„ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №457 |
|
2026 წლის 18 სექტემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/04/2015, 470000000.10.003.018554) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის („ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა“):
1. მე-4 მუხლის 12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. პროგრამის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა4“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც რეგისტრირებულია საყოველთაო ჯანდაცვის გეგმური ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლად ან „სოფლის ექიმი − პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ − ქვეპროგრამის მიმწოდებელი, რომელთანაც რეგისტრირებულია საყოველთაო ჯანდაცვის გეგმური ამბულატორიული სერვისის მიმღები 18 წლისა და მეტი ასაკის ბენეფიციარი, აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.“. 2. 52 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 52. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის 2026 წლის ბიუჯეტი განისაზღვრება 9,200.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
3. მე-18 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული ტუბერკულოზის, აივ-ინფექციის/შიდსისა და C ჰეპატიტის სკრინინგის მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ ბენეფიციარების ტანდემ-ტესტირება С ჰეპატიტზე, აივ-ინფექციასა/შიდსსა და ტუბერკულოზზე, ხოლო სკრინინგით იდენტიფიცირებული დადებითი შედეგის მქონე პირების შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებსა და მკურნალობაში ჩართვის ხელშეწყობა.“. 4. მე-19 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა4“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა4) პირველად ჯანდაცვაში 3 ინფექციაზე ინტეგრირებული სკრინინგის ფარგლებში, პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო დაწესებულებების ან „სოფლის ექიმი − პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად“ − ქვეპროგრამის მიმწოდებლების მიერ 18 წლისა და მეტი ასაკის ბენეფიციარების სკრინინგი ტუბერკულოზზე, აივ-ინფექციასა/შიდსსა და C ჰეპატიტზე, ხოლო სკრინინგით იდენტიფიცირებული დადებითი შედეგის მქონე პირების შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებსა და მკურნალობაში ჩართვის ხელშეწყობა;“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში შესყიდული ტესტებისა და სახარჯი მასალების გაცემა, მოთხოვნის შესაბამისად, იმ სამედიცინო დაწესებულებებზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებზე/სამსახურებზე, კერძო სამართლის სხვა იურიდიულ პირებზე, რომელთაც აკავშირებს ხელშეკრულება ეროვნულ ცენტრთან, რომლებიც თანხმობას განაცხადებენ პაციენტებისათვის C ჰეპატიტის სკრინინგის უსასყიდლოდ ჩატარებაზე ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალების გამოყენებით, ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე, პირველად ჯანდაცვაში ინტეგრირებული სკრინინგის პროექტებში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებზე; აღნიშნული საქონლის მიწოდება ცენტრის მიერ ხორციელდება რეგიონული/მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების (შემდგომში – სჯდ) მეშვეობით, გეოგრაფიული პრინციპით, სჯდ ცენტრში წარდგენილი მოთხოვნების საფუძველზე;“; გ) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ1) სჯდ ცენტრების ინტეგრირებულ სკრინინგში მონაწილე დაწესებულებების უზრუნველყოფა პროგრამის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული C ჰეპატიტის დიაგნოსტიკისათვის საჭირო სწრაფ-მარტივი ტესტებითა და სახარჯი მასალებით;“. 5. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. პროგრამის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტითა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა4“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება 18 წლისა და მეტი ასაკის მქონე მხოლოდ იმ ბენეფიციარებისათვის ჩატარებული სკრინინგები, რომლებზეც C ჰეპატიტის სკრინინგის ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით, სკრინინგის ჩატარების მომენტისთვის არ არის რეგისტრირებული წინა პერიოდში ჩატარებული C ჰეპატიტის სკრინინგის არცერთი შემთხვევა. სოფლის ექიმისა და ექთნის გუნდის მიერ სკრინინგის ერთობლივად განხორციელების შემთხვევაში, ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა მათზე იყოფა თანაბრად, გაწეული მომსახურების შესაბამისად.“. 6. მე-20 მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 7. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ცენტრი უზრუნველყოფს პროგრამის 26-ე მუხლის მე-5 პუნქტის ფარგლებში შესყიდული B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენის (HBsAg) განმსაზღვრელი ტესტების მიწოდებას სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებზე/სამსახურებზე, რომელთაც აკავშირებს ხელშეკრულება ცენტრთან, რომლის მიხედვითაც ახორციელებს სერვისის მიწოდებას ჰოსპიტალიზებული პაციენტებისა და სკრინინგ-აქციებში ჩართული ბენეფიციარებისთვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე, რომლებიც თანხმობას განაცხადებენ პაციენტებისათვის B ჰეპატიტის სკრინინგის უსასყიდლოდ ჩატარებაზე დადგენილი 6-თვიანი ინტერვალის დაცვით, ცენტრის მიერ გადაცემული ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალების გამოყენებით და უზრუნველყოფენ ჩატარებული სკრინინგის მონაცემების B ჰეპატიტის ელექტრონულ მოდულში რეგისტრაციას, მისი ჩატარებიდან არაუგვიანეს 24 საათში. აღნიშნული საქონლის მიწოდება ცენტრის მიერ ხორციელდება რეგიონული/მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების მეშვეობით, გეოგრაფიული პრინციპით, სჯდ ცენტრში წარდგენილი მოთხოვნების საფუძველზე.“. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №457. სარეგისტრაციო კოდი — 470000000.10.003.026007.
- სად არის „ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №169 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №457, 18.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.026007 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7004194/