აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2026 წლის 18 სექტემბერი
აბაშა
აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 მუხლის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული M3 კატეგორიის ავტობუსებით აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს 2 (ორი) ლარის ოდენობით.
2. დამტკიცდეს აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული სამგზავრო გადაყვანის მუნიციპალური ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტები და მოძრაობის განრიგი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
1. ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული M3 კატეგორიის ავტობუსებით აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას უფასოდ მგზავრობის უფლება მიეცეთ მგზავრთა შემდეგ კატეგორიებს:
ა) აბაშის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;
ბ) აბაშის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომის ვეტერანებს;
გ) აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის პროგრამით გათვალისწინებული მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციარებს;
დ) 0-6 წლამდე ბავშვებს;
ე) აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი საჯარო სკოლების მოსწავლეებს;
ვ) „საპატიო აბაშელებს“.
2. ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას შეღავათიანი ტარიფით – 50%-იანი ფასდაკლებით მგზავრობის უფლება მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიებს:
ა) აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების თანამშრომლებს;
ბ) აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლებსა და თანამშრომლებს;
გ) სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით აბაშის მუნიციპალიტეტში პენსიის მიმღებად რეგისტრირებულ ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პენსიონერებს;
დ) აბაშის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს;
ე) აბაშის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს.
მუხლი 3🔗
1. აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანა, მგზავრობის ტარიფის გადახდის სისტემის დანერგვა და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის ტარიფის მოკრება უზრუნველყოს აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულმა პირმა „აბაშის კეთილმოწყობა“ (სნ 422430060) – შემდგომში ა(ა)იპ „აბაშის კეთილმოწყობა“.
2. ა(ა)იპ „აბაშის კეთილმოწყობა“ უფლებამოსილია, ავტობუსებში მგზავრობის ტარიფის გადახდის სისტემის დანერგვის მიზნით, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შეარჩიოს შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი, რომელიც გადახდის სისტემის მოწყობასთან ერთად ასევე უზრუნველყოფს ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული შეღავათით მოსარგებლე პირებისთვის სამგზავრო პლასტიკური ბარათების დამზადებას. ამასთან, ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ პუნქტით გათვალისწინებულ 0-6 წლამდე ასაკის ბავშვებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათი არ გაიცემა.
მუხლი 4🔗
1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრულ პირებზე შესაბამისი სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემა უნდა მოხდეს იმ მონაცემთა ბაზების საფუძველზე, რომელთაც ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით შესაბამისი დაწესებულებებიდან გამოითხოვს ა(ა)იპ „აბაშის კეთილმოწყობა“ ან/და ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ეთხოვოთ შემდეგ დაწესებულებებს:
ა) ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს;
ბ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს;
გ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და ,,ვ“ ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას;
დ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას;
ე) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირი „აბაშის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებელებების გაერთიანებას“;
ვ) ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
მუხლი 5🔗
1. ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის მიერ დამზადებული ბარათის დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით ბარათის გამცემს მიმართავს ბარათის კანონიერი მფლობელი და ბარათის აღდგენისთვის მასვე ეკისრება ბარათის გამცემის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადახდა.
2. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისას (აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი M3 კატეგორიის ავტობუსებით უბილეთოდ მგზავრობა, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა) საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ა(ა)იპ „აბაშის კეთილმოწყობას“ (ს/ ნ: 422430060).
3. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ პირთა კატეგორიისათვის განკუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირებზე გადაცემა ან სხვა პირის მიერ ამ ბარათის გამოყენება მგზავრობის შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის მიზნით წარმოადგენს სამართალდარღვევას და ექვემდებარება ა(ა)იპ „აბაშის კეთილმოწყობის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დაჯარიმებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავდროულად, უფლებამოსილი თანამშრომელი დაუყოვნებლივ იღებს ზომებს უფასო მგზავრობის უფლების მქონე და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირის/პირების სამგზავრო პლასტიკური ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვის მიზნით. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ა(ა)იპ „აბაშის კეთილმოწყობა“ უზრუნველყოფს ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას ბარათის დაბლოკვის მიზნით.
4. ამ დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტი ა(ა)იპ „აბაშის კეთილმოწყობის“ მოთხოვნის მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა) უზრუნველყოფს ბარათის დაბლოკვას. სამგზავრო ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხდება ჯარიმის გადახდამდე. ჯარიმის გადახდის შემდეგ, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე ან ჯარიმის გადახდის თაობაზე სანდო ინფორმაციის მიწოდებისა და გადამოწმების შემდეგ (ა(ა)იპ „აბაშის კეთილმოწყობის“ მიერ) ბარათი ექვემდებარება ავტომატურ, უფასო განბლოკვას.
5. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული უფასო მგზავრობის უფლების მქონე და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა ხორციელდება ა(ა)იპ „აბაშის კეთილმოწყობაზე“ მიმართვის შემდეგ.
მუხლი 6🔗
ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული პირების მიერ (გარდა მოსწავლისა) პლასტიკური ბარათის მისაღებად წარდგენილი უნდა იქნეს სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსწავლის პლასტიკური ბარათის მისაღებად შესაბამისმა პირმა (არასრულწლოვნის შემთხვევაში – კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა მიმართოს ა(ა)იპ „აბაშის კეთილმოწყობას“.
მუხლი 7🔗
1. მგზავრი ვალდებულია რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ტარიფით განსაზღვრული თანხა გადაიხადოს აბაშის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ა(ა) იპ „აბაშის კეთილმოწყობის“ ან მის მიერ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების, ასევე საბანკო პლასტიკური ბარათების მეშვეობით.
2. სამგზავრო პლასტიკური და საბანკო პლასტიკური ბარათით (მათ შორის სახელფასო, საპენსიო და სხვა საბანკო ბარათი), პირველი გადახდიდან 120 წუთის განმავლობაში შესაძლებელია მისი უფასო მრავალჯერადი გამოყენება.
მუხლი 8🔗
1. ა(ა)იპ „აბაშის კეთილმოწყობამ“, ყოველი თვის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო თვის 15 რიცხვისა, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიას წარუდგინოს ინფორმაცია ფაქტობრივად გადაყვანილ (მათ შორის, ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრულ პირთა) მგზავრთა რაოდენობისა და მგზავრობის ტარიფიდან შემოსული თანხების შესახებ.
2. ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული ტარიფებით განსაზღვრული თანხები ჩაირიცხოს ა(ა)იპ „აბაშის კეთილმოწყობის“ ანგარიშზე. მიღებული შემოსავალი მოხმარდეს აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უზრუნველყოფას.
მუხლი 9🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიასონ კიზირია
დანართი
აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროდ განსაზღვრული სამგზავრო გადაყვანის მუნიციპალური ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტები და მოძრაობის განრიგი
№
მარშრუტის N
სატრ. საშუალების რაოდენობა
რეისის რაოდენობა
მგზავრთა გადაყვანის მარშრუტის დღეები
მგზავრთა გადაყვანის მარშრუტი
გასვლის დრო
გასვლის დრო
გასვლის დრო
1
1
1
3
ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
აბაშა-ეწერი-გაღმა კოდორი-კეთილარი-გულეიკარი. - კეთილარი - გაღმა კოდორი - ეწერი - აბაშა.
აბაშა
07:00
13:00
18:15
ეწერი
07:15
13:15
18:30
გაღმა კოდორი
07:40
13:40
18:55
კეთილარი
07:48
13:48
19:03
გულეიკარი
08:00
14:00
19:15
კეთილარი
08:10
14:10
19:25
გაღმა კოდორი
08:18
14:18
19:33
ეწერი
08:40
14:40
19:55
2
2
1
3
ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
აბაშა - ქოლობანი - მარანი - პირველი მაისი - ტყვირი - აბაშა
აბაშა
07:45
14:00
18:15
ქოლობანი
08:00
14:15
18:30
მარანი
08:10
14:25
18:40
პირველი მაისი
08:25
14:40
18:55
ტყვირი
08:35
14:50
19:05
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზების შესახებ“?
- „აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზების შესახებ“ მიღებულია 18.09.2026. მიმღები ორგანო — აბაშის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №33. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.110.016560.
- სად არის „აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზების შესახებ“, №33, 18.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.110.016560 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7003702/