სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის (პროგრამული კოდი 04 06) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის წარჩინებული პროფესიული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 |
|
2026 წლის 18 სექტემბერი ქ. სამტრედია |
|
1. „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის (პროგრამული კოდი 04 06) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარჩინებული მსმენელებისთვის სტიპენდიის გაცემის წესი“ (შემდგომში – „წესი“) განსაზღვრავს, ავტორიზერებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის წარმატებული პროფესიული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის პირობებსა და წესს.
2. წესის მიზანია ავტორიზერებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის სწავლაზე ორიენტირებული, მოტივირებული და წარმატებული პროფესიული სტუდენტებისთვის წახალისება სტიპენდიის გაცემის გზით.
3. დაფინანსება ხორციელდება სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის (პროგრამული კოდი 04 06) ფარგლებში.
წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება/კოლეჯი − იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამები, პროფესიული მომზადების პროგრამები, პროფესიული გადამზადების პროგრამები და სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამები;
ბ) პროფესიული სტუდენტი – პირი, რომელიც სწავლობს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე;
გ) წარჩინებული პროფესიული სტუდენტი – პროფესიული სტუდენტი, რომელსაც აქვს „კარგი“ ან „უმაღლესი“ აკადემიური მოსწრება;
დ) სტიპენდია – სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის ქვეპროგრამის სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის (პროგრამული კოდი 04 06) ფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მიერ წარმატებული სტუდენტისათვის გაცემული ფულადი თანხა.
1. სტიპენდია შეიძლება გაიცეს პროფესიულ სტუდენტზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმს:
ა) არის საქართველოს მოქალაქე;
ბ) განცხადების შემოტანის მომენტისთვის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში რეგისტრირებულია და ცხოვრობს სამტრედიის მუნიციპალიტეტში;
გ) არის ავტორიზერებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის პროფესიული სტუდენტი, სწავლობს მოკლე ციკლის (არაუმეტეს ექვსი თვის ხანგრძლივობის) საგანმანათლებლო პროგრამაზე და ეუფლება შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიას (არ იგულისხმება ანაზღაურებადი საწარმოო პრაქტიკის პერიოდი);
დ) აქვს „კარგი“ ან „უმაღლესი“ აკადემიური მოსწრება.
2. სტიპენდიის მისაღებად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) წერილობითი განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საბანკო რეკვიზიტები;
დ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრაციის და ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ცნობა ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/კოლეჯიდან პროფესიული სტუდენტის სტატუსისა და აკადემიური მოსწრების (ნიშნების ფურცელი) შესახებ ყოველი თვის ბოლოს, არაუგვიანეს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
3. სტიპენდიის ოდენობა დიფერენცირებულია პროფესიული სტუდენტის აკადემიური მოსწრების მიხედვით:
ა) კარგი აკადემიური მოსწრების სტუდენტისთვის ყოველთვიურად 400 (ოთხასი) ლარი;
ბ) უმაღლესი აკადემიური მოსწრების პროფესიული სტუდენტისთვის ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარი.
1. წარმატებულ სტუდენტს სტიპენდია გადაერიცხება წარმოდგენილ საბანკო ანგარიშის ნომერზე.
2. სტიპენდია გაიცემა ყოველთვიურად, სასწავლო წლის განმავლობაში სალექციო კურსის წინა თვის ქულების გათვალისწინებით.
სტუდენტს სტიპენდიის გაცემა უწყდება, თუ:
ა) შეუწყდა ან შეუჩერდა პროფესიული კოლეჯის სტუდენტის სტატუსი;
ბ) შეიცვალა რეგისტრაციის ადგილი.
სტიპენდიის გაცემის ადმინისტრირებას ახორციელებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური), პროფესიული სტუდენტის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და ამ წესით დადგენილი პირობებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
1. სამსახური სტიპენდიის გაცემის საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ VI თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2. სტიპენდიის გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის/მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
აღნიშნულ წესში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის (პროგრამული კოდი 04 06) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის წარჩინებული პროფესიული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის (პროგრამული კოდი 04 06) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის წარჩინებული პროფესიული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის (პროგრამული კოდი 04 06) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის წარჩინებული პროფესიული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის (პროგრამული კოდი 04 06) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის წარჩინებული პროფესიული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 18.09.2026. მიმღები ორგანო — სამტრედიის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №28. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.120.016561.
- სად არის „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის (პროგრამული კოდი 04 06) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის წარჩინებული პროფესიული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „სამტრედიის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის (პროგრამული კოდი 04 06) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის წარჩინებული პროფესიული სტუდენტებისთვის სტიპენდიის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“, №28, 18.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.120.016561 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7003823/