„2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№128/ნ
სარეგისტრაციო კოდი
470.230.000.22.035.010.182
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 49, 10/04/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.010.182

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ბრძანება №128/ნ

2007 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

,,2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მეორე პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრანებ:

 მუხლი 1. ,,2007 წლის ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 7 თებერვლის №40/ნ ბრძანების (სსმ III, 2007 წ., 8 თებერვალი, №18, მუხ. 210) პირველ პუნქტს დაემატოს ,,თ“ ქვეპუნქტი:

,,თ) ვეტერანთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა (დანართი №8)“.

 მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიპაშვილი

ვეტერანთა სამედიცინო მომსახურების პროგრამა

    მუხლი 1. პროგრამის აქტუალობა

1. ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები 60 წლის მანძილზე სხვა სოციალურ პრივილეგიებთან ერთად სარგებლობდნენ უფასო სამედიცინო მომსახურებით, რომლის უზრუნველსაყოფად შექმნილი იყო ომის ვეტერანთა სამედიცინო დახმარების ერთიანი სისტემა. აღნიშნულ კონტინგენტს ყოველწლიურად უტარდებოდათ კომპლექსური ამბულატორიული გამოკვლევები და შესაბამისი ჰოსპიტალური მომსახურება.

2. საქართველოში მცხოვრები მე-2 მსოფლიო ომის ვეტერანების, საქართველოს თავისუფლებისთვის და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ ვეტერანებში მაღალია შეზღუდული შესაძლებლობების ხარისხი. ომის ვეტერანებს და ინვალიდებს, გარდა ძველი ჭრილობებისა თანდართული აქვთ ქრონიკული დაავადებები, ახალგაზრდებს მძიმე ფიზიკურ ტრავმებთან ერთად (ამპუტირებული კიდურები) პოსტსტრესული ფაქტორი.

    მუხლი 2. მიზანი

პროგრამის მიზანია ომის ვეტერანებისათვის სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო დახმარების მიწოდება.

    მუხლი 3. ამოცანა

პროგრამის ამოცანაა ომის ვეტერანების ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილიზაცია, გაუმჯობესება და გართულებათა პრევენცია.

    მუხლი 4. პროგრამის ბენეფიციარები

პროგრამის მოსარგებლენი არიან ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტში არსებულ საინფორმაციო ბაზაში რეგისტრირებული 83 291 ბენეფიციარი (ომის ვეტერანები და მათი ოჯახის წევრები).

    მუხლი 5. ღონისძიებები

1. ამბულატორიული სამკურნალო-პროფილაქტიკური სამედიცინო დახმარების მიზანია ომის ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების უფასო ამბულატორიული პროფილაქტიკური დახმარება:

ა) პრევენციული და სამკურნალო ღონისძიებების განხორციელება დაავადებებისა და მათ გართულებათა მიმართ;

ბ) სამედიცინო დახმარების მიწოდება ომის ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირებისათვის;

გ) დაავადებათა კონტროლი, დიაგნოსტიკა და პრევენცია;

დ) სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება პროგრამის ფარგლებში გასაწევ მომსახურებაზე.

2. სტაციონარული სამკურნალო-დიაგნოსტიკური დახმარების მიზანია ომის ვეტერანების სტაციონარული სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა:

ა) ომის ვეტერანებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა და ნოზოლოგიების მართვა ჰოსპიტლის ფარგლებში და ბინაზე;

ბ) სტაციონარში კვებით უზრუნველყოფა;

გ) ავადმყოფის გადმოყვანა სტაციონარში (საჭიროების შემთხვევაში).

მუხლი 6. სახელმწიფო შესყიდვები

შესყიდვა განხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად სსიპ სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ 2007 წლის 1 ივლისამდე, ხოლო 2007 წლის 1 ივლისიდან მისი უფლებამონაცვლის – ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს მიერ.

    მუხლი 7. ბიუჯეტი

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 505 000 ლარით.

    მუხლი 8. განხორციელების ვადა

პროგრამა ხორციელდება 2007 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.