„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ბიზნესის სტიმულირება“ (კოდი: 04 01) ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივლისის N58-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17-67 |
|
2026 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. თანადაფინანსების ობიექტი
1. თანადაფინანსებას ექვემდებარება როგორც პროდუქციის დასამზადებლად საჭირო აღჭურვილობა/მანქანა-დანადგარები/ტექნოლოგია, ისე პროდუქციის დამუშავებისა და დამატებული ღირებულების შექმნისთვის საჭირო სხვა კატეგორიის ობიექტები.
2. თანადაფინანსების ობიექტის შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე იმპორტის გზით. იმპორტის შემთხვევაში თანადაფინანსება ვრცელდება როგორც თანადაფინანსების ობიექტის ღირებულებაზე, ისე მის ტრანსპორტირებასთან და საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებულ ხარჯებზე.“.
2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. საპროექტო განაცხადის განხილვა და თანადაფინანსება
1. თანადაფინანსება გულისხმობს ნაწილობრივ ფინანსურ მხარდაჭერას.
2. მოთხოვნილი თანადაფინანსების თანხის მაქსიმალური მოცულობა თითოეული დაინტერესებული პირისათვის შეადგენს არაუმეტეს 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს.
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ობიექტის თანადაფინანსება განისაზღვრება ობიექტის ღირებულებისა და ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ტრანსპორტირებასთან და საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებული ხარჯების ჯამური ღირებულების შესაბამისად, შემდეგი პროპორციით:
ა) 5 000 ლარის ჩათვლით – ობიექტის ჯამური ღირებულების 90%;
ბ) 5 001 ლარიდან 20 000 ლარის ჩათვლით – ობიექტის ჯამური ღირებულების 85%;
გ) 20 001 ლარიდან 30 000 ლარის ჩათვლით – ობიექტის ჯამური ღირებულების 80%;
დ) 30 001 ლარიდან – ობიექტის ჯამური ღირებულების 70% (თანადაფინანსება არაუმეტეს 50 000 ლარისა).
4. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადი აკმაყოფილებს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, აპარატი საპროექტო განაცხადს განსახილველად უგზავნის კომისიას.
5. თუ წარდგენილი საპროექტო განაცხადი არ აკმაყოფილებს ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს, საპროექტო განაცხადი კომისიას არ ეგზავნება განსახილველად და დაინტერესებულ პირს ეცნობება უარყოფითი პასუხი.
6. თუ მოთხოვნილი თანხა არ აღემატება 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს, საპროექტო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას თანადაფინანსების შესახებ (შესაბამისი ოდენობის მითითებით) და რეკომენდაციას წარუდგენს სამსახურის უფროსს, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
7. საპროექტო განაცხადის დადებითად შეფასების შემთხვევაში, თუ მოთხოვნილი თანხა აღემატება 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარს ან საპროექტო განაცხადით თავდაპირველად მოთხოვნილი თანადაფინანსების თანხა არ აღემატებოდა 25 000 (ოცდახუთი ათას) ლარს, თუმცა ამ წესით დასაფინანსებელი ტრანსპორტირებასთან და საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით, მოთხოვნილი თანადაფინანსების თანხის ჯამურმა ოდენობამ გადააჭარბა 25 000 (ოცდახუთი ათას) ლარს, კომისია თანადაფინანსების შესახებ რეკომენდაციით მიმართავს სამსახურის უფროსს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასთან წარსადგენად. საბოლოო გადაწყვეტილებას თანადაფინანსების თაობაზე იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა.
8. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური, ამ წესის ფარგლებში, პროგრამისთვის „ბიზნესის სტიმულირება“ (კოდი: 04 01) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, უზრუნველყოფს შესაბამისი პროექტის თანადაფინანსებას სამსახურის მოთხოვნის საფუძველზე.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ბიზნესის სტიმულირება“ (კოდი: 04 01) ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივლისის N58-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ბიზნესის სტიმულირება“ (კოდი: 04 01) ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივლისის N58-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 18.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ბიზნესის სტიმულირება“ (კოდი: 04 01) ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივლისის N58-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
- „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ბიზნესის სტიმულირება“ (კოდი: 04 01) ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივლისის N58-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 18.09.2026. მიმღები ორგანო — ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №17-67. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.101.017461.
- სად არის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ბიზნესის სტიმულირება“ (კოდი: 04 01) ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივლისის N58-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის „ბიზნესის სტიმულირება“ (კოდი: 04 01) ფარგლებში მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროექტის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 ივლისის N58-56 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №17-67, 18.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.101.017461 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7003903/