ტექნიკური რეგლამენტის − თუჯისა და ფოლადის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №460
2026 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
ტექნიკური რეგლამენტის − თუჯისა და ფოლადის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-9 მუხლის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნტისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − თუჯისა და ფოლადის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები“.
მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი არსებული საქმიანობებისთვის/საწარმოებისთვის ამოქმედდეს აღნიშნული საქმიანობებისთვის/საწარმოებისთვის ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის დღიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
ტექნიკური რეგლამენტი − თუჯისა და ფოლადის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები
რეგულირების საგანი
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ეს დასკვნები ვრცელდება ქვემოთ ჩამოთვლილ საქმიანობებზე, რომლებიც „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართში არის განსაზღვრული, კერძოდ:
− საქმიანობა 1.3: კოქსის წარმოება;
− საქმიანობა 2.1: ლითონური მადნის (მათ შორის, სულფიდური მადნის) გამოწვა და აგლომერაცია;
− საქმიანობა 2.2: თუჯის ან ფოლადის წარმოება (პირველადი ან მეორადი დნობა), უწყვეტი ჩამოსხმის ჩათვლით, რომლის წარმადობა საათში 2.5 ტონას აღემატება.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები მოიცავს შემდეგ პროცესებს:
− ნაყარი ნედლეულის ჩატვირთვა, გადმოტვირთვა და დამუშავება;
− ნედლეულის შერევა;
− რკინის მადნის აგლომერაცია და გრანულირება (დაგუნდავება);
− კოქსის წარმოება საკოქსე ნახშირიდან;
− თუჯის წარმოება ბრძმედული გზით, წიდის გადამუშავების ჩათვლით;
− ფოლადის წარმოება და გადამუშავება ჟანგბად-კონვერტერული პროცესის გამოყენებით, მათ შორის, ზედაჭავლური ციცხვის დესულფურიზაცია, ქვედაჭავლური ციცხვის მეტალურგია და წიდის დამუშავება;
− ფოლადის წარმოება ელექტრო-რკალური ღუმელებით, ქვედაჭავლური მეტალურგიისა და წიდის დამუშავების ჩათვლით;
− უწყვეტი ჩამოსხმა (თხელი სლაბების/თხელი ზოლების და ფურცლის (თუნუქის) პირდაპირი ჩამოსხმა (ფორმის/ყალიბის შესაბამისად).
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ეს დასკვნები არ ეხება შემდეგ საქმიანობებს:
− კირის წარმოება ღუმელებში, რომლებიც გათვალისწინებულია სახელმძღვანელოში საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ ცემენტის, კირისა და მაგნიუმის ოქსიდის წარმოებისთვის (CLM);
− მტვრის დამუშავება ფერადი ლითონების (მაგ. ელექტრორკალური ღუმელის მტვრის) აღდგენის მიზნით და ფეროშენადნობების წარმოება, რომელიც გათვალისწინებულია სახელმძღვანელოში საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ ფერადი ლითონების მრეწველობისთვის“ (NFM);
− გოგირდმჟავას დანადგარები კოქსის ღუმელებში, რომლებიც გათვალისწინებულია სახელმძღვანელოში საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დიდი მოცულობის არაორგანული ქიმიკატების-ამიაკის მჟავების და სასუქების წარმოებისთვის“ (LVIC-AAF).
სხვა სახელმძღვანელოები, რომლებიც საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ამ დასკვნებს შეესაბამება:
სახელმძღვანელო
საქმიანობა
სახელმძღვანელო წვის დიდი დანადგარების შესახებ - BREF (LCP)
საწვავის წვა დანადგარებში, რომელთა ჯამური მოხმარებული ნომინალური თერმული სიმძლავრეა 50 მეგავატი ან მეტი
სახელმძღვანელო შავი ლითონების დამამუშავებელი მრეწველობის შესახებ - BREF (FMP)
შემდგომი პროცესები, როგორიცაა, გლინვა, გრავირება, დაფარვა, და ა.შ.
უწყვეტი ჩამოსხმა (თხელი სლაბების/თხელი ზოლების და ფურცლის (თუნუქის) პირდაპირი ჩამოსხმა (ფორმის/ყალიბის შესაბამისად))
სახელმძღვანელო საცავებიდან ემისიების შესახებ
BREF (EFS)
შენახვა და დამუშავება
სახელმძღვანელო სამრეწველო გაგრილების სისტემების შესახებ - BREF (ICS)
გაგრილების სისტემები
მონიტორინგის ზოგადი პრინციპები (MON)
ემისიებისა და მოხმარების მონიტორინგი
სახელმძღვანელო ენერგოეფექტურობის შესახებ - BREF (ENE)
ზოგადი ენერგოეფექტურობა
ეკონომიკური და ურთიერთგადამკვეთი ეფექტები (ECM)
ტექნიკის ეკონომიკური და ურთიერთგადამკვეთი ეფექტები
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ამ დასკვნებში ჩამოთვლილ და აღწერილ ტექნიკას არც ინსტრუქციის დანიშნულება აქვს და არც ამომწურავი არის. შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა ტექნიკა, რომლებიც, სულ მცირე, გარემოს მდგომარეობის თანაბარ დონეს უზრუნველყოფს.
ზოგადი დებულებები
საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი ეფექტურობის დონეები გამოისახება დიაპაზონებით, და არა ცალკეული მნიშვნელობებით. დიაპაზონი შეიძლება ასახავდეს განსხვავებას მოცემული ტიპის დანადგარისთვის (მაგ. განსხვავება საბოლოო პროდუქტის სტანდარტში/სისუფთავესა და ხარისხში, განსხვავება დიზაინში, კონსტრუქციაში, საწარმოს ზომასა და სიმძლავრეში), რაც იწვევს გარემოსდაცვითი ეფექტურობის ცვალებადობას, რომელიც საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში მიიღწევა.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეების გამოსახვა (BAT-AELs)
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ამ დასკვნებში საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AELs) ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევებისთვის გამოისახება როგორც:
გაფრქვეული ნივთიერებების მასა აირჰაერმტვერნარევის მოცულობის ერთეულზე, სტანდარტულ პირობებში (273,15 K, 101,3 კპა), წყლის ორთქლის შემცველობის გამოკლების შემდეგ გამოსახული როგორც გ/ნმ3, მგ/ნმ3, მკგ/ნმ3 ან ნგ/ნმ3;
ან
გაფრქვეული ნივთიერებების მასა წარმოებული ან გადამუშავებული პროდუქციის მასის ერთეულზე (მოხმარების ან ემისიის კოეფიციენტი), გამოხატული ერთეულებით კგ/ტ, გ/ტ, მგ/ტ ან მკგ/ტ.
და საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები წყალში გამოიხატება, როგორც:
− ნივთიერებების მასა ჩამდინარე წყლის მოცულობის ერთულზე, გამოსახული ერთულებით: გ/ლ, მგ/ლ ან მკგ/ლ.
განმარტებები
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ამ დასკვნების მიზნებისთვის:
„არსებული საწარმო/დანადგარი“ წარმოადგენს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართით განსაზღვრულ საქმიანობას, რომელზეც გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2026 წლის 1 სექტემბრამდე ან 2026 წლის 1 სექტემბრამდე არსებულ საქმიანობას/დანადგარს, რომელიც ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ პროცედურებს ან საქმიანობას/დანადგარს, რომელზეც ვრცელდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები და რომელსაც შესაბამის სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის სამსახურთან შეთანხმებული აქვს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში 2026 წლის 1 სექტემბრამდე;
„ახალი დანადგარი/საწარმო“ წარმოადგენს საქმიანობას/დანადგარს, რომელიც არ არის არსებული;
„NOx“ აღნიშნავს: აზოტის ოქსიდისა (NO) და აზოტის დიოქსიდის (NO2) ჯამს, გამოსახულს NO2-ით;
„SOx“ აღნიშნავს: გოგირდის დიოქსიდის (SO2) და გოგირდის ტრიოქსიდის (SO3) ჯამს, გამოსახულს SO2-ით;
„HCl“ აღნიშნავს: ყველა აირად ქლორიდს, გამოსახულს HCl-ით;
„HF“ აღნიშნავს: ფტორის ყველა აირად ნაერთს, გამოსახულს HF-ით.
1.1. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ზოგადი დასკვნები
თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ამ პუნქტში მოცემული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დასკვნები ზოგადად გამოყენებადია. 1.2 – 1.7 პუნქტებში (შემდგომ-განყოფილება) მითითებული კონკრეტული პროცესისთვის განკუთვნილი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა (BAT) დამატებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ზოგად საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან ერთად, რომლებიც ამ პუნქტშია აღნიშნული.
1.1.1. გარემოსდაცვითი მართვის სისტემები
BAT 1. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემების (EMS) დანერგვას და განხორციელებას, რომელიც მოიცავს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ მახასიათებელს:
მენეჯმენტის მონდომება, მენეჯმენტის მაღალი რგოლის ჩათვლით;
მენეჯმენტის მიერ გარმოსდაცვითი პოლიტიკის განსაზღვრა, რომელიც მოიცავს დანადგარის ეკოლოგიური მახასიათებლების მუდმივ გაუმჯობესებას;
საჭირო პროცედურების, ამოცანებისა და სამიზნეების დაგეგმვა და დანერგვა, ფინანსურ დაგეგმვასა და ინვესტირებასთან ერთად;
პროცედურების განხორციელება, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა:
სტრუქტურას და პასუხისმგებლობას;
სამუშაოზე აყვანას, ტრენინგს, ცნობიერებისა და კომპეტენციების ამაღლებას;
კომუნიკაციას;
თანამშრომელთა ჩართულობას;
დოკუმენტაციას;
კონტროლის ეფექტურ პროცესს;
ტექნიკური მომსახურების პროგრამებს;
საგანგებო სიტუაციებისათვის მზაობას და რეაგირებას;
გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას;
საქმიანობის ეფექტურობის შემოწმება და გამასწორებელი ღონისძიებების გატარება, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა:
მონიტორინგს და გაზომვებს (იხ. აგრეთვე, საცნობარო დოკუმენტი მონიტორინგის ზოგადი პრინციპების შესახებ);
გამასწორებელ და პრევენციულ ღონისძიებებს;
ჩანაწერების წარმოებას;
დამოუკიდებელი (შესაძლებლობის შემთხვევაში) შიგა და გარე აუდიტის ჩატარებას, რათა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა EMS-ი დაგეგმილ სქემებს და ხდება თუ არა მათი სათანადო განხორციელება;
მენეჯმენტის მაღალი რგოლის მიერ EMS-ის და მისი მუდმივი შესაბამისობის, ადეკვატურობისა და ეფექტიანობის განხილვა;
სუფთა ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერა;
დანადგარის ექსპლუატაციის საბოლოო შეწყვეტის შემთხვევაში, გარემოზე ზემოქმედების გათვალისწინება დანადგარის პროექტირების ეტაპზე და ექსპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში;
დარგობრივი შედარებითი ანალიზის რეგულარულად გამოყენება.
გამოყენებადობა
გარემოსდაცვითი მართვის სისტემის გამოყენების ფარგლები (მაგ., დეტალების დონე) და ბუნება (მაგ., სტანდარტული და არასტანდარტული) ძირითადად დაკავშირებული იქნება დანადგარის სახეობასთან, მასშტაბთან და სირთულესთან და გარემოზე ზემოქმედების დონესთან, რომელიც მას შეუძლია გამოიწვიოს.
1.1.2. ენერგომენეჯმენტი
BAT 2. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს თერმული ენერგიის მოხმარების შემცირებას შემდეგი ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
გაუმჯობესებული და ოპტიმიზებული სისტემების გამოყენება უხარვეზო და სტაბილური დამუშავების პროცესის მისაღწევად, რომელიც დადგენილი პარამეტრების ფარგლებში მუშაობს შემდეგი ღონისძიებების გამოყენებით:
პროცესის კონტროლის ოპტიმიზაცია, კომპიუტერით განხორციელებული ავტომატური კონტროლის ჩათვლით;
მყარი საწვავის მიწოდების თანამედროვე, გრავიმეტრული სისტემების გამოყენება,წინასწარი შეთბობა (გაცხელება), მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში, არსებული პროცესის კონფიგურაციის გათვალისწინებით.
II. ჭარბი სითბოს ამოღება პროცესებიდან, განსაკუთრებით, გაგრილების ზონიდან;
III. ორთქლისა და სითბოს ოპტიმალური მართვა;
IV. მიზანშეწონილი სითბოს მაქსიმალურად ჩართვა ხელმეორედ გამოყენების ინტეგრირებულ პროცესში.
ენერგომენეჯმენტის კონტექსტში იხ. სახელმძღვანელო საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ ენერგოეფექტურობის თაობაზე - BREF (ENE).
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა I.- აღწერა
ქვემოთ ჩამოთვლილი ელემენტები მნიშვნელოვანია ინტეგრირებული ფოლადის წარმოებაში საერთო ენერგოეფექტურობის ამაღლების თვალსაზრისით:
ენერგომოხმარების ოპტიმიზაცია;
ობიექტზე ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგიის ნაკადებისა და წვის პროცესების ონლაინ-მონიტორინგი, ყველა აირული ჩირაღდნის მონიტორინგის ჩათვლით, რათა თავიდან იქნეს აცილებული ენერგიის დანაკარგი, უზრუნველყოფილი იქნეს მყისიერი ტექნიკური მომსახურება და უწყვეტი საწარმოო პროცესი;
ანგარიშგებისა და ანალიზის მექანიზმი, რათა შემოწმდეს თითოეული პროცესის ენერგომოხმარების საშუალო სიდიდე;
შესაბამისი პროცესების ენერგომოხმარების კონკრეტული დონეების განსაზღვრა და მათი შედარება გრძელვადიან საფუძველზე;
ენერგოაუდიტის ჩატარება, როგორც ეს განსაზღვრულია დოკუმენტში სახელმძღვანელო საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ ენერგოეფექტურობის თაობაზე - BREF (ENE), მაგ., ენერგიის დაზოგვის ხარჯსარგებლიანი შესაძლებლობების განსაზღვრის მიზნით.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა II – IV - აღწერა
პროცესში ინტეგრირებული ტექნოლოგიები, რომლებიც ფოლადის წარმოებაში გამოიყენება ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად სითბოს აღდგენის (რეკუპერაციის) გზით, მოიცავს შემდეგს:
სითბოსა და ელექტროენერგიის კომბინირებული წარმოება თბომცვლელებიდან გამოთავისუფლებული სითბოს აღდგენით და განაწილებით საწარმოს სხვა ნაწილებში ან ცენტრალური გათბობის სისტემაში;
ორთქლის ქვაბების ან შესაბამისი სისტემის მონტაჟი დიდ გამათბობელ ღუმელებში (ღუმელებმა შეიძლება უზრუნველყოს მოთხოვნილი ორთქლის გარკვეული ნაწილი);
ღუმელებში და წვის სხვა სისტემებში წვისთვის განკუთვნილი ჰაერის წინასწარი გათბობა საწვავის ეკონომიის მიზნით, გვერდითი მოვლენების (ანუ გამოყოფილ აირებში აზოტის ოქსიდების შემცველობის ზრდის) გათვალისწინებით;
ორთქლის მილებისა და ცხელი წყლის მილების იზოლაცია;
სითბოს მიღება პროდუქტებიდან, მაგ., აგლომერატიდან;
იქ, სადაც ფოლადის გაგრილება არის საჭირო, თბური ტუმბოების და მზის პანელების გამოყენება;
გამოყოფილ აირჰაერმტვერნარევზე მომუშავე საქვაბეების გამოყენება მაღალტემპერატურიან ღუმელებში;
ჟანგბადის აორთქლება და კომპრესორის გაგრილება ენერგიის გაცვლისთვის სტანდარტული თბომცვლელების საშუალებით;
ზედა აღდგენის ტურბინების გამოყენება საბრძმედე ღუმელში წარმოქმნილი აირის კინეტიკური ენერგიის ელექტროენერგიად გარდაქმნის მიზნით.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა II – IV - გამოყენებადობა
სითბოსა და ელექტროენერგიის კომბინირებული წარმოება გამოიყენება თუჯისა და ფოლადის ყველა საწარმოსთვის, რომლებიც მდებარეობს ურბანულ რაიონებთან ახლოს, სადაც სითბოზე სათანადო მოთხოვნილებაა. ეს კონკრეტული ენერგომოხმარება დამოკიდებულია ტექნოლოგიური პროცესის მასშტაბზე, პროდუქციის ხარისხზე და საწარმოს ტიპზე (მაგ., ვაკუუმური დამუშავების მოცულობა ჟანგბადკონვერტერულ ღუმელში, გამოწვის ტემპერატურა, პროდუქტების სისქე და ა.შ.).
BAT 3. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს პირველადი ენერგიის მოხმარების შემცირებას ენერგიის ნაკადების ოპტიმიზაციისა და პროცესიდან მიღებული აირების ოპტიმიზირებულად გამოყენების გზით, როგორიცაა, კოქსის აირი, ბრძმედის აირი და ჟანგბადკონვერტერული ღუმელის აირი.
აღწერა
პროცესში ინტეგრირებული ტექნიკა - ინტეგრირებულ ფოლადის საწარმოში ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად, პროცესის აირის ოპტიმიზაციის გზით - მოიცავს შემდეგს:
აიროვანი ნივთიერებების რეზერვუარების ან სხვა სათანადო სისტემების გამოყენება ყველა გვერდითი აირის მოკლევადიანი შენახვის მიზნით და წნევის შენარჩუნებისთვის განკუთვნილი მოწყობილობების გამოყენება;
აირის ქსელში წნევის გაზრდა ჩირაღდნულ წვაზე ენერგიის კარგვის შემთხვევაში - რათა მეტი ტექნოლოგიური აირი იქნეს გამოყენებული, რამაც მოხმარების დონის ზრდა უნდა გამოიწვიოს;
აირის გამდიდრება სხვადასხვა სითბური ღირებულების მქონე ტექნოლოგიური აირებით სხვადასხვა მომხმარებლისთვის;
წვის ღუმელებში ტექნოლოგიური აირების გამოყენება;
სითბური ღირებულების კონტროლის კომპიუტერული სისტემის გამოყენება;
კოქსისა და გამოყოფილი აირების ტემპერატურის აღრიცხვა და გამოყენება;
ენერგიის აღმდგენი დანადგარების სიმძლავრეთა ადეკვატური განსაზღვრა ტექნოლოგიური აირებისთვის, კერძოდ, ტექნოლოგიური აირების ცვალებადობის გათვალისწინებით.
გამოყენებადობა
ენერგიის მოხმარება კონკრეტულ საწარმოში დამოკიდებულია ტექნოლოგიური პროცესის მასშტაბზე, პროდუქციის ხარისხზე და საწარმოს ტიპზე (მაგ., ვაკუუმური დამუშავების მოცულობა ჟანგბადკონვერტერულ ღუმელში, გამოწვის ტემპერატურა, პროდუქტების სისქე, და ა.შ.).
BAT 4. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს გოგირდისა და მტვრისაგან გაწმენდილი კოქსის ჭარბი აირის, მტვრისაგან გაწმენდილი ბრძმედის აირისა და კონვერტერული აირის (შერეულად ან განცალკევებულად) გამოყენებას საქვაბეებში ან თბოელექტროსადგურებში ორთქლის, ელექტრობის და/ან სითბოს გენერირებისთვის, ჭარბი ნარჩენი სითბოს გამოყენებით შიგა და გარე გათბობის ქსელებისთვის, თუ არის მოთხოვნა მესამე მხარისგან.
გამოყენებადობა
მესამე მხარესთან თანამშრომლობისა და შეთანხმების საკითხი შეიძლება არ ექვემდებარებოდეს საქმიანობის განამხორციელებლის კონტროლს, შესაბამისად, ეს საკითხები შეიძლება არ იყოს ჩართული ნებართვის პირობებში.
BAT 5. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ელექტროენერგიის მოხმარებას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
I. ენერგომენეჯმენტის სისტემები;
II. მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე საფქვავი, სატუმბი, სავენტილაციო და კონვეირული აგრეგატები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები.
გამოყენებადობა
სიხშირის მარეგულირებლიანი ტუმბოები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს იქ, სადაც ტუმბოს საიმედობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პროცესის უსაფრთხოებისთვის.
1.1.3. მასალების მენეჯმენტი
BAT 6. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს მასალების შიდა ნაკადების მართვისა და კონტროლის ოპტიმიზაციას, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაბინძურება და დაზიანება, უზრუნველყოფილ იქნეს მასალების ხარისხი მიწოდებისას, შესაძლებელი იყოს ხელახალი გამოყენება და გადამუშავება და, აგრეთვე, პროცესის ეფექტურობის ამაღლება და ლითონის გამოსავლიანობის ოპტიმიზაცია.
აღწერა
სანედლეულე მასალებისა და წარმოების ნარჩენების სათანადო შენახვას და დამუშავებას შეუძლია მინიმუმამდე შეამციროს ჰაერით გადატანილი მტვერი, რომელიც წარმოიქმნება საწყობებში და კონვეირული ხაზებზე, გადატვირთვის წერტილების ჩათვლით, და თავიდან იქნეს აცილებული ნიადაგის, გრუნტის წყლებისა და ჩამდინარე წყლების დაბინძურება (იხ. აგრეთვე, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 11).
ფოლადის ინტეგრირებული წარმოებისა და ნარჩენების სათანადო მართვის გამოყენება სხვა საწარმოებიდან და სექტორებიდან მიღებულ ნარჩენებთან ერთად, ნედლეულის შიგა და/ან გარე მოხმარების მაქსიმალურად გაზრდის საშუალებას იძლევა (იხ. აგრეთვე საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 8, 9 და 10).
მასალების მენეჯმენტი მოიცავს ინტეგრირებული მეტალურგიული წარმოების საერთო ნარჩენებიდან მცირე პარტიების კონტროლირებულ გამოყენებას, რომლებსაც ეკონომიკური მნიშვნელობა არა აქვთ.
BAT 7. შესაბამისი დამაბინძურებლების ემისიის დაბალი დონის მიღწევის მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს სათანადო ხარისხის ჯართისა და სხვა ნედლეულის შერჩევას. რაც შეეხება ჯართს, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა მოითხოვს სათანადო შემოწმების ჩატარებას ხილული დამაბინძურებლების გამოსავლენად, რომლებიც შეიძლება შეიცავდნენ მძიმე მეტალებს, განსაკუთრებით, ვერცხლისწყალს, ან შეუძლიათ ხელი შეუწყონ პოლიქლორირებული დიბენზოდიოქსინების/ფურანების (PCDD/F) და პოლიქლორირებული ბიფენილების (PCB) წარმოშობას.
ჯართის გამოყენების გაუმჯობესების მიზნით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკა ან მათი კომბინაცია:
მიღების კრიტერიუმების სპეციფიკაცია, რომლებიც მიესადაგება წარმოების პროფილს, ჯართის შესყიდვის შეკვეთებში;
ჯართის შემადგენლობის კარგი ცოდნა, ჯართის წარმოშობის ინტენსიური მონიტორინგის საშუალებით; გამონაკლის შემთხვევებში, ჯართის შემადგენლობის მახასიათებლების დადგენას შეიძლება ხელი შეუწყოს ნადნობის ტესტირებამ;
მიღებისა და ქვითრის გაცემის სათანადო საშუალებების არსებობა;
პროცედურების არსებობა ჯართის წუნდებისთვის, რომელიც არ არის ვარგისი საწარმოში გამოსაყენებლად;
ჯართის შენახვა სხვადასხვა კრიტერიუმის შესაბამისად (მაგ., ზომა, შენადნობები, სისუფთავის ხარისხი); ნიადაგში დამაბინძურებელი ნივთიერებების გაჟონვის პოტენციალის მქონე ჯართის შენახვა გაუმტარ ზედაპირებზე, რომლებიც აღჭურვილია დრენაჟით და კოლექტორული სისტემით; გადახურვის გამოყენება, რომელსაც შეუძლია შეამციროს ასეთი სისტემის საჭიროება;
სხვადასხვა ნადნობისთვის გათვალისწინებული ჯართის პარტიების ერთად შეგროვება, შემადგენლობის ცოდნის გათვალისწინებით, რათა წარმოებული ფოლადის ნადნობის მარკისთვის ყველაზე მეტად შესაბამისი ჯართი იქნეს გამოყენებული (ზოგ შემთხვევაში ეს საჭიროა არასასურველი ელემენტების არსებობის თავიდან ასაცილებლად, ზოგჯერ კი იმისათვის, რომ გამოყენებულ იქნეს ლეგირების ელემენტებად, რომლებიც არის ჯართში და საჭიროა კონკრეტული მარკის ფოლადის წარმოებისთვის);
საწარმოს შიგნით დაგროვებული ჯართის ყველა პარტიის სასწრაფოდ დაბრუნება ჯართის განსათავსებელ ტერიტორიაზე შემდგომი რეციკლირებისთვის;
ექსპლუატაციისა და მენეჯმენტის გეგმის შემუშავება;
ჯართის დახარისხება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სახიფათო ან ფერადი ლითონებით დაბინძურების რისკი, განსაკუთრებით, პოლიქლორირებული ბიფენილებით (PCB) და ზეთებით ან ცხიმებით. ჩვეულებრივ ამას უზრუნველყოფს ჯართის მიმწოდებელი, მაგრამ ოპერატორი ამოწმებს დაბეჭდილ კონტეინერებში მოთავსებული ჯართის ყველა პარტიას, უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, ამავდროულად შესაძლებელია დამაბინძურებლების არსებობის შემოწმება, რამდენადაც პრაქტიკა ამის საშუალებას იძლევა. შეიძლება საჭირო იქნეს პლასტმასის მცირე რაოდენობების შეფასება (მაგ., პლასტმასით დაფარული კომპონენტების);
რადიოაქტიურობის კონტროლი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ექსპერტთა ჯგუფის ჩარჩო- რეკომენდაციების შესაბამისად;
ექსპლუატაციიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებებიდან და ელექტრული და ელექტრონული ხელსაწყოების ნარჩენებიდან (WEEE) ვერცხლისწყლის შემცველი კომპონენტების სავალდებულო ამოღების დანერგვის პროცესი ჯართის გადამამუშავებლებმა შეიძლება გააუმჯობესონ შემდეგი ღონისძიებების საშუალებით:
შესყიდვის კონტრაქტში დაფიქსირდეს, რომ ჯართი არ უნდა შეიცავდეს ვერცხლისწყალს;
უარი თქვან ჯართის მიღებაზე, სადაც შეუიარაღებელი თვალით ჩანს, რომ იგი შეიცავს ელექტრონულ კომპონენტებსა და სქემებს.
გამოყენებადობა
ჯართის შერჩევა და დახარისხება შეიძლება სრულად არ ექვემდებარებოდეს საქმიანობის განამხორციელებლის კონტროლს.
1.1.4. ტექნოლოგიური ნაშთების მენეჯმენტი, როგორიცაა თანმდევი პროდუქტები და ნარჩენები
BAT 8. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა მყარი ნარჩენებისთვის ითვალისწინებს ინტეგრირებული ტექნიკისა და ოპერაციული ტექნიკის გამოყენებას ნარჩენების მინიმიზირებისთვის, მათი შიგა გამოყენებით ან რეციკლირების სპეციალიზირებული პროცესების გამოყენებით (საწარმოს შიგნით ან მის გარეთ).
აღწერა
რკინით მდიდარი ნარჩენების რეციკლირების ტექნოლოგიები მოიცავს სპეციალიზებული რეციკლირების ტექნოლოგიებს, როგორიცაა, OxyCup® შახტური ღუმელი, DK პროცესი, აღდგენითი დნობის ან გრანულების/ბრიკეტების ცივი წესით წარმოების პროცესები, ასევე, ნაშთების წარმოების ტექნიკა, რომლებიც 1.2 – 1.7 განყოფილებაში არის მითითებული.
გამოყენებადობა
ვინაიდან აღნიშნული პროცესები შეიძლება მესამე მხარის მიერ იქნეს განხორციელებული, თვით რეციკლირება შეიძლება არ ექვემდებარებოდეს მეტალურგიული საქმიანობის განამხორციელებლის კონტროლს და, აქედან გამომდინარე, შეიძლება არ იყოს გათვალისწინებული ნებართვის პირობებში.
BAT 9. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს მყარი ნარჩენების მაქსიმალურად გამოყენებას საწარმოს შიგნით ან გადამუშვებას (როგორც ამას ითვალისწინებს საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 8), სადაც ეს შესაძლებელია ნარჩენების რეგულაციების შესაბამისად. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა მოიცავს იმ ნარჩენების კონტროლირებულ მართვას, რომლებიც ვერც თავიდან იქნება აცილებული და ვერც რეციკლირებული.
BAT 10. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ექსპლუატაციისა და ტექნიკური მომსახურების საუკეთესო მეთოდების გამოყენებას მყარი ნარჩენების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის, ასევე, გადაცემის პუნქტების აღჭურვას საფარით, ჰაერსა და წყალში ემისიების თავიდან აცილების მიზნით.
1.1.5. დიფუზიური მტვრის ემისიები ნედლეულისა და (შუალედური) პროდუქტების შენახვის, დამუშავების და ტრანსპორტირების პროცესებიდან
BAT 11. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს მასალების შენახვის, დამუშავების და ტრანსპორტირების პროცესებიდან დიფუზიური მტვრის ემისიების პრევენციას ან შემცირებას ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან მათი კომბინირებული გამოყენებით.
ემისიების შემცირების ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს მტვრის დაჭერის ეფექტურობისა და მისი შემდგომი გაწმენდის პროცესის ოპტიმიზაციას, სათანადო მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა ქვემოთ მოცემული მეთოდები. უპირატესობა ენიჭება წყაროსთან ყველაზე ახლომდებარე მტვრის ემისიების შეგროვებას.
ზოგადი ტექნიკა მოიცავს შემდეგს:
საწარმოს გარემოსდაცვითი მართვის სისტემაში დიფუზიური მტვრის სამოქმედო გეგმის ჩართვა;
ზოგიერთი ოპერაციის დროებითი შეჩერების საკითხის განხილვა, თუ ისინი მიჩნეულია PM 10’-ის წყაროდ, რომლებსაც მაღალი მაჩვენებელი აქვთ გარემოსთან მიმართებით; ამისათვის საჭირო იქნება ‘PM 10’-ის მონიტორთა საკმარისი რაოდენობა, ქარის სიმძლავრის სათანადო მონიტორინგით, რათა შესაძლებელი იქნეს ტრიანგულაცია და წვრილდისპერსული მტვრის ძირითადი წყაროების იდენტიფიცირება.
ნაყარი ნედლეულის დამუშავებისა და ტრანსპორტირების დროს მტვრის გავრცელების პრევენციის ტექნიკა მოიცავს შემდეგს:
გრძელი შტაბელების ორიენტირება ქარის გავრცელებული მიმართულებისკენ;
ქარისაგან დამცავი ბარიერების მოწყობა ან ბუნებრივი რელიეფის გამოყენება საფარის უზრუნველსაყოფად;
მოწოდებულ მასალაში ტენის შემცველობის კონტროლი;
პროცედურებისთვის ჯეროვანი ყურადღების მიქცევა, რათა არ მოხდეს მასალების არასათანადო განლაგება და გრძელი ნაყარის დატოვება საფარის გარეშე;
კონვეირზე, ბუნკერებში და სხვა საცავებში სათანადო განთავსება;
მტვერმშთანთქმელი წყლის მფრქვევანების გამოყენება, სათანადო შემთხვევებში გარკვეული დანამატებით, როგორიცაა ლატექსი;
მოწყობილობის ტექნიკური მომსახურების მკაცრი სტანდარტები;
მაღალი სამეურნეო სტანდარტები, განსაკუთრებით გზების წმენდისა და დასველების მიმართებით;
მობილური და სტაციონარული მტვერსასრუტების გამოყენება;
მტვრის შეზღუდვა ან მტვრის მოშორება და ტომრიანი ფილტრების წმენდის აგრეგატების გამოყენება მტვრის წარმოშობის მნიშვნელოვანი კერების შემცირების მიზნით;
დაბალემისიური დაგვა-დასუფთავების მანქანების გამოყენება მყარსაფარიანი ქუჩების რეგულარული დასუფთავებისთვის.
III. მასალების მიღების, შენახვისა და ხელმეორედ გამოყენების/აღდგენის ტექნიკა მოიცავს შემდეგს:
გადმოსატვირთი ბუნკერების სრული დაფარვა შენობაში, რომელიც აღჭურვილია გაფილტრული ჰაერის გამწოვით მტვრიანი მასალებისთვის, ან ბუნკერების აღჭურვა მტვრის შემაკავებელი ეკრანებით და გადმოსატვირთი ცხაურებით, რომლებიც მიერთებულია მტვრის მოსაცილებელ და გამწმენდ სისტემასთან;
გადმოყრის სიმაღლის შეზღუდვა, თუ შესაძლებელია, მაქსიმუმ 0,5 მეტრამდე;
წყლის მფრქვევანების გამოყენება (სასურველია, რეციკლირებული წყლით) მტვრის შესაკავებლად;
საჭიროების შემთხვევაში შემგროვებელი ბუნკერების აღჭურვა ფილტრის ბლოკებით, დამტვერიანების კონტოლის მიზნით;
აღდგენის მიზნით ბუნკერებიდან ამოღებისას მთლიანად დახურული მოწყობილობების გამოყენება;
საჭიროების შემთხვევაში, ჯართის შენახვა საფარის ქვეშ და მყარი ზედაპირის მქონე ადგილზე, რათა შემცირდეს ნიადაგის დაბინძურების რისკი (მოხდეს დროული მიწოდება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სასაწყობე ფართობი და, შესაბამისად, ემისიები);
მარაგის შტაბელების დარღვევის მინიმუმამდე შემცირება;
შტაბელების სიმაღლის შეზღუდვა და საერთო ფორმის კონტროლი;
შენობაში ან საცავებში შენახვის პრაქტიკის გამოყენება, შენობის გარეთ შტაბელების მოწყობის ნაცვლად, თუ საცავი სათანადო ზომის არის;
ქარსაფარების შექმნა ბუნებრივი რელიეფის და მიწაყრილების გამოყენებით, ან მაღალი ბუჩქნარისა და მარადმწვანე ხეების გაშენებით, რათა მოხდეს მტვრის შეკავება და შთანთქმა, ხანგრძლივი ზიანის მიყენების გარეშე;
ნარჩენებისა და წიდის გროვების „ჰიდრო-თესვა“;
ტერიტორიის გამწვანება გამოუყენებელ უბნებზე ნიადაგის ნაყოფიერი ფენის შეტანისა და ბალახის, ბუჩქნარისა და ვეგეტაციის სხვა სახეობათა საფარის გაშენებით;
ზედაპირის დატენიანება ძლიერი მტვერშემკვრელი ნივთიერებებით;
ზედაპირის დაფარვა ბრეზენტით ან სხვა მასალით (მაგ., ლატექსით);
საყრდენი კედლების მქონე საცავის გამოყენება, რათა შემცირდეს ღია ზედაპირი;
აუცილებლობის შემთხვევაში ღონისძიება შესაძლებელია მოიცავდეს მობეტონებულ გაუმტარ ზედაპირებს დრენაჟით.
IV. როდესაც საწვავი და ნედლეული საზღვაო ტრანსპორტით მიეწოდება და მტვრის გამოყოფა შეიძლება მნიშვნელოვანი საკითხი იყოს, ზოგიერთი ტექნიკა მოიცავს შემდეგს:
თვითმცლელი ხომალდების ან უწყვეტი დახურული ჩამოტვირთის პროცესის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში მტვერი, რომელიც წარმოიქმნება გემების ამწე მოწყობილობებით ჩამოტვირთვისას, მინიმუმამდე უნდა იქნეს შემცირებული მასალის ადეკვატური ტენიანობის უზრუნველყოფით, გადმოყრის სიმაღლის მინიმუმამდე შემცირებით და წყლის მფრქვევანის ან წყლის ნისლის გამოყენებით გემის ჩამოსატვირთი ბუნკერის პირზე;
მადნის ან შენადნობის შესასხურებლად ზღვის წყლის გამოყენების თავიდან აცილება, რადგან ეს იწვევს ელექტროფილტრების დაბინძურებას ნატრიუმის ქლორიდით. ნედლეულში დამატებითი ქლორის მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს ემისიების ზრდა (მაგ., პოლიქლორირებული დიბენზოდიოქსინების/ფურანების (PCDD/F)) და შეაფერხოს ფილტრში მტვრის რეცირკულაცია;
ფხვნილისებრი ნახშირბადის, კირისა და კალციუმის კარბიდის შენახვა ჰერმეტულ სილოსებში და მათი ტრანსპორტირება პნევმატური საშუალებით, ან შენახვა და გადატანა ჰერმეტული ტომრებით.
V. მატარებლის ან სატვირთო მანქანის გადმოტვირთვის ტექნიკა მოიცავს შემდეგს:
საჭიროების შემთხვევაში მტვრის ემისიის ფორმირების გამო, სპეციალური გადმოსატვირთი მოწყობილობის გამოყენება, როგორც წესი, დახურული ტიპის.
VI. შეტივნარებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიარე მასალებისთვის, რომლებმაც შეიძლება მტვრის მნიშვნელოვანი ემისია გამოიწვიოს, ზოგიერთი ტექნიკა მოიცავს შემდეგს:
გადამტვირთი პუნქტების, ვიბრაციული ეკრანების, დამქუცმაცებლების, ბუნკერების და სხვა მსგავსი საშუალებების გამოყენება, რომლებიც შეიძლება ბოლომდე იყოს დახურული, ხოლო დაჭერა ხდებოდეს სახელოიანი ფილტრის დანადგარზე;
დაღვრილი სითხის ჩამორეცხვის ნაცვლად ცენტრალური ან ლოკალური ვაკუუმური წმენდის სისტემების გამოყენება, რადგან ზემოქმედება შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საშუალებით და გამარტივებულია გადმოღვრილი მასალის რეციკლირება.
VII. წიდის შენახვისა და გადამუშავების ტექნიკა მოიცავს შემდეგს:
წიდის გრანულების ნაყარის შენახვა სველ მდგომარეობაში შემდგომი ტრანსპორტირებისა და გადამუშავებისთვის, რადგან გამომშრალი საბრძმედე ღუმლიდან და მარტენის ღუმლიდან მიღებულმა წიდამ შეიძლება მტვერი წარმოქმნას;
დახურული ტიპის წიდის დამქუცმაცებელი აგრეგატის გამოყენება, ეფექტური ამოღებით და სახელოიანი ფილტრით, მტვრის ემისიების შესამცირებლად.
VIII. ჯართის ოპერირების ტექნიკა:
•
ჯართის შენახვა გადახურულ მდგომარეობაში და/ან ბეტონით დაფარულ ზედაპირზე, რათა მინიმუმამდე შემცირდეს მტვრის გავრცელება ტრანსპორტის გადაადგილების დროს.
IX. ტექნიკა, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს მასალების ტრანსპორტირების დროს, მოიცავს შემდეგს:
საერთო გამოყენების საავტომობილო გზებიდან მისასვლელი წერტილების მინიმუმამდე შემცირება;
საბურავების წმენდის მოწყობილობის გამოყენება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტალახისა და მტვრის გადატანა საერთო გამოყენების გზებზე;
სატრანსპორტო გზების მოკირწყვლა მყარი საფარით (ბეტონის ან ასფალტის), რათა მინიმუმამდე შემცირდეს მტვრის ბუღის წარმოშობა მასალების ტრანსპორტირებისას და გზების გაწმენდისას;
აღნიშნულ მარშრუტებზე სატრანსპორტო საშულებათა მოძრაობის შეზღუდვა ღობეებით, თხრილებით ან რეციკლირებული წიდის მიწაყრილებით;
მტვრიანი მარშრუტების დატენიანება წყლის ჭავლით, მაგალითად, წიდის დატვირთვის სამუშაოების დროს;
სატრანსპორტო საშუალებების გადატვირთვის თავიდან აცილების უზრუნველყოფა, რათა არ მოხდეს დაღვრა/გაბნევა;
სატრანსპორტო საშუალებების შალითით აღჭურვა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გადასატანი მასალის დაფარვა;
გადაზიდვების (რეისების) რაოდენობის მინიმუმამდე შემცირება;
დახურული ტიპის ან საბურველიანი კონვეირების გამოყენება;
სადაც შესაძლებელია მილის ფორმის კოინვეირების გამოყენება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს მასალების დანაკარგი ობიექტზე მოძრაობისას მიმართულების ცვლილებების დროს, რაც, ჩვეულებრივ, მასალების ერთი ხაზიდან მეორე ხაზზე გადატანისას ხდება;
კარგი პრაქტიკის ტექნიკა გამდნარი ლითონის ტრანსპორტირებისა და ციცხვით ოპერირებისთვის;
კონვეირული გადაცემის წერტილების მტვრისაგან გაწმენდა.
1.1.6. წყლისა და ჩამდინარე წყლების მართვა
BAT 12. ჩამდინე წყლების მართვისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ჩამდინარე წყლების ტიპების პრევენციას, შეგროვებას და სეპარაციას, შიდა რეციკლირებისა და თითოეული საბოლოო ნაკადის სათანადო გაწმენდის მაქსიმალური გამოყენებით. ეს მოიცავს მეთოდებს, რომლებიც იყენებს, მაგალითად, ზეთის შემკავებლებს, გაფილტვრას ან დალექვას. ამ კონტექსტში, თუ არსებობს ზემოთ აღნიშნული წინაპირობები, შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ტექნიკა:
საწარმოო ხაზებისთვის სასმელი წყლის გამოყენების თავიდან აცილება;
ახალი საწარმოების მშენებლობისას და ძველის მოდერნიზების/რეკონსტრუქციის დროს წყლის მბრუნავი ციკლის სისტემების რაოდენობის და/ან სიმძლავრის გაზრდა;
შემომავალი მტკნარი წყლის ცენტრალიზებული განაწილება;
წყლის გამოყენება კასკადებში მანამ, სანამ კონკრეტული პარამეტრები კანონით დადგენილ ან ტექნიკურ ზღვრებს არ მიაღწევს;
წყლის გამოყენება სხვა დანადგარებში, თუ ზემოქმედება ხდება წყლის მხოლოდ კონკრეტულ პარამეტრზე და შესაძლებელია შემდგომი გამოყენება;
გაწმენდილი და გაუწმენდავი ჩამდინარე წყლების განცალკევებულად შენახვა; ამ ღონისძიებით შესაძლებელია ჩამდინარე წყლების განთავსება სხვადასხვა მეთოდით, გონივრულ ფასად;
წვიმის წყლის გამოყენება, სადაც ეს შესაძლებელია.
გამოყენებადობა
ინტეგრირებულ მეტალურგიულ საწარმოში წყლის რესურსების მართვა, უპირველეს ყოვლისა, შეიძლება შეიზღუდოს მტკნარ წყალზე ხელმისაწვდომობით, მისი ხარისხითა და ადგილობრივი კანონმდებლობების მოთხოვნებით. არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება, შეზღუდოს წყალგაყვანილობის არსებულმა სისტემამ.
1.1.7. მონიტორინგი
BAT 13. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ყველა შესაბამისი პარამეტრის გაზომვას ან შეფასებას, რომლებიც აუცილებელია სადისპეტჩერო პუნქტებიდან პროცესებზე მეთვალყურეობისთვის თანამედროვე კომპიუტერული სისტემების გამოყენებით, რათა მუდმივად მოხდეს პროცესების კორექტირება და ოპტიმიზირება ონლაინრეჟიმში, რამაც უნდა უზრუნველყოს სტაბილური და შეუფერხებელი დამუშავება, რითაც ამაღლდება ენერგოეფექტურობა, მაქსიმალურად გაიზრდება წარმადობა და გაუმჯობესდება ტექნიკური მომსახურების პრაქტიკა.
BAT 14. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს გაფრქვევის მილებში დამაბინძურებელი ნივთიერებების ემისიების გაზომვას, რომლებიც მომდინარეობს ემისიის ძირითადი წყაროებიდან, 1.2 – 1.7 განყოფილებებში მითითებული ყველა პროცესიდან, ყველა შემთხვევაში, როდესაც მოცემულია BAT-AELs-ები, ასევე ტექნოლოგიურ აირებზე მომუშავე თბოელექტროსადგურებში თუჯისა და ფოლადის საწარმოებში.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს უწყვეტ გაზომვებს, სულ მცირე:
მტვრის პირველადი ემისიების, აზოტის ოქსიდების (NOX) და გოგირდის დიოქსიდის (SO2) - აგლომერაციის ხაზიდან;
აზოტის ოქსიდების (NOX) და გოგირდის დიოქსიდის (SO2) ემისიების – გრანულების წარმოების ხაზებიდან;
მტვრის ემისიები საბრძმედე ღუმლის ჩამომსხმელ საამქროებში;
მეორადი ემისიები ჟანაგბადკონვერტერული ღუმელებიდან;
აზოტის ოქსიდების (NOX) ემისიები თბოელექტროსადგურებიდან;
მტვრის ემისიები დიდი ელექტრორკალური ღუმლებიდან.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა სხვა ემისიებისთვის ითვალისწინებს უწყვეტი მონიტორინგის გამოყენებას, ემისიების მოცულობისა (მასური ხარჯის) და სხვა მახასიათებლების შესაბამისად.
BAT 15. ემისიის შესაბამისი წყაროებისთვის, რომლებიც არ არის მითითებული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის მე-14 ტექნიკაში, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს დამაბინძურებელი ნივთიერებების ემისიების გაზომვას, რომლებიც წარმოიქმნება 1.2 – 1.7 განყოფილებებში მითითებული ყველა პროცესიდან და თუჯისა და ფოლადის საწარმოებში არსებულ ტექნოლოგიურ აირებზე მომუშავე თბოელექტროსადგურებში, ასევე ტექნოლოგიური აირის ყველა შესაბამისი კომპონენტების/დამაბინძურებლების პერიოდულ და წყვეტილ გაზომვას. იგი მოიცავს ტექნოლოგიური აირების, გაფრქვევის მილებიდან ემისიების, პოლიქლორირებული დიბენზოდიოქსინების/ფურანების წყვეტილ მონიტორინგს და ჩამდინარე წყლების ჩაშვების მონიტორინგს, მაგრამ გამორიცხავს დიფუზიურ ემისიებს (იხ. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 16).
აღწერა (შესაბამისია საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 14 და 15-თვის)
ტექნოლოგიური აირების მონიტორინგი ინფორმაციას იძლევა ტექნოლოგიური აირების შემადგენლობისა და არაპირდაპირი ემისიების შესახებ, რომლებიც ტექნოლოგიური აირების წვის შედეგად წარმოიშობა, როგორიცაა, მტვრის, მძიმე მეტალებისა და SOx-ის ემისიები.
მილებიდან ემისიები შეიძლება გაიზომოს რეგულარული პერიოდულობით, ორგანიზებული ემისიის სათანადო წყაროებზე, საკმარისად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რათა მიღებულ იქნეს ემისიის რეპრეზენტატიული მნიშვნელობები.
ჩამდინარე წყლების ჩაშვების მონიტორინგისთვის ნიმუშების აღებისა და წყლისა და ჩამდინარე წყლების ანალიზის მრავალი სტანდარტიზებული პროცედურა არსებობს, მათ შორის:
რენდომული (შემთხვევითი) შერჩევა, რომლის დროსაც ხდება ერთი ნიმუშის აღება ჩამდინარე წყლის ნაკადიდან;
შედგენილი ნიმუში – ნიმუში, რომელსაც უწყვეტად იღებენ დროის მოცემული პერიოდის განმავლობაში, ან ნიმუში, რომელიც შედგება რამდენიმე სინჯისგან, რომლებიც აღებულია უწყვეტად ან გარკვეული წყვეტილი პერიოდების განმავლობაში, და შერეული მეთოდით აღებული ნიმუში;
კვალიფიცირებული რენდომული შერჩევა უნდა მიეკუთვნებოდეს შედგენილ შერჩევას, რომელშიც შედის, სულ მცირე, ხუთი რენდომული ნიმუში, რომლებიც შერჩეულია მაქსიმუმ ორი საათის განმავლობაში, არანაკლებ ორწუთიანი ინტერვალებით, და შერეული.
მონიტორინგი უნდა განხორციელდეს EN-ის ან ISO-ის სათანადო სტანდარტების შესაბამისად. თუ EN-ის ან ISO-ის სტანდარტები ხელმისაწვდომი არ არის, გამოყენებული უნდა იქნეს ეროვნული ან სხვა საერთაშორისო სტანდარტი, რომლებიც თანაბარი სამეცნიერო ხარისხის მქონე მონაცემების მიღებას უზრუნველყოფს.
BAT 16. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს შესაბამისი წყაროდან დიფუზიური ემისიების მასშტაბის დადგენას ქვემოთ მოცემული მეთოდების გამოყენებით. შესაძლებლობის შემთხვევაში, პირდაპირი გაზომვების მეთოდს უპირატესობა ენიჭება არაპირდაპირ მეთოდებთან ან შეფასებებთან შედარებით, რომლებიც ემისიების კოეფიციენტებით შესრულებულ გაანგარიშებებს ეფუძნება.
პირდაპირი გაზომვის მეთოდები – როდესაც ემისიების გაზომვა ხდება უშუალოდ წყაროში. ამ შემთხვევაში შესაძლებელია კონცენტრაციებისა და მასის ნაკადის გაზომვა ან განსაზღვრა;
არაპირდაპირი გაზომვის მეთოდები – როდესაც ემისიის განსაზღვრა ხდება წყაროდან გარკვეულ მანძილზე; კონცენტრაციების და მასის ნაკადის პირდაპირი გაზომვა შეუძლებელია;
გაანგარიშება ემისიის კოეფიციენტების გამოყენებით.
აღწერა
პირდაპირი ან კვაზი-პირდაპირი გაზომვა
პირდაპირი გაზომვის მაგალითებია გაზომვები აეროდინამიკურ მილებში, ხუფით ანდა სხვა მეთოდებით, როგორიცაა კვაზი-ემისიების გაზომვა სამრეწველო საწარმოს სახურავზე. ბოლო შემთხვევაში სახურავზე იზომება ქარის სიჩქარე და სავენტილაციო სარკმელების ფართობი, ასევე ხდება ნაკადის სიჩქარის გაანგარიშება. გასაზომი სავენტილაციო სარკმელების განივკვეთი დაყოფილია ერთნაირი ფართობის მქონე სექტორებად (გაზომვა ბადით).
არაპირდაპირი გაზომვა
არაპირდაპირი გაზომვების მაგალითები მოიცავს ინდიკატორული აირების გამოყენებას, უკუდისპერსიის (RDM) მოდელირების მეთოდებს და მასური ბალანსის მეთოდს სინათლის დეტექტირებისა და რანგირების გამოყენებით (LIDAR).
ემისიების გაანგარიშება ემისიის კოეფიციენტების გამოყენებით
მეთოდოლოგიები, რომლებიც იყენებს კოეფიციენტებს ნაყარი მასალების შენახვისა და დამუშავების დროს მტვრის დიფუზიური ემისიებისთვის და გზებზე ტრანსპორტის მოძრაობით წარმოქმნილი მტვრის შესაფასებლად:
VDI 3790 ნაწილი 3 და
US EPA AP 42
1.1.8. ექსპლუატაციიდან მოხსნა (ჩამოწერა)
BAT 17. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ექსპლუატაციიდან მოხსნის დროს დაბინძურების პრევენციას ქვემოთ ჩამოთვლილი ტექნიკის გამოყენებით.
საკითხები ექსპლუატაციის ვადაგასული დანადგარის ექსპლუატაციიდან მოხსნის შესახებ:
I. გათვალისწინებული იქნეს გარემოზე ზემოქმედება, რომელსაც გამოიწვევს დანადგარის ექსპლუატაციიდან მოხსნა ახალი დანადგარის პროექტირების ეტაპზე, რადგან, ამგვარი გათვალსიწინებით, ექსპლუატაციიდან მოხსნა არის უფრო მარტივი, სუფთა და იაფი.
II. ექსპლუატაციიდან მოხსნა ქმნის ეკოლოგიურ რისკებს მიწის დაბინძურების (და მიწისქვეშა წყლების) სახით და იწვევს დიდი რაოდენობით მყარი ნარჩენის წარმოქმნას; პრევენციული მეთოდები დამოკიდებულია კონკრეტულ პროცესზე, თუმცა ზოგადი მოსაზრებები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
მიწისქვეშა ნაგებობების თავიდან აცილება;
დემონტაჟის ხელშემწყობი მახასიათებლების გამოყენება;
ზედაპირის ისეთი საფარის შერჩევა, რომელიც ადვილად ექვემდებარება დამაბინძურებლებისაგან გაწმენდას (დეკონტამინაციას);
აღჭურვილობის ისეთი ნაკრების შერჩევა, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს შეკავებულ ქიმიურ ნივთიერებებს და ხელს უწყობს გადინებასა და გაწმენდას;
მოქნილი ავტონომიური ერთეულების/კვანძების დაპროექტება, რომლებიც ექსპლუატაციიდან ეტაპობრივი მოხსნის საშუალებას იძლევა;
- ბიოდეგრადირებადი და რეციკლირებადი მასალების გამოყენება, სადაც შესაძლებელია.
1.1.9. ხმაური
BAT 18. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს თუჯისა და ფოლადის წარმოების პროცესებში შესაბამისი წყაროებიდან ხმაურის ემისიების შემცირებას, ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის გამოყენებით, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით და მათ შესაბამისად:
ხმაურის შემცირების სტრატეგიის განხორციელება;
ხმაურიანი ოპერაციების/ბლოკების შეფუთვა;
ოპერაციების/ბლოკების ვიბრაციის იზოლაცია;
შიგა და გარე გარსაკრავის გამოყენება, რომელიც დამზადებულ იქნება ზემოქმედების მშთანთქავი მასალისაგან;
ხმის იზოლაციის მქონე შენობები, რათა არ გავრცელდეს მასალების გადამამუშავებელი დანადგარებით გამოწვეული ხმაური;
ხმაურდამცავი კედლების აშენება, მაგალითად, შენობების ან ბუნებრივი ბარიერების აგება, როგორიცაა, მზარდი ხეებისა და ბუჩქების განაშენიანება დაცულ ტერიტორიასა და ხმაურიანი საქმიანობის ადგილს შორის;
მაყუჩები გაფრქვევის მილების გამოსასვლელზე;
ჰაერგამტარები და საქშენები, რომლებიც ხმაგაუმტარ შენობებშია დამონტაჟებული;
კარებისა და ფანჯრების დაკეტვა დახურულ ფართობებზე.
1.2. დასკვნები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ აგლომერაციის დანადგარებისთვის
თუ სხვაგვარად არ არის დადგენილი, ამ ნაწილში მოცემული დასკვნები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგლომერაციის ყველა დანადგარისთვის.
ემისიები ატმოსფერულ ჰაერში
BAT 19. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა შერევის ოპერაციებისთვის ითვალისწინებს მტვრის დიფუზიური ემისიის პრევენციას წვრილდისპერსული მასალების აგლომერაციის გზით, ტენის შემცველობის რეგულირებით (იხ. აგრეთვე, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 11).
BAT 20. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა აგლომერაციის დანადგარებიდან პირველადი ემისიებისთვის ითვალისწინებს მტვრის ემისიების შემცირებას აგლომერაციის დანადგარიდან გამოყოფილ აირებში სახელოიანი ფილტრის საშუალებით.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა არსებულ საწარმოში პირველადი ემისიებისთვის ითვალისწინებს მტვრის ემისიების შემცირებას აგლომერაციის დანადგარიდან გამოყოფილ აირებში, თანამედროვე ელექტროფილტრების გამოყენებით, როდესაც სახელოიანი ფილტრის გამოყენება შეუძლებელია.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე მტვრისთვის არის < 1 – 15 მგ/ნმ3 სახელოიანი ფილტრისთვის და < 20 – 40 მგ/ნმ3 თანამედროვე ელექტროფილტრისთვის (ამ სიდიდეების მისაღწევად საჭიროა მისი პროექტირება და ექსპლუატაციაში გაშვება), ორივე წარმოადგენს საშუალო სადღეღამისო მაჩვენებელს.
სახელოიანი ფილტრი
აღწერა
სახელოიანი ფილტრები, რომლებიც აგლომერაციის დანადგარებზე გამოიყენება, ჩვეულებრივ არსებული ელექტროფილტრის ან ციკლონის შემდეგ გამოიყენება, თუმცა შეუძლია ავტონომიური ხელსაწყოს ფუნქციაც შეასრულოს.
გამოყენებადობა
არსებული საწარმოებისთვის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ისეთი მოთხოვნები, როგორიცაა, სივრცის უზრუნველყოფა მოწყობილობისთვის, რომელიც ელექტროფილტრის შემდეგ უნდა დამონტაჟდეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს არსებული ელექტროფილტრის ასაკს და წარმადობას.
თანამედროვე ელექტროფილტრები
აღწერა
თანამედროვე ელექტროფილტრებს აქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი ერთი ან რამდენიმე მახასიათებელი:
პროცესის კარგი კონტროლის უნარი;
დამატებითი ელექტრონული ველები;
ელექტრონული ველის ადაპტირებული სიმძლავრე;
ტენის ადაპტირებული შემცველობა;
კონდიცირება დანამატებით;
უფრო მაღალი ან ცვლადი-იმპულსური ძაბვა;
სწრაფი რეაგირების ძაბვა;
მაღალი ენერგიის იმპულსების ზედდება;
ელექტროდების მოძრაობა;
ელექტროდის ფირფიტის მანძილის ან სხვა მახასიათებლების გაზრდა, რაც აუმჯობესებს დაჭერის ეფექტურობას.
BAT 21. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა აგლომერაციის ხაზებიდან პირველადი ემისიებისთვის ითვალისწინებს ვერცხლისწყლის ემისიების პრევენციას ან შემცირებას ვერცხლისწყლის დაბალი შემცველობის ნედლეულის შერჩევის გზით (იხ. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 17) ან გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის გაწმენდით, აქტივირებული ნახშირის ან აქტივირებული ლიგნიტის კოქსის დამატებით.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე ვერცხლისწყლისთვის არის < 0,03 – 0,05 მგ/ნმ3, როგორც საშუალო მნიშვნელობა სტანდარტული პერიოდისთვის (წყვეტილი გაზომვა, წერტილოვანი ნიმუშები, სულ მცირე, ნახევარი საათის განმავლობაში).
BAT 22. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა აგლომერაციის ხაზებიდან პირველადი ემისიებისთვის ითვალისწინებს გოგირდის ოქსიდების (SOX) ემისიების შემცირებას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
გოგირდის შეტანის შემცირება გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე კოქსის მტვრის გამოყენების საშუალებით;
გოგირდის შეტანის შემცირება კოქსის მტვრის მოხმარების მინიმუმამდე შემცირების გზით;
გოგირდის შეტანის შემცირება გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე რკინის მადნის გამოყენების საშუალებით;
ადსორბციის შესაბამისი აგენტების შეფრქვევა აგლომერაციის ხაზებიდან გამოყოფილ აირჰაერმტვერნარევში, სახელოიან ფილტრში გაწმენდამდე (იხ.საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 20);
სველი დესულფურიზაცია ან რეგენერაციული აქტივირებული ნახშირის (RAC) პროცესი (აუცილებელია გამოყენების პირობების წინასწარ გულდასმით განხილვა).
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე გოგირდის ოქსიდებისთვის (SOX) I – IV საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებისას არის < 350 – 500 მგ/ნმ3, გამოისახება როგორც გოგირდის დიოქსიდი (SO2) და განსაზღვრულია, როგორც საშუალო სადღეღამისო მაჩვენებელი, ამასთანავე, უფრო დაბალი მაჩვენებელი შეესაბამება IV საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე გოგირდის ოქსიდებისთვის (SOX) V საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებისას არის < 100 მგ/ნმ3, გამოისახება როგორც გოგირდის დიოქსიდი (SO2) და განსაზღვრულია, როგორც საშუალო სადღეღამისო მაჩვენებელი.
V საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ფარგლებში მოცემული რეგენერაციული აქტივირებული ნახშირის (RAC) პროცესის აღწერა
მშრალი დესულფურიზაციის მეთოდები ეფუძნება SO2-ის ადსორბციას აქტივირებული ნახშირით. პროცესს, რომლის დროსაც ხდება SO2-ის შემცველობის მქონე ნახშირის რეგენერირება (აღდგენა), რეგენერაციული აქტივირებული ნახშირის (RAC) პროცესი ეწოდება. ამ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაღალი ხარისხის ძვირადღირებული აქტივირებული ნახშირი, ხოლო გოგირდმჟავა (H2SO4) მიიღება, როგორც თანამდევი პროდუქტი. ფენის აღდგენა ხდება ან წყლით ან თერმულად. ზოგ შემთხვევაში დესულფურიზაციის არსებული აგრეგატის „დახვეწილი“ მუშაობისთვის გამოიყენება აქტივირებული ნახშირი ლიგნიტის ფუძით. ამ შემთხვევაში, SO2-ის შემცველობის მქონე აქტივირებული ნახშირის ინსინერაცია ჩვეულებრივ კონტროლირებულ პირობებში ხდება.
რეგენერატიული აქტივირებული ნახშირის (RAC) პროცესი შეიძლება იყოს ერთეტაპიანი ან ორეტაპიანი.
ერთეტაპიან პროცესში გამოყოფილი აირები გადის გააქტიურებული ნახშირის ფენას, ხოლო დამაბინძურებელი ნივთიერებები ადსორბირდება გააქტიურებულ ნახშირთან. გარდა ამისა, NOX-ის მოცილება ხდება მაშინ, როდესაც ამიაკს (NH3) აფრქვევენ აირის ნაკადში, კატალიზატორის ფენამდე.
ორეტაპიან პროცესში გამოყოფილი აირები გაივლის აქტივირებული ნახშირის ორ ფენას. ამიაკის შეფრქვევა შესაძლებელია ფენის წინ, NOX-ის ემისიების შემცირების მიზნით.
V საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებადობა
სველი დესულფურიზაცია: შეიძლება, მნიშვნელოვანი იყოს სივრცის მოთხოვნა და ამის გამო შეიზღუდოს გამოყენებადობა. გათვალისწინებული უნდა იქნეს მაღალი საინვესტიციო და საექსპლუატაციო ხარჯები, ასევე, მნიშვნელოვანი ურთიერთგადამკვეთი ეფექტები, როგორიცაა, ლექის წარმოქმნა და განთავსება და ჩამდინარე წყლების გაწმენდის დამატებითი ღონისძიებები. ამ დოკუმენტზე მუშაობის მომენტში ეს მეთოდი ევროპაში არ გამოიყენებოდა, თუმცა შეიძლება იყოს ვარიანტი, სადაც გარემოს ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილება სხვა ტექნიკის გამოყენებით ნაკლებად სავარაუდოა.
რეგენერატიული აქტივირებული ნახშირის (RAC) პროცესი: რეგენერატიული აქტივირებული ნახშირის პროცესის დაწყებამდე უნდა დამონტაჟდეს მტვრის შემამცირებელი მოწყობილობა, რათა შემცირდეს მტვრის კონცენტრაცია შესასვლელზე. ზოგადად, ამ ტექნიკის განხილვისას, მნიშვნელოვანია საწარმოს განლაგება და მოთხოვნები სივრცის მიმართ, განსაკუთრებით იმ უბნის, სადაც ერთზე მეტი აგლომერაციის ხაზია.
მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მაღალი საინვესტიციო და საექსპლუატაციო ხარჯები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაღალი ხარისხის ძვირადღირებული აქტივირებული ნახშირის სახეობები და საჭირო იქნეს აგრეგატის დამონტაჟება გოგირდმჟავას წარმოებისთვის. ამ დოკუმენტზე მუშაობის მომენტში ეს მეთოდი ევროპაში არ გამოიყენებოდა, თუმცა შეიძლება იყოს ვარიანტი ახალ საწარმოებში, რომელთა ინტერესის სფერო ერთდროულად მოიცავს SOX-ს, NOX-ს, მტვერს და PCDD/F-ს, და იქ, სადაც გარემოს ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილება სხვა ტექნიკის გამოყენებით ნაკლებად სავარაუდოა.
BAT 23. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა აგლომერაციის ხაზებიდან პირველადი ემისიებისთვის ითვალისწინებს აზოტის ოქსიდების (NOX) საერთო ემისიების შემცირებას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
პროცესში ინტეგრირებული ღონისძიებები, რომლებიც შეიძლება მოცავდეს:
გამოყოფილი აირის რეცირკულაციას;
სხვა პირველად ღონისძიებებს, როგორიცაა, ანტრაციტის გამოყენება ან სანთურების გამოყენება დაბალი NOX-ით;
„მილის ბოლოს“ მეთოდები, რომლებიც შეიძლება, მოიცავდეს:
რეგენერატიული აქტივირებული ნახშირის (RAC) პროცესს;
შერჩევით კატალიზურ აღდგენას (SCR).
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე აზოტის ოქსიდისთვის (NOX) პროცესში ინტეგრირებული ღონისძიებების გამოყენებისას არის < 500 მგ/ნმ3, გამოისახება როგორც აზოტის დიოქსიდი (NO2) და განსაზღვრულია, როგორც საშუალო სადღეღამისო მაჩვენებელი.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე აზოტის ოქსიდისთვის (NOX) რეგენერაციული აქტივირებული ნახშირის (RAC) პროცესის გამოყენებისას არის < 250 მგ/ნმ3, ხოლო შერჩევითი კატალიზური აღდგენის (SCR) გამოყენებისას არის < 120 მგ/ნმ3, გამოისახება როგორც აზოტის დიოქსიდი (NO2), შეესაბამება ჟანგბადის 15%-იან შემცველობას და განსაზღვრულია როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა.
I. i საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკაში მოცემული გამოყოფილი აირის რეცირკულაციის აღწერა
გამოყოფილი აირის ნაწილობრივი რეციკლირებისას, აგლომერაციის პროცესიდან გამოყოფილი აირის გარკვეული ნაწილის რეციკლირება ხდება თვით აგლომერაციის პროცესში.
მთლიანი ხაზიდან გამოყოფილი აირის ნაწილობრივი რეციკლირების პროცესი თავდაპირველად შემუშავდა გამოყოფილი აირის ნაკადის და, შესაბამისად, ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების მასიური ემისიების შემცირების მიზნით. გარდა ამისა, მისი საშუალებით შეიძლება მიღწეული იქნეს ენერგომოხმარების შემცირება. გამოყოფილი აირების რეცირკულაცია განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს, რათა უარყოფითი ზემოქმედება არ მოხდეს აგლომერაციის ხარისხზე და წარმოების რენტაბელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს რეცირკულირებულ გამოყოფილ აირში ნახშირბადის მონოქსიდის (CO) შემცველობას, რათა თავიდან იქნეს აცილებული თანამშრომელთა ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა. შემუშავებულია მრავალი პროცესი, მაგალითად, როგორიცაა:
მთელი ხაზიდან გამოყოფილი აირების ნაწილობრივი რეციკლირება;
აგლომერაციის ბოლო ხაზიდან გამოყოფილი აირის რეციკლირება სითბოს გაცვლასთან ერთად;
აგლომერაციის ბოლო ხაზიდან გამოყოფილი აირის ნაწილობრივი რეციკლირება და აგლომერაციის დანადგარის გამაგრილებლიდან გამოყოფილი აირის გამოყენება;
გამოყოფილი აირის ნაწილის რეცირკულაცია აგლომერაციის ხაზის სხვა ნაწილში.
I.i საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებადობა
ამ ტექნიკის გამოყენება კონკრეტულ ადგილზეა დამოკიდებულია. განხილული უნდა იქნეს თანმდევი ღონისძიებები, რათა არ მოხდეს უარყოფითი ზემოქმედება აგლომერატის ხარისხზე (მექანიკური სიმტკიცე ცივ მდგომარეობაში) და ნადნობის წარმადობაზე. ადგილობრივი პირობებიდან გამომდინარე, ისინი შეიძლება შედარებით უმნიშვნელო და განსახორციელებლად მარტივი იყოს, ან პირიქით, შეიძლება უფრო ფუნდამენტური ხასიათი ჰქონდეს და ძვირადღირებული და რთული აღმოჩნდეს დანერგვის თვალსაზრისით. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ტექნიკის დანერგვისას საჭიროა ხაზის მუშაობის პირობების გადახედვა.
არსებულ საწარმოებში, შეზღუდული სივრცის გამო, გამოყოფილი აირების ნაწილობრივი რეციკლირების სისტემის მონტაჟი შეიძლება ვერ მოხერხდეს.
ამ ტექნიკის გამოყენებადობის განსაზღვრისას მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს შემდეგ ფაქტორებს:
ხაზის თავდაპირველი კონფიგურაცია (მაგ., ორმაგი ან ერთმაგი ჰაერსატარი, ადგილი ახალი დანადგარისთვის და, აუცილებლობის შემთხვევაში, ხაზის დაგრძელება);
არსებული მოწყობილობების თავდაპირველი დიზაინი (მაგ., ვენტილატორები; აირსაწმენდი; აგლომერატის გაცრისა და გაგრილების მოწყობილობები);
მუშაობის საწყისი პირობები (მაგ., ნედლეული, შრის სიმაღლე, შეწოვის წნევა, ნარევში ჩაუმქრალი კირის პროცენტი, ნაკადის ხვედრითი სიჩქარე, დანადგარში დაბრუნების პროცენტი);
არსებული მახასიათებლები რენტაბელობისა და მყარი საწვავის მოხმარების თვალსაზრისით;
აგლომერატის ვალენტობის ინდექსი და საბრძმედე ღუმლის დატვირთვა (მაგ., აგლომერატის პროცენტული მაჩვენებელი გრანულებთან შედარებით, რკინის შემცველობა ამ კომპონენტებში).
I.ii საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის სხვა პირველადი ღონისძიებების გამოყენებადობა
ანტრაციტის გამოყენება დამოკიდებულია ანტრაციტის არსებობაზე აზოტის დაბალი შემცველობით, კოქსის მტვერთან შედარებით
რეგენერატიული აქტივირებული ნახშირის (RAC) პროცესის აღწერა და გამოყენება II.i საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ფარგლებში – იხ. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 22
რეგენერატიული აქტივირებული ნახშირის (RAC) პროცესის გამოყენებადობა II.ii საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის საფუძველზე
რეგენერატიული აქტივირებული ნახშირი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაღალი დამტვერიანების სისტემაში, დაბალი დამტვერიანების სისტემაში და სუფთა აირიან სისტემაში. ამ დრომდე აგლომერაციის დანადგარებში მხოლოდ სუფთა აირის სისტემები გამოიყენებოდა (მტვრისაგან გაწმენდისა და დესულფურიზაციის შემდეგ). მნიშვნელოვანია, რომ აირში მცირე რაოდენობით იყოს მტვერი (< 40 მგ მტვერი/ნმ3) და მძიმე მეტალები, რადგან მათ შეუძლია არაეფექტიანი გახადოს კატალიზატორის ზედაპირი. გარდა ამისა, კატალიზატორის გამოყენებამდე შეიძლება საჭირო იქნეს დესულფურიზაცია. კიდევ ერთი აუცილებელი პირობაა გამოყოფილი აირების მინიმალური ტემპერატურა (300 °C). ეს ენერგიის ხარჯვას მოითხოვს.
გამოყენებადობას შეიძლება ხელი შეუშალოს მაღალმა საინვესტიციო და საექსპლუატაციო ხარჯებმა, კატალიზატორის რევიტალიზაციის აუცილებლობამ, NH3-ის მოხმარებამ და გაჟონვამ, ფეთქებადი ამონიუმის ნიტრატის (NH4NO3) დაგროვებამ, მჟანგავი SO3-ის ფორმირებამ და ხელმეორედ გახურებისათვის საჭირო დამატებითი ენერგიის მოთხოვნამ, რასაც შეუძლია შეამციროს აგლომერაციის პროცესიდან რეალური სითბოს ამოღების საშუალება. ეს ტექნიკა შეიძლება იყოს ვარიანტი, სადაც გარემოს ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილება სხვა ტექნიკის გამოყენებით ნაკლებად სავარაუდოა.
BAT 24. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა აგლომერაციის ხაზებიდან პირველადი ემისიებისთვის ითვალისწინებს პოლიქლორირებული დიბენზოდიოქსინების/ფურანების (PCDD/F) და პოლიქლორირებული ბიფენილების (PCB) ემისიების პრევენციას და/ან შემცირებას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
პოლიქლორირებული დიბენზოდიოქსინების/ფურანების (PCDD/F) და პოლიქლორირებული ბიფენილების (PCB) და მათი პრეკურსორების შემცველი ნედლეული მასალებისა გამოყენების მაქსიმალურად თავიდან აცილება (იხ. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 7);
პოლიქლორირებული დიბენზოდიოქსინების/ფურანების (PCDD/F) წარმოქმნის ჩახშობა აზოტის ნაერთების დამატებით;
გამოყოფილი აირების რეცირკულაცია (აღწერისა და გამოყენებადობისთვის იხ. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 23).
BAT 25. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა აგლომერაციის ხაზებიდან პირველადი ემისიებისთვის ითვალისწინებს პოლიქლორირებული დიბენზოდიოქსინების/ფურანების (PCDD/F) და პოლიქლორირებული ბიფენილების (PCB) ემისიების შემცირებას შესაბამისი ადსორბციის აგენტების შეფრქვევით აგლომერაციის არხიდან გამოყოფილი აირების მილსადენში, სახელოიანი ფილტრით გაწმენდამდე, ან თანამედროვე ელექტროფილტრით გაწმენდამდე – როდესაც სახელოიანი ფილტრის გამოყენება შეუძლებელია (იხ.საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 20).
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე პოლიქლორირებული დიბენზოდიოქსინებისთვის/ფურანებისთვის (PCDD/F) არის 0,05 – 0,2 ნგ I-TEQ/ნმ3 სახელოიანი ფილტრისთვის და < 0,2 – 0,4 ნგ-I-TEQ/ნმ3 - თანამედროვე ელექტროფილტრისთვის, ორივე სიდიდე განსაზღვრულია 6-8 საათიანი შემთხვევითი (რანდომული) ნიმუშებისთვის სტაბილურ/სტაციონარულ პირობებში.
BAT 26. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს აგლომერატის განტვირთვის, დანაწევრების, გაგრილების, გაცრისა და ტრანსპორტირების ადგილებში წარმოქმნილი მტვრის ემისიების პრევენციას და/ან ეფექტურ მოცილებას და მტვრის ემისიების შემდგომ შემცირებას შემდეგი ტექნიკის კომბინირებულად გამოყენების გზით:
სახურავის დახურება და/ან შემოფარგვლა;
ელექტროფილტრი ან სახელოიანი ფილტრი.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე მტვრისთვის არის < 10 მგ/ნმ3 სახელოიანი ფილტრისთვის და <30 მგ/ნმ3 ელექტროფილტრისთვის, ორივე მაჩვენებელი განსაზღვრულია, როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა.
წყალი და ჩამდინარე წყალი
BAT 27. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს აგლომერაციის საწარმოებში წყლის გამოყენების მინიმუმამდე შემცირებას გაგრილებული წყლის მაქსიმალური რეციკლირების გზით, თუ არ გამოიყენება ერთჯერადი გატარების გაგრილების სისტემები.
BAT 28. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ჩამდინარე წყლების დამუშავებას აგლომერაციის დანადგარიდან, სადაც გამოიყენება წყლით რეცხვა ან გამოყოფილი აირების სველი დამუშავების სისტემა, ჩაშვებამდე წყლის გაგრილების გარდა, შემდეგი ტექნიკის კომბინირებულად გამოყენების გზით:
მძიმე მეტალების დალექვა;
ნეიტრალიზაცია;
ქვიშით გაფილტვრა.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები, რომლებიც დაფუძნებულია კვალიფიციურ შემთხვევით შერჩევაზე ან 24-საათიან კომპოზიტურ შერჩევაზე, არის:
შეწონილი ნაწილაკები < 30 მგ/ლ;
ქიმიური მოთხოვნა ჟანგბადზე (COD([1])) < 100 მგ/ლ;
მძიმე მეტალები < 0,1 მგ/ლ.
(დარიშხანის (As), კადმიუმის (Cd), ქრომის (Cr), სპილენძის (Cu), ვერცხლისწყლის (Hg), ნიკელის (Ni), ტყვიის (Pb) და თუთიის (Zn) ჯამი).
წარმოების ნარჩენები
BAT 29. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას აგლომერაციის საწარმოში ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით (იხ.საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 8):
ადგილზე ნარჩენების შერჩევითი რეციკლირება აგლომერაციის პროცესში დაბრუნებით – მძიმე მეტალების, ტუტე ან ქლორიდებით გამდიდრებული მტვრის წვრილი ნაწილაკების გამორიცხვის გზით (მაგალითად, ბოლო ელექტროფილტრის ველიდან გამოსული მტვრის);
რეციკლირება გარეთ, როდესაც ადგილზე რეციკლირება სირთულეებთან არის დაკავშირებული.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს აგლომერაციის დანადგარის ნარჩენების კონტროლირებულ მართვას, რომლებიც ვერც თავიდან იქნება აცილებული და ვერც რეციკლირებული.
BAT 30. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს მეტალურგიულ საწარმოში აგლომერაციის ხაზებიდან და სხვა პროცესებიდან ზეთის შემცველი ნარჩენების რეციკლირებას, როგორიცაა მტვერი, ასევე, რკინისა და ნახშირბადის შემცველი ლამი და მეორეული ხენჯი – რამდენადაც ეს შესაძლებელია, აგლომერაციის ხაზზე დაბრუნებით, შესაბამისი ზეთის შედგენილობის გათვალისწინებით.
BAT 31. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს რკინის კონცენტრატში ნახშირწყალბადის შემცველობის შემცირებას რეციკლირების ტექნოლოგიური ნარჩენების შესაბამისი შერჩევისა და წინასწარი დამუშავების გზით.
ყველა შემთხვევაში, რეციკლირების ტექნოლოგიურ ნარჩენებში ზეთის შემცველობა უნდა იყოს <0,5 %, ხოლო რკინის კონცენტრატის შემცველობა <0,1 %.
აღწერა
ნახშირწყალბადების მიწოდება შეიძლება მინიმუმამდე შემცირდეს, განსაკუთრებით, ზეთის მიწოდების შემცირებით. ზეთი რკინის კონცენტრატში ხვდება ძირითადად მეორეული ხენჯის დამატებით. ხენჯში ზეთის შემცველობა შეიძლება მნიშვნელოვნად იცვლებოდეს, რაც მათ წარმოშობაზე არის დამოკიდებული.
მტვრისა და მეორეული ხენჯის საშუალებით ზეთის მიწოდების მინიმუმამდე შემცირების ტექნიკა მოიცავს შემდეგს:
ზეთის მიწოდების შეზღუდვა ზეთის დაბალი შემცველობის მქონე მტვრისა და მეორეული ხენჯის გამოცალკევების და შემდეგ შერჩევის გზით;
საგლინავ დანადგარებზე ‘კარგი სამეურნეო’ მეთოდების გამოყენებით შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს დამაბინძურებელი ზეთის შემცველობა მეორეულ ხენჯში;
მეორეული ხენჯის ზეთისაგან გაწმენდა შემდეგი საშუალებებით:
მეორეული ხენჯის დაახლოებით 800 °C-მდე გაცხელებით ზეთის ნახშირწყალბადები ხდება აქროლადი და მიიღება სუფთა ნაგლინი; შესაძლებელია აქროლადი ნახშირწყალბადების დაწვა;
ზეთის მოცილება მეორეული ხენჯიდან გამხსნელის გამოყენებით.
ენერგია
BAT 32. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს თერმული ენერგიის მოხმარების შემცირებას აგლომერაციის დანადგარებში ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
აგლომერატის გამაგრილებლის გამოყოფილი აირებიდან რეალური სითბოს ამოღება;
რეალური სითბოს ამოღება, შესაძლებლობის შემთხვევაში, მოძრავი ცხაურის გამოყოფილი აირებიდან (აღწერისა და გამოყენებადობისთვის იხ. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 23).
აღწერა
აგლომერაციის დანადგარიდან გამოიყოფა მეორადი გამოყენებისათვის პოტენციურად ვარგისი ორი სახის ენერგეტიკული ნარჩენი:
რეალური სითბო აგლომერაციის დანადგარიდან გამოყოფილი აირებიდან;
რეალური სითბო აგლომერატის გამაგრილებლიდან გამოყოფილი აირებიდან;
გამოყოფილი აირების ნაწილობრივი რეცირკულაცია გამოყოფილი აირებიდან სითბოს აღდგენის განსაკუთრებული შემთხვევაა და განხილულია 23-ე საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკაში. რეალური სითბო გადაეცემა კვლავ აგლომერატის შრეში ცხელი რეცირკულირებული აირებით. ამ დოკუმენტის შექმნის მომენტისთვის (2010 წ.) ეს გამოყოფილი აირებიდან სითბოს აღდგენის პრაქტიკულად ერთადერთი მეთოდი იყო.
აგლომერატის გამაგრილებლიდან გამოსული ცხელი ჰაერის რეალური სითბო შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქვემოთ მოცემული რომელიმე მეთოდის გამოყენებით:
ორთქლის გენერირება ნარჩენების სითბოს საქვაბეში თუჯისა და ფოლადის წარმოებაში გამოსაყენებლად;
ცხელი წყლის გენერირება ცენტრალური გათბობის კომუნალურ ქსელში გამოსაყენებლად;
წვის ჰაერის წინასწარი გაცხელება აგლომერაციის დანადგარის აალების სარქველში;
აგლომერაციის ნედლეულის წინასწარი გაცხელება;
აგლომერაციის დანადგარის გამაგრილებლის აირების გამოყენება გამოყოფილი აირების რეცირკულირების სისტემაში.
გამოყენებადობა
ზოგ საწარმოში არსებულმა კონფიგურაციამ შეიძლება ძალიან გაზარდოს აგლომერაციის დანადგარიდან გამოყოფილი აირებიდან ან აგლომერაციის დანადგარის გამაგრილებლის აირებიდან სითბოს აღდგენის ხარჯები.
სითბოს გამცვლელის საშუალებით გამოყოფილი აირებიდან სითბოს აღდგენამ შეიძლება შექმნას კონდენსაციასთან და კოროზიასთან დაკავშირებული პრობლემები.
1.3. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები გრანულირების დანადგარებისთვის
თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ამ განყოფილებაში მოცემული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები შეიძლება, გამოყენებულ იქნეს გრანულირების ყველა დანადგარისთვის.
ემისიები ატმოსფერულ ჰაერში
BAT 33. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს მტვრის ემისიების შემცირებას გამოყოფილ აირებში, რომლებიც წარმოიშობა:
ნედლეულის წინასწარი დამუშავების, შრობის, დაქუცმაცების, დატენიანების, შერევის და დაგუნდავების ოპერაციებიდან;
გამკვრივების ხაზიდან; და
გრანულების დამუშავებისა და გაცრის ოპერაციებიდან.
ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
ელექტროფილტრის;
სახელოიანი ფილტრის;
სველი სკრუბერის.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი მტვრის ემისიის დონე არის <20 მგ/ნმ3 დაქუცმაცების, დაფქვისა და შრობის ოპერაციებისთვის, და < 10 – 15 მგ/ნმ3 პროცესის ყველა სხვა საფეხურისთვის, ან იმ შემთხვევებისთვის, როდესაც ყველა გამოყოფილი აირი ერთად მუშავდება, და ყველა განისაზღვრება, როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობები.
BAT 34. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს გოგირდის ოქსიდების (SOX), ქლორწყალბადის (HCl) და ფტორწყალბადის შემცირებას წვის პროცესით გამოყოფილ აირებში ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
სველი სკრუბერი;
ნახევრად მშრალი აბსორბცია მტვრისგან შემდგომი გაწმენდის სისტემით.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები – რომლებიც განსაზღვრულია, როგორც საშუალო სადღეღამისო მნიშვნელობა – ქვემოთ ჩამოთვლილი ნაერთებისთვის არის:
გოგირდის ოქსიდები (SOX), გამოსახული როგორც გოგირდის დიოქსიდი (SO2 ) <30 – 50 მგ/ნმ3;
ფტორწყალბადი (HF) <1 – 3 მგ/ნმ3;
ქლორწყალბადი (HCl) <1 – 3 მგ/ნმ3.
BAT 35. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს NOX-ის ემისიების შემცირებას შრობისა და დაქუცმაცების სექციიდან და გამკვრივების ხაზიდან გამოყოფილი აირებიდან ტექნოლოგიურ პროცესში ინტეგრირებული ტექნიკის გამოყენებით.
აღწერა
უნდა მოხდეს დანადგარის კონსტრუქციის ოპტიმიზაცია ინდივიდუალური მიდგომით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წვის ყველა სექციიდან აზოტის ოქსიდების (NOX) ემისიების დაბალი დონე. თერმული NOX-ის წარმოშობის შემცირების მიღწევა შეიძლება სანთურებში (პიკური) ტემპერატურის დაწევით და წვის ჰაერში ჭარბი ჟანგბადის შემცირებით. გარდა ამისა, NOX-ის უფრო დაბალი ემისიების მიღწევა შესაძლებელია დაბალი ენერგომოხმარებისა და საწვავში (ნახშირი და ნავთობი) აზოტის დაბალი შემცველობის ერთობლიობით.
BAT 36. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა არსებული საწარმოებისთვის ითვალისწინებს NOX-ის ემისიების შემცირებას შრობისა და დაქუცმაცების სექციიდან და გამკვრივების ხაზიდან გამოყოფილი აირებიდან ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებით:
შერჩევითი კატალიზური აღდგენა (SCR), როგორც მილის ბოლოს ტექნიკა;
და ნებისმიერი სხვა ტექნიკა, სადაც NOX-ის შემცირების მინიმალური ეფექტურობა არის 80 %.
გამოყენებადობა
არსებულ საწარმოებში როგორც მართკუთხა ცხაურიანი, ისე ცხაურიანი ღუმლის სისტემით, რთულია მუშა პირობების მიღწევა, რომლებიც შერჩევითი კატალიზური აღდგენის რეაქტორისთვის არის შესაბამისი. მაღალი ღირებულების გამო მილის ბოლოსთვის ეს ტექნიკა შეიძლება განხილული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც გარემოს ხარისხის სტანდარტების სხვაგვარად დაკმაყოფილება ნაკლებად სავარაუდოა.
BAT 37. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ახალი საწარმოებისთვის ითვალისწინებს NOX-ის ემისიების შემცირებას შრობისა და დაქუცმაცების სექციიდან და გამკვრივების ხაზიდან გამოყოფილი აირებიდან შერჩევითი კატალიზური აღდგენის (SCR) გამოყენებით, მილის ბოლოზე ტექნიკის სახით.
წყალი და ჩამდინარე წყალი
BAT 38. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა გრანულების წარმოებისთვის ითვალისწინებს წყლის და ჩამდინარე წყლის, სველი რეცხვისა და გამაგრილებელი წყლის მოხმარების მინიმუმამდე შემცირებას და მათ ხელახალ გამოყენებას, მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში.
BAT 39. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა გრანულების წარმოებისთვის ითვალისწინებს ჩამდინარე წყლების დამუშავებას ჩადინებამდე, ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
ნეიტრალიზაცია;
ფლოკულაცია;
დალექვა;
ქვიშით გაფილტვრა;
მძიმე მეტალების გამოლექვა.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები, რომლებიც დაფუძნებულია კვალიფიციურ შემთხვევით შერჩევაზე ან 24-საათიან კომპოზიტურ შერჩევაზე, არის:
__
შეწონილი მყარი მასალები
< 50 მგ/ლ
__
ქიმიური მოთხოვნა ჟანგბადზე (COD([2]))
< 160 მგ/ლ
__
კიელდალის აზოტი
< 45 მგ/ლ
__
მძიმე მეტალები
< 0,55 მგ/ლ
(დარიშხანის (As), კადმიუმის (Cd), ქრომის (Cr), სპილენძის (Cu), ვერცხლისწყლის (Hg), ნიკელის (Ni), ტყვიის (Pb) და თუთიის (Zn) ჯამი)
წარმოების ნარჩენები
BAT 40. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას გრანულირების დანადგარებიდან ადგილზე ეფექტური რეციკლირების ან ტექნოლოგიური ნაშთის ხელხალი გამოყენების გზით (ანუ, მცირე ზომის და თერმულად დამუშავებული გრანულები).
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა მოიცავს გრანულირების ტექნოლოგიური პროცესის ნარჩენების, ანუ, ჩამდინარე წყლების დამუშავებით მიღებული ლამის კონტროლირებად მართვას, რომლის ვერც თავიდან აცილება და ვერც რეციკლირება ვერ მოხერხდა.
ენერგია
BAT 41. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს თერმული ენერგიის მოხმარების შემცირებას გრანულირების დანადგარებში ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან მათი კომბინირებული გამოყენებით:
რეალური სითბოს ხელახალ პროცესთან ინტეგრირებული გამოყენება, რამდენადაც ეს შესაძლებელია, გამკვრივების ხაზის სხვადასხვა უბნიდან;
ჭარბი გამოყოფილი სითბოს გამოყენება შიგა და გარე გათბობის ქსელებისთვის, მესამე პირთა მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში.
აღწერა
პირველადი გაგრილების სექციიდან გამოსული ცხელი ჰაერი შეიძლება გამოყენებულ იქნეს წვის სექციაში, როგორც წვის მეორადი ჰაერი. თავის მხრივ, წვის სექციიდან მიღებული სითბო შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამკვრივების ხაზის გაშრობის სექციაში. გაშრობის სექციაში ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს მეორადი გაგრილების სექციის სითბო.
გაგრილების სექციის ჭარბი სითბო შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაშრობისა და დაქუცმაცების აგრეგატის გაშრობის სექციებში. ცხელი ჰაერის გადატანა ხდება იზოლირებული მილსადენით, რომელსაც ჰქვია „ცხელი ჰაერის რეცირკულაციის არხი“.
გამოყენებადობა
რეალური სითბოს აღდგენა არის გრანულების მწარმოებელი დანადგარის ტექნოლოგიური პროცესის ნაწილი. „ცხელი ჰაერის რეცირკულაციის არხი“ შეიძლება გამოყენებულ იქნეს არსებულ დანადგარში, რომელსაც აქვს თავსებადი კონსტრუქცია და რეალური სითბოს საკმარისი მარაგი.
მესამე მხარეებთან თანამშრომლობა და შეთანხმება შეიძლება არ ექვემდებარებოდეს საქმიანობის განმახორციელებლის კონტროლს და, აქედან გამომდინარე, არ შედიოდეს ნებართვის ფარგლებში.
1.4. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები კოქსის საწარმოსთვის
თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ამ განყოფილებაში წარმოდგენილი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები შეიძლება გამოყენებულ იქნეს კოქსის წარმოების ყველა ღუმლისთვის.
ემისიები ატმოსფერულ ჰაერში
BAT 42. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ნახშირის დაფქვის დანადგარებისთვის (ნახშირის მომზადება - მსხვრევის, დაფქვის, პულვერიზების და გაცრის ჩათვლით) მტვრის ემისიების თავიდან აცილებას ან შემცირებას, ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
შენობის და/ან აგრეგატის შემოზღუდვა (სამსხვრევის, პულველიზატორის, საცერის); და
ეფექტური ექსტრაქცია და მშრალი წმენდის შემდგომი გამოყენება.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე მტვრისთვის არის <10–20 მგ/ნმ3, როგორც საშუალო მაჩვენებელი ნიმუშების აღების პერიოდისთვის (პერიოდული გაზომვა, წერტილოვანი სინჯები არანაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში).
BAT 43. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა, ნახშირის ფხვნილის შენახვისა და განთავსებისთვის, ითვალისწინებს დიფუზიური ემისიების თავიდან აცილებას ან შემცირებას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
ნაყარი მასალების შენახვა ბუნკერებში და საწყობებში;
დახურული ან შემოზღუდული კონვეირების გამოყენება;
გადმოყრის სიმაღლის მინიმუმამდე შემცირება, დანადგარის ზომისა და კონსტრუქციის გათვალისწინებით;
ნახშირის კოშკურის და ჩამტვირთავი ურიკის ჩატვირთვით გამოწვეული ემისიების შემცირება;
ეფექტური ექსტრაქციისა და შემდგომი გაწმენდის გამოყენება.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა V-ის გამოყენებისას, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი მტვრის ემისიის დონე არის <10–20 მგ/ნმ3, როგორც საშუალო მაჩვენებელი ნიმუშების აღების პერიოდისთვის (პერიოდული გაზომვა, წერტილოვანი სინჯები არანაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში).
BAT 44. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს კოქსის ღუმლის კამერის ჩატვირთვას შემცირებული ემისიების მქონე ჩატვირთვის სისტემებით.
ინტეგრირებული მიდგომის თვალსაზრისით უპირატესობა ენიჭება „უკვამლო“ ჩატვირთვას ან თანმიმდევრულ ჩატვირთვას ორმაგი ამოტივტივების ან შემაერთებელი მილებით, რადგან ყველა აირის და მტვრის დამუშავება არის კოქსის აირის დამუშავების ნაწილი.
თუმცა, თუ აირების მოცილება და დამუშავება ხდება კოქსის ღუმლის გარეთ, მაშინ უპირატესობა ენიჭება ამოღებული აირების დამუშავებას ხმელეთზე. დამუშავება უნდა მოიცავდეს ემისიების ეფექტურ მოცილებას შემდგომი წვით, რათა შემცირდეს ორგანული ნაერთების შემცველობა და სახელოიანი ფილტრის გამოყენების საჭიროება მყარი ნაწილაკების შემცველობის შესამცირებლად.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი მტვრის ემისიის დონე, რომელიც წარმოიშობა ნახშირის ჩატვირთვის სისტემიდან ამოღებული აირების ხმელეთზე დამუშავების მეთოდით, არის 5 გ/ტ კოქსის ეკვივალენტი და <50 მგ/ნმ3-ზე, როგორც საშუალო მაჩვენებელი ნიმუშების აღების პერიოდისთვის (პერიოდული გაზომვა, წერტილოვანი სინჯები არანაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში).
ჩატვირთვის დროს ხილული ემისიების ხანგრძლივობა, რომელიც არის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი, არის <30 წამზე თითოეული ჩატვირთვისთვის, როგორც საშუალო თვიური მნიშვნელობა მონიტორინგის მეთოდის გამოყენებით, რომელიც აღწერილია BAT 46-ში.
BAT 45. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა კოქსისთვის ითვალისწინებს კოქსის აირის (COG) მაქსიმალურ ამოღებას კოქსვის დროს.
BAT 46. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა კოქსის წარმოებისთვის ითვალისწინებს ემისიების შემცირებას კოქსის უწყვეტი შეუფერხებელი წარმოების მიღწევის გზით, შემდეგი ტექნიკის გამოყენებით:
ღუმლის სექციების, ღუმლის კარებისა და ჩარჩოს ჰერმეტულობის, ამწევი მილებისა და სხვა აღჭურვილობის ინტენსიური ტექნიკური მომსახურება (სისტემატური პროგრამა უნდა განხორციელდეს სპეციალურად მომზადებული აღმომჩენი და ტექნიკური მომსახურების პერსონალის მიერ);
ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებების თავიდან აცილება;
კოქსის ღუმლის კომპლექსური მეთვალყურეობა და მონიტორინგი;
კარების, ჩარჩოს შემავსებლების, ჩასატვირთი ლუქების (ფანჯრების), სახურავების და ამწევი მილების გასუფთავება- დამუშავების შემდეგ (გამოყენებადია ახალ დანადგარებში, ზოგ შემთხვევაში – არსებულ დანადგარებში);
აირის თავისუფალი ნაკადის შენარჩუნება კოქსის ღუმელებში;
წნევის ადეკვატური რეგულირება კოქსვის დროს და ზამბარიანი მოქნილი ჰერმეტული კარების ან ბასრი კიდეების მქონე კარების გამოყენება (იმ შემთხვევაში, როდესაც ღუმლების სიმაღლე ≤ 5 მეტრზე და არის კარგ მუშა მდგომარეობაში);
ჰერმეტული ამწევი მილების გამოყენება მთელი აპარატიდან მომდინარე ხილული ემისიების შესამცირებლად, რომებიც უზრუნველყოფს გასასვლელს კოქსის ბატარეიდან კოლექტორულ მაგისტრალამდე, მილის ყელამდე და სტაციონარულ გადამყვან მილებთან;
ჩასატვირთი ფანჯრების სახურავების დაფიქსირება თიხის სუსპენზიით (ან რაიმე სხვა შესაბამისი ჰერმეტული მასალით) ყველა ხვრელიდან ხილული ემისიების შემცირების მიზნით;
სრული კოქსირების უზრუნველყოფა (ნედლი კოქსის წარმოქმნის თავიდან აცილება) სათანადო ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით;
კოქსის ღუმლის უფრო ფართო კამერების დამონტაჟება (გამოყენებადია ახალი დანადგარებისთვის ან, ზოგ შემთხვევაში, დანადგარის სრული შეცვლისას ძველ საფუძველზე);
სადაც შესაძლებელია, ცვალებადი წნევის რეგულირება ღუმლის კამერებში კოქსვის დროს (გამოყენებადია ახალი დანადგარებისთვის და შეიძლება იყოს ვარიანტი არსებული დანადგარებისთვის; ამ ტექნოლოგიის არსებულ დანადგარებზე დამონტაჟების შესაძლებლობა გულდასმით უნდა შეფასდეს; იგი დამოკიდებულია თითოეული დანადგარის ინდივიდუალურ სიტუაციაზე).
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ხილული ემისიების პროცენტულობა ყველა კარიდან არის 5 – 10 %.
VII და VIII საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ხილული ემისიების პროცენტულობა ყველა ტიპის წყაროდან არის <1 %.
პროცენტულობა დაკავშირებულია ნებისმიერი სახის გაჟონვის სიხშირესთან კარების, ამწევი მილების ან ჩასატვირთი ფანჯრების სახურავების საერთო რაოდენობასთან მიმართებით, როგორც საშუალო მაჩვენებელი თვის განმავლობაში, ქვემოთ აღწერილი მონიტორინგის მეთოდის გამოყენებით.
კოქსის ღუმლებიდან დიფუზიური ემისიების შეფასებისთვის გამოიყენება შემდეგი მეთოდები:
მეთოდი EPA 303;
DMT მეთოდოლოგია (Deutsche Montan Technologie GmbH);
ბრიტანეთის კარბონიზაციის კვლევის ასოციაციის (BCRA) მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია;
ნიდერლანდებში გამოყენებული მეთოდოლოგია, ამწევი მილების ან ჩასატვირთი ხვრელების ხილული გაჟონვების დათვლაზე დაყრდნობით, მაგრამ, ჩვეულებრივი ოპერაციების გამოკლებით (ნახშირის ჩატვირთვა, კოქსის გამოტანა).
BAT 47. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა აირის გამწმენდი დანადგარისთვის ითვალისწინებს აქროლადი აირადი ემისიების მინიმუმამდე შემცირებას შემდეგი ტექნიკის გამოყენებით:
მილტუჩების რაოდენობის მინიმუმამდე შემცირება მილების შეერთების შედუღების გზით, სადაც შესაძლებელია;
შესაბამისი ჰერმეტიზაციის გამოყენება მილტუჩებისა და სარქველებისთვის;
აირგაუმტარი ტუმბოების (ე.წ. მაგნიტური ტუმბოების) გამოყენება;
საცავ რეზერვუარებში წნევის სარქველებიდან ემისიების თავიდან აცილება შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
სარქველის გამოსასვლელის მიერთება კოქსის აირის (COG) შემგროვებელ მაგისტრალთან; ან
აირების შეგროვება და მათი შემდგომი წვა.
გამოყენებადობა
ამ ტექნიკის გამოყენება შეიძლება როგორც ახალ, ისე არსებულ საწარმოებში. ახალ საწარმოებში აირგაუმტარი კონსტრუქციის დაპროექტება უფრო ადვილია, ვიდრე უკვე არსებულში.
BAT 48. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს კოქსის აირში (COG) გოგირდის შემცველობის შემცირებას ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებით:
დესულფურიზაცია აბსორბციის სისტემებით.
სველი ოქსიდაციური დესულფურიზაცია.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ნარჩენი გოგირდწყალბადის (H2S) კონცენტრაციები, რომლებიც განისაზღვრება როგორც სადღეღამისო საშუალო მნიშვნელობა, არის <300–1 000 მგ/ნმ3, თუ გამოიყენება I საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა (უფრო მაღალი მაჩვენებლები დაკავშირებულია უფრო მაღალ ჰაერის ტემპერატურასთან, ხოლო უფრო დაბალი მაჩვენებლები - უფრო დაბალ ჰაერის ტემპერატურასთან), ხოლო II საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში არის <10 მგ/ნმ3.
BAT 49. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა კოქსის ღუმელში არასრული წვისთვის ითვალისწინებს ემისიების შემცირებას შემდგი ტექნიკის გამოყენებით:
ღუმლის კამერასა და გათბობის კამერას შორის გაჟონვის პრევენცია კოქსის ღუმლის ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობის შენარჩუნებით;
ღუმლის კამერასა და გათბობის კამერას შორის გაჟონვის აღმოფხვრა (გამოყენებადია მხოლოდ არსებულ საწარმოებში);
ახალი ბატარეების მშენებლობისას აზოტის ოქსიდის დაბალი შემცველობის მეთოდების გამოყენება, როგორიცაა, ეტაპობრივი წვა და უფრო თხელი აგურებისა და რეფრაქტორების გამოყენება, უკეთესი თბოგამტარობით (გამოყენებადია მხოლოდ ახალ საწარმოებში);
კოქსის აირის დესულფურიზაციის (COG) დროს მიღებული ტექნოლოგიური აირის გამოყენება.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები, რომლებიც განსაზღვრულია, როგორც სადღეღამისო საშუალო მნიშვნელობები და დაკავშირებულია 5% ჟანგბადის შემცველობასთან, არის შემდეგი:
გოგირდის ოქსიდები (SOX), გამოსახული, როგორც გოგირდის დიოქსიდი (SO2) <200–500 მგ/ნმ3;
მტვერი <1–20 მგ/ნმ3 ([3]);
აზოტის ოქსიდები (NOX), გამოსახული, როგორც აზოტის დიოქსიდი (NO2) <350–500 მგ/ნმ3 ახალი ან არსებითად განახლებული დანადგარებისთვის (10 წელზე ნაკლები ხნის) და 500–650 მგ/ნმ3 უფრო ძველი დანადგარებისთვის, კარგად მოვლილი ბატარეებით და აზოტის ოქსიდების (NOX) დაბალი შემცველობის ტექნიკის შემცველობით.
BAT 50. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა კოქსის გადმოყრის ოპერაციისთვის ითვალისწინებს მტვრის ემისიების შემცირებას შემდგი ტექნიკის გამოყენებით:
ამოღება კოქსის ინტეგრირებული გადაცემის აგრეგატით, რომელიც აღჭურვილია სახურავით;
ამოღებული აირების ხმელეთზე დამუშავების გამოყენება, სახელოიანი ფილტრით ან შემცირების სხვა სისტემებით;
ფიქსირებული ან მობილური ჩაქრობის მანქანის (ურიკის) გამოყენება.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე მტვრისთვის კოქსის გამოტანის ოპერაციის დროს არის <10 მგ/ნმ3 სახელოიანი ფილტრის შემთხვევაში და <20 მგ/ნმ3 – ყველა სხვა შემთხვევაში, განსაზღვრულია, როგორც საშუალო მაჩვენებელი ნიმუშის აღების პერიოდისთვის (პერიოდული გაზომვა; წერტილოვანი სინჯები, მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში).
გამოყენებადობა
არსებულ საწარმოებში სივრცის ნაკლებობამ შეიძლება შეზღუდოს გამოყენების პოტენციალი.
BAT 51. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა კოქსის ქრობისთვის ითვალისწინებს მტვრის ემისიების შემცირებას ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებით:
კოქსის მშრალი ქრობის (CDQ) გამოყენება რეალური სითბოს აღდგენის თანხლებით და მტვრის ამოღება ჩატვირთვის, დამუშავების და გაცრის ოპერაციებიდან სახელოიანი ფილტრის საშუალებით;
ჩვეულებრივი სველი ქრობის გამოყენება მინიმიზირებული ემისიით;
კოქსის მასტაბილიზირებელი ქრობის გამოყენება (CSQ).
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე მტვრისთვის – განსაზღვრული, როგორც საშუალო მაჩვენებლი ნიმუშების აღების პერიოდისთვის – არის:
<20 მგ/ნმ3 კოქსის მშრალი ქრობის შემთხვევაში;
<25 გ/ტ კოქსი, იმ შემთხვევაში, როდესაც ემისიის მინიმიზაცია ხდება ჩვეულებრივი სველი ქრობით[4];
<10 გ/ტ კოქსი, კოქსის მასტაბილიზირებელი შრობის შემთხვევაში[5].
I. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის აღწერა
კოქსის მშრალი ქრობის უწყვეტი ციკლის საწარმოსთვის ორი ვარიანტი არსებობს. პირველ შემთხვევაში, კოქსის მშრალი ქრობის დანადგარი ორიდან ოთხამდე კამერისაგან შედგება. ერთი ერთეული მუდამ რეზერვშია. შესაბამისად, სველი ქრობა საჭირო არ არის, მაგრამ მშრალი ჩაქრობის დანადგარი ჭარბ სიმძლავრეს მოითხოვს, მაღალფასიანი კოქსის ღუმელთან შედარებით. სხვა შემთხვევაში საჭიროა დამატებითი სველი ქრობის სისტემა.
სველი ქრობის დანადგარის მშრალი ქრობის დანადგარად მოდიფიცირების შემთხვევაში, ამ მიზნისთვის შეიძლება შენარჩუნებულ იქნეს არსებული სველი ქრობის სისტემა. კოქსის მშრალი ქრობის ასეთ დანადგარს არა აქვს დამატებითი ტექნოლოგიური სიმძლავრე კოქსის ღუმლის დანადგარისგან განსხვავებით.
II. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებადობა
არსებული ქრობის კოშკურები შეიძლება აღჭურვილი იქნეს ემისიის შემცირების დეფლექტორებით. კოშკურის მინიმალური სიმაღლე უნდა იყოს 30 მეტრი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს წევის შესაბამისი პირობები.
III. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებადობა
ვინაიდან სისტემა უფრო დიდია, ვიდრე ჩვეულებრივი ქრობისთვის არის საჭირო, სივრცის ნაკლებობამ შეიძლება შეზღუდოს გამოყენების პოტენციალი.
BAT 52. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა კოქსის მარკირებისა და გადატვირთვისთვის ითვალისწინებს მტვრის ემისიების პრევენციას და შემცირებას, ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
შენობის ან დანადგარის შემოფარგვლა;
ეფექტური დაჭერა და შემდგომში მტვრის მოცილება მშრალი მეთოდით.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე მტვრისთვის არის <10 მგ/ნმ3, განსაზღვრული როგორც საშუალო მაჩვენებელი ნიმუშების აღების პერიოდისთვის (პერიოდული გაზომვა; წერტილოვანი სინჯები, მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში).
წყალი და ჩამდინარე წყლები
BAT 53. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ჩაქრობის პროცესში გამოყენებული წყლის მინიმუმამდე შემცირებას და მის გამოყენებას მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში.
BAT 54. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ჩაქრობის დანადგარში მნიშვნელოვანი ორგანული დატვირთვის მქონე ტექნოლოგიური წყლის (მაგ., კოქსის ნედლეულის ღუმლის ჩამდინარე წყლები; ჩამდინარე წყლები ნახშირწყალბადების მაღალი შემცველობით და ა.შ.) ხელახალი გამოყენების თავიდან აცილებას.
BAT 55. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს კოქსვის პროცესის ჩამდინარე წყლების წინასწარ დამუშავებას და კოქსის აირის (COG) გაწმენდას ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობაში ჩაშვებამდე, ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
ფისის და პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების (PAH) ამოღება ფლოკულაციისა და შემდგომი ფლოტაციის, დალექვისა და გაფილტვრის საშუალებით, ინდივიდუალურად ან ერთობლივად.
ამიაკის ეფექტური მოცილება ტუტისა და ორთქლის საშუალებით.
BAT 56. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა, კოქსვის პროცესიდან და კოქსის აირის (COG) გაწმენდიდან მიღებული ჩამდინარე წყლებისთვის, ითვალისწინებს ჩამდინარე წყლების ბიოლოგიურ გაწმენდას, დენიტრიფიკაციის/ნიტრიფიკაციის ინტეგრირებული ეტაპებით.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები - კვალიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის ან 24-საათიანი კომპოზიტური სინჯის საფუძველზე და მხოლოდ ერთი კოქსის ღუმელის წყლის გამწმენდ აგრეგატზე გდააანგარიშებით - არის:
— ქიმიური მოთხოვნა ჟანგბადზე (COD[6])
< 220 მგ/ლ
—ბიოლოგიური მოთხოვნა ჟანგბადზე 5 დღის განამვლობაში (BOD5)
< 20 მგ/ლ
—ადვილად გამოყოფადი სულფიდები[7]
< 0,1 მგ/ლ
—თიოციანატი (SCN-)
< 4 მგ/ლ
—ადვილად გამოყოფადი ციანიდი (CN-), [8]
< 0,1 მგ/ლ
—პოლიციკლური არომატული ნაშირწყალბადები (PAH)
(ფლუორანთენის, ბენზო[b]ფლუორანთენის, ბენზო[k] ფლუორანთენის, ინდენო[1,2,3-cd] პირენიის და ბენზო [g,h,i] პერილენის ჯამი)
< 0,05 მგ/ლ
—ფენოლები
< 0,5 მგ/ლ
—ამონიუმის აზოტის (NH4+-N)
ნიტრატ-აზოტის (NO3--N) და ნიტრიტ-აზოტის (NO2--N) ჯამი
< 15 – 50 მგ/ლ.
რაც შეეხება ამიაკი-აზოტის (NH4+-N), ნიტრატ-აზოტის (NO3--N) და ნიტრიტ-აზოტის (NO2--N) ჯამს, მნიშვნელობები <35 მგ/ლ ჩვეულებრივ დაკავშირებულია თანამედროვე ბიოლოგიური ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების გამოყენებასთან, წინასწარი დენიტრიფიკაციით/ნიტრიფიკაციით და შემდგომი დენიტრიფიკაციით.
წარმოების ნარჩენები
BAT 57. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს წარმოების ნარჩენების რეციკლირებას, როგორიცაა, ნახშირის წყლიდან გამოყოფილი ფისი და ჩამდინარე წყლები, ასევე, ჭარბი აქტივირებული ლამი წყლის გამწმენდი დანადგარიდან – კვლავ კოქსის წარმოებაში, ნახშირის ნედლეულის სახით.
ენერგია
BAT 58. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ამოღებული კოქსის აირის (COG) გამოყენებას საწვავად ან აღმდგენლად, ან ქიმიური ნივთიერებების წარმოებისთვის.
1.5. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები საბრძმედე ღუმელებისთვის
თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ამ განყოფილებაში წარმოდგენილი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყველა საბრძმედე ღუმელისთვის.
ემისიები ატმოსფერულ ჰაერში
BAT 59. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ნახშირის შემფრქვევი დანადგარის შესანახი ბუნკერებიდან გადმოტვირთვისას გამოდევნილი ჰაერისთვის ითვალისწინებს მტვრის ემისიების დაჭერას და შემდგომში მტვრის მშრალ წმენდას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე მტვრისთვის არის <20 მგ/ნმ3, რომელიც განსაზღვრულია როგორც საშუალო მაჩვენებლი ნიმუშების აღების პერიოდისთვის (პერიოდული გაზომვა; წერტილოვანი სინჯები მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში).
BAT 60. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა კაზმის მომზადების (შერევა) და ტრანსპორტირებისთვის ითვალისწინებს მტვრის ემისიების შემცირებას და, საჭიროების შემთხვევაში, მის ამოღებას მტვრის შემდგომი გაწმენდით ელექტრონული ფილტრის ან სახელოიანი ფილტრის საშუალებით.
BAT 61. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა სამსხმელო საამქროსთვის (ბრძმედის ონკანი, ღარები, მიქსერული (ტორპედო) ციცხვის ჩატვირთვის ადგილები, ქაფქირები) ითვალსიწინებს მტვრის დიფუზიური ემისიების პრევენციას ან შემცირებას შემდეგი ტექნიკის გამოყენებით:
ღარების დაფარვა;
მტვრის დიფუზიური ემისიების და კვამლის დაჭერის ეფექტურობის ოპტიმიზაცია გამოყოფილი აირების შემდგომი გაწმენდით ელექტროფილტრის ან სახელოიანი ფილტრის საშუალებით;
კვამლის ჩახშობა აზოტის საშუალებით გამოსასვლელზე, სადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია და სადაც გამოსასვლელზე არ არის დამონტაჟებული მტვრის შეგროვებისა და გაწმენდის სისტემა.
II საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებისას, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე მტვრისთვის არის <1 – 15 მგ/ნმ3, განსაზღვრული როგორც საშუალო სადღეღამისო მაჩვენებელი.
BAT 62. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ღარების ამოგებას ფისის (კუპრის) გამოყენების გარეშე.
BAT 63. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს საბრძმედე ღუმელის აირების გამოყოფის მინიმიზებას ჩატვირთვის დროს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
უკონუსო ჩატვირთვის საკერძე პირველადი და მეორადი გათანაბრებით;
აირის ან ვენტილაციის აღდგენის სისტემა;
საბრძმედე ღუმელის აირის გამოყენება ზედა ბუნკერებში წნევის გაზრდის მიზნით.
II. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებადობა
გამოყენებადია ახალ დანადგარებში. გამოყენებადია არსებულ დანადგარებში მხოლოდ იქ, სადაც ღუმელს უკონუსო ჩატვირთვის სისტემა აქვს. იგი გამოიყენება დანადგარებში, სადაც აირები, რომლებიც არ მიეკუთვნება ბრძმედის აირს (მაგალითად, აზოტი), ღუმელის ზედა ნაწილის ბუნკერებში წნევის შესაქმნელად გამოიყენება.
BAT 64. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს მტვრის ემისიების შემცირებას საბრძმედე ღუმელის აირებიდან ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
მტვრის წინასწარი მშრალი წმენდის ხელსაწყოების გამოყენება, როგორიცაა:
დეფლექტორები;
მტვრის დამჭერები;
ციკლონები;
ელექტროფილტრები.
მტვრის შემდგომი შემამცირებლები, როგორიცაა:
ბარიერული ტიპის სკრუბერები;
ვენტურის სკრუბერები;
სკრუბერები რგოლური ღრიჭოებით;
სველი ელექტროფილტრები;
დეზინტეგრატორები.
გაწმენდილი ბრძმედის აირისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი მტვრის ნარჩენი კონცენტრაცია არის < 10 მგ/ნმ3, განსაზღვრული როგორც საშუალო მაჩვენებლი ნიმუშების აღების პერიოდისთვის (პერიოდული გაზომვა; წერტილოვანი სინჯები მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში).
BAT 65. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ცხელი საბრძმედე ღუმელისთვის ითვალისწინებს ემისიების შემცირებას დესულფურიზებული და მტვრისაგან გაწმენდილი ჭარბი კოქსის, მტვრისაგან გაწმენდილი საბრძმედე ღუმელის აირის და ჟანგბადკონვერტერული ღუმელის აირის გამოყენებით, ინდივიდუალურად ან გარკვეული კომბინაციით.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები, რომლებიც განსაზღვრულია როგორც სადღეღამისო მაჩვენებელი, რომელიც დაკავშირებულია ჟანგბადის შემცველობის 3%-თან, არის:
გოგირდის ოქსიდები (SOx) გამოსახული როგორც გოგირდის დიოქსიდი (SO2) < 200 მგ/ნმ3
მტვერი < 10 მგ/ნმ3;
აზოტის ოქსიდები (NOx), გამოსახული როგორც აზოტის დიოქსიდი (NO2) < 100 მგ/ნმ3.
წყალი და ჩამდინარე წყლები
BAT 66. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა, საბრძმედე ღუმელში მოხმარებული წყლისა და მისგან მიღებული ჩამდინარე წყლებისთვის ითვალისწინებს ჩამდინარე წყლების ხელახალ გამოყენებას შესაძლებლობის მაქსიმალურ ფარგლებში, მაგალითად, წიდის გრანულაციისთვის, თუ საჭიროა, ხრეშის ფილტრით გაწმენდის შემდეგ.
BAT 67. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა, საბრძმედე ღუმელის აირების გაწმენდისას მიღებული ჩამდინარე წყლებისთვის ითვალისწინებს ფლოკულაციის (კოაგულაციის) ან დალექვის მეთოდების გამოყენებას და, საჭიროების შემთხვევაში, ადვილად გამოყოფადი ციანიდის შემცირებას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები, რომლებიც დაფუძნებულია კვალიფიციურ შემთხვევით შერჩევაზე ან 24-საათიან კომპოზიტურ შერჩევაზე, არის:
შეწონილი ნაწილაკები < 30 მგ/ლ;
რკინა < 5 მგ/ლ;
ვერცხლისწყალი < 0,5 მგ/ლ;
თუთია < 2 მგ/ლ;
ადვილად გამოყოფადი ციანიდი (CN-)[9] < 0,4 მგ/ლ.
წარმოების ნარჩენები
BAT 68. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას საბრძმედე ღუმელიდან, ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
სათანადო შეგროვება და შენახვა სპეციფიური დამუშავების ხელშეწყობის მიზნით;
საბრძმედე ღუმელში წარმოქმნილი მსხვილმარცვლოვანი მტვრის და სამსხმელო საამქროს მტვრისაგან გაწმენდის დროს შეგროვებული მტვრის ადგილზე რეციკლირება, ემისიების სათანადო გათვალისწინებით, რომლებიც მოდის იმ საწარმოდან, სადაც მათი რეციკლირება ხდება;
ლამის ჰიდროციკლონირება უხეში ფრაქციის ადგილზე რეციკლირებით (გამოიყენება მტვრის სველი მეთოდით წმენდისას და როდესაც სხვადასხვა ზომის მარცვლებში თუთიის შემადგენლობის განაწილება გონივრული სეპარაციის საშუალებას იძლევა);
ლამის დამუშავება, სასურველია გრანულაციის გზით (თუ საბაზრო პირობები ამის საშუალებას იძლევა), ლამის გარე მოხმარებისთვის (მაგალითად, ცემენტის წარმოებაში ან გზების მშენებლობაზე).
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს საბრძმედე ღუმელის ტექნოლოგიური ნარჩენების კონტროლირებულ მართვას, რომლებიც ვერც თავიდან იქნება აცილებული და ვერც რეციკლირებული.
BAT 69. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ლამის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ემისიების მინიმიზირებისთვის ითვალისწინებს კვამლის კონდენსირებას, თუ მოითხოვება სუნის შემცირება.
რესურსების მართვა
BAT 70. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა საბრძმედე ღუმელის რესურსის მართვისთვის ითვალისწინებს კოქსის მოხმარების შემცირებას აღმდგენის პირდაპირი შეფრქვევის გზით, როგორიცაა, პულვერიზებული ნახშირი, ზეთი, მაზუთი, ფისი, ნავთობის ნარჩენები, კოქსის აირი (COG), ბუნებრივი აირი და ნარჩენები, როგორიცაა, მეტალის ნარჩენები, ნარჩენი ზეთები და ემულსიები, ზეთოვანი ნარჩენები, ცხიმები და პლასტმასის ნარჩენები, ინდივიდუალურად ან ერთობლივად.
გამოყენებადობა
ნახშირის შეფრქვევა: ეს მეთოდი გამოყენებადია ყველა საბრძმედე ღუმელისთვის, რომლებიც აღჭურვილია პულვერიზებული ნახშირის შეფრქვევის და ჟანგბადით გამდიდრების მოწყობილობით.
აირის შეფრქვევა: Tuyère-ის მფრქვევანით კოქსის აირის შეფრქვევა დიდწილად არის დამოკიდებული აირის არსებობაზე, რომელიც შეიძლება ეფექტურად იქნეს გამოყენებული ნებისმიერ ადგილზე ფოლადის ინტეგრირებულ წარმოებაში.
პლასტმასის შეტანა: უნდა აღინიშნოს, რომ ეს ტექნიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადგილობრივ გარემოებებსა და ბაზრის პირობებზე. პლასტმასი შეიძლება შეიცავდეს ქლორს (Cl) და მძიმე მეტალებს, როგორიცაა, Hg, Cd, Pb და Zn. გამოყენებული ნარჩენების (მაგ., შრედერის მსუბუქი ფრაქცია) შემადგენლობიდან გამომდინარე, საბრძმედე ღუმელის აირში შეიძლება გაიზარდოს Hg, Cr, Cu, Ni და Mo-ის შემადგენლობა.
პირდაპირი შეფრქვევა გამოყენებული ზეთების, ცხიმების და ემულსიების, როგორც აღმდგენლების, და მყარი ლითონების ნარჩენების: ამ სისტემის უწყვეტი მუშაობა დამოკიდებულია ნარჩენების მიწოდებისა და შენახვის ლოჯისტიკის კონცეფციაზე. გარდა ამისა, წარმატებული ფუნქციონირებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტრანსპორტირების ტექნოლოგიას.
ენერგია
BAT 71. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს საბრძმედე ღუმელის შეუფერხებელ, უწყვეტ მუშაობას მდგრად მდგომარეობაში, რათა მინიმუმამდე შემცირდეს ემისიები და კაზმის ასხლეტის ალბათობა.
BAT 72. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ამოღებული საბრძმედე აირის გამოყენებას საწვავად.
BAT 73. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს საბრძმედე ღუმელის აირის წნევის ენერგიის აღდგენას, სადაც აირის წნევა არის საკმარისი, ხოლო ტუტეების კონცენტრაცია არის დაბალი.
გამოყენებადობა
ზედა აირის წნევის აღდგენა შეიძლება გამოყენებულ იქნეს ახალ საწარმოებში და, ზოგ შემთხვევაში, არსებულ საწარმოებში, თუმცა ეს სირთულეებთან არის დაკავშირებული და დამატებით ხარჯებსაც მოითხოვს. ამ ტექნიკის გამოყენებისთვის უმთავრესია ზედა ნაწილში აირის სათანადო წნევის არსებობა, რომელიც მანომეტრში უნდა აღემატებოდეს 1,5 ბარს.
ახალ საწარმოებში ზედა აირტურბინა და ბრძმედის აირის გამწმენდი აგრეგატი შეიძლება ერთმანეთთან იქნეს ადაპტირებული, რათა მიღწეულ იქნეს მაღალი ეფექტურობა როგორც გაწმენდის, ისე ენერგიის აღდგენის პროცესებში.
BAT 74. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს საწვავი აირების წინასწარ გაცხელებას ან წვისთვის განკუთვნილი ჰაერის გაცხელებას ჰაერგამაცხელებლიდან გამოყოფილი აირების გამოყენებით, და ჰაერგამაცხელებელში წვის პროცესის ოპტიმიზაციას.
აღწერა
ცხელი ღუმელის ენერგოეფექტურობის ოპტიმიზაციისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის ერთობლიობა:
ცხელი ღუმელის ავტომატიზირებული ექსპლუატაციია;
საწვავის ან წვის ჰაერის წინასწარი გაცხელება, ცივი შებერვის მილებისა და გამოყოფილი აირების იზოლირების უზრუნველყოფით;
წვის გაუმჯობესებისთვის უფრო შესაბამისი სანთურების გამოყენება;
ჟანგბადის შემცველობის სწრაფი გაზომვა და წვის პირობების შემდგომი ადაპტაცია.
გამოყენებადობა
საწვავის წინასწარი გაცხელების გამოყენება დამოკიდებულია ღუმელების ეფექტურობაზე, რადგან მასზე არის დამოკიდებულია გამოყოფილი აირების ტემპერატურა (მაგ., როდესაც გამომავალი აირების ტემპერატურა 250 °C-ზე ნაკლებია, სითბოს აღდგენა შეიძლება ხელსაყრელი არ იყოს ტექნიკური ან ეკონომიკური თვალსაზრისით).
ავტომატიზირებული მართვის დანერგვას შესაძლოა მეოთხე ღუმელის აგება დასჭირდეს სამი ჰაერგამხურებლის (კაუპერის) მქონე ბრძმედის ღუმელის შემთხვევაში (თუ შესაძლებელი იქნება), რათა უზრუნველყოფილი იქნეს მაქსიმალური სარგებელი.
1.6. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები ჟანგბადკონვერტერული ფოლადის წარმოებისა და ჩამოსხმისთვის
თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ამ განყოფილებაში მოცემული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ჟანგბადკონვერტერული ფოლადის წარმოებისა და ჩამოსხმის ყველა პროცესისთვის.
ემისიები ატმოსფერულ ჰაერში
BAT 75. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა BOF-ის აირების აღდგენისთვის წვის ჩახშობის გზით, ითვალისწინებს აღდგენილი აირის მაქსიმალურ მოცილებას შებერვის დროს და მისი გაწმენდის დროს, შემდეგი ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
ჩახშობილი წვის პროცესის გამოყენება;
მსხვილმარცვლოვანი მტვრის წინასწარი მოცილება მშრალი სეპარაციის (მაგ., დეფლექტორის, ციკლონის) ან სველი სეპარატორის გამოყენებით;
მტვრის შემცირება შემდეგი მეთოდებით:
მტვრის მშრალი წმენდა (მაგ., ელექტროფილტრით);
მტვრის სველი წმენდა (მაგ., სველი ელექტროფილტრი ან სკრუბერი) არსებული საწარმოებისთვის.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ნარჩენი მტვრის კონცენტრაცია - ჟანგბადკონვერტერული აირის შუალედური დამუშავების შემდეგ - არის:
10 – 30 მგ/ნმ3 - III.i საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკისთვის;
< 50 მგ/ნმ3 - III.ii საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკისთვის.
BAT 76. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა – ჟანგბადკონვერტერული ღუმელიდან აირის აღდგენისთვის, ჟანგბადის შებერვის დროს, სრული წვის პირობებში – ითვალისწინებს მტვრის ემისიების შემცირებას ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებით:
I. მტვრის მშრალი წმენდა (მაგ., ელექტროფილტრით ან სახელოიანი ფილტრით) ახალი და არსებული საწარმოებისთვისს;
II. მტვრის სველი წმენდა (მაგ., სველი ელექტროფილტრი ან სკრუბერი) არსებული საწარმოებისთვის.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები მტვრისთვის – განსაზღვრული როგორც საშუალო მაჩვენებელი ნიმუშების აღების პერიოდისთვის (პერიოდული გაზომვა; წერტილოვანი სინჯები მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში) - არის:
10 – 30 მგ/ნმ3 – I საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკისთვის;
< 50 მგ/ნმ3 – II საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკისთვის;
BAT 77. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს მტვრის ემისიების მინიმიზირებას ჟანგბადის სარქველებიდან ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
სარქველის ხვრელების დახურვა ჟანგბადის შებერვისას;
ინერტული აირის ან ორთქლის შეშვება სარქველში მტვრის გაწოვის მიზნით;
ჰერმეტიზების სხვა ალტერნატიული კონსტრუქციების გამოყენება სარქველის გამწმენდ ხელსაწყოებთან ერთად.
BAT 78. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა მტვრის მეორადი გაწმენდისთვის, მათ შორის, შემდეგი პროცესებისთვის:
ტორპედოს ციცხვიდან ცხელი თუჯის გადასხმა (ან ცხელი ლითონის ნარევის) ჩასატვირთ ციცხვში;
თუჯის წინასწარი დამუშავება (ანუ, ჭურჭლის წინასწარი გათბობა, დესულფურიზაცია, დეფოსფორიზაცია, ლამის მოცილება, თუჯის გადაადგილების პროცესები და აწონვა);
ჟანგბადკონვერტერულ ღუმელთან (BOF) დაკავშირებული პროცესები, როგორიცაა, ჭურჭლის წინასწარი გაცხელება, ჟანგბადის შებერვისას დახრილობის უზრუნველყოფა, თუჯისა და ჯართის ჩატვირთვა, თხევადი ლითონის და ლამის გამოტანა BOF-დან; და
მეორადი მეტალურგიული ტექნოლოგიები და უწყვეტი ჩამოსხმა.
ითვალისწინებს მტვრის ემისიების მინიმუმამდე შემცირებას ტექნოლოგიურ პროცესში ინტეგრირებული მეთოდების საშუალებით, როგორიცაა, დიფუზიური ან არაოგანიზებული ემისიების პრევენციის ან კონტროლის ღონისძიებები, ასევე, სათანადო შემოფარგვლის და სახურავების გამოყენებით, ეფექტური გამწოვებითა და გამოყოფილი აირების შემდგომი წმენდით სახელოიანი ფილტრის ან ელექტროფილტრის გამოყენებით.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი მტვრის შეგროვების საერთო საშუალო ეფექტურობა არის > 90 %;
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე მტვრისთვის, როგორც სადღეღამისო საშუალო მნიშვნელობა, მტვრისაგან გაწმენდილი ყველა გამოყოფილი აირისთვის, არის < 1 – 15 მგ/ნმ3 სახელოიანი ფილტრისთვის და < 20 მგ/ნმ3 – ელექტროფილტრისთვის;
თუ თუჯის წინასწარი დამუშავების და მეორადი მეტალურგიის პროცესების ემისიები ცალ-ცალკე განიხილება, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე, როგორც სადღეღამისო საშუალო მნიშვნელობა, არის < 1 – 10 მგ/ნმ3 სახელოიანი ფილტრისთვის და < 20 მგ/ნმ3 – ელექტროფილტრისთვის.
აღწერა
ზოგადი ტექნიკა BOF-ის შესაბამისი მეორადი წყაროებიდან დიფუზიური და არაორგანიზებული ემისიების პრევენციისთვის მოიცავს შემდეგს:
დამოუკიდებელი დაჭერა და მტვრის საწმენდი ხელსაწყოების გამოყენება კონვერტორის საამქროში მიმდინარე თითოეული ქვეპროცესისთვის;
დესულფურიზაციის აგრეგატის სწორი მართვა, ატმოსფერული ჰაერის ემისიების პრევენციის მიზნით;
დესულფურიზაციის აგრეგატის სრული ჰერმეტიზაცია;
სახურავის ადგილზე შენარჩუნება, როდესაც თხევადი მეტალის ციცხვი არ გამოიყენება, ასევე, ციცხვის რეგულარული წმენდა თხევადი მეტალისა და ამონაგისაგან, ან, ალტერნატივის სახით, გამწოვი სისტემის მონტაჟი სახურავზე;
მეტალურგიული ციცხვის შენარჩუნება კონვერტერის დონეზე დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში, კონვერტერში თხევადი მეტალის მიწოდების შემდეგ, თუ გამოყენებული არ არის სახურავიდან გამწოვი სისტემა;
ფოლადის დნობის პროცესის ავტომატიზაცია და ოპტიმიზაცია, ანუ, გაშხეფების თავიდან აცილება ან შემცირება (მაგ., როდესაც ლამი იმდენად აქაფდება, რომ გადმოდის ჭურჭლიდან);
გადმოშხეფების/გადმოღვრის შემცირება დანაწევრების დროს შემომზღუდავი ელემენტების გამოყენებით და გადმოშხეფების/გადმოღვრის საწინააღმდეგო საშუალებათა გამოყენება;
ნეიტრალიზატორის შენობიდან გასასვლელი კარების დაკეტვა ჟანგბადის შებერვის დროს;
სახურავის უწყვეტი ვიდეოთვალთვალი ხილული ემისიის დასაფიქსირებლად;
სახურავზე გამწოვი სისტემის მონტაჟის გამოყენება.
გამოყენებადობა
არსებულ საწარმოებში, დანადგარის კონსტრუქციამ შეიძლება ხელი შეუშალოს სათანადო ევაკუაციას.
BAT 79. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს მტვრის ემისიების შემცირებას წიდის ადგილზე დამუშავებისას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
წიდის დამქუცმაცებლისა და გამცრელი მოწყობილობების ეფექტური ამოღება გამოყოფილი აირების შემდგომი გაწმენდის პროცესიდან, იქ, სადაც ეს საჭიროა.
დაუმუშავებელი წიდის ტრანსპორტირება ციცხვიანი სატვირთოებით.
დამტვრეული მასალების გადატანის ადგილების დასველება.
წიდის ნაყარის დასველება.
წყლის ნისლის გამოყენება დამტვრეული წიდის ჩატვირთვისას.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე მტვრისთვის, I საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებისას, არის < 10 – 20 მგ/ნმ3, განსაზღვრულია როგორც საშუალო მაჩვენებლი ნიმუშების აღების პერიოდისთვის (პერიოდული გაზომვა; წერტილოვანი სინჯები მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში).
წყალი და ჩამდინარე წყლები
BAT 80. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს წყლის გამოყენების და ჩამდინარე წყლების ემისიების პრევენციას ან შემცირებას, რომლებიც დაკავშირებულია BOF-ის აირის მტვრისაგან პირველად გაწმენდასთან, ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებით, როგორც ეს აღწერილია BAT 75-სა და BAT 76-ში:
მტვრის მშრალი წმენდა ჟანგბადის კონვერტორის აირის მტვრისაგან გაწმენდა მშრალი მეთოდით;
სკრუბერით წმენდისას გამოყენებული წყლის მინიმიზირება და მისი მაქსიმალურად ხელახალი გამოყენება შესაძლებლობის მაქსიმალურ ფარგლებში (მაგ., წიდის გრანულირებისას), სველი წმენდის გამოყენების შემთხვევაში.
BAT 81. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს უწყვეტი ჩამოსხმის პროცესის დროს წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების მინიმუმამდე შემცირებას ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
მყარი ნაწილაკების ამოღება ფლოკულაციის, დალექვის და/ან ფილტრაციის საშუალებით.
ზეთის ამოღება მოსახდელი რეზერვუარებიდან (ნავთობდამჭერებიდან) ან სხვა ეფექტური აგრეგატებიდან.
გამაგრილებელი წყლის და ვაკუუმის წარმოქმნიდან მიღებული წყლის რეცირკულაცია შესაძლებლობის მაქსიმალურ ფარგლებში.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები – კვალიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის ან 24-საათიანი კომპოზიტური სინჯის საფუძველზე, უწყვეტი ჩამოსხმის დანადგარებიდან – არის:
შეწონილი ნაწილაკები < 20 მგ/ლ;
რკინა < 5 მგ/ლ;
თუთია < 2 მგ/ლ;
ნიკელი < 0,5 მგ/ლ;
ქრომი ჯამურად < 0,5 მგ/ლ;
ნახშირწყალბადები ჯამურად < 5 მგ/ლ.
წარმოების ნარჩენები
BAT 82. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით (იხ. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 8):
სათანადო შეგროვება და შენახვა სპეციფიკური გადამუშავებისთვის ხელშეწყობის მიზნით.
ჟანგბადკონვერტერული ღუმელის აირჰაერმტვერნარევის გამწმენდი სისტემიდან მტვრის, მეორადი წმენდის შედეგად მიღებული და უწყვეტი ჩამოსხმიდან მეორეული ხენჯის მტვრის ადგილზე რეციკლირება ფოლადის წარმოებაში შემდგომი დაბრუნებით, ემისიების სათანადო გათვალისწინებით იმ საწარმოდან, სადაც მათი რეციკლირება ხდება.
ჟანგბადკონვერტერული ღუმელის წიდის და წვრილდისპერსული წიდის ადგილზე რეციკლირება სხვადასხვა მიზნებით გამოყენებისთვის.
წიდის გადამუშავება, თუ საბაზრო პირობები ამის საშუალებას იძლევა, წიდის გარე მოხმარებისთვის (მაგალითად, შემავსებელ მასალად ან მშენებლობაზე გამოსაყენებლად);
აირმტვერდამჭერი სისტემებიდან ამოღებული მტვრისა და ლამის გამოყენება საწარმოს გარეთ, ფერად მეტალურგიაში, რკინის და ფერადი ლითონების, როგორიცაა, თუთია, აღდგენის მიზნით;
სალექარის გამოყენება ლამის დასალექად, მსხვილი ფრაქციის შემდგომი რეციკლირებით აგლომერაციის/საბრძმედე ღუმელებში ან ცემენტის წარმოებაში, როდესაც გრანულების ზომის განაწილება გონივრული სეპარაციის საშუალებას იძლევა.
V. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენება
მტვრის ცხელი ბრიკეტირება და რეციკლირება, რომლის დროსაც მიიღება გრანულები თუთიის მაღალი შემცველობით, გამოყენებადია მაშინ, როდესაც BOF-ის აირის გასაწმენდად მშრალი ელექტროფილტრები გამოიყენება.
ბრიკეტირების საშუალებით თუთიის ამოღება არ გამოიყენება მტვრის სველი წმენდის სისტემებში, რადგან სალექარებში დალექვის პროცესი სტაბილური არ არის, რაც გამოწვეულია წყალბადის წარმოქმნით (ლითონური თუთიის და წყლის რეაქციის შედეგად). უსაფრთხოების აღნიშნული მიზნების გამო, ლამში თუთიის შემცველობა 8-10%-მდე უნდა შეიზღუდოს.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ჟანგბადკონვერტერული ღუმელის ტექნოლოგიური ნარჩენების კონტროლირებულ მართვას, რომლებიც ვერც თავიდან იქნება აცილებული და ვერც რეციკლირებული.
ენერგია
BAT 83. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს BOF-ის აირის შეგროვებას, გაწმენდასა და შუალედურ დარეზერვებას შემდგომში საწვავად გამოყენების მიზნით.
გამოყენებადობა
ზოგ შემთხვევაში, BOF-ის აირის ამოღება წვის ჩახშობით, შეიძლება არ იყოს ეკონომიურად სასარგებლო ენერგომოხმარების თვალსაზრისით. ასეთ შემთხვევაში, კონვერტირებული აირი შეიძლება დაიწვას ორთქლის გენერირებით. წვის ტიპი (სრული ან ჩახშობილი წვა) ენერგომოხმარების ადგილობრივ მენეჯმენტზე არის დამოკიდებული.
BAT 84. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ენერგომოხმარების შემცირებას სახურავიანი ციცხვის სისტემის გამოყენებით.
გამოყენებადობა
სახურავი შეიძლება ძალიან მძიმე იყოს, რადგან ისინი დამზადებულია ცეცხლგამძლე აგურისაგან და, აქედან გამომდინარე, ამწეების ტვირთამწეობისა და მთელი შენობის კონსტრუქციის გამო შეიძლება შეიზღუდოს მისი გამოყენება არსებულ საწარმოებში. არსებობს სხვადასხვა ტექნიკური გადაწყვეტა სისტემის დასანერგად მეტალურგიული საწარმოს კონკრეტულ პირობებში.
BAT 85. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს პროცესის ოპტიმიზაციას და ენერგომოხმარების შემცირებას შებერვის შემდეგ პირდაპირი გამოშვების პროცესის საშუალებით.
აღწერა
პირდაპირი გამოშვება, როგორც წესი, საჭიროებს ძვირადღირებულ აღჭურვილობას, როგორიცაა დამატებითი შუბი ან DROP IN სენსორების სისტემა, რათა განხორციელდეს გამოშვება აღებული ნიმუშების ქიმიური ანალიზის შედეგების ლოდინის გარეშე (პირდაპირი გამოშვება). ალტერნატივის სახით, შემუშავებულია ახალი ტექნიკა აღნიშნული ხელსაწყოების გარეშე, პირდაპირი გამოშვების მიღწევის მიზნით. აღნიშნული ტექნიკა მოითხოვს დიდ გამოცდილებას და მოცულობით საცდელ-კონსტრუქციულ სამუშაოებს. პრაქტიკაში, ნახშირბადი ეცემა 0,04%-მდე და პარალელურად აბაზანის ტემპერატურა მცირდება საკმაოდ დაბალ მიზნობრივ მნიშვნელობამდე. გამოშვების წინ, ორივე მაჩვენებელი – ტემპერატურა და ჟანგბადის აქტიურობა იზომება შემდგომი ქმედებებისთვის.
გამოყენება
საჭიროა ცხელი ლითონის სათანადო ანალიზატორი და ლამის შეჩერების საშუალებები, ხოლო ციცხვ-ღუმელის არსებობა ამ ტექნოლოგიის დანერგვას ამარტივებს.
BAT 86. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ენერგომოხმარების შემცირებას ზოლის უწყვეტი ჩამოსხმის საშუალებით, რომელიც მაქსიმალურად ახლოსაა პროდუქტის საბოლოო ფორმასთან, თუ ეს გამართლებულია გამოშვებული ლითონის მარკის შესაბამისი ხარისხითა და შემადგენლობით.
აღწერა
საბოლოო ფორმასთან მაქსიმალურად ახლო ზოლების ჩამოსხმა ნიშნავს ფოლადის უწყვეტ ჩამოსხმას 15 სმ-ზე ნაკლები სისქის ზოლებად. ჩამოსხმის პროცესი კომბინირებულია ზოლების პირდაპირი ცხელი გლინვის, გაგრილებისა და დახვევის პროცესთან, მეორადი გაცხელებისთვის შუალედური ღუმელის გამოყენების გარეშე, რომელიც გამოიყენება ჩამოსხმის ჩვეულებრივი ტექნიკისთვის, მაგალითად, ფურცლოვანი ნამზადების (სლაბების) ან თხელი ფურცლოვანი ნამზადების (თხელი სლაბების) უწყვეტი ჩამოსხმისთვის. ამრიგად, ზოლების ჩამოსხმა არის ტექნიკა ლითონის ბრტყელი ზოლების წარმოებისთვის, რომლებსაც აქვს სხვადასხვა სიგანე, ხოლო სისქე 2 მმ-ზე ნაკლებია.
გამოყენებადობა
გამოყენებადობა დამოკიდებულია წარმოებული ფოლადის მარკაზე (მაგ., ამ პროცესით შეუძლებელია მძიმე ფირფიტების წარმოება) და ცალკეული ფოლადის საწარმოს პროდუქციის ასორტიმენტზე (პროდუქტის ნაზავი). არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს განლაგებითა და ხელმისაწვდომი სივრცით; მაგალითად, პროდუქციის უწყვეტი სამსხმელო ხაზის მოდიფიცირებისთვის დაახლოებით 100 მეტრი არის საჭირო.
1.7. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები ელექტრორკალურ ღუმელებში ფოლადის წარმოებისა და ჩამოსხმისთვის
თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ამ განყოფილებაში მითითებული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ელექტრორკალურ ღუმელში (EAF) ფოლადის წარმოებისა და ჩამოსხმის ყველა საწარმოში.
BAT 87. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ელექტრორკალური ღუმელის პროცესისთვის ითვალისწინებს ვერცხლისწყლის ემისიების პრევენციას, ვერცხლისწყლის შემცველობის მქონე ნედლეულის და დანამატების მაქსიმალურად თავიდან აცილების გზით (იხ. BAT 6 და 7).
BAT 88. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა, ელექტრორკალური ღუმელის მტვრის პირველადი და მეორეული გაწმენდის (ჯართის წინასწარი გაცხელების, ჩატვირთვის, დნობის, გამოშვების, ციცხვიანი ღუმელის და მეორადი მეტალურგიის ჩათვლით) ითვალისწინებს ემისიების ყველა წყაროდან ეფექტურ დაჭერას ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებით და მტვრისაგან შემდგომი გაწმენდას სახელოიანი ფილტრის საშუალებით:
პირდაპირ გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევის მოცილება (მე-4 ან მე-2 ხვრელი) და ხუფის სისტემების კომბინაცია.
აირის პირდაპირი მოცილება და ჯიხურის სისტემები.
აირის პირდაპირი მოცილება და შენობის სრული ევაკუაცია (დაბალი სიმძლავრის EAF ღუმელები შეიძლება არ მოითხოვდეს აირის პირდაპირ ამოღებას იმავე ეფექტურობის მისაღწევად).
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი მთლიანი შეგროვების საშუალო ეფექტურობა არის >98 %.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე მტვრისთვის არის <5 მგ/ნმ3, განსაზღვრული, როგორც სადღეღამისო საშუალო მაჩვენებელი.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე ვერცხლისწყლისთვის არის <0,05 მგ/ნმ3, განსაზღვრულია, როგორც საშუალო მაჩვენებელი ნიმუშების აღების პერიოდისთვის (პერიოდული გაზომვა; წერტილოვანი სინჯები მინიმუმ ოთხი საათის განმავლობაში).
BAT 89. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა, მტვრის პირველადი და მეორადი გაწმენდის ელექტრორკალური ღუმელისთვის (ჯართის წინასწარი გაცხელების, ჩატვირთვის, გადადნობის, გამოშვების, ციცხვ-ღუმელის და მეორადი მეტალურგიის ჩათვლით) ითვალისწინებს პოლიქლორირებული დიბენზოდიოქსინების/ფურანების (PCDD/F) და პოლიქლორირებული ბიფენილების (PCB) ემისიების პრევენციას, ნედლეულის თავიდან აცილების საშუალებით, რომელიც შეიცავს PCDD/F-ს და PCB-ს ან სხვა პრეკურსორებს (იხ. BAT 6 და 7) და ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებულ გამოყენებას, მტვრის მოცილების შესაბამის სისტემასთან ერთად:
სათანადო შემდგომი წვა.
შესაბამისი სწრაფი წრთობა.
სათანადო ადსორბენტის შეფრქვევა არხში მტვრისგან გაწმენდამდე.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე პოლიქლორირებული დიბენზოდიოქსინების/ფურანებისთვის (PCDD/F) არის <0,1 ნგ I-TEQ/ნმ3, 6-8 საათიანი შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე სტაბილურ პირობებში. ზოგ შემთხვევაში, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე შეიძლება მიღწეული იქნეს მხოლოდ ძირითადი ღონისძიებებით.
I. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებადობა
არსებულ საწარმოებში, გამოყენებადობის შესაფასებლად, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ისეთი გარემოებები, როგორიცაა, სივრცის არსებობა, გამოყოფილი აირების არსებული სისტემა და სხვ.
BAT 90. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ადგილზე წიდის გადამუშავებისთვის ითვალისწინებს მტვრის ემისიების შემცირებას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
წიდის დამქუცმაცებლისა და გამცრელი მოწყობილობების ეფექტური ამოღება გამოყოფილი აირების შემდგომი გაწმენდის პროცესიდან, იქ, სადაც შესაძლებელია.
დაუმუშავებელი წიდის გადატანა ექსკავატორის საშუალებით.
დამტვრეული მასალების ამოღება ან გადატანის ადგილების დასველება.
წიდის ნაყარის დასველება.
წყლის ნისლის გამოყენება დამტვრეული წიდის ჩატვირთვისას.
I საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენების შემთხვევაში, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე არის <10 – 20 მგ/ნმ3, განსაზღვრულია როგორც საშუალო მაჩვენებელი ნიმუშების აღების პერიოდისთვის (პერიოდული გაზომვა; წერტილოვანი სინჯები მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში).
წყალი და ჩამდინარე წყლები
BAT 91. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ელექტრორკალური ღუმელის (EAF) ტექნოლოგიურ პროცესში წყლის მოხმარების მინიმიზირებას ღუმელის აგრეგატების წყლით გაგრილების ჩაკეტილი სისტემების გამოყენებით, თუ გამოყენებული არ არის გაგრილების ერთნაკადიანი სისტემა.
BAT 92. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს უწყვეტი ჩამოსხმის პროცესიდან ჩამდინარე წყლების მინიმუმამდე შემცირებას შემდეგი ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით:
მყარი ნაწილაკების ამოღება ფლოკულაციის, დალექვის და/ან ფილტრაციის საშუალებით.
ზეთის ამოღება ნავთობდამჭერებიდან ან სხვა ეფექტური აგრეგატებიდან.
გამაგრილებელი წყლის და ვაკუუმის წარმოქმნიდან მიღებული წყლის რეცირკულაცია შესაძლებლობის მაქსიმალურ ფარგლებში.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები – კვალიფიცირებული შემთხვევითი შერჩევის ან 24-საათიანი კომპოზიტური სინჯის საფუძველზე, უწყვეტი ჩამოსხმის დანადგარებიდან ჩამდინარე წყლებისთვის – არის:
შეწონილი მყარი ნაწილაკები < 20 მგ/ლ;
რკინა < 5 მგ/ლ;
თუთია < 2 მგ/ლ;
ნიკელი < 0,5 მგ/ლ;
ქრომი ჯამურად < 0,5 მგ/ლ;
ნახშირწყალბადები ჯამურად < 5 მგ/ლ.
წარმოების ნარჩენები
BAT 93. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებული გამოყენებით (იხ. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა 8):
სათანადო შეგროვება და შენახვა კონკრეტული გადამუშავებისთვის ხელშეწყობის მიზნით.
სხვადასხვა პროცესებიდან ცეცხლგამძლე მასალების აღდგენა და ადგილზე რეციკლირება, ანუ, დოლომიტის, მაგნეზიტის და კირის შემცვლელად.
ფილტრის მტვრის გამოყენება ფერადი მეტალების აღსადგენად, როგორიცაა თუთია, ფერად მეტალურგიაში, საჭიროების შემთხვევაში, ფილტრის მტვრის გამდიდრების შემდეგ, ელექტრორკალურ ღუმელში რეცირკულაციის გზით.
უწყვეტი ჩამოსხმიდან ხენჯის სეპარირება წყლის დამუშავების პროცესში და ამოღება შემდგომი რეციკლირებით, ანუ, აგლომერაციის/საბრძმედე ღუმელში ან ცემენტის წარმოებაში.
ელექტრორკალური ღუმელის ტექნოლოგიური პროცესის ცეცხლგამძლე მასალების და წიდის გამოყენება მეორად ნედლეულად სხვაგან, სადაც საბაზრო პირობები ამის საშუალებას იძლევა.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს EAF-ის პროცესიდან მიღებული ნარჩენების კონტროლირებულ მართვას, რომლებიც ვერც თავიდან იქნება აცილებული და ვერც რეციკლირებული.
გამოყენებადობა
III – V საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკაში ნახსენები წარმოების ნარჩენების სხვაგან გამოყენება ან რეციკლირება დამოკიდებულია მესამე მხარესთან თანამშრომლობასა და შეთანხმებაზე, რაც შეიძლება არ ექვემდებარებოდეს საქმიანობის განმახორციელებლის კონტროლს და, აქედან გამომდინარე, არ ექცეოდეს ნებართვის ფარგლებში.
ენერგია
BAT 94. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ენერგომოხმარების შემცირებას საბოლოო ფორმასთან მაქსიმალურად ახლო ზოლის უწყვეტი ჩამოსხმის საშუალებით, თუ ეს გამართლებულია გამოშვებული ლითონის მარკის შესაბამისი ხარისხითა და შემადგენლობით.
აღწერა
საბოლოო ფორმასთან მაქსიმალურად ახლო ზოლების ჩამოსხმა ნიშნავს ფოლადის უწყვეტ ჩამოსხმას 15 სმ-ზე ნაკლები სისქის ზოლებად. ჩამოსხმის პროცესი კომბინირებულია ზოლების პირდაპირი ცხელი გლინვის, გაგრილებისა და დახვევის პროცესთან, მეორადი გაცხელებისთვის შუალედური ღუმელის გამოყენების გარეშე, რომელიც გამოიყენება ჩამოსხმის ჩვეულებრივი ტექნიკისთვის, მაგალითად, ფურცლოვანი ნამზადების (სლაბების) ან თხელი ფურცლოვანი ნამზადების (თხელი სლაბების) უწყვეტი ჩამოსხმისთვის. ამრიგად, ზოლების ჩამოსხმა არის ტექნიკა ლითონის ბრტყელი ზოლების წარმოებისთვის, რომლებსაც აქვს სხვადასხვა სიგანე, ხოლო სისქე 2 მმ-ზე ნაკლებია.
გამოყენებადობა
გამოყენებადობა დამოკიდებულია წარმოებული ფოლადის მარკაზე (მაგ., ამ პროცესით შეუძლებელია მძიმე ფირფიტების წარმოება) და ცალკეული ფოლადის საწარმოს პროდუქციის ასორტიმენტზე (პროდუქტის ნაზავი). არსებულ საწარმოებში გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს განლაგებითა და ხელმისაწვდომი სივრცით; მაგალითად, პროდუქციის უწყვეტი სამსხმელო ხაზის მოდიფიცირებისთვის დაახლოებით 100 მეტრი არის საჭირო.
ხმაური
BAT 95. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ელექტრორკალური ღუმელის დანადგარებსა და პროცესებში გენერირებული მაღალი ბგერითი ენერგიის შემცირებას ქვემოთ მოცემული კონსტრუქციული და ოპერაციული ტექნიკის გამოყენებით, ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით და მათ შესაბამისად (BAT 18-ში გამოყენებულ ტექნიკასთან ერთად):
ელექტრორკალური ღუმელის შენობის აგება იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს მექანიკური დარტყმით გამოწვეული ხმაურის შთანთქმა, რომელიც ღუმელის ექსპლუატაციის დროს წარმოიქმნება.
მექანიკური დარტყმების თავიდან აცილების მიზნით, ამწეების აგება და დამონტაჟება, რომლებიც ჩასატვირთი კალათების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.
შიდა კედლების და სახურავის სპეციალური აკუსტიკური იზოლაციის გამოყენება, რათა მოხდეს ელექტრორკალური ღუმელის შენობაში ხმაურის პრევენცია.
ღუმელისა და გარე კედლის განცალკევება, რათა შემცირდეს ელექტრორკალური ღუმელის შენობიდან სტრუქტურული (ვიბრაციული) ხმაური.
მაღალი ბგერითი ენერგიის წარმომშობი პროცესების (მაგ., ელექტრორკალური ღუმელის და გაუნახშირბადოების ბლოკების) განთავსება მთავარ შენობაში.
[1] ზოგ შემთხვევაში, ჟანგბადზე ქიმიური მოთხოვნის (COD) ნაცვლად იზომება TOC (რათა თავიდან იქნეს აცილებული HgCl2), რომელიც COD-ის ანალიზში გამოიყენება. კორელაცია COD-ს და TOC-ს შორის უნდა შემუშავდეს გრანულირების თითოეული დანადგარისთვის, ინდივიდუალური შემთხვევის საფუძველზე. თანაფარდობა COD/TOC შეიძლება იცვლებოდეს 2-დან 4-მდე დიაპაზონში
[2] ზოგ შემთხვევაში, COD-ის ნაცვლად იზომება TOC (რათა თავიდან იქნეს აცილებული HgCl2), რომელიც COD-ის ანალიზში გამოიყენება. კორელაცია COD-ს და TOC-ს შორის უნდა შემუშვდეს გრანულირების თითოეული დანადგარისთვის, ინდივიდუალური შემთხვევის საფუძველზე. თანაფარდობა COD/TOC შეიძლება იცვლებოდეს 2-დან 4-მდე დიაპაზონში.
[3] დიაპაზონის ქვედა ზღვარი განისაზღვრა ერთი სპეციფიკური დანადგარის წარმადობის საფუძველზე, ექსპლუატაციის რეალურ პირობებში საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის გამოყენებით, რომელიც საუკეთესო გარემოსდაცვით მახასიათებლებს უზრუნველყოფს.
[4] ეს დონე ეფუძნება მორჰაუერის არაიზოკინეტიკურ მეთოდს (ყოფილიVDI 2303).
[5] ეს დონე ეფუძნება ნიმუშების აღების იზოკინეტიკურ მეთოდს, VDI 2066-ის შესაბამისად.
[6] ზოგ შემთხვევაში, ჟანგბადზე ქიმიური მოთხოვნის (COD) ნაცვლად იზომება TOC (რათა თავიდან იქნეს აცილებული HgCl2), რომელიც COD-ის ანალიზში გამოიყენება. კორელაცია COD-ს და TOC-ს შორის უნდა შემუშავდეს გრანულირების თითოეული დანადგარისთვის, ინდივიდუალური შემთხვევის საფუძველზე. თანაფარდობა COD/TOC შეიძლება იცვლებოდეს 2-დან 4-მდე დიაპაზონში.
[7] ეს დონე ეფუძნება ‘DIN 38405 D 27’-ის ან სხვა ეროვნული ან საერთაშორისო სტანდარტის გამოყენებას, რომელიც თანაბარი სამეცნიერო ხარისხის მქონე მონაცემების მიღებას უზრუნველყოფს.
[8] ეს დონე ეფუძნება ‘DIN 38405 D 13-2’-ის ან სხვა ეროვნული ან საერთაშორისო სტანდარტის გამოყენებას, რომელიც თანაბარი სამეცნიერო ხარისხის მქონე მონაცემების მიღებას უზრუნველყოფს.
[9] ეს დონე ეფუძნება ‘DIN 38405 D 13-2’-ის ან ნებისმიერი სხვა ეროვნული თუ საერთაშორისო სტანდარტის გამოყენებას, რომელიც უზრუნველყოფს თანაბარი სამეცნიერო ხარისხის მონაცემებს.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის − თუჯისა და ფოლადის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების დამტკიცების თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − თუჯისა და ფოლადის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების დამტკიცების თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის − თუჯისა და ფოლადის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების დამტკიცების თაობაზე“?
- „ტექნიკური რეგლამენტის − თუჯისა და ფოლადის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების დამტკიცების თაობაზე“ მიღებულია 21.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №460. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.026010.
- სად არის „ტექნიკური რეგლამენტის − თუჯისა და ფოლადის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების დამტკიცების თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − თუჯისა და ფოლადის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების დამტკიცების თაობაზე“, №460, 21.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.026010 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7006786/