200 ლარის ბანკნოტის მიმოქცევაში გაშვების შესახებ
მიღების თარიღი 13.04.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.11.004.010.197
გამოქვეყნების წყარო სსმ, 51, 13/04/2007
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.04.2007 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
200 ლარის ბანკნოტის მიმოქცევაში გაშვების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.040.11.004.010.197
საქართველოს ეროვნული ბანკის
საბჭოს დადგენილება №9
2007 წლის 13 აპრილი
ქ. თბილისი
200 ლარის ბანკნოტის მიმოქცევაში გაშვების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე, 45-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:
მუხლი 1🔗.
2007 წლის 16 აპრილიდან მიმოქცევაში გაშვებულ იქნეს 200 ლარის ნომინალის ბანკნოტები როგორც კანონიერი საგადამხდელო საშუალება №1 და №2 დანართებში მოცემული აღწერილობისა და დამცავი ნიშნების მიხედვით.
მუხლი 2🔗.
საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული ყველა იურიდიული და ფიზიკური პირი ვალდებულია შეუფერხებლად მიიღოს აღნიშნული ნომინალის ბანკნოტები და აწარმოოს ანგარიშსწორება.
მუხლი 3🔗.
ეს დადგენილება 200 ლარის ნომინალის ბანკნოტების თანდართული ნიმუშითა და მახასიათებლებით გამოქვეყნდეს საინფორმაციო საშუალებებით.
მუხლი 4🔗.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე რ. გოცირიძე
დანართი №1
200 ლარის ნომინალის ბანკნოტის აღწერილობა
წინა მხარეს გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის პორტრეტი. ფონად გასდევს ქართული კულტურის ძეგლების რელიეფურ გამოსახულებათა ფრაგმენტები.
უკანა მხარეს გამოსახულია სოხუმის ხედი და გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში ნაპოვნი კანკელის რელიეფური გამოსახულების ფრაგმენტი.
ბანკნოტის ზომები: 146X72 მმ.
დანართი №2
დამცავი ნიშნები
1. ჭვირნიშანი – გამჭოლ შუქზე ბანკნოტის თეთრ ფონზე ჩანს გარდამავალი ტონებით შესრულებული ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილის პორტრეტი, „GEL“-ისა და ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის ნათელი გამოსახულებები.
2. ვერტიკალური დამცავი ძაფი – წყვეტილი დამცავი ძაფი წარწერით „200 ლარი“ გამჭოლ შუქზე მთლიანდება და სხვადასხვა კუთხით დახრისას იცვლის ფერს (წყვეტილი სახით ხილულია ბანკნოტის უკანა მხარეს).
3. წითელი ბოჭკოები – ქაღალდის ფენაში სხვადასხვა სიღრმეზე ჩატანებულია წითელი ფერის ბოჭკოები.
4. მიკროსტრიქონი – წარწერები „საქართველოს ეროვნული ბანკი 200 ლარი“, „საქართველოს ეროვნული ბანკი“ და „TWO HUNDRED LARI“ იკითხება მხოლოდ გამადიდებელი ხელსაწყოს მეშვეობით.
5. თანმხვედრი გამოსახულება – ბანკნოტის წინა და უკანა მხარეს წარმოდგენილი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის „200“-ის დანაწევრებული დეტალები ერთიანდება გამჭოლ შუქზე გახედვისას.
6. რელიეფური ნაბეჭდი – ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულ გრაფიკულ ელემენტებზე (ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი, პორტრეტი და წარწერები) დატანილი საღებავის ფენა რელიეფურია და შეიგრძნობა ხელის შეხებით.
7. ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის – სხვადასხვა ნომინალის ბანკნოტებზე განსხვავებული გრაფიკული ელემენტები რელიეფურია, შეიგრძნობა ხელის შეხებით და იძლევა ბანკნოტების ნომინალური აღქმის შესაძლებლობას.
8. რელიეფური მედალიონი – მბზინავ მეტალისებურ რელიეფურ მედალიონზე დატანილია წმინდა გიორგის გამოსახულება.
9. ლაზერული ბეჭდვა – წარწერა „200 ლარი“ შესრულებულია ლაზერული ტექნოლოგიით.
10. სერიული ნუმერაცია – დაბეჭდილია ფლუორესცენციური (მარცხნივ) და მაგნიტური (მარჯვნივ) საღებავებით.
11. ფარული მეტალისებრი რელიეფური გამოსახულება – დახრილი კუთხით გახედვისას ბანკნოტზე გამოისახება ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები – „200“.
12. ირისისებური ზოლი – ბანკნოტის უკანა მხარეს ქაღალდის ზედაპირზე მოთავსებულია გამჭვირვალე, სადაფისებური ეფექტის მქონე მრავალფერიანი ზოლი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრით – „200“.
13. ჰოლოგრამა – ვერცხლისფერი ჰოლოგრამის ვერტიკალური ზოლი ნომინალის აღმნიშვნელი ციფრითა და ორნამენტებით დატანილია ფლუორესცენციურ ფონზე.
14. ოპტიკურად ცვალებადი მელანი – სხვადასხვა კუთხით დახრისას გამოსახულებას აქვს ფერთა ცვალებადობის ეფექტი.
15. უხილავი ფლუორესცენციური ბოჭკოები – ულტრაიისფერი სხივებით დასხივებისას ბანკნოტზე ჩნდება მწვანე, ყვითელი და ლურჯი ფერის ფლუორესცენციური ბოჭკოები.
16. ინფრაწითელი ნათება – ინფრაწითელი სხივების ქვეშ ჩანს ბანკნოტზე გამოსახული გრაფიკული ელემენტების მხოლოდ ნაწილი.
17. ფოსფორესცენციური ნათება – ულტრაიისფერი სხივებით დასხივებისას ბანკნოტზე ჩნდება გერბისა და ნომინალის აღმნიშვნელი ციფრის გამოსახულებები.
18. ფლუორესცენციური ნომინალი – ბანკნოტის უკანა მხარეს ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები ულტრაიისფერი სხივებით დასხივებისას ნათდება ყვითლად.
19. არაფოტოკოპირებადი ფონი – დატანილია ბანკნოტის მთელ ზედაპირზე, თვალით უხილავია და წარმოადგენს კოპირებად აპარატებზე ბანკნოტების რეპროდუქციისაგან დაცვის საშუალებას.