„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №306 |
|
2026 წლის 1 ოქტომბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დანართი №III-051 და დანართი №III-052 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 2. 53-ე მუხლის 21 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) 9.1.1 და 9.2.1 სტრიქონები ივსება საფ-ის კორექტირებისას: დ.ა) 9.1.1 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა კორექტირების საფ-სა და კორექტირების საფ-ის დღგ-ის თანხებს შორის დადებითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (ზრდა)); დ.ბ) 9.2.1 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა კორექტირების საფ-სა და კორექტირების საფ-ის დღგ-ის თანხებს შორის უარყოფითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (შემცირება)).“. 3. 531 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ელექტრონული ფორმის დანართი №III-051 ფორმის საფ-ში კორექტირების შემთხვევაში მიეთითება კორექტირების შემდეგ არსებული მონაცემები. ამასთან: ა) 7.1 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა კორექტირების საფ-სა და კორექტირების საფ-ის დღგ-ის თანხებს შორის დადებითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (ზრდა)); ბ) 7.2 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა კორექტირების საფ-სა და კორექტირების საფ-ის დღგ-ის თანხებს შორის უარყოფითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (შემცირება)).“. 4. დანართი №III-091 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. 5. 58-ე მუხლის 21 პუნქტის „გ“ ქვეპუქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) 9.2.1 და 9.3.1 სტრიქონებში აისახება მონაცემები ნსაფ-ის კორექტირებისას: დ.ა) 9.2.1 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა კორექტირების ნსაფ-სა და კორექტირების ნსაფ-ის დღგ-ის თანხებს შორის დადებითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (ზრდა)); დ.ბ) 9.3.1 სტრიქონში მიეთითება პირველად/წინა კორექტირების ნსაფ-სა და კორექტირების ნსაფ-ის დღგ-ის თანხებს შორის უარყოფითი სხვაობა (სულ კორექტირების თანხა (შემცირება)).“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2026 წლის 1 ნოემბრიდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.10.2026.
- როდის იქნა მიღებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.10.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №306. სარეგისტრაციო კოდი — 200090000.22.033.018058.
- სად არის „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.10.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №306, 01.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.018058 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7005117/