცებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“:

1. 81 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8​1. დაწყებითი კლასების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება

1. მასწავლებელს, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწყებითი კლასების (I − IV კლასები) კომბინირებულად სწავლების უფლება და დაწყებით საფეხურზე ასწავლის საგანს – ჭადრაკს – შრომის ანაზღაურება დაუანგარიშდება ამ დანართით დადგენილი წესით.

2. მასწავლებელს, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწყებითი კლასების (I − IV კლასები) კომბინირებულად სწავლების უფლება და დაწყებით საფეხურზე ასწავლის საგანს – „მე და საზოგადოება“ – შრომის ანაზღაურება დაუანგარიშდება ამ დანართით დადგენილი წესით.“;

2. მე-10 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წამყვან მასწავლებელს წამყვანი მასწავლებლის ფუნქციის შესრულება შეუძლია მხოლოდ ერთ სკოლაში, რისთვისაც მიეცემა შესაბამისი ფუნქციური დანამატი.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მენტორ მასწავლებელს მენტორი მასწავლებლის ფუნქციის შესრულება შეუძლია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხოლოდ ერთი ტერიტორიული ორგანოს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ერთი ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, რისთვისაც მიეცემა შესაბამისი ფუნქციური დანამატი.“;

3. მე-19 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. წამყვან სპეციალურ მასწავლებელს წამყვანი სპეციალური მასწავლებლის ფუნქციის შესრულება, შეუძლია მხოლოდ ერთ სკოლაში, რისთვისაც მიეცემა შესაბამისი ფუნქციური დანამატი.“;

ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. მენტორ სპეციალურ მასწავლებელს მენტორი სპეციალური მასწავლებლის ფუნქციის შესრულება შეუძლია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთი ტერიტორიული ორგანოს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ერთი ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, რისთვისაც მიეცემა შესაბამისი ფუნქციური დანამატი.“;

 4. 22-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მასწავლებელს, რომელსაც მინიჭებული აქვს მასწავლებლის სტატუსი და ასწავლის იმ საგნობრივ ჯგუფში შემავალ ერთ-ერთ საგანს, რომელშიც ჩაბარებული აქვს შესაბამისი საგნის გამოცდა ან დადასტურებული აქვს საგნობრივი კომპეტენცია ან უდასტურდება დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან აქვს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) ან რომელსაც განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსი, შრომის ანაზღაურება 2027-2028 სასწავლო წლის დაწყებამდე დაუანგარიშდება ამ დანართით დადგენილი წესით საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგანში/საგნებში (გარდა უცხოური ენების საგნობრივ ჯგუფში შემავალი სხვა უცხოური ენების საგნის/საგნებისა და ეთნიკური უმცირესობების ენების მასწავლებლისა). 2027 წლის პირველი იანვრიდან მათი შრომის ანაზღაურების დაანგარიშებისას გათვალისწინებული არ იქნეს ამ დანართის დანართის მე-11 მუხლი.“;

ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. თუ ამ ბრძანების დანართის დანართის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების დაანგარიშების პერიოდისათვის არსებული მასწავლებლის საგაკვეთილო დატვირთვის შესაბამისად გაანგარიშებული მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ოდენობა (გარდა ამ დანართის დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატებისა), მეტია ამ დანართით დადგენილი წესით გაანგარიშებულ ოდენობაზე (გარდა ამ დანართის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანამატებისა), მასწავლებელს მიეცემა ამ დანართის დანართით დადგენილი წესით დაანგარიშებული შრომის ანაზღაურების ოდენობა და დამატებით 200 ლარი 2027 წლის პირველ იანვრამდე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს 2027 წლის პირველი იანვრიდან მიეცემა ამ დანართით დადგენილი წესით დაანგარიშებული შრომის ანაზღაურების ოდენობა და დამატებით 200 ლარი.“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ დანართის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით და მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს:

ა) წამყვანი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციის შესრულების ვალდებულება აქვს მის მიერ შერჩეულ ერთ სკოლაში, თუმცა 2027 წლის 1 იანვრამდე ფუნქციური დანამატი მიეცემა თითოეულ იმ სკოლაში, სადაც დასაქმებულია მასწავლებლად/სპეციალურ მასწავლებლად;

ბ) მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციის შესრულების ვალდებულება აქვს მის მიერ შერჩეულ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთი ტერიტორიული ორგანოს, ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ერთი ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, თუმცა 2027 წლის 1 იანვრამდე ფუნქციური დანამატი მიეცემა თითოეულ იმ სკოლაში, სადაც დასაქმებულია მასწავლებლად/სპეციალურ მასწავლებლად.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2026 წლის 15 სექტემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.09.2026.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №129/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 270090000.22.022.018907.
სად არის „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 19 ივნისის №108/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №129/ნ, 21.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 270090000.22.022.018907 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7003523/