,,ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№205
სარეგისტრაციო კოდი
310050000.54.066.016418
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №205

2026 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

,,ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებით დამტკიცებულ „ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესებში“ (matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 310050000.54.066.016052) შეტანილ იქნეს ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ჰ57“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ57) HEA – მაღალ სიმაღლეზე მდებარე  აეროდრომები;“.

2. მესამე მუხლის:

ა) „ქ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ქ) ზონალური ნაოსნობა – ნაოსნობის მეთოდი, რაც სხ-ს აძლევს საშუალებას იფრინოს ნებისმიერი ტრაექტორიით, სახმელეთო თუ თანამგზავრული სანაოსნო სისტემების მოქმედების ან ავტონომიური საშუალებების შესაძლებლობებით განპირობებულ ფარგლებში, ან მათი შეხამებით;“;

ბ) „ჰ17“ და  „ჰ18“  ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ17) საჭირო სანაოსნო მახასიათებლების სპეციფიკაცია (RNP) – ზონალურ ნაოსნობაზე დაფუძნებული სანაოსნო სპეციფიკაცია, რაც შეიცავს მახასიათებლების შეუსრულებლობაზე გაფრთხილების გაცემაზე კონტროლის მოთხოვნას, აღინიშნება პრეფიქსით RNP; მაგ. RNP 4, RNP APCH;

შენიშვნა: ტერმინი RNP, რომელიც ადრე განისაზღვრებოდა როგორც „ნავიგაციის მახასიათებლების განცხადება, რომელიც აუცილებელია განსაზღვრულ საჰაერო სივრცეში ოპერირებისათვის“ ამოღებულია, რადგან RNP-ის კონცეფცია ჩანაცვლებულია PBN-ის კონცეფციით. ტერმინი RNP ახლა გამოიყენება მხოლოდ იმ ნავიგაციური სპეციფიკაციების კონტექსტში, რომლებიც მოითხოვს შესრულების მონიტორინგს და გაფრთხილების სისტემას. მაგალითად: RNP 4 აღნიშნავს სხ-ს და ოპერირების მოთხოვნებს, მათ შორის, 4 საზღვაო მილის (NM) გვერდითი სიზუსტეს ბორტზე არსებული შესრულების მონიტორინგის და გაფრთხილების ფუნქციებით, რომლებიც დეტალურად არის აღწერილი Doc-ში 9613.

ჰ18) RNAV – ზონალურ ნაოსნობაზე დაფუძნებული სანაოსნო სპეციფიკაცია, რაც არ შეიცავს მახასიათებლების შეუსრულებლობაზე გაფრთხილების გაცემაზე კონტროლის მოთხოვნას, აღინიშნება პრეფიქსით RNAV; მაგ. RNAV 5, RNAV 1.

შენიშვნა: სანაოსნო სპეციფიკაციების სახელმძღვანელო მასალას შეიცავს იკაოს DOC 9613-ის ტომი II. “;

გ) „ჰ33 “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ33) საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო – სახელმძღვანელო, რომელიც შეიცავს საფრენოსნო ეკიპაჟის ქმედებებს ჩვეულ, განსაკუთრებულ და საავარიო ვითარებებში, საკონტროლო შემოწმებათა ნუსხებს, შეზღუდვებს, საფრენოსნო-ტექნიკურ მახასიათებლებს და ცნობებს სხ-ის სისტემებზე, აგრეთვე, სხ-ის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ სხვა მასალებს.

შენიშვნა: საფრენოსნო ექსპლუატაციის სახელმძღვანელო არის ფრენების შესრულების სახელმძღვანელოს ნაწილი.“;

დ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ68“,  „ჰ69“და  „ჰ 70“ ქვეპუნქტები:

„ჰ68) უკანონო ჩარევის აქტები – ისეთი ქმედებები ან ქმედების მცდელობები, რომლებიც საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებას, მათ შორის:

ა) სხ-ის უკანონო გატაცება;
ბ) ექსპლუატაციაში მყოფი სხ-ის განადგურება;
გ) მძევლების აყვანა სხ-ის ბორტზე ან აეროდრომზე;
დ) ძალადობრივი შეჭრა სხ-ის ბორტზე, აეროპორტში ან   სანავიგაციო ობიექტის ტერიტორიაზე;
ე) სხ-ის ბორტზე ან აეროპორტში იარაღის, სახიფათო მოწყობილობის ან მასალის შეტანა დანაშაულებრივი მიზნებისთვის;
ვ) ექსპლუატაციაში მყოფი სხ-ის გამოყენება სიკვდილის, სხეულის მძიმე დაზიანების, ან ქონებისა და გარემოსთვის სერიოზული ზიანის მიყენების მიზნით;
ზ) ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს უქმნის სხ-ის უსაფრთხოებას ფრენისას ან მიწაზე ყოფნისას, მგზავრებს, ეკიპაჟს, მიწისზედა პერსონალს ან ფართო საზოგადოებას აეროპორტში ან სამოქალაქო ავიაციის ობიექტების ტერიტორიაზე.

ჰ69) მოდიფიკაცია – სხ-ის ტიპის დიზაინის, ძრავის, მზიდი ხრახნის ან როტორის ცვლილება;

ჰ70) საფრენოსნო მონაცემების ანალიზი – რეგისტრირებული საფრენოსნო მონაცემების გაანალიზების პროცესი, ფრენების უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით.“.

3. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. უსაფრთხოების მართვისა და ხარისხის მართვის  სისტემა

1. ექსპლუატანტი ვალდებულია შეიმუშაოს უსაფრთხოების მართვის სისტემა სააგენტოს დირექტორის 2022 წლის 20 სექტემბრის №196-ე ბრძანებით დამტკიცებული „უსაფრთხოების მართვის სისტემის წესის“ შესაბამისად, რომლის დამატებითი სახელმძღვანელო მასალა მოცემულია იკაოს Doc-9859-ში.

2. 7 000კგ-ზე მეტი ასაფრენი მასის მქონე ან 9-ზე მეტი სავარძლების რაოდენობის მქონე თვითჩამწერით აღჭურვილი ვერტმფრენის ექსპლუატანტი ვალდებულია მიიღოს და შეასრულოს ფრენის მონაცემების ანალიზის პროგრამა, როგორც ფრენის უსაფრთხოების მართვის სისტემის შემადგენელი ნაწილი.

შენიშვნა: ექსპლუატანტი უფლებამოსილია ხელშეკრულების საფუძველზე ფრენის მონაცემების ანალიზის პროგრამის შესრულება გადასცეს სხვა მხარეს. მაგრამ პასუხისმგებლობა პროგრამის შესრულებაზე ეკისრება ექსპლუატანტს.

3. 2028 წლის 22 ნოემბრამდე ფრენის მონაცემების ანალიზის პროგრამა უნდა მოიცავდეს მონაცემების წყაროს(ების) დაცვის სათანადო გარანტიებს, ICAO-ს მე-19 დანართიის მე-3 დამატების შესაბამისად.

4. 2028 წლის 23 ნოემბრიდან ფრენის მონაცემების ანალიზის პროგრამა უნდა მოიცავდეს  ფრენის უსაფრთხოების მონაცემებისა და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის გამჟღავნებისა და გამოყენებისგან დაცვის ზომებს, ასევე შესაბამისი პირების და ორგანიზაციების დაცვის ზომებს ICAO-ს დანართი 19-ის შესაბამისად.

შენიშვნა: ფრენის მონაცემების ანალიზის პროგრამების შემუშავების სახელმძღვანელო მასალას შეიცავს იკაოს DOC 10000.

5. 2028 წლის 22 ნოემბრამდე დაუშვებელია CVR-ების, CARS-ების, A კლასის AIR-ების და A კლასის AIRS-ების ჩანაწერების ან გაშიფრული მასალების გამოყენება იმ მიზნისათვის, რომელიც არ არის დაკავშირებული  საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევასთან  „სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 4 სექტემბრის №1-1/242 ბრძანების შესაბამისად (შემდგომ – „სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესი“), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩანაწერები ან გაშიფრული მასალები:

ა) ეხება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოვლენას, რომელიც იდენტიფიცირებულია უსაფრთხოების მართვის სისტემის კონტექსტში, შეზღუდულია ჩანაწერის დეიდენტიფიცირებული ნაწილებით და ექვემდებარება ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართით გათვალისწინებულ დაცვის ზომებს;

ბ) მოთხოვნილია სისხლის სამართლის პროცესში გამოსაყენებლად, რომელიც არ არის დაკავშირებული საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის გამოძიებასთან, და ექვემდებარება ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართით გათვალისწინებულ დაცვის ზომებს; ან

გ) გამოიყენება ფრენის ჩამწერი სისტემების ინსპექტირებისათვის, როგორც ეს გათვალისწინებულია ამ წესის მე-8 დანართში.

შენიშვნა: ფრენის უსაფრთხოების მონაცემებისა და ინფორმაციის, აგრეთვე შესაბამისი წყაროების დაცვის შესახებ დებულებები მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-19  დანართის მე-3 დამატებაში.

6. 2028 წლის 22 ნოემბრამდე დაუშვებელია FDR-ის, ADRS-ის, აგრეთვე B კლასისა და C კლასის AIR-ისა და AIRS-ის ჩანაწერების ან გაშიფრული მასალების გამოყენება სხვა მიზნებისთვის, რომლებიც დაკავშირებული არ არის „სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესის“  შესაბამისად საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევასთან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ჩანაწერები ან გაშიფრული მასალები  ექვემდებარება  ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართით გათვალისწინებულ დაცვას და:

ა) ექსპლუატანტის მიერ გამოიყენება ვარგისობის ან ტექნიკური მომსახურების მიზნებისთვის;

ბ) ექსპლუატანტის მიერ გამოიყენება ამ წესით მოთხოვნილი ფრენის მონაცემების ანალიზის პროგრამის განხორციელებისას;

გ) მოთხოვნილია ისეთი შემთხვევების განხილვისათვის, რომლებიც არ მიეკუთვნება საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევას;

დ) დეიდენტიფიცირებულია; ან

ე) მოწოდებულია უსაფრთხოების პროცედურების დაცვით.

შენიშვნა: ფრენის უსაფრთხოების მონაცემების, უსაფრთხოების ინფორმაციისა და შესაბამისი წყაროების დაცვის შესახებ დებულებები მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის 19 დანართის მე-3 დამატებაში.

7. ექსპლუატანტი ვალდებულია ფრენების უსაფრთხოების მართვის სისტემის ფარგლებში შექმნას ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისტემა, რომელიც განკუთვნილია ექსპლუატანტის პერსონალისათვის სახელმძღვანელოდ.

შენიშვნა: ფრენის უსაფრთხოების დოკუმენტთა სისტემის შესახებ მოთხოვნები მოცემულია „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანების მე-15 დანართში.

8. ექსპლუატანტი ვალდებულია ჩამოაყალიბოს ხარისხის მართვის სისტემა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს საექსპლუატაციო და ტექნიკური მომსახურების საქმიანობის ადეკვატურობასა და შესაბამისობას სათანადო სტანდარტებთან და საექსპლუატაციო პროცედურებთან.

9. ექსპლუატანტის ხარისხის მართვის სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს „თვითმფრინავების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 11 ოქტომბრის №203 ბრძანების  22-ე დანართში მოცემულ მოთხოვნებს.“.

4. წესის მე-6 მუხლის შემდგომ დაემატოს  შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:

„მუხლი 61. ჩანაწერების ან გაშიფრული მასალების დაცვა

1. დაუშვებელია CVR-ების, CARS-ების, A კლასის AIR-ების და A კლასის AIRS-ების ჩანაწერების ან გაშიფრული მასალების გამოყენება, გარდა იმ შემთხევისა, როდესაც ჩანაწერები ან გაშიფრული მასალები:

ა) გამოიყენება „სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლების წესის“ შესაბამისად ჩატარებული საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევისთვის;

ბ) გამოიყენება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მოვლენის შეფასებისთვის, რომელიც იდენტიფიცირებულია უსაფრთხოების მართვის სისტემის კონტექსტში; ამ შემთხვევაში შეზღუდულია ჩანაწერის დეიდენტიფიცირებული  ნაწილებით და ექვემდებარება ჩიკაგოს მე-19 დანართით გათვალისწინებულ  დაცვის ზომებს;

გ) მოთხოვნილია სისხლის სამართლის პროცესში გამოსაყენებლად, რომელიც ხორციელდება „სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლების წესის“ შესაბამისად, ამ შემთხვევაში  გამოყენება  შემოიფარგლება შესაბამისი ნაწილებით, რომლებიც მოწოდებულია ოფიციალური დაცვის გარანტიების პირობებში; ან

დ) გამოიყენება ფრენის ჩამწერი სისტემების ინსპექტირებისათვის, როგორც ეს გათვალისწინებულია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის მე-3 ნაწილის მე-4 დამატებით.

შენიშვნა:1.როდესაც მიმდინარეობს მოკვლევა „სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლების წესის“ შესაბამისად, საავიაციო  შემთხვევისა და მოკვლევის,  მათ შორის, CVR-ის, CARS-ის, Class A AIR-ისა და Class A AIRS-ის ჩანაწერების ან გაშიფრული მასალების  დაცვის საკითხი განისაზღვრება აღნიშული წესის მოთხოვნების მიხედვით. უსაფრთხოების მონაცემების და უსაფრთხოების ინფორმაციის დაცვის დებულებები, რომლებიც გროვდება უსაფრთხოების შენარჩუნების ან გაუმჯობესების მიზნით, აგრეთვე მათთან დაკავშირებული წყაროების დაცვის წესები მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართით. 

2. ოფიციალური გარანტიები მოიცავს სამართლებრივ შეზღუდვებს, როგორიცაა: დამცავი სასამართლო ბრძანებები, დახურული სამართალწარმოება, კონფიდენციალური დახურული განხილვა და მონაცემთა  დეიდენტიფიცირება უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის გამოყენების ან გამჟღავნების მიზნით სისხლის სამართლის წარმოების პროცესში.

2. დაუშვებელია FDR-ის, ADRS-ის, აგრეთვე B  და C კლასის AIR-ისა და AIRS-ის B  და C კლასის ჩანაწერების ან გაშიფრული მასალების გამოყენება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ჩანაწერები ან გაშიფრული მასალები:

ა) გამოიყენება საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევისთვის, რომელიც ტარდება „სამოქალაქო ავიაციის სფეროში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლების წესის“  შესაბამისად;

ბ) ექსპლუატანტის მიერ გამოიყენება საფრნად ვარგისობის უზრუნველყოფის ან ტექნიკური მომსახურების მიზნებისთვის;

გ) ექსპლუატანტის მიერ გამოიყენება ამ წესით მოთხოვნილი ფრენის მონაცემების ანალიზის პროგრამის განხორციელებისას; ან

დ) მოთხოვნილია ისეთი  შემთხვევების განხილვისთვის, რომლებიც არ მიეკუთვნება   საავიაციო შემთხვევის ან ინციდენტის მოკვლევას.

შენიშვნა: ფრენის უსაფრთხოების მონაცემებისა და უსაფრთხოების ინფორმაციის დაცვის შესახებ დებულებები, რომლებიც გროვდება ფრენის უსაფრთხოების დონის შენარჩუნების ან ამაღლების მიზნით, აგრეთვე შესაბამისი წყაროების დაცვის წესები, მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-19 დანართის მე-3 დამატებაში.“.

5. 24-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

„2. ფრენა, რომელიც უნდა შესრულდეს სფწ-ით, არ უნდა განხორციელდეს მანამ, სანამ არ იქნება ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ ერთ სათადარიგო ვერტოდრომზე ან, როდესაც სათადარიგო ვერტოდრომი არ არის საჭირო, დანიშნულების ვერტოდრომზე ან დაფრენის ადგილზე, პირობები მიფრენის სავარაუდო დროისთვის, ვერტოდრომის საექსპლუატაციო მინიმუმების ტოლი ან მაღალი იქნება.“.

ბ) მე-5 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. თითოეულ სათადარიგო ვერტოდრომზე/დასაფრენ მოედანზე დასაფრენად შესვლისა და დაფრენის დროს უსაფრთხოების სათანადო დონის დაცვის მიზნით, ექსლუატანტმა უნდა დაადგინოს მიწის ზედაპირიდან ღრუბლებამდე ვერტიკალური სიმაღლის და ხილვადობის შესაბამისი გაზრდილი მნიშვნელობები, არსებულ ვერტოდრომზე/დასაფრენ მოედანზე საექსპლუატაციო მინიმუმის დასამატებლად.

შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა მინიმუმების მნიშვნელობების გაზრდის შესახებ მოცემულია ფრენის დაგეგმვისა და საწვავის მართვის სახელმძღვანელოში (Doc 9976).“.

6. 25-ე მუხლის: 

ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დამატებითი საწვავის რაოდენობა, რათა უზრუნველყოფილ იქნე ს საწვავის გაზრდილი   ხარჯი ექსპლუატანტის მიერ ფშს-ში მითითებული ნებისმიერი  გაუთვალისწინებელი გარემოების შემთხვევაში.“;

ბ) მე- 3 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) დამატებითი საწვავის რაოდენობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საწვავის გაზრდილი   ხარჯი ექსპლუატანტის მიერ ფშს-ში მითითებული ნებისმიერი  გაუთვალისწინებელი გარემოების შემთხვევაში.“;

გ) „ბ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.გ) დამატებითი საწვავის რაოდენობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საწვავის გაზრდილი   ხარჯი ექსპლუატანტის მიერ ფშს-ში მითითებული ნებისმიერი გაუთვალისწინებელი გარემოების შემთხვევაში.“.

7. 41-ე მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: გარკვეული დაბრკოლებების შესახებ მონაცემების წარდგენის მეთოდების შესახებ სახელმძღვანელო  მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის  მე-4 დანართში, მე-15 დანართის მე-5 თავში და  PANS-AIM, Doc 10066-ის მე-5 თავის  დანართ 2-ში.“.

8. 431 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: სახელმძღვანელო მასალა ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორებისათვის, რომლებიც ახორციელებენ ჩიკაგოს კონვენციის „83​bis“ მუხლის შესაბამისად დადებული შეთანხმების საფუძველზე ექსპლუატირებული ვერტმფრენების ინსპექტირებას, მოცემულია იკაოს Doc-ში 8335.“;

 ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ჩიკაგოს კონვენციის „83bis“ მუხლის შესაბამისად გაფორმებული შეთანხმების მოკლე შინაარსში ასახული უნდა იყოს ინფორმაცია კონკრეტულ სხ-ზე ამ წესის მე-9 დანართით  დადგენილი ფორმით.“.

9. 472 მუხლის მე-2 პუნქტის  „შენიშვნა“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: 1. გადამცემი ხაზის მონაცემთა რეგისტრაციის მოთხოვნების მაგალითები მოცემულია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის მე-3 ტომის დამატება F-ის F-3 ცხრილში;

„2. B კლასის AIR შეიძლება გამოყენებულ იქნეს მონაცემთა გადამცემი ხაზით გადაცემული და მიღებული შეტყობინებების შესანახად, თუ მათი შენახვა FDR-სა და CVR-ზე არაპრაქტიკული ან მატერიალურად გაუმართლებელია;

3. ტერმინი „სხ-ის მოდიფიკაცია“ გულისხმობს მხოლოდ სხ-ის მონაცემთა გადამცემი ხაზის აღჭურვილობის მოდიფიკაციას (მაგ.: სტრუქტურული ცვლილება, ელექტროგაყვანილობა და სხვა).“.

10.  48-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სტაბილიზაციის სისტემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სერტიფიცირების ორგანოსთვის დადასტურებულია, რომ ვერტმფრენი თავისი კონსტრუქციული თავისებურებების გამო ფლობს საკმარის მდგრადობას (სტაბილურობას) ასეთი სისტემის გარეშე;“.

11. 52-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნებისმიერი ვერტმფრენი, რომელსაც გააჩნია III კლასის საფრენოსნო ტექნიკური მახასიათებლები, უნდა იყოს აღჭურვილი სულ ცოტა ერთი ავტომატური ELT–ით. როდესაც ფრენა ხორციელდება ამ წესის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტის მიხედვით – ერთი ავტომატური ELT-ით და სამაშველო ტივზე ან სამაშველო ჟილეტზე ELT (S)-ით.“.

12. 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის მე-8 და მე-9 შენიშვნა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საფრენოსნო ეკიპაჟების მოსამზადებელი პროგრამების სახელმძღვანელო მასალა მოცემულია Doc 9995 -ში.

9. საფრენოსნო ეკიპაჟის წევრთა მომზადების პროგრამებისა და შეფასების მეთოდოლოგიების შემუშავების სახელმძღვანელო მასალა, კომპეტენციებზე დაფუძნებული სწავლებისა და შეფასების(CBTA) ჩარჩოს გამოყენებით, მოცემულია საჰაერო ნავიგაციის მომსახურების პროცედურებში – სწავლება (PANS-TRG, Doc 9868).“.

13. 73-ე მუხლის  მე-3 პუნქტის  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ექსპლუატანტს არ დაუდასტურა ცოდნა:  

გ.ა) ამ წესის №1 დანართში აღწერილი ფშს-ს შინაარსის;

გ.ბ) გამოსაყენებელი საბორტო რადიოაღჭურვილობის;

გ.გ) გამოსაყენებელი საბორტო სანავიგაციო აღჭურვილობის.“.

14. წესის  პირველი დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ექსპლუატანტის FRMS სისტემასთან დაკავშირებული პოლიტიკა და დოკუმენტაცია ჩიკაგოს კონვენციის მე-6 დანართის მე-3 ნაწილის მე-6 დამატების მიხედვით.“.

15. წესს დაემატოს დანართი №9  თანდართული რედაქციით.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ  ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტისა და ამ ბრძანების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესის 61 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ  ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი და ამ ბრძანების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული  წესის 61 მუხლი ამოქმედდეს 2028 წლის  24 ნოემბრიდან.


სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგივი დავითაშვილი
📎 დანართები (1)
დანართი N9 _205.docx ⬇

დანართი № 9

,,83bis“ შეთანხმების მოკლე შინაარსი კომერციული გადაყვანა-გადაზიდვებისთვის

,,83bis“ შეთანხმების მოკლე შინაარსი

,,83bis“ARTICLE AGREEMENT SUMMARY

შეთანხმების სათაური:

Title of the Agreement:

რეგისტრაციის სახელმწიფო:

State of Registry:

საკონტაქტო პირი:

Focal point:

ექსპლუატანტის სახელმწიფო:

State of the Operator:

საკონტაქტო პირი:

Focal point:

ხელმოწერის თარიღი:

Date of signature:

რეგისტრაციის სახელმწიფოს მიერ¹:

By State of Registry1:

ექსპლუატანტის სახელმწიფოს მიერ¹:

By State of the Operator1:

ხანგრძლივობა:

Duration:

დაწყების თარიღი1:

Start Date1:

დასრულების თარიღი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)²:

End Date (if applicable)2:

შეთანხმების ენები

Languages of the Agreement

ICAO-ში რეგისტრაციის ნომერი:

ICAO Registration No.:

ICAO-სთან ჩარჩო შეთანხმება (არსებობის შემთხვევაში)
სარეგისტრაციო ნომერი

Umbrella Agreement (if any) with ICAO Registration number:

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ კონვენცია

Convention on

International Civil Aviation

ICAO-ს დანართები, რომლებიც ეხება ექსპლუატანტის სახელმწიფოსთვის გარკვეული ფუნქციების და მოვალეობების გადაცემის პასუხისმგებლობას

ICAO Annexes affected by the transfer of responsibility in respect of certain functions and duties to the State of the Operator

მუხლი 12: ფრენის წესები

Article 12: Rules of the Air

დანართი 2, ყველა თავი

Annex 2, all chapters

კი

Yes

☐

არა

No

☐

მუხლი 30 a): სხ-ის რადიოაღჭურვილობა

Article 30 a): Aircraft radio equipment

რადიოსადგურის ლიცენზია

Radio Station Licence

კი

Yes

☐

არა

No

☐

მუხლი 30 b) და 32 a): პერსონალის ლიცენზიები

Articles 30 b)

and 32 a): Licenses of personnel

დანართი 1, თავი 1,2,3,6; და

Annex 1, Chapters 1, 2, 3 and 6; and

დანართი 6, ნაწილი I, რადიოპერატორი; ან

Annex 6, Part I, Radio Operator; or

დანართი 6, ნაწილი II (საფრენოსნო ეკიპაჟის წევრების კვალიფიკაცია და/ანლიცენზია);ან

Annex 6, Part II (qualifications and/or flight crew member licensing); or

დანართი 6, ნაწილი III, სექცია II(საფრენოსნო ეკიპაჟის შემადგენლობა)(ბორტრადისტი).

Annex 6, Part III, Section II (composition of the flight crew) (radio operator).

კი

Yes

☐

დანართი 6: [მიუთითეთ ნაწილი და პუნქტი]3

Annex 6: [Specify Part and paragraph]3

არა

No

☐

მუხლი 31: ვარგისობის სერტიფიკატი

Article 31: Certificates of Airworthiness

დანართი 6

ნაწილი III, სექცია II

Annex 6 Part I or Part III, Section II

კი

Yes

☐

[მიუთითეთ ნაწილი და თავი]3

[Specify Part and chapters]3

არა

No

☐

დანართი 6 ნაწილი II

Annex 6 Part II

კი

Yes

☐

[მიუთითეთ თავი]3

[Specify chapters]3

არა

No

☐

დანართი 8, ნაწილი II, თავი 3 და 4

Annex 8 Part II, Chapters 3 and 4

კი

Yes

☐

[მიუთითეთ თავი]3

[Specify chapters]3

არა

No

☐

საჰაერო ხომალდები, რომლებზეც ვრცელდება პასუხისმგებლობების გადაცემა ექსპლუატანტის სახელმწიფოსთვის

Aircraft affected by the transfer of responsibilities to the State of the Operator

სხ-ის მწარმოებელი, მოდელი, სერია

Aircraft make, model, series

ეროვნული და სარეგისტრაციო ნიშანი

Nationality and registration marks

სერიული No.

Serial No.

AOC No. (კომერციული საჰაერო გადაყვან-გადაზიდვა)

AOC No.

(Commercial air transport)

პასუხისმგებლობის გადაცემის თარიღი

Dates of transfer of responsibilities

როდიდან

From1

როდემდე(არსებობის შემთხვევაში)

To (if applicable)2

შენიშვნები:

Notes:

1. დღე/თვე/წელი

dd/mm/yyyy.

2. დღე/თვე/წელი ან N/A თუ არ გამოიყენება

dd/mm/yyyy or N/A if not applicable.

3. კვადრატული ფრჩხილები მიუთითებს ინფორმაციას, რომლის მიწოდებაც საჭიროა.

Square brackets indicate information that needs to be provided.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
დიახ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „,,ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.09.2026.
როდის იქნა მიღებული „,,ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 22.09.2026. მიმღები ორგანო — სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №205. სარეგისტრაციო კოდი — 310050000.54.066.016418.
სად არის „,,ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „,,ვერტმფრენების საფრენოსნო ექსპლუატაციის წესების დამტკიცების შესახებ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 22 ოქტომბრის №220 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №205, 22.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016418 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7006130/