„პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 30 აგვისტოს №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №203 |
|
2026 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ |
| მუხლი 1 |
„პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 30 აგვისტოს №165 ბრძანებით დამტკიცებულ წესში (www.matsne.gov.ge, 05/09/2023, სარეგისტრაციო კოდი: 310150000.54.066.016309) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 31 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საჩვენებელი ფრენა უნდა განხორციელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“; „დ-ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. საჩვენებელი ფრენის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება უფლებამოსილი პირის ვებგვერდზე.“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „5.1 საექსპედიციო ფრენა უნდა განხორციელდეს ამ მუხლის 1-ელი პუნქტის „ა“; „დ-ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დაცვით. საექსპედიციო ფრენის წარმოებამდე უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, საფრენი ადგილის, საექსპედიციო ჯგუფის შემადგენლობისა და ექსპედიციის ხანგრძლივობის მითითებით.“. 2. 151 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) მფრინავის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე კატეგორიის მინიჭების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;“ ბ) „ე“ ქვეპუქნტი ამოღბულ იქნეს; გ) „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიის მოსაპოვებლად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, ასევე, სულ მცირე, 21-კილომეტრიანი მარშრუტის ფრენის დამადასტურებელი ჩანაწერი (ტრეკი). ამ კატეგორიის მოპოვების მსურველი პირის ასაკი განცხადებით მიმართვის დღის მდგომარეობით უნდა შეადგენდეს არანაკლებ 16 წელს; თ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორიების მოსაპოვებლად განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა-დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, ასევე ნაფრენი საათები, ტრეკები, რეზიუმე, ინსტრუქტორის ან პარაგლაიდინგის სფეროში დამსაქმებლის სარეკომენდაციო წერილი/ცნობა და გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია, საგამოცდო და აღიარების კომისიის მოთხოვნის შესაბამისად. დამატებით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კატეგორის მოპოვების მსურველმა უნდა წარმოადგინოს სასწავლო კურსის სილაბუსი. ამ კატეგორიების მოპოვების მსურველი პირის ასაკი განცხადებით მიმართვის დღის მდგომარეობით უნდა შეადგენდეს არანაკლებ 18 წელს.“. 3. მე-16 მუხლის მე-10 პუნქტის: ა) „ი-ლ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) ფრთის პოროსიის (ჰაერგამტარობის) შემოწმება და მონაცემთა დამუშავება ხორციელდება შემდეგი წესით: ი.ა) პოროსიის შემოწმება ხდება ფრთის სამ წერტილში: ცენტრის ნაწილი; შუა ნაწილი; კუთხის ნაწილი; ი.ბ) საშუალო მონაცემი წამებში იანგარიშება ფორმულით: (1+2+3)/3; ი.გ) მფლობელს დამატებით უნდა მიეწოდოს ინფორმაცია ფრთის გამტარობის შესახებ (ლიტრი/მ²/წუთში), რომელიც ითვლება ფორმულით: 5400 გაყოფილი საშუალო მონაცემზე წამებში. კ) პოროსიმეტრით აღებული მონაცემები ფასდება შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით: კ.ა) ფრთის მდგომარეობა – ახალი (New); წამი > 500; ლიტრი/მ²/წუთში < 11; კ.ბ) ფრთის მდგომარეობა – ახალივით (Like new); წამი 200 – 500; ლიტრი/მ²/წუთში 12 – 27; კ.გ) ფრთის მდგომარეობა – კარგი (Good); წამი 70 – 200; ლიტრი/მ²/წუთში 28 – 77; კ.დ) ფრთის მდგომარეობა – საშუალო (Medium); წამი 25 – 70; ლიტრი/მ²/წუთში 78 – 216; კ.ე) ფრთის მდგომარეობა – უვარგისი (Inappropriate); წამი < 25; ლიტრი/მ²/წუთში > 217. ლ) ექსპლუატაციის შეზღუდვები და დამატებითი შემოწმება: ლ.ა) ფრთა, რომლის მაჩვენებელია < 25 წამი (> 217 ლ/მ²/წ), მიიჩნევა უვარგისად და მისი ექსპლუატაცია აკრძალულია; ლ.ბ) თუ ფრთის ასაკი შეადგენს 10 წელს და მეტს ან პოროსიის მაჩვენებელი არის 25-30 წამი (180-216 ლ/მ²/წ), სავალდებულოა ნაჭრის მდგომარეობის შემოწმება სიმტკიცეზე სპეციალური საზომი ხელსაწყოთი - ბეტსომეტრით (Bettsometer).“; ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი: „ფ) ბეტსომეტრით გაზომვის წესი: ფრთის ზედა ნაწილი იჭიმება მრგვალ საგანზე, ნაჭერში შეირჭობა საზომი ნემსი და დაიტვირთება მაქსიმუმ 1 კგ (10N) ძალით, რის საფუძელზეც: ფ.ა) ფრთა მიიჩნევა ვარგისად, თუ ნაჭერმა გაუძლო მინიმუმ 600 გრ (6N) დატვირთვას; ფ.ბ) ფრთის ექსპლუატაცია დაუშვებელია, თუ ნაჭერი დაზიანდა (გაიხა) 600 გრ (6N)-ზე ნაკლებ დატვირთვაზე.“. 4. №2 დანართის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. აკრძალვები პარაპლანით ფრენის პროცესში 1. პარაპლანით ფრენა ნებადართულია მხოლოდ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 დეკემბრის №660 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის“ მიხედვით განსაზღვრულ ფრენისათვის გამაფრთხილებელი არეებში. 2. პარაპლანით ფრენისას აკრძალულია: ა) რაიმე საგნების გადმოყრა ან ნივთიერებების გაფრქვევა; ბ) ფრენა ღრუბლების სიახლოვეს ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად 1000 ფუტზე ნაკლებ მანძილზე და 3 კილომეტრზე ნაკლები ხილვადობის პირობებში; გ) ფრენა ტურბულენტურ და როტორულ ზონებში. 3. პარაპლანის მფრინავი ვალდებულია ფრენისას დაიცვას უსაფრთხო დისტანცია სხვა საჰაერო ხომალდებთან შეჯახების თავიდან აცილების მიზნით. 4. ნებისმიერი ძრავიანი საჰაერო ხომალდი, რომელიც ფრენას ახორციელებს იმავე სივრცეში, ვალდებულია გზა დაუთმოს პარაპლანს, როგორც ნაკლებად მანევრირებად საჰაერო ხომალდს. 5. სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2026 წლის 30 მარტის №61 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესის“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული უპირატესობის მიუხედავად, პარაპლანის მფრინავი ვალდებულია არ შეუქმნას დაბრკოლება საჰაერო ბურთს, ასევე საჰაერო ხომალდს, რომელიც იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში ან ახორციელებს სამძებრო-სამაშველო ოპერაციას. 6. ძრავიანი პარაპლანით ფრენისას პირი ვალდებულია გზა დაუთმოს პარაპლანს ძრავის გარეშე.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 30 აგვისტოს №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 30 აგვისტოს №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 30 აგვისტოს №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 30 აგვისტოს №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.09.2026. მიმღები ორგანო — სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №203. სარეგისტრაციო კოდი — 310150000.54.066.016415.
- სად არის „პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 30 აგვისტოს №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „პარაპლანით ფრენის რეგულირების განმახორციელებელი იურიდიული პირის ზედამხედველობის, პარაპლანით ფრენის უსაფრთხოების, საფრენი ადგილისა და საფრენი ადგილის ოპერატორის სერტიფიცირების, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემის, პარაპლანისა და მისი აღჭურვილობის ვარგისობის დადგენისა და პარაპლანის მფრინავის დაზღვევის წესის დამტკიცების შესახებ” სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2023 წლის 30 აგვისტოს №165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №203, 18.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016415 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7003626/