ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციაში შემავალი „ნეძვის აღკვეთილის“ ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.03.2007
ძალის დაკარგვა 25.07.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №300
სარეგისტრაციო კოდი 360.060.000.22.023.010.172
გამოქვეყნების წყარო სსმ, 48, 05/04/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,228 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.03.2007 მიღება
25.07.2012 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციაში შემავალი „ნეძვის აღკვეთილის“ ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:45.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:.5in 45.35pt .5in 45.35pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.060.000.22.023.010.172 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №300 2007 წლის 29 მარტი ქ. თბილისი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციაში შემავალი „ ნეძვის აღკვეთილის“ ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ დამტკიცების შესახებ „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის „ ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციაში შემავალი „ ნეძვის აღკვეთილის“ ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. ტყეშელაშვილი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალში შემავალი „ ნეძვის აღკვეთილის“ დროებითი რეგულირების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. „ დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბებისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 28 ივლისის №447 დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, დროებით საზღვრებში დამტკიცდა “ნეძვის აღკვეთილი“ ბორჯომის სატყეო მეურნეობის ახალდაბის, რველისა და ნეძვის სატყეოების ბაზაზე. ნეძვის აღკვეთილის დაარსების მთავარი მიზანია კავკასიური სოჭის კორომებისა და ფოცხვერის დაცვა-შენარჩუნება. 2. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალში შემავალი ნეძვის აღკვეთილის დროებითი რეგულირების წესი წარმოადგენს „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება ნეძვის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ნეძვის აღკვეთილის დაშვებული და აკრძალული საქმიანობით განსაზღვრული და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს.     მუხლი 2🔗. ნეძვის აღკვეთილის დროებითი რეგულირების წესების რეგულირების სფერო ნეძვის აღკვეთილის დროებითი რეგულირების წესები არეგულირებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციისათვის ბორჯომის ადმინისტრაციული რაიონის საზღვრების ფარგლებში 8992 ჰექტარ ფართობზე ნეძვის აღკვეთილში არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს.     მუხლი 3🔗. ნეძვის აღკვეთილის დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი მიზნებია: ა) ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსების გამოყენების, აგრეთვე, საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგების გზით უზრუნველყოს ნეძვის აღკვეთილის დაფუძნება და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციისათვის სამართავი მექანიზმის ჩამოყალიბება; ბ) ნეძვის აღკვეთილში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მეშვეობით ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლებისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდისათვის ხელშეწყობა. 2. დროებითი რეგულირების წესის ძირითადი ამოცანებია: ა) ხელი შეუწყოს ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიის ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამორჩეული, ბუნებრივი და სახეცვლილი უბნების დაცვასა და აღდგენას; ბ) უზრუნველყოს ნეძვის აღკვეთილის ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, განსაკუთრებით – საფრთხის წინაშე მყოფ მცენარეთა და ცხოველთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება; გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე; დ) ნეძვის აღკვეთილის ფარგლებში უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა; განათლებისა და მეცნიერული კვლევა- ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა; ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტებისა და ძეგლების დაცვა; წყლის ობიექტების ბუნებრივი ბიოეკოლოგიური რეჟიმის დაცვა; ე) უზრუნველყოს ნეძვის აღკვეთილის მთავარი მიზნით განსაზღვრული კავკასიური სოჭის კორომების, ფოცხვერის საბინადრო გარემოს დაცვა, აღდგენა და შენარჩუნება და ამ მიზნით ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე ხელუხლებელი მონაკვეთების (უბნები) გამოყოფა.     მუხლი 4🔗. ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიის მდებარეობა 1. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალში ნეძვის აღკვეთილის ტერიტორია მოიცავს საქართველოს სატყეო მეურნეობის დეპარტამენტის ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობის გამგებლობაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს საერთო ფართობით 8992 ჰა, მათ შორის, ამავე სატყეო მეურნეობის სატყეოების (სატყეო უბნებისა) და კვარტლების მიხედვით: ა) ნეძვის სატყეო კვ. № 1 – 42 კვარტლის ჩათვლით, საერთო ფართობი 5922 ჰა; ბ) ახალდაბის სატყეო კვ. № 10,11,15-34 ჩათვლით, საერთო ფართობით 2526 ჰა; გ) რველის სატყეო კვ. № 14,15,21,22,23 ჩათვლით, საერთო ფართობი 544 ჰა. 2. ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიის შიგნით მდებარეობს საზაფხულო დასახლება ნეძვი, რომელიც ეკუთვნის ახალდაბის საკრებულოს.     მუხლი 5🔗. ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია 1. ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაცია ეფუძნება „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ დაცული ტერიტორიების ზონირებას, რომლის შესაბამისად დაცული ტერიტორიის თითოეული კატეგორიის კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში შეიძლება მოეწყოს (გამოიყოს) ამავე კანონით განსაზღვრული ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონა/ზონები. 2. „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად აღკვეთილში ცოცხალი ორგანიზმების, ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დასაცავად საჭიროა ადამიანის მხრიდან სპეციალური აღდგენითი და მოვლითი ღონისძიებები და შესაძლებელია მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი რესურსის მოხმარება. 3. მკაცრი კონტროლის პირობებში განახლებადი ბუნებრივი რესურსების მოხმარების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს ნეძვის აღკვეთილის მთავარი მიზნის განხორციელებისათვის აუცილებელი ხელისშემწყობი პირობები.     მუხლი 6🔗. ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიის ზონირება ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე იქნება ერთი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონა – ბუნების მართვადი დაცვის ზონა. ბუნების მართვადი დაცვის ზონაში განისაზღვრება განსაკუთრებით დაცული (უბნები) ტერიტორიები, სადაც იკრძალება ტყის მერქნითი რესურსებით სარგებლობა.     მუხლი 7🔗. ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიის ბუნების მართვადი დაცვის ზონა 1. ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიის ბუნების მართვადი დაცვის ზონა „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ეწყობა ბუნებრივი გარემოს დაცვის, მოვლა-პატრონობისა და აღდგენის, აგრეთვე მანიპულაციური მეცნიერული კვლევის, ტურიზმისა და საგანმანათლებლო საქმიანობისათვის. ბუნების მართვადი დაცვის ზონის მოწყობის ძირითადი მიზანია აგრეთვე: ა) ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნება; ბ) ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე არსებული ეკოსისტემებისა და მის ფარგლებში გავრცელებულ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების კონსერვაცია და აღდგენა; გ) ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიის ჰიდროლოგიური სისტემის დაცვა და მონიტორინგი; ტყის ეკოსისტემების დაცვა და აღდგენა. 2. ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე ბუნების მართვადი დაცვის ზონა მოეწყობა ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიის საერთო ფართობს მიკუთვნებული სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე – საერთო ფართობით 8992 ჰექტარი. 3. ბუნების მართვადი დაცვის ზონაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელიც არ არის დაშვებული ამ მუხლის მე-4 პუნქტით. 4. ბუნების მართვადი დაცვის ზონაში დაშვებულია მხოლოდ: ა) არამანიპულაციური და მანიპულაციური სამეცნიერო კვლევა; ბ) საგანმანათლებლო საქმიანობა; გ) ეკოტურიზმი; დ) აღდგენითი ღონისძიებების განხორციელება; ე) სტიქიური უბედურების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტომოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილება; ვ) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოება; ზ) საკადასტრო სამუშაოთა განხორციელება; თ) ბუნების მართვადი დაცვის ზონის კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვის რეჟიმისათვის აუცილებელი ღონისძიებების განხორციელება (ბუნების მართვადი დაცვის ზონის ფიზიკური დაცვა); ი) უმოტორო ტრანსპორტით გადაადგილება; კ) ვიზიტორთა ყოფნა და გადაადგილება; ლ) მიმდებარე საკრებულოებში შემავალი დასახლებული პუნქტების მოსახლეობის საჭიროებისათვის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით ტრადიციული სარგებლობა იმ უბნებზე, რომლებსაც „ ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების პროექტის განხილვის შესახებ საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობის ტყის მეურნეობის ორგანიზაციისა და განვითარების 1997-2007 წლების პერიოდისათვის შედგენილი პროექტით“ მინიჭებული აქვთ სასოფლო-სამეურნეო სავარგულის კატეგორია; მ) სააღრიცხვო სამუშაოების განხორციელება.     მუხლი 8🔗. ტყის რესურსებით სარგებლობა ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე 1. ნეძვის აღკვეთილში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებზე მიმდებარე საკრებულოებში შემავალი დასახლებული პუნქტების მოსახლეობის საჭიროებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაიშვება: ა) ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობა; ბ) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით სარგებლობა; გ) ხის მეორეხარისხოვანი მასალებით სარგებლობა; დ) სანიტარიული და სპეციალური ჭრების შედეგად მიღებული მერქნით სარგებლობა. 2. ნეძვის აღკვეთილში არსებულ მიწებზე (ტყით დაფარულ ფართობებზე) სანიტარიული ჭრის ჩატარებისას უპირატესად უნდა გაიცეს სტიქიით მოთხრილ-მოტეხილი, დაავადებული და ზეხმელი ხეები. ამასთან: ა) სანიტარიული ან/და სპეციალური ჭრის შედეგად ტყიდან გამოზიდული მერქნის ყოველწლიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3500 (სამიათას ხუთასი) კუბურ მეტრ საშეშე მერქანსა და 500 (ხუთასი) კუბურ მეტრ სამასალე მერქანს; ბ) დაცულ უნდა იქნეს „ ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების და წყლის სასმელი ადგილების დაცვის თაობაზე; გ) ნეძვის აღკვეთილში იყოფა განსაკუთრებით დაცული მონაკვეთები (უბნები), სადაც იკრძალება სპეციალური ჭრის ჩატარება. განსაკუთრებით დაცული (უბნები) ტერიტორიები მოიცავს ნეძვის აღკვეთილის 1578 ჰა ფართობს, სადაც შედის ნეძვის აღკვეთილის დროებითი რეგულირების წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული ნეძვის სატყეოს №16, 36, 37, 38, 39, 40, 41, 42, კვარტლები – საერთო ფართობი 1192 ჰა და ახალდაბის სატყეოს № 24, 30, 31 კვარტლები – საერთო ფართობი 386 ჰა.     მუხლი 9🔗. მიწათსარგებლობა ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში იკრძალება მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა.     მუხლი 10🔗. ცხოველთა სამყაროს დაცვა ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე 1. ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე ცხოველთა სამყაროს დაცვა ხორციელდება განსაზღვრული რეჟიმის შესაბამისად – „ ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ცხოველთა სამყაროს დაცვის მოთხოვნათა საფუძველზე. 2. ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიის ბუნების მართვადი დაცვის ზონებში აკრძალულია ნადირობა და აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობა. 3. ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიის ბუნების მართვადი დაცვის ზონაში სტიქიური უბედურებისა და კატასტროფის სალიკვიდაციო ღონისძიებათა განხორციელების ფარგლებში საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების სახეობათა გადარჩენის, გენოფონდის რეზერვატის შექმნა ან ვეტერინარული მიზნით გარეული ცხოველების დაჭერა ხორციელდება „ ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. 4. მკაცრი კონტროლის პირობებში დაშვებულია ლიმიტირებული სპორტული და სამოყვარულო თევზაობა.     მუხლი 11🔗. დაშვებული საქმიანობის განვითარების ინტეგრალური პროგრამები 1. „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ინტეგრალური განვითარების პროგრამით განისაზღვრება კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში დაშვებული საქმიანობის განვითარების შემდეგი ინტეგრალური პროგრამები: ა) დაცვის პროგრამა; ბ) ვიზიტორთა პროგრამა; გ) კვლევისა და მონიტორინგისა და კონსერვაციის პროგრამა; დ) ეკოლოგიური განათლების პროგრამა; ე) დამხმარე ზონის პროგრამა. 2. დაცვის პროგრამის მიზანია ნეძვის აღკვეთილის ეკოლოგიური წონასწორობის მდგრადი შე­ნარ­ჩუნება. ნეძვის აღვეთილის ეფექტიანი კონტროლისა და დაცვისათვის აუცილებელია შესასვლელში საგუშაგოს აშენება, ავტომანქანით აღჭურვა, ასევე აღკვეთილის შიდა ტერიტორიის კონტროლისათვის სა­ჭი­როა ტერიტორიაზე აიგოს თავშესაფრები, რომ­ლებ­­საც მცვე­ლე­ბი ღამის სათევად გამოიყენებენ. დაცვის პროგრამა მოიცავს: ა) საზღვრების დემარკაცია – აღკვეთილის საზღვრების მარკირება აუცილებელია მი­წის მფლობელობასთან დაკავშირებული შესაძლო კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად, კონტ­როლისა და დაცვის გასაძლიერებლად. კონფლიქტური მონაკვეთები დ. ახალდაბასა და სოფ. კორტანეთს ესაზღვრება. მარ­კი­რე­ბი­სათვის გამოიყენება სხვადასხვა ნიშნები (საინ­ფორ­მაციო და­ფები, სასაზღვრო ბოძები და სხვა); ბ) მცველთა თავშესაფრების მოწყობა მცველთა ერთოთახიანი თავშესაფრები კეთილმოეწყობა აუ­ცი­ლებელი ავეჯით და ღუ­მე­ლით. გარეთ მოეწყობა საპირფარეშოები და წყალგაყვანილობა; გ) ხერგილების მოწყობა და კონტროლი – ტერიტორიის კონტროლი და სხვა სახის საქმიანობა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ფეხით, ცხე­ნე­ბით და ავტო-მოტო სატრანსპორტო საშუალებებით; დ) აღკვეთილის ტერიტორიის დასუფთავება (მდ. ნეძურას კალაპოტის ჩათვლით) – ეს საქმიანობა უნდა განხორციელდეს აღკვეთილის მცვე­ლე­ბი­სა და დაქირავებული მუშახელის მიერ. ნაგავი გატანილ უნდა იქნეს აღკვეთილის გარეთ, სპე­ცია­ლუ­რად გამოყოფილ ნაგავსაყრელ ადგილას; ე) საგუშაგოს მოწყობა – საგუშაგო დაი­ცავს და გააკონტროლებს აღკვეთილის მთავარ შესასვლელს. შენობა სათა­ნა­დოდ აღიჭურვება (გენერატორით და სხვ.) და მოეწყობა 4 მცველისათვის. საგუშაგოს საცხო­ვრე­ბელი ფართია 100 მ​2 (ორი საძინებელი, სამზარეულო, პატარა სამუშაო ოთახი და სააბაზანო). საგუშაგოზე იმო­რი­გე­ვებს 2 მცველი. 3. ვიზიტორთა პროგრამის მიზანია ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიის რეკრეაციული რესურსების სრულად და ეფექტიანად გამოყენებისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა. 4. კვლევისა და მონიტორინგის პროგრამის მიზანია სამეცნიერო კვლევითი და გარემოს მონიტორინგის სამუშაოთა კოორდინირებისა და ხელშეწყობის გზით ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიის ბუნებრივი ეკოსისტემების მდგრადი დაცვისათვის საბაზისო სამეცნიერო ინფორმაციის მოპოვება. კვლევისა და მონიტორინგის პროგრამა მოიცავს: ა) ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე ტყის შემქმნელი ძირითადი მერქნიანი მცენარეების სახეობათა ცვლის ბუნებრივი პროცესის, ნახანძრალებზე ტყის ბუნებრივი და ხელოვნური განახლებისა და ტყის უბნებში არსებულ ეკოსისტემებში მიმდინარე პროცესების შესწავლას; ბ) ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგად დეგრადირებული ადგილებისა და ხშირად გამოყენებადი მონაკვეთების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებასა და მათზე დაკვირვებას (მონიტორინგს); გ) ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე შესაბამისი ინვესტიციების ფარგლებში ფლორისა და ფაუნის ინვენტარიზაციას; დ) სატყეო პათოლოგიური გამოკვლევების და მონიტორინგის ჩატარებას; ე) მუდმივი სანიმუშო ფართობების მოწყობა მონიტორინგის მიზნით; ვ) ცხოველთა სამყაროს რიცხოვნობის დადგენის მიზნით, მარშურუტების შედგენას. 5. ეკოლოგიური განათლების პროგრამის მიზანია საინფორმაციო მონაცემთა ბაზის შექმნა ვიზიტორებისა და აგრეთვე ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიის მიმდებარე ზონაში ეკოლოგიური განათლების დასანერგად. ეკოლოგიური განათლების პროგრამა მოიცავს: ა) ნეძვის აღკვეთილის პოპულარიზაციის, მისი მიზნებისა და ამოცანების წარმოსაჩენად ვიზიტორებისა და ადგილობრივი მოსახლეობისათვის აქტიური საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიებების განხორციელებას; ბ) ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიაზე დასაქმებულ მუშაკთა აქტიურ მონაწილეობას ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიის მიმდებარე ზონაში გამართულ სხვადასხვა საზოგადოებრივ ღონისძიებებში. 6. დამხმარე ზონის პროგრამის მიზანია ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიის მიმდებარე დასახლებულ პუნქტებში ნეძვის აღკვეთილის დაცვის ამოცანებთან მისადაგებული მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. უმთავრესი მიზანია ბიო­მრა­ვალ­ფეროვ­ნების დაცვის ამოცანებისა და დამხმარე ზონის ეკონომიკური განვითარების ურ­თიერთ­შეხამება. ასევე შესაბამისი ინვესტიციების ფარგლებში მიმდებარე სოფლებისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებების, სათემო საბჭოების, კომუნალური ინფრასტრუქტურისა და გზების მოწესრიგება.     მუხლი 12🔗. ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვა და აღდგენა ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვა და აღდგენა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.     მუხლი 13🔗. ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიის მართვა ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიის მართვას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის „ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის“ მეშვეობით.     მუხლი 14🔗. ადგილობრივი მოსახლეობისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა მონაწილეობა ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიის მართვასა და განვითარებაში ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიის მართვასა და განვითარებაში ადგილობრივი მოსახლეობისა და საზოგადოებრიობის წარმომადგენელთა მონაწილეობის წესი განისაზღვრება “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.     მუხლი 15🔗. პასუხისმგებლობა ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიის დაცვისა და გამოყენების რეჟიმის დარღვევისათვის ნეძვის აღკვეთილის ტერიტორიის დაცვისა და გამოყენების საქართველოს კანონმდებლობითა და ინტეგრალური განვითარების პროგრამით დადგენილი რეჟიმის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა დგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 16🔗. დრობითი რეგულირების წესის მოქმედების ვადა დრობითი რეგულირების წესის მოქმედების ვადა ძალაშია ნეძვის აღკვეთილის ახალი სამენეჯმენტო გეგმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებამდე.     მუხლი 17🔗. „ნეძვის აღკვეთილის“ ტერიტორიის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის გამგებლობაში გადაცემა „ ნეძვის აღკვეთილის“ ტერიტორიის ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაციის გამგებლობაში გადაცემის მომენტად ითვლება ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობასთან გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების ოქმი.     მუხლი 18🔗. განვითარების დაგეგმვა ნეძვის აღკვეთილის განვითარების დაგეგმვა ხორციელდება „ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და იგი საქართველოს დაცული ტერიტორიების დაგეგმვისა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განვითარების დაგეგმვის ერთიანი სისტემის ნაწილია.     მუხლი 19🔗. ჰიდრომეტეოროლოგიურ, გეოდეზიურ და კარტოგრაფიულ სამუშაოთა წარმოება ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოდეზიური და კარტოგრაფიული ღონისძიებების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესასრულებელი სამუშაოები უნდა აისახოს ნეძვის მენეჯმენტის გეგმის მონიტორინგისა და კადასტრის ინტეგრალური განვითარების პროგრამებში.     მუხლი 20🔗. დროებითი რეგულირების წესში ცვლილებების და დამატებების შეტანა დროებითი რეგულირების წესში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.