ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
|
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2026 წლის 21 სექტემბერი ქ. ნინოწმინდა |
|
2. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან.
3. საკუთარი ფუნქციების განხორციელებისას საკრებულოს აპარატი წარმოადგენს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
2. აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით, საკრებულოს აპარატის შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესებით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.
1. საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების ორგანიზება, აგრეთვე საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარების უზრუნველყოფა.
2. საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმების პროექტების, სხდომაზე განსახილველი საკითხების და ამ საკითხებთან დაკავშირებული შესაბამისი მასალების მომზადება.
3. ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან.
4. ორგანიზაციული მომსხაურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში.
5. საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე ოქმების წარმოების უზრუნველყოფა.
6. ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას.
7. ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა. საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე.
8. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირი – საკრებულოს აპარატის უფროსი.
2. საორგანიზაციო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება
II რანგი – მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – განყოფილების უფროსი;
III რანგი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საორგანიზაციო საკითხებში;
3. III რანგი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – იურიდიულ საკითხებში;
4. III რანგი – პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის საკითხებში.
2. აპარატის უფროსი:
ა) უძღვება აპარატის საქმიანობას;
ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს აპარატის დებულების და საშტატო ნუსხის პროექტებს;
გ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს და აპარატის შინაგანაწესს;
დ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს აპარატის მოსამსახურეთა შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს აპარატის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ვ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ზ) ორგანიზებას უწევს საკრებულოს ურთიერთობას მერიასთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
თ) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ დავალებებს;
ი) ახორციელებს საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციასა და კანონით დადგენილი წესით მათ გამოქვეყნებას;
კ) ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მისაღები ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;
ლ) უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილეების დავალებათა შესრულებას.
3. აპარატის უფროსი წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე.
4. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.
5. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე.
6. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით, აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის განყოფილების უფროსი.
ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ბ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმულ წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას დასაკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ავტორიზებულ ელექტრონულ პროგრამაში (https://publish.matsne.gov.ge) რეგისტრაციას და სათანადო წესით გამოქვეყნებას;
გ) ორგანიზაციას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას;
დ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;
ე) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;
ვ) ახდენს ინიციირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას;
ზ) უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას;
თ) საკრებულოს ორგანოების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიური სამუშაო გეგმის პროექტს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას;
ი) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან;
კ) უზრუნველყოფს საკრებულოს საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებას.
ლ) ორგანიზაციას უწევს პრეს–კონფერენციების, ბრიფინგების, ,,მრგვალი მაგიდების’’, ჟურნალისტებთან შეხვედრების ჩატარებას;
მ) ახდენს საკრებულოს შესახებ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქებული მასალების და პუბლიკაციების ანალიზს;
ნ) ახდენს ჟურნალისტების აკრედიტაციას, უზრუნველყოფს მათ დასწრებას საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომებზე, უზრუნველყოფს მათთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნას;
ო) უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და აპარატის უფროსის დავალებათა შესრულებას;
პ) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;
ჟ )ასრულებს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
2. ორგანიზაციულად უზრუნველყოფს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს სხდომებზე, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას.
3. ორგანიზებას უწევს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს სხდომებზე, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომებზე პირთა მოწვევას და გაფრთხილებას, ახდენს მათ რეგისტრაციას.
4. ორგანიზებას უწევს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას.
5. ხელს უწყობს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში.
6. აწარმოებს ინიციირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას.
7. საკრებულოს კომისიების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიური სამუშაო გეგმის პროექტს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას.
8. ახორციელებს თანამდებობის პირებისა და აპარატის მოსამსახურეთა მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
9. უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს კომისიების დავალებათა შესრულების კონტროლს.
10. ახორციელებს საკრებულოს გასვლითი სხდომების საორგანიზაციო-ტექნიკურ უზრუნველყოფას.
11. ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრას მოსახლეობასთან.
12. უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის, საკრებულოს თანამდებობის პირის მიერ მოქალაქეებთან შეხვედრისას დაფიქსირებული საკითხების აღრიცხვას.
13. უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და აპარატის უფროსის დავალებათა შესრულებას.
14. ასრულებს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
2. ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების სისტემატიზაციას, აკონტროლებს მათ შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასთან, საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ.
3. ამზადებს საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და ახორციელებს მათ რეგისტრაციას.
4. ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას.
5. უწევს მეთოდურ დახმარებას საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს სამუშაო ჯგუფებს და საკრებულოს წევრებს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში.
6. წარმოადგენს და იცავს თვითმმართველი ერთეულის (საკრებულოს) ინტერესებს სასამართლოში.
7. ახორციელებს საკრებულოს აპარატის მუშაობასთან დაკავშირებული ხელშეკრულებების და სხვა დოკუმენტების მომზადებას, შესწავლასა და აღრიცხვას.
8. განიხილავს მოქალაქეთა საჩივრებს.
9.ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილეების, საკრებულოს სხვა თანამდებობის პირების და აპარატის უფროსის სამსახურებრივ დავალებებს.
10. ასრულებს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
2. უზრუნველყოფს საკრებულოს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის შემუშავებას, ადამიანური რესურსების მართვას და ადმინისტრირებას.
3. საკრებულოს სახელზე შემოსული წერილების, განცხადებების და სხვა დოკუმენტაციის აღრიცხვას, მათ ანოტირებას, სარეკვიზიტო და დოკუმენტურ გაფორმებას, ადრესატისადმი გადაცემას, კორესპოდენციის გადაგზავნას, საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას.
4. აკონტროლებს კორესპონდენციის მოძრაობას და საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადების დაცვას.
5. აფორმებს და აღრიცხავს შემოსულ დოკუმენტებზე საკრებულოს წევრთა და თანამდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შესასრულებლად.
6. უზრუნველყოფს საკრებულოში საჯარო მოსამსახურეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია, დახურული, შიდა და გამარტივებული საჯარო კონკურსის ჩატარების ორგანიზებას.
7. ამზადებს შრომით ხელშეკრულებებს.
8. უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარესთან/მოადგილეებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზებას.
9. უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და აპარატის უფროსის დავალებათა შესრულებას.
10. ასრულებს მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
2. აპარატის თანამდებობრივ ინსტრუქციებს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. საკრებულოს აპარატის რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე.
3. რეორგანიზაცია ხორციელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 21.09.2026. მიმღები ორგანო — ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №23. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.142.016395.
- სად არის „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“, №23, 21.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.142.016395 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7005068/