„ტექნიკური რეგლამენტის − ცემენტის, კირის და მაგნიუმის ოქსიდის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №461
2026 წლის 21 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ტექნიკური რეგლამენტის − ცემენტის, კირის და მაგნიუმის ოქსიდის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-9 მუხლის, 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნტისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − ცემენტის, კირის და მაგნიუმის ოქსიდის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები“.
მუხლი 2
1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტი არსებული საქმიანობებისთვის/დანადგარებისთვის/საწარმოებისთვის ამოქმედდეს აღნიშნული საქმიანობებისთვის/დანადგარებისთვის/საწარმოებისთვის ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემის დღიდან.
პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე
ტექნიკური რეგლამენტი - ცემენტის, კირის და მაგნიუმის ოქსიდის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნები
რეგულირების საგანი
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ეს დასკვნები ეხება საქმიანობებს, რომლებიც „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართის 3.1 პუნქტით არის განსაზღვრული, კერძოდ:
საქმიანობა 3.1.1 – ცემენტის კლინკერის წარმოება მბრუნავ გამოწვის ღუმელებში, რომელთა საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 500 ტონას ან სხვა ღუმელებში, რომელთა საწარმოო სიმძლავრე დღეღამეში 50 ტონას აღემატება;
საქმიანობა 3.1.2 – კირის წარმოება ღუმელებში, რომელთა საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 50 ტონას აღემატება;
საქმიანობა 3.1.3 – მაგნიუმის ოქსიდის წარმოება ღუმელებში, რომელთა საწარმოო სიმძლავრე დღე-ღამეში 50 ტონას აღემატება.
ზემოაღნიშნული 3.1.3 საქმიანობასთან დაკავშირებით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ეს დასკვნები ეხება მხოლოდ MgO-ის წარმოებას მშრალი მეთოდით, ბუნებრივად მოპოვებული მაგნეზიტის საფუძველზე (მაგნიუმის კარბონატი – MgCO3).
კერძოდ, ზემოაღნიშნულ საქმიანობებთან მიმართებით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ეს დასკვნები მოიცავს მხოლოდ შემდეგს:
– ცემენტის, კირის და მშრალი მეთოდით მაგნიუმის ოქსიდის წარმოება
– ნედლეული – შენახვა და მომზადება
– საწვავი – შენახვა და მომზადება
– ნარჩენების გამოყენება ნედლეულად და/ან საწვავად – მოთხოვნები ხარისხის მიმართ, კონტროლი და მომზადება
– პროდუქტები – შენახვა და მომზადება
– შეფუთვა და გაგზავნა.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ეს დასკვნები არ მოიცავს შემდეგ საქმიანობებს:
– მაგნიუმის ოქსიდის წარმოება სველი მეთოდით, საწყის მასალად მაგნუმის ქლორიდის გამოყენებით, რომელიც მითითებულია დოკუმენტში „საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ცნობარი არაორგანული ქიმიური ნივითიერებების – მყარი და სხვა მასალების (LVIC-S) – დიდი რაოდენობით წარმოებისთვის“;
– ზედაბალი ნახშირბადოვანი დოლიმის წარმოება (ანუ კალციუმის და მაგნიუმის ოქსიდების ნარევი, რომელიც დოლომიტის თითქმის სრული დეკარბონაციით მიიღება (CaCO3.MgCO3). პროდუქტში ნარჩენი CO2-ის შემცველობა 0,25%-ზე ნაკლებია, ხოლო მოცულობითი სიმკვრივე 3,05 გ/სმ3-ზე გაცილებით ნაკლებია.
– შახტის ტიპის ღუმლები ცემენტის კლინკერის წარმოებისთვის
– საქმიანობები, რომლებიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული ძირითად საქმიანობასთან, მაგალითად, როგორიცაა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება.
ქვემოთ ჩამოთვლილია სხვა საცნობარო დოკუმენტები, რომლებიც აქტუალურია წინამდებარე საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დასკვნებით მოცული საქმიანობებისთვის:
საცნობარო დოკუმენტი
საქმიანობა
ემისიები საცავებიდან/საწყობებიდან (EFS)
ნედლეულისა და პროდუქტის შენახვა და მოვლა
მონიტორინგის ზოგადი პრინციპები (MON)
ემისიების მონიტორინგი
ნარჩენების დამუშავების ინდუსტრია (WT)
ნარჩენების დამუშავება
ენერგოეფექტურობა (ENE)
ეკონომიკური და ურთერთგადამკვეთი საშუალებების ეფექტები (ECM)
ტექნიკის ეკონომიკა და ურთიერთგადამკვეთი საშუალებების ეფექტები
EN 9.4.2013 ევროკავშირის ოფიციალური ჟურნალი L 100/5
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ამ დასკვნებში ჩამოთვლილ და აღწერილ ტექნიკებს არც ინსტრუქციის დანიშნულება აქვს და არც ამომწურავი არის. შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა ტექნიკები, რომლებიც, სულ მცირე, გარემოს მდგომარეობის თანაბარ დონეს უზრუნველყოფს.
სადაც საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ეს დასკვნები ეხება ნარჩენების თანაინსინერაციის საწარმოებს.
სადაც საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ეს დასკვნები ეხება ენერგოეფექტურობის საკითხებს, ის არ ეწინააღმდეგება „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის[1] მოთხოვნებს.
გამოყენებული ტერმინები
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ამ დასკვნების მიზნებისთვის გამოიყენება შემდეგი ტერმინები:
გამოყენებული ტერმინი
განმარტება
არსებული დანადგარი
„სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის I დანართით განსაზღვრული საქმიანობა/დანადგარი, რომელზეც გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება 2026 წლის 1 სექტემბრამდე ან 2026 წლის 1 სექტემბრამდე არსებული საქმიანობა/დანადგარი, რომელიც ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ პროცედურებს ან საქმიანობა/დანადგარი, რომელზეც ვრცელდება გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნები და რომელსაც შესაბამის სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის სამსახურთან შეთანხმებული აქვს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში 2026 წლის 1 სექტემბრამდე;
ახალი დანადგარი
საქმიანობა/დანადგარი, რომელიც არ არის არსებული
ძირითადი მოდერნიზაცია
დანადგარის/ღუმლის მოდენიზაცია, რომელიც ითვალისწინებს ღუმლის მახასიათებლების ან ტექნოლოგიის მნიშვნელოვან ცვლილებას, ან ღუმლის (ღუმლის) შეცვლას
ნარჩენების გამოყენება ნედლეულად და/ან საწვავად
ეს ტერმინი მოიცავს:
- მნიშვნელოვანი თბოშემცველობის მქონე ნარჩენი საწვავის გამოყენებას;
- ნარჩენი მასალების გამოყენებას ნაკლები თბოუნარიანობით, მაგრამ მინერალური ნაერთებით, რომელიც ნედლეულად გამოიყენება და წვლილი შეაქვს კლინკერის შუალედური პროდუქტის წარმოებაში;
- ნარჩენი მასალები, რომლებსაც გააჩნია როგორც მნიშვნელოვანი თბოშემცველობა, ისე მინერალური ნაერთები.
გარკვეული სახის პროდუქტების განმარტება
გამოყენებული ტერმინი
განმარტება / დეფინიცია
თეთრი ცემენტი
ცემენტი, რომელიც მიეკუთვნება PRODCOM 2007 კოდს: 26.51.12.10 – თეთრი პორტლანდის ცემენტი
სპეციალური ცემენტი
სპეციალური ცემენტი, რომელიც მიეკუთვნება PRODCOM 2007 კოდს: — 26.51.12.50 – ალუმინოვანი ცემენტი — 26.51.12.90 – სხვა ჰიდრავლიკური ცემენტი
დოლიმი ან კალცინირებული დოლიმი
კალციუმის და მაგნიუმის ოქსიდების ნარევი, რომელიც დოლომიტის დეკარბონიზაციით მიიღება (CaCO3; MgCO3), სადაც პროდუქტში ნარჩენი CO2-ის შემცველობა 0,25% -ზე ნაკლებია, ხოლო მოცულობითი სიმკვრივე 3,05 გ/სმ3-ზე გაცილებით ნაკლებია. თავისუფალი MgO-ის შემცველობა, ჩვეულებრივ არის 25% – 40%.
აგლომერირებული დოლიმი
კალციუმისა და მაგნიუმის ოქსიდის ნარევი, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ცეცხლგამძლე აგურისა და სხვა ცეცხლგამძლე მასალების წარმოებაში, სადაც მინიმალური მოცულობითი სიმკვრივე არის 3,05 გ/სმ3.
ჰაერის ზოგიერთი დამაბინძურებლის განმარტება
გამოყენებული ტერმინი
განმარტება
NOx გამოსახული NO2-ით
აზოტის ოქსიდისა (NO) და აზოტის დიოქსიდის (NO2) ჯამი, გამოსახული NO2-ით (NO2-ზე გადაანგარიშებით)
SOx გამოსახული SO2-ით
გოგირდის დიოქსიდის (SO2) და გოგირდის ტრიოქსიდის (SO3) ჯამი, გამოსახული SO2-ით
ქლორწყალბადი, გამოსახული HCl-ით
ყველა აირადი ქლორიდი, გამოსახული HCl-ით
ფტორწყალბადი, სიმბოლოა HF
ყველა აირადი ფტორიდი, გამოსახულიHF-ით
შემოკლებები
ASK
რგოლური შახტური ღუმელი
DBM
ბოლომდე გამომწვარი მაგნიუმი
I-TEQ
ტოქსიკურობის საერთაშორისო ეკვივალენტი
LRK
გრძელი გამოწვის მბრუნავი ღუმელი (ღუმელი)
MFSK
შერეული ჩატვირთვის შახტური ღუმელი
OK
სხვა გამოწვის ღუმლები
კირის წარმოებაში იგი მოიცავს:
– ორმაგად დახრილი შახტური ღუმელი
– მულტისექციური შახტური ღუმელი
– შახტური ღუმელი ცენტრალური სანთურით
– შახტური ღუმელი გარე სექციით
– შახტური ღუმელი სხივური სანთურით
– შახტური ღუმელი შიგა თაღით
– ღუმელი მოძრავი ცხაურით
– „ზემოდან ფორმირებული“ ღუმელი
– მყისიერი გამოწვის ღუმელი
– ღუმელი მბრუნავი ძირით
OSK
სხვა შახტური ღუმელი (შახტური ღუმელი, რომელიც არ არის ASK ან MFSK)
PCDD
პოლიქრორირებული დიბენზო-პ-დიოქსინები
PCDF
პოლიქრორირებული დიბენზო ფურანები
PFRK
პარალელური ნაკადის რეგენერაციული ღუმელი
PRK
გამოწვის მბრუნავი ღუმელი წინასწარი გამაცხელებლით
ზოგადი დებულებები
გასაშუალოების პერიოდები და სტანდარტული პირობები ატმოსფერული ემისიებისთვის
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ამ დასკვნებში მოცემული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AELs), გამოისახება სტანდარტული პირობებისთვის: მშრალი აირი 273 K ტემპერატურაზე, ხოლო წნევა 1 013 ჰპა.
კონცენტრაციებით გამოსახული მნიშვნელობები გამოიყენება შემდეგი სტანდარტული პირობებისთვის:
საქმიანობები
სტანდარტული პირობები
ღუმელთან დაკავშირებული საქმიანობები
ცემენტის წარმოება
10 % მოცულობის ჟანგბადი
კირის წარმოება[2]
11 % მოცულობის ჟანგბადი
მაგნიუმის ოქსიდის წარმოება (მშრალი მეთოდი)[3]
10 % მოცულობის ჟანგბადი
საქმიანობები ღუმლის გარეშე
ყველა პროცესი
ჟანგბადის კორექციის გარეშე
კირის ჰიდრატაციის დანადგარები
გაფრქვევის შესაბამისად (ჟანგბადის კორექციის გარეშე და მშრალი აირებისთვის)
გასაშუალოების პერიოდებისთვის გამოიყენება შემდეგი განმარტებები:
საშუალო სადღეღამისო მაჩვენებელი
ემისიების უწყვეტი გაზომვებით მიღებული საშუალო სიდიდე 24-საათიანი პერიოდისთვის.
საშუალო მაჩვენებელი ნიმუშების აღების პერიოდისთვის
ადგილზე გაზომვების (პერიოდული) შედეგების საშუალო სიდიდე, თითოეული არანაკლებ 30 წუთის ხანგრძლივობის, თუ სხვაგვარად არ არის დადგენილი.
ჟანგბადის სტანდარტულ კონცენტრაციად გარდაქმნა
ქვემოთ მოცემულია ჟანგბადის სტანდარტული მნიშვნელობის დონეზე ემისიების კონცენტრაციის გამოთვლის ფორმულა:
სადაც:
ER (მგ/ნმ3): ემისიების კონცენტრაცის, რომელიც დაკავშირებულია ჟანგბადის სტანდარტულ დონესთან OR
OR (მოც. %): ჟანგბადის სტანდარტული დონე
EM (მგ/ნმ3): ემისიების კონცენტრაცია, რომელიც დაკავშირებულია ჟანგბადის გაზომილ დონესთან OM
OM (მოც. %): ჟანგბადის გაზომილი დონე
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) დასკვნები
1.1. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ზოგადი დასკვნები
ამ განყოფილებაში აღწერილი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა (BAT) მიესადაგება ყველა დანადგარს, რომელზეც ვრცელდება საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ეს დასკვნები (ცემენტის, კირის და მაგნიუმის ოქსიდის წარმოება).
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დასკვნები კონკრეტული პროცესებისთვის, რომლებიც 1.2 – 1.4 განყოფილებებშია ჩართული, ამ განყოფილებაში აღწერილი საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის ზოგად დასკვნებთან ერთად გამოიყენება.
1.1.1. გარემოსდაცვითი მართვის სისტემები (EMS)
BAT 1. საერთო გარემოსდაცვითი მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით, BAT უნდა დაინერგოს და განხორციელდეს გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სისტემების (EMS) გათვალისწინებით, რომლისთვისაც დამახასიათებელია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი მახასიათებელი:
მენეჯმენტის გულმოდგინება, უფროსი დონის მენეჯმენტის ჩათვლით;
მენეჯმენტის მიერ გარმოსდაცვითი პოლიტიკის განსაზღვრა, რომელიც მოიცავს დანადგარის ეკოლოგიური მახასიათებლების მუდმივ გაუმჯობესებას;
საჭირო პროცედურების, ამოცანებისა და მიზნების დაგეგმვა და დანერგვა, ფინანსურ დაგეგმვასა და ინვესტირებასთან ერთად;
პროცედურების განხორციელება, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა:
სტრუქტურას და პასუხისმგებლობას
სამუშაოზე აყვანას, ტრენინგს, ცნობიერებისა და კომპეტენციების ამაღლებას
კომუნიკაციას
თანამშრომელთა ჩართულობას
დოკუმენტაციას
კონტროლის ეფექტურ პროცესს
ტექნიკური მომსახურების რეგულარული პროგრამების დაგეგმვას
საგანგებო სიტუაციებისათვის მზაობას და რეაგირებას
გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას;
საქმიანობის ეფექტურობის შემოწმება და მაკორექტირებელი ზომების მიღება, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა:
მონიტორინგს და გაზომვებს (იხ. აგრეთვე JRC სტანდარტული ანგარიში IED დანადგარებიდან ჰაერსა და წყალში ემისიების მონიტორინგი — ROM)
მაკორექტირებელ და პრევენციულ მოქმედებას
ჩანაწერების წარმოებას
დამოუკიდებელი (შესაძლებლობის შემთხვევაში) შიგა და გარე აუდიტის ჩატარებას, რათა დადგინდეს, შეესაბამება თუ არა EMS-ი დაგეგმილ სქემებს და ხდება თუ არა მათი სათანადო განხორციელება;
მაღალი დონის მენეჯმენტის მიერ EMS-ის და მისი მუდმივი შესაბამისობის, ადეკვატურობისა და ეფექტიანობის განხილვა
სუფთა ტექნოლოგიების განვითარების მხარდაჭერა;
დანადგარის ექსპლუატაციის შესაძლო შეწყვეტის გარემოზე ზემოქმედების გათვალისწინება ახალი დანადგარის პროექტირების ეტაპზე და ექპლუატაციის მთელი პერიოდის განმავლობაში;
სექტორული ნიშნულების (ზღვრების) რეგულარული გამოყენება.
გამოყენებადობა
გარემოსდაცვითი მართვის სისტემის ფარგლები (მაგ., დეტალების დონე) და ბუნება (მაგ., სტანდარტიზებული და არასტანდარტიზებული) ძირითადად დაკავშირებული იქნება დანადგარის სახეობასთან, მასშტაბთან და სირთულესთან და გარემოზე ზემოქმედების დიაპაზონთან, რომელიც მას შეუძლია გამოიწვიოს.
1.1.2. ხმაური
BAT 2. ცემენტის, კირისა და მანგანუმის ოქსიდის წარმოების პროცესში ხმაურის ემისიების შემცირების/მინიმიზირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ტექნიკების ერთობლიობის გამოყენებას:
ტექნიკა
ა
ხმაურიანი ოპერაციებისთვის სათანადო ლოკაციების შერჩევა
ბ
ხმაურიანი ოპერაციების/მოწყობილობის შეფუთვა
გ
ვიბროიზოლაციური ოპერაციების/აგრეგატების გამოყენება
დ
დარტყმის გამძლე მასალისაგან დამზადებული გარე და შიგა შალითების გამოყენება
ე
ხმაგაუმტარი შენობების გამოყენება ნებისმიერი ხმაურიანი ოპერაციისთვის, რომლებიც დაკავშირებულია აგრეგატებთან, რომლებიც მასალების გარდაქმნასთან არის დაკავშირებული
ვ
ხმაურდამცავი კედლების და/ან ხმაურსაწინააღდეგო ბუნებრივი ბარიერების გამოყენება
ზ
გამონაბოლქვის მილის გამოსასვლელზე მაყუჩის დაყენება
თ
ჰაერგამტარი და ჰაერდაბერვის არხების განთავსება ხმაგაუმტარ შენობებში
ი
დახურულ სივრცეებში კარებისა და ფანჯრების დახურვა
კ
სამანქანე კორპუსებზე ხმის იზოლაციის გამოყენება
ლ
კედლის ნაპრალების დახშობა ხმის დამხშობი მასალით, მაგალითად, ღვედიანი კონვეირის თავში
მ
ხმაურმშთანთქავის დაყენება ჰაერის გამოსასვლელებზე, მაგალითად, მტვერგამწმენდი დანადგარებიდან სუფთა აირის გამოსასვლელზე
ნ
ნაკადის სიჩქარის შემცირება არხებში
ო
არხებზე ხმის იზოლაციის გამოყენება
პ
ხმაურის წყაროებისა და პოტენციური რეზონანსული ნაერთების განცალკევებულად განთავსება, მაგალითად, კომპრესორებისა და ჰაერგამტარების
ჟ
მაყუჩების გამოყენება ფილტრიანი ვენტილატორებისთვის
რ
ხმაგაუმტარი მოდულების გამოყენება ტექნიკური ხელსაწყოებისთვის (მაგ., კომპრესორებისთვის)
ს
წისქვილებში რეზინის ფარების გამოყენება (ლითონის ლითონზე კონტაქტის თავიდან ასაცილებლად)
ტ
დაცულ ტერიტორიასა და ხმაურიანი საქმიანობის ადგილს შორის შენობების აგება ან ხეებისა და ბუჩქების გაშენება.
1.2. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნები ცემენტის წარმოებისთვის
თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ამ განყოფილებაში მოცემული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დასკვნები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცემენტის წარმოებაში არსებული ყველა დანადგარისთვის.
1.2.1. ზოგადი პირველადი ტექნიკა
BAT 3. ღუმელიდან ემისიების შემცირებისა და ენერგიის ეფექტურად გამოყენების მიზნით, BAT-მა უნდა უზრუნველყოს, რომ ღუმელში პროცესი წარიმართოს შეუფერხებლად და სტაბილურად, და იმუშავოს პროცესისთვის დადგენილი პარამეტრების ფარგლებში შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
ტექნიკა
ა
პროცესის კონტროლის ოპტიმიზაცია, კომპიუტერით განხორციელებული ავტომატური კონტროლის ჩათვლით
ბ
მყარი საწვავის მიწოდების თანამედროვე, გრავიმეტრიული სისტემების გამოყენება
BAT 4. ემისიების პრევენციის და/ან შემცირების მიზნით, BAT-მა უნდა უზრუნველყოს ღუმელში შემავალი ყველა ნივთიერების გულდასმით შერჩევა და კონტროლი.
აღწერა
ღუმელში ჩასატვირთი ნივთიერებების ფრთხილი შერჩევითა და კონტროლით შესაძლებელია ემისიების შემცირება. ნივთიერებათა ქიმიური შემადგენლობა და მათი ღუმელში ჩატვირთვის გზები არის ის ფაქტორები, რომლებიც შერჩევის დროს უნდა იქნეს გათვალისწინებული. პრობლემურ ნივთიერებებად მიჩნეული უნდა იქნეს BAT 11-ში და BAT 24 – 28-ში მითითებული ნივთიერებები.
1.2.2. მონიტორინგი
BAT 5. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს ტექნოლოგიური პარამეტრებისა და ემისიების რეგულარულ მონიტორინგსა და გაზომვებს, ასევე, ემისიების მონიტორინგს EN-ის სტანდარტების შესაბამისად, ან თუ EN-ის სტანდარტები ხელმისაწვდომი არ არის, გამოყენებული უნდა იქნეს ISO-ის, ეროვნული ან სხვა საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც თანაბარი სამეცნიერო ხარისხის მქონე მონაცემების მიღებას უზრუნველყოფს, ქვემოთ მოცემულის ჩათვლით:
ტექნიკა
გამოყენებადობა
ა
პროცესის პარამეტრების უწყვეტი გაზომვა, რომლებიც პროცესის სტაბილურობის დემონსტრირებას ახდენს, როგორიცაა, ტემპერატურა, O2-ის შემცველობა, წნევა და ნაკადის სიჩქარე.
ზოგადად გამოყენებადია
ბ
პროცესის კრიტიკული პარამეტრების მონიტორინგი და დასტაბილურება, ანუ ნედლეულის ნარევის ერთგვაროვნების და საწვავის მიწოდების, რეგულარული დოზირების და ჟანგბადის სიჭარბის.
ზოგადად გამოყენებადია
გ
NH3 ემისიების უწყვეტი გაზომვა SNCR-ის გამოყენებისას
ზოგადად გამოყენებადია
დ
მტვრის, NOx-ის, SOx-ის და CO-ის ემისიების უწყვეტი გაზომვა
გამოყენებადია ღუმლის პროცესებში
ე
PCDD/F-ის და მეტალის ემისიების პერიოდული გაზომვა
ვ
HCl-ის, HF-ის და TOC-ის ემისიების უწყვეტი ან პერიოდული გაზომვა
ზ
მტვრის უწყვეტი ან პერიოდული გაზომვა
გამოყენებადია პროცესებში, რომლებიც ღუმელში არ მიმდინარეობს. მტვრიანი ოპერაციების მცირე წყაროებისთვის (< 10 000 ნმ3/სთ), გაგრილებისა და დაქუცმაცების ძირითადი პროცესების გარდა, გაზომვის სიხშირე ან მწარმოებლურობის შემოწმება ტექნიკური მომსახურების მართვის სისტემაზე უნდა იყოს დაფუძნებული.
აღწერა
BAT 5(f)-ში მითითებული უწყვეტი ან პერიოდული გაზომვების შერჩევა ემისიის წყაროზე და მოსალოდნელი დამაბინძურებლის ტიპზე არის დამოკიდებული.
1.2.3. ენერგომოხმარება და პროცესის შერჩევა
1.2.3.1. პროცესის შერჩევა
BAT 6. ენერგომოხმარების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს მშრალი მეთოდის გამოწვის ღუმელს მრავალსაფეხურიანი წინასწარი გაცხელებით და პრეკალცინაციით.
აღწერა
ამ ტიპის ღუმლის სიტემაში გამაგრილებლიდან გამოყოფილი აირჰაერმტვერნარევი და აღდგენილი სითბო, შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნედლეულის წინასწარი გაცხელებისა და კალცინირებისთვის, რაც ენერგიის მოხმარების მნიშვნელოვან დაზოგვას უზრუნველყოფს.
გამოყენებადობა
გამოიყენება ახალ დანადგარებში და ძირითადი მოდერნიზების შემდეგ ნედლეულში ტენის შემცველობის გათვალისწინებით.
BAT-თან დაკავშირებული ენერგომოხმარების დონეები
იხ. ცხრილი 1.
ცხრილი 1
BAT-თან დაკავშირებული ენერგომოხმარების დონეები ახალ დანადგარებში და ძირითადი მოდერნიზების შემდეგ, მშრალი მეთოდის ღუმლის (ღუმლის) გამოყენებით, მრავალსაფეხურიანი წინასწარი გაცხელებით და პრეკალცინაციით
პროცესი
ერთეული
BAT-თან დაკავშირებული ენერგომოხმარების დონეები (1)
მშრალი პროცესი მრავალსაფეხურიანი წინასწარი გაცხელებით და პრეკალცინაციით
მგჯ/ტონა კლინკერი
2 900 – 3 300 (2) (3)
(1) დონეები არ ეხება დანადგარებს, რომლებიც აწარმოებს სპეციალურ ცემენტს ან თეთრი ცემენტის კლინკერს, რომელსაც პროდუქტის მახასიათებლების გამო პროცესის მნიშვნელოვნად მაღალი ტემპერატურა სჭირდება.
(2) ნორმალური (დანადგარის ჩართვისა და გამორთვის გარდა) და ოპტიმიზირებული ექსპლუატაციის პირობებში.
(3) ენერგიის მოთხოვნაზე ზეგავლენას ახდენს წარმოების სიმძლავრე: უფრო მაღალი წარმოების სიმძლავრის დროს ხდება ენერგიის დაზოგვა, ხოლო წარმოების უფრო დაბალი სიმძლავრე მეტ ენერგიას მოითხოვს, ენერგიის მოხმარება ასევე დამოკიდებულია ციკლონური წინასწარი გამაცხელებლის ეტაპებზე: ციკლონური გამაცხელებლის ეტაპების მეტი რაოდენობის დროს ნაკლებია ენერგიის მოთხოვნა ღუმლის პროცესებში. ციკლონური გამაცხელებლის ეტაპების შესაბამისი რაოდენობა ძირითადად ნედლეულში ტენის შემცველობაზე არის დამოკიდებული.
1.2.3.2. ენერგომოხმარება
BAT 7. თერმული ენერგიის მოხმარების შემცირების/მინიმიზების მიზნით, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა კომბინირებულად იყენებს შემდეგ ტექნიკას:
ტექნიკა
გამოყენებადობა
ა
გაუმჯობესებული და ოპტიმიზირებული ღუმლების სისტემის და უხარვეზო და სტაბილური ღუმლის პროცესის გამოყენება, რომელიც დადგენილი პარამეტრების ფარგლებში მუშაობს შემდეგი საქმიანობების საფუძველზე:
პროცესის კონტროლის ოპტიმიზაცია, კომპიუტერით განხორციელებული ავტომატური კონტროლის ჩათვლით
მყარი საწვავის მიწოდების თანამედროვე, გრავიმეტრიული სისტემების გამოყენება
წინასწარი გაცხელება და პრეკალცინაცია მაქსიმალური შესაძლებლობის ფარგლებში, არსებული ღუმლის სისტემის კონფიგურაციის გათვალისწინებით
ზოგადად გამოყენებადია. არსებული ღუმლებისთვის, წინასწარი გაცხელებისა და პრეკალცინაციის გამოყენებადობა ღუმლის სისტემის კონფიგურაციაზე არის დამოკიდებული.
ბ
ჭარბი სითბოს ამოღება ღუმლებიდან, განსაკუთრებით, მათი გაგრილების ზონიდან. კერძოდ, ღუმლის გაგრილების ზონიდან (ცხელი ჰაერი) ან წინასწარი გამაცხელებლიდან ამოღებული ჭარბი სითბო, შეიძლება ნედლეულის გასაშრობად იქნეს გამოყენებული.
ზოგადად გამოყენებადია ცემენტის წარმოებაში.
გაგრილების ზონიდან ჭარბი სითბოს ამოღება გამოიყენება ცხაურიანი გამაგრილებლების (ქულერების) შემთხვევაში.
სითბოს ამოღების (რეკუპერაციის) გარკვეული ეფექტურობის მიღწევა როტაციული (მბრუნავი) გამაგრილებლების გამოყენების დროსაც არის შესაძლებელი.
გ
სათანადო რაოდენობის ციკლონის საფეხურების გამოყენება მოხმარებული ნედლეულისა და საწვავის მახასიათებლებისა და თვისებების გათვალისწინებით.
ციკლონური გამაცხელებლის საფეხურები გამოიყენება ახალ დანადგარებში და ძირითადი მოდერნიზების შემდეგ.
დ
საწვავის გამოყენება, რომელთა მახასიათებლები დადებითად მოქმედებს თერმული ენერგიის მოხმარებაზე
ეს მეთოდი ზოგადად გამოყენებადია ცემენტის ღუმელებში საწვავის არსებობის გათვალისწინებით, ხოლო არსებულ ღუმელებში – ღუმელში საწვავის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის გათვალისწინებით.
ე
ჩვეულებრივი საწვავის ნარჩენი საწვავით ჩანაცვლებისას, ნარჩენების დასაწვავად გამოიყენება ოპტიმიზირებული და შესაბამისი ცემენტის ღუმლის სისტემა
ზოგადად გამოყენებადია ყველა ტიპის ცემენტის ღუმელში
ვ
შემოვლითი ნაკადების მინიმიზაცია
ზოგადად გამოყენებადია ცემენტის წარმოებაში
აღწერა
ღუმლის თანამედროვე სისტემების ენერგომოხმარებაზე გავლენას ახდენს რამდენიმე ფაქტორი, როგორიცაა, ნედლეულის მახასიათებლები (მაგ., ტენიანობა, წვისუნარიანობა), საწვავის გამოყენება სხვადასხვა თვისებებით, ასევე, აირის შემოვლითი სისტემის გამოყენება. გარდა ამისა, ღუმლის წარმადობა გავლენას ახდენს ენერგიის მოთხოვნილებაზე.
ტექნიკა 7გ: წინასწარი გახურებისთვის ციკლონის ეტაპების შესაბამისი რაოდენობა განისაზღვრება ნედლეულისა და საწვავის გამტარუნარიანობითა და ტენიანობით, რომლებიც უნდა გაშრეს ნარჩენი აირის სითბოს გამოყენებით, რადგან ადგილობრივი ნედლეული მნიშვნელოვნად განსხვავდება მათი ტენიანობის ან წვისუნარიანობის მიხედვით.
ტექნიკა 7დ: ჩვეულებრივი და ნარჩენი საწვავი შეიძლება გამოყენებულ იქნeს ცემენტის წარმოებაში. გამოყენებული საწვავის მახასიათებლები, როგორიცაა, ადეკვატური თერმული ღირებულება და დაბალი ტენიანობა, დადებით გავლენას ახდენს ღუმლის ენერგიის სპეციფიკურ მოხმარებაზე.
ტექნიკა 7ვ: ცხელი ნედლეულისა და აირის ამოღება იწვევს მეტი ხვედრითი ენერგიის მოხმარებას, რომელიც დაახლოებით 6 – 12 მჯ/ტ კლინკერის ტოლია ღუმლის შესასვლელზე ამოღებული აირის პროცენტული პუნქტთან მიმართებით. შესაბამისად, აირის შემოვლითი (ბაიპასური) არხის გამოყენების მინიმიზირება ენერგომოხმარებაზე დადებით ზემოქმედებას ახდენს.
BAT 8. პირველადი ენერგიის მოხმარების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს კლინკერის შემცველობის შემცირებას ცემენტში და ცემენტის პროდუქტებში.
აღწერა
ცემენტში და ცემენტის პროდუქტებში კლინკერის შემცველობის შემცირების მიღწევა დაქუცმაცების სტადიაზე არის შესაძლებელი, შემავსებლების და/ან დანამატების შეტანით, როგორიცაა, ბრძმედის ღუმლის წიდა, კირქვა, აქროლადი ნაცარი და პოცოლანა – ცემენტის შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით.
გამოყენებადობა
ზოგადად გამოყენებადია ცემენტის წარმოებაში, (ადგილზე) შემავსებლების და/ან დანამატების არსებობისა და ადგილობრივი ბაზრის მახასიათებლების გათვალისწინებით.
BAT 9. ენერგიის პირველადი მოხმარების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს კოგენერაციულ / კომბინირებულ სითბოს და ელექტროსადგურებს.
აღწერა
ორთქლისა და ელექტროენერგიის ან კომბინირებული სითბოს და ელექტროსადგურების წარმოებისთვის, თანაგენერაციული დანადგარების გამოყენება შესაძლებელია ცემენტის მრეწველობაში ნარჩენი სითბოს აღდგენით კლინკერის გამაგრილებელიდან ან ღუმლის გამონაბოლქვი აირებიდან, ჩვეულებრივი ორთქლის ციკლის პროცესების ან სხვა ტექნიკის გამოყენებით. ამასთანავე, ჭარბი სითბოს აღდგენა შესაძლებელია კლინკერის გამაგრილებლის ან ღუმლის გამონაბოლქვი აირებისგან ცენტრალური გათბობისთვის ან სამრეწველო გამოყენებისთვის.
გამოყენებადობა
ეს ტექნიკა გამოყენებადია ცემენტის ყველა ღუმლისთვის, თუ ხელმისაწვდომია: საკმარისი ჭარბი სითბო; შესაძლებელია პროცესის სათანადო პარამეტრების დაკმაყოფილება; და უზრუნველყოფილია ეკონომიკური მიზანშეწონილობა.
BAT 10. ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების / მინიმიზირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინირებულ გამოყენებას:
ტექნიკა
ა
ენერგიის მართვის სისტემების გამოყენება
ბ
მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე დასაქუცმაცებელი აღჭურვილობის და სხვა ელექტრო ხელსაწყოების გამოყენება
1.2.4. ნარჩენების გამოყენება
1.2.4.1. ნარჩენების ხარისხის კონტროლი
BAT 11. ცემენტის ღუმელში საწვავად და/ან ნედლეულად გამოსაყენებელი ნარჩენების მახასიათებლების უზრუნველყოფის და ემისიების შესამცირებლად, BAT ითვალისწინებს შემდეგ ტექნიკას:
ტექნიკა
ა
ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების გამოყენება ნარჩენების მახასიათებლების უზრუნველსაყოფად და ნებისმიერი ნარჩენის ანალიზისთვის, რომელიც ნედლეულად და/ან საწვავად გამოიყენება ცემენტის ღუმელში:
მუდმივი ხარისხი
ფიზიკური კრიტერიუმები, მაგ., ემისიების წარმოქმნა, სიუხეშე, რეაქტიულობა, წვისუნარიანობა, სითბური ღირებულება
ქიმიური კრიტერიუმები, მაგ., ქლორის, გოგირდის, ტუტეების და ფოსფატების შემცველობა და შესაბამისი მეტალების შემცველობა
ბ
შესაბამისი პარამეტრების რაოდენობის კონტროლი ნებისმიერი ნარჩენისთვის, რომელიც გამოიყენება ნედლეულად და/ან საწვავად ცემენტის ღუმელში, როგორიცაა ქლორი, შესაბამისი ლითონები (მაგ., კადმიუმი, ვერცხლისწყალი, ტალიუმი), გოგირდი, ჰალოგენების საერთო შემცველობა.
გ
ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გამოყენება ჩასატვირთი ნარჩენების თითოეული პარტიისთვის
აღწერა
სხვადასხვა ტიპის ნარჩენი მასალებით შეიძლება პირველადი ნედლეულის და/ან წიაღისეული საწვავის ჩანაცვლება ცემენტის წარმოებაში, რაც ხელს შეუწყობს ბუნებრივი რესურსების დაზოგვას.
1.2.4.2. ნარჩენების ჩატვირთვა ღუმელში
BAT 12. ღუმელში საწვავად და/ან ნედლეულად გამოყენებული ნარჩენების სათანადო დამუშავების უზრუნველსაყოფად, BAT ითვალისწინებს შემდეგ ტექნიკას:
ტექნიკა
ა
გამოიყენეთ შესაბამისი წერტილები ნარჩენების ღუმელში ჩასატვირთად – ტემპერატურისა და ყოფნის დროის თვალსაზრისით, ღუმლის კონსტრუქციისა და მუშაობის რეჟიმის გათვალისწინებით.
ბ
ორგანული ნაერთების შემცველი ნარჩენი მასალების ჩასატვირთად, რომლებიც შეიძლება აორთქლდეს გამოწვის ზონის შესასვლელთან, ღუმლის სისტემის საკმარისად მაღალტემპერატურიან ზონაში.
გ
ფუნქციონირება იმგვარად, რომ ნარჩენების თანაინსინერაციის შედეგად წარმოქმნილი აირი 850 °C ტემპერატურამდე გაცხელდეს 2 წამის განმავლობაში, კონტროლირებადი და ერთგვაროვანი სახით, თუნდაც ყველაზე არახელსაყრელ პირობებში.
დ
ტემპერატურის ამაღლება 1 100 °С-მდე, თუ ხდება სახიფათო ნარჩენების თანაინსინერაცია, რომელშიც ჰალოგენირებული ორგანული ნივთიერებების შემცველობა, ქლორში გამოხატული, 1%-ზე მეტია.
ე
ნარჩენების უწყვეტი და მუდმივი ჩატვირთვა
ვ
თანაინსინერაციის დაყოვნება ან შეჩერება ისეთი ოპერაციებისთვის, როგორიცაა ჩართვა და/ან გამორთვა, როდესაც შესაბამისი ტემპერატურისა და ყოფნის დრო ვერ მიიღწევა, როგორც აღნიშნულია ზემოთ (ა) – (დ) პუნქტებში.
1.2.4.3. სახიფათო ნარჩენების გამოყენების უსაფრთხოების მენეჯმენტი
BAT 13. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკა ითვალისწინებს უსაფრთხოების მენეჯმენტის გამოყენებას სახიფათო ნარჩენების შენახვის, დამუშავების და ჩატვირთვის პროცესებში, მაგალითად, რისკების შეფასებაზე დაფუძნებული მეთოდების გამოყენებით, გადამუშავებას დაქვემდებარებული ნარჩენების წყაროსა და ტიპის, მარკირების, შემოწმების, ნიმუშების აღების და ტესტირების დროს.
1.2.5. მტვრის ემისია
1.2.5.1. დიფუზიური ემისიები
BAT 14. მტვრიანი ოპერაციებიდან დიფუზიური მტვრის ემისიების შემცირების/პრევენციის მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
ტექნიკა
გამოყენებადობა
ა
გამოიყენეთ დანადგარის ადგილის მარტივი და ხაზოვანი განლაგება
გამოყენებადია მხოლოდ ახალი დანადგარებისთვის
ბ
მტვრიანი ოპერაციების – როგორიცაა დაქუცმაცება, გაცრა და შერევა-შემოღობვა / კაფსულირება
ზოგადად გამოყენებადია
გ
დახურული სისტემების სახით აგებული დახურული კონვეიერებისა და ელევატორების გამოყენება, თუ მტვრიანი მასალისგან მტვრის დიფუზური გამოყოფის ალბათობა მაღალია
დ
ჰაერის გაჟონვის და გაფრქვევის შემცირება
ე
ავტომატიზირებული ხელსაწყოებისა და კონტროლის სისტემების გამოყენება
ვ
სამუშაოთა უხარვეზო მიმდინარეობის უზრუნველყოფა
ზ
დანადგარის სათანადო და სრული ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა მობილური და სტაციონარული მტვერსასრუტების გამოყენებით.
ტექნიკური მომსახურების ოპერაციების განხორციელებისას ან კონვეირული სისტემის მოშლილობის დროს შეიძლება მოხდეს მასალების გაჟონვა. ამოღების ოპერაციების დროს დიფუზიური მტვრის წარმოშობის პრევენციის მიზნით გამოყენებული უნდა იქნეს ვაკუუმური სისტემები. ახალი შენობები ადვილად შეიძლება აღიჭურვოს სტაციონარული ვაკუუმური წმენდის მილებით, ხოლო არსებული შენობებისთვის უფრო მოსახერხებელია მობილური სისტემებითა და მოქნილი შემაერთებლებით აღჭურვა.
კონკრეტულ შემთხვევებში პნევმატური კონვეირული სისტემებისთვის შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს ცირკულაციის პროცესს.
თ
ვენტილაცია და მტვრის შეგროვება სახელოიანი ფილტრებით:
შესაძლებლობის მაქსიმალურ ფარგლებში, მასალასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია უნდა განხორციელდეს დახურულ სისტემებში, სადაც შენარჩუნებულია უარყოფითი წნევა. ამ მიზნით, შეწოვილი ჰაერი, შემდეგ მტვრისაგან იწმინდება სახელოიანი ფილტრში, ვიდრე მისი ჰაერში გაფრქვევა მოხდება.
ი
დახურული საცავების გამოყენება დამუშავების ავტომატიზირებული სისტემით:
— კლინკერის ბუნკერი და ნედლეულის ბოლომდე დახურული ავტომატიზირებული საცავები მიჩნეულია დიფუზიური მტვრის პრობლემის ყველაზე ეფექტურ გადაწყვეტად, რომლებიც მასალების დიდი რაოდენობის დასაწყობებისას წარმოიშობა. ასეთი ტიპის საცავები აღჭურვილია ერთი ან მეტი სახელოიანი ფილტრით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის წარმოქმნა დატვირთვის და გადმოტვირთვის ოპერაციების დროს.
— გამოიყენეთ: სათანადო ტევადობის საცავი-ბუნკერები, დონის მაჩვენებლები ჩამრთველებითა და ფილტრებით მტვრის შემცველი ჰაერის წინააღმდეგ, რომლებიც დატვირთვის ოპერაციების დროს გამოიდევნება.
კ
გამოიყენეთ მოქნილი შემავსებელი მილები ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცესებისთვის, რომლებიც აღჭურვილი იქნება ცემენტის დატვირთვის დროს მტვერის მოსაცილებელი სისტემით და მიმართული იქნება სატვირთო ავტომობილების ჩატვირთვის ძირის მიმართულებით.
BAT 15. ფხვიერი მასალების საცავებიდან მტვრის დიფუზიური ემისიის მინიმიზირების / პრევენციის მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
ტექნიკა
ა
დაფარეთ ფხვიერი/ნაყარი მასალის საცავები ან მარაგები ან გამოყავით ისინი ეკრანით, კედლით ან ვერტიკალური გამწვანების სარტყელით (ხელოვნური ან ბუნებრივი ქარსაფრები ღიად დაშტაბელებული მასალების ქარისაგან დასაცავად)
ბ
გამოიყენეთ ღიად დაშტაბელებული მასალების ქარისაგან დაცვის საშუალებები:
— თავიდან უნდა იქნეს აცილებული მტვრიანი მასალების ღია ცის ქვეშ შენახვა, მაგრამ, მათი არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია დიფუზიური მტვრის შემცირება სათანადოდ დაპროექტებული ქარსაფარი ბარიერების გამოყენებით.
გ
გამოიყენეთ წყლის გაფრქვევა და მტვრის შემაკავებელი ქიმიური ნივთიერებები:
— როდესაც დიფუზიური მტვრის წერტილოვანი წყარო კარგად არის ლოკალიზებული, შესაძლებელია წყლის გაფრქვევის სისტემის დამონტაჟება. მტვრის ნაწილაკების დასველება ხელს უწყობს აგლომერაციას და, მისი მეშვეობით, მტვრის დალექვას. ასევე ხელმისაწვდომია აგენტების ფართო სპექტრი წყლის გაფრქვევის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად.
დ
უზრუნველყავით მოასფალტება, გზის მორწყვა და საყოფაცხოვრებო მომსახურება:
— სატვირთო მანქანებისთვის გამოსაყენებელი მონაკვეთები შეძლებისდაგვარად უნდა იყოს მოასფალტებული, ხოლო ზედაპირი მაქსიმალურად სუფთა იყოს. გზის საფარის დასველებით შესაძლებელია დიფუზიური მტვრის ემისიების შემცირება, განსაკუთრებით, მშრალ ამინდში. ისინი ასევე შეიძლება დასუფთავდეს ქუჩის გამწმენდი მანქანებით. კარგი საყოფაცხოვრებო მომსახურების პრაქტიკა შეიძლება გამოყენებული იქნეს დიფუზიური მტვრის ემისიების მინიმუმამდე შესამცირებლად.
ე
საწყობების დატენიანების უზრუნველყოფა:
—საწყობებში მტვრის დიფუზიური ემისიების შემცირება შესაძლებელია დატვირთვისა და გადმოტვირთის ადგილების სათანდო დატენიანების მეშვეობით, ასევე, სიმაღლის მიხედვით რეგულირებადი კონვეირული ხაზის/ღვედის გამოყენებით.
ვ
გადმოტვირთვის სიმაღლე შეუსაბამეთ ნაყარის სიმაღლეს, თუ შესაძლებელია – ავტომატურად, ან გადმოტვირთვის სიჩქარის შემცირების ხარჯზე, როდესაც სასაწყობე ტერიტორიებზე დატვირთვის ან გადმოტვირთვის წერტილებში მტვრის დიფუზიური ემისიების თავიდან აცილება შეუძლებელია.
1.2.5.2. ორგანიზებული მტვრის ემისიები მტვრიანი ოპერაციების დროს
ამ განყოფილებაში განხილულია მტვრიანი ოპერაციების დროს წარმოშობილი მტვრის ემისიები (გაგრილებისა და დაფქვის ძირითადი პროცესების გარდა), რომლებიც ღუმელში გამოწვასთან არის დაკავშირებული. იგი მოიცავს ისეთ პროცესებს, როგორიცაა: ნედლეულის დაქუცმაცება; ნედლეულის კონვეირი და ელევატორები; ნედლეულის, კლინკერისა და ცემენტის შენახვა; საწვავის შენახვა და ცემენტის დანიშნულების ადგილზე გაგზავნა.
BAT 16. ორგანიზებული მტვრის ემისიების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ტექნიკური მომსახურების მართვის სისტემის გამოყენებას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფილტრების მახასიათებლებს, რომლებიც მტვრიან ოპერაციებში გამოიყენება, გაგრილებისა და დაფქვის ძირითადი პროცესების გარდა, რომლებიც ღუმელში გამოწვასთან არის დაკავშირებული. მართვის ასეთი სისტემის ფარგლებში BAT ითვალისწინებს აირჰაერმტვერნარევის მშრალ წმენდას ფილტრის მეშვეობით.
აღწერა
მტვრიანი ოპერაციებისთვის, აირჰაერმტვერნარევის მშრალი გაწმენდა ხდება სახელოიანი ფილტრის გამოყენებით. სახელოიანი ფილტრების აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.5.1.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები
მტვრიანი ოპერაციებიდან წარმოქმნილი ორგანიზებული მტვრის ემისიებისთვის (გაგრილებისა და დაფქვის ძირითადი პროცესების გარდა, რომლებიც ღუმელში გამოწვასთან არის დაკავშირებული), საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) არის < 10 მგ/ნმ3, როგორც სინჯების აღების პერიოდის საშუალო მაჩვენებელი (წერტილოვანი გაზომვა, არანაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში).
უნდა აღინიშნოს, რომ მცირე წყაროებისთვის (< 10 000 ნმ3/სთ) გათვალისწინებული უნდა იქნეს პრიორიტეტული მიდგომა, რომელიც ტექნიკური მომსახურების მართვის სისტემას ეფუძნება ფილტრის მახასიათებლების შემოწმების სიხშირესთან დაკავშირებით (იხ. აგრეთვე BAT 5).
1.2.5.3. ღუმელში წვის პროცესების დროს წარმოქმნილი მტვრის ემისიები
BAT 17. ღუმელში წვის პროცესების დროს წარმოშობილი აირჰაერმტვერნარევის შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს აირჰაერმტვერნარევის მშრალ წმენდას ფილტრის გამოყენებით.
ტექნიკა[4]
გამოყენებადობა
ა
ელექტროფილტრი (ESPs)
გამოყენებადია ღუმლის ყველა სისტემისთვის
ბ
სახელოიანი ფილტრები
გ
ჰიბრიდული ფილტრები
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები
ღუმელში წვის პროცესებიდან წარმოქმნილი აირჰაერმტვერნარევის ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) < 10 მგ/ნმ3, როგორც საშუალო დღიური მაჩვენებელი. უფრო დაბალი დონე მიიღწევა სახელოიანი ფილტრების ან ახალი ან მოდერნიზებული ელექტროფილტრების გამოყენებით.
1.2.5.4 გაგრილების და დაფქვის პროცესების დროს წარმოშობილი მტვრის ემისიები
BAT 18. გაგრილებისა და დაფქვის პროცესების დროს გამოყოფილ აირჰაერმტვერნარევიდან მტვრის ემისიების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს აირჰაერმტვერნარევის მშრალ წმენდას ფილტრის გამოყენებით.
ტექნიკა1
გამოყენებადობა
ა
ელექტროფილტრი (ESPs)
ზოგადად გამოყენებადია ღუმლის გამაგრილებლებში და ცემენტის წისქვილებში
ბ
სახელოიანი ფილტრები
ზოგადად გამოყენებადია ღუმლის გამაგრილებლებში და ცემენტის წისქვილებში
გ
ჰიბრიდული ფილტრები
გამოყენებადია ღუმლის გამაგრილებლებში და ცემენტის წისქვილებში
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები
გაგრილების და დაფქვის პროცესებიდან წარმოქმნილი აირჰაერმტვერნარევის ემისიებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) არის < 10–20 მგ/ნმ3, როგორც საშუალო სადღეღამისო მაჩვენებელი ან როგორც ნიმუშების აღების სინჯების აღების პერიოდის საშუალო მაჩვენებელი. უფრო დაბალი დონე მიიღწევა სახელოიანი ფილტრების ან ახალი ან მოდერნიზებული ელექტროფილტრების გამოყენებისას.
1.2.6. აირადი ნაერთები
1.2.6.1. NOx-ის ემისიები
BAT 19. ღუმელში წვის დროს და/ან წინასწარი გაცხელების/პრეკალცინაციის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან NOx-ის ემისიების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ან კომბინირებული ტექნიკის გამოყენებას:
ტექნიკა[5]
გამოყენებადობა
ა
ძირითადი მეთოდები
I. ალით გაგრილება
გამოიყენება ცემენტის წარმოებაში ყველა ტიპის ღუმლისთვის. გამოყენებადობის დონე შეიძლება შეიზღუდოს პროდუქტის ხარისხის მოთხოვნებით და პროცესის სტაბილურობაზე ზემოქმედების პოტენციალით
II. სანთურები NOx-ის დაბალი ემისიით
მიესადაგება ყველა როტარულ ღუმელს, როგორც მთავარ ღუმელს, ისე პრეკალცინაციის ღუმელს
III. გამოწვა საშუალო ღუმელში
ზოგადად გამოყენებადია გრძელ მბრუნავ გამოწვის ღუმელებში
IV. მინერალიზატორების დამატება ნედლეულის წვისუნარიანობის გაუმჯობესების მიზნით (მინერალიზირებული კლინკერი)
ზოგადად გამოყენებადია მბრუნავ გამოწვის ღუმელებში, ხარისხის მოთხოვნების გათვალისწინებით
V. პროცესის ოპტიმიზაცია
ზოგადად გამოყენებადია ყველა ღუმელში
ბ
ეტაპობრივი წვა (ჩვეულებრივი ან ნარჩენი საწვავი), ასევე პრეკალცინატორთან ერთობლიობაში და ოპტიმიზირებული საწვავის ნარევის გამოყენებით
ზოგადად შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ პრეკალცინატორით აღჭურვილ ღუმელებში. დანადგარის არსებითი მოდიფიკაცია არის საჭირო ციკლონური გამაცხელებლის სისტემებში, რომლებსაც პრეკალცინატორი არა აქვთ. პრეკალცინაციის არმქონე ღუმელებში, მსხვილი ნატეხების ფორმის მქონე საწვავის წვამ, შეიძლება დადებითად იმოქმედოს NOx-ის შემცირებაზე, რაც დამოკიდებულია კონტროლირებადი აღდგენითი გარემოს შექმნისა და მასთან დაკავშირებული CO ემისიების კონტროლის შესაძლებლობაზე.
გ
შერჩევითი არაკატალიზური აღდგენა (SNCR)
პრინციპში გამოსადეგია ცემენტის მბრუნავი გამოწვის ღუმლებისთვის. შეფრქვევის ზონები განსხვავებულია ღუმელში მიმდინარე პროცესების შესაბამისად. ხანგრძლივი სველი და ხანგრძლივი მშრალი პროცესების ღუმელებში შეიძლება რთული იყოს სწორი ტემპერატურის მიღწევა და მისი სასურველი დროით შენარჩუნება. იხ. აგრეთვე BAT 20
დ
შერჩევითი კატალიზური აღდგენა (SCR)
გამოყენებადობა დამოკიდებულია შესაბამის კატალიზატორზე და ცემენტის საწარმოში პროცესის განვითარებაზე
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები
იხ. ცხრილი 2.
ცხრილი 2
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები ღუმელში წვის დროს და/ან წინასწარი გაცხელების/პრეკალცინაციის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან NOx-ის ემისიებისთვის ცემენტის წარმოებაში
ღუმლის ტიპი
ერთეული
BAT-AEL (საშუალო სადღეღამისო სიდიდე)
წინასწარი გაცხელების ღუმელი
მგ/ნმ3
< 200 – 450[6], [7]
ლეპოლი და გრძელი გამოწვის მბრუნავი ღუმელი
მგ/ნმ3
400 – 800[8]
BAT 20. შერჩევითი არაკატალიზური აღდგენის (SNCR) გამოყენებისას საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის მიზანია მიღწეულ NOx-ის ეფექტური შემცირება, და ამავდროულად ამიაკის მაქსიმალურად ნელა გადაადგილების შენარჩუნება შემდეგი ტექნიკის გამოყენებით:
ტექნიკა
ა
NOx-ის სათანადო და ეფექტური შემცირების გამოყენება ექსპლუატაციის სტაბილურ პროცესთან ერთად
ბ
ამიაკის კარგი სტექიომეტრული განაწილების გამოყენება, რათა მიღწეული იქნეს NOx-ის მაქსიმალურად ეფექტური შემცირება და აღდგენა, NH3 -ის გადაადგილების შემცირება
გ
აირჰაერმტვერნარევიდან NH3-ის ემისიების (რეაქციის გარეშე დარჩენილი ამიაკის გამო) შენარჩუნება შეძლებისდაგვარად დაბალ დონეზე, NOx-ის ემისიების ეფექტურ შემცირებასა და NH3 -ის მოძრაობას შორის არსებული კორელაციის გათვალისწინებით
გამოყენებადობა
შერჩევითი არაკატალიზური აღდგენა (SNCR) ზოგადად გამოყენებადია ცემენტის გამოწვის მბრუნავ ღუმელებში. შეფრქვევის ზონები იცვლება ღუმლის პროცესების შესაბამისად. ხანგრძლივი სველი და ხანგრძლივი მშრალი პროცესების ღუმელებში შეიძლება რთული იყოს სწორი ტემპერატურის მიღწევა და მისი სასურველი დროით შენარჩუნება. იხ. აგრეთვე BAT 19.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები
იხ. ცხრილი 3.
ცხრილი 3
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები აირჰაერმტვერნარევში NH3-ის მოძრაობისას, შერჩევითი არაკატალიზური აღდგენის (SNCR) გამოყენებისას
პარამეტრი
ერთეული
BAT-AEL (საშუალო სადღეღამისო სიდიდე)
NH3 მოძრაობა
მგ/ნმ3
< 30 – 50[9]
1.2.6.2. SOx -ის ემისიები
BAT 21. ღუმელში წვის დროს და/ან წინასწარი გაცხელების/პრეკალცინაციის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან SOx-ის ემისიები შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ტექნიკის გამოყენებას:
ტექნიკა[10]
გამოყენებადობა
ა
აბსორბენტის დამატება
აბსორბენტის დამატება პრინციპში გამოყენებადია ყველა ღუმლისთვის, თუმცა იგი ძირითადად გამოიყენება სუსპენზიის წინასწარ გამაცხელებლებში. ღუმლის ნედლეულში კირის დამატება ამცირებს გრანულის ხარისხს და ლეპოლის ღუმელში ნაკადის პრობლემას ქმნის. დადგინდა, რომ გამაცხელებლიან ღუმელებში ჩამქრალი კირის საკვამურ აირებში პირდაპირი შეტანა ნაკლებად ეფექტიანია ჩამქრალი კირის ღუმლის ნედლეულში დამატებასთან შედარებით.
ბ
სველი სკრუბერი
გამოყენებადია ცემენტის ღუმლის ყველა ტიპისთვის, სადაც არის SO2 -ის სათანადო (საკმარისი) დონე თაბაშირის წარმოებისთვის
აღწერა
ნედლეულიდან და საწვავის ხარისხიდან გამომდინარე, შესაძლებელია SOx-ის ემისიების დაბალ დონეზე შენარჩუნება, რომელსაც შემცირების ტექნიკის გამოყენება არ სჭირდება.
საჭიროების შემთხვევაში ძირითადი ტექნიკები და/ან შემცირების ტექნიკები, როგორიცაა აბსორბენტის დამატება ან სველი სკრუბერი, შეიძლება გამოყენებული იქნეს SOx-ის ემისიების შესამცირებლად.
სველი სკრუბერები უკვე ფუნქციონირებს დანადგარებში, რომელთა საწყისი შეუმცირებელი SOx-ის დონეები 800-1000 მგ/ნმ3-ს აღემატება.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები
იხ. ცხრილი 4.
ცხრილი 4
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები ღუმელში წვის დროს და/ან წინასწარი გაცხელების/პრეკალცინაციის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან SOx-ის ემისიებისთვის ცემენტის წარმოებაში
პარამეტრი
ერთეული
BAT-AEL[11], [12] (საშუალო სადღეღამისო სიდიდე)
SOx ასახულია, როგორც SO2
მგ/ნმ3
< 50 – 400
BAT 22. ღუმლიდან SO2-ის ემისიების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ნედლეულის დაფქვის პროცესების ოპტიმიზაციას.
აღწერა
ეს ტექნიკა ითვალისწინებს ნედლეულის დაფქვის/დაქუცმაცების პროცესის ისეთ ოპტიმიზაციას, რომლის შედეგადაც ნედლეულის წისქვილი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ღუმელში SO2-ის ემისიების შესამცირებლად. ამის მიღწევა შესაძლებელია ისეთი ფაქტორების კორექტირებით, როგორიცაა:
– ნედლეულის ტენიანობა;
– საფქვავის ტემპერატურა;
– საფქვავში გაჩერების დრო;
– დანაწევრებული მასალის ფრაქციის ზომები.
გამოყენებადობა
გამოყენებადია, თუ მშრალი დაფქვის პროცესი კომბინირებულ რეჟიმში გამოიყენება.
1.2.6.3. CO-ის ემისიები და CO-ის გაჟონვა
1.2.6.3.1. CO-ის გაჟონვის შემცირება
BAT 23. CO-ის გაჟონვის სიხშირის მინიმუმამდე შემცირებისა და მათი ხანგრძლივობის ჯამური მაჩვენებლის წლიურად 30 წუთის ქვემოთ შენარჩუნების მიზნით – ელექტროფილტრების ან ჰიბრიდული ფილტრების გამოყენების დროს – BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ტექნიკის ერთობლივ გამოყენებას:
ტექნიკა
ა
CO-ის გამოჟონვის მართვა, რათა შემცირდეს ელექტროფილტრის მოცდენის დრო
ბ
CO-ის უწყვეტი ავტომატური გაზომვა მონიტორინგის ხელსაწყოებით, რომლებიც მოქმედებს რეაგირების მოკლე ინტერვალებით და CO-ის წყაროსთან ახლოს მდებარეობს.
აღწერა
უსაფრთხოების მიზნებისთვის, აფეთქების რისკის არსებობის გამო, ელექტროფილტრები უნდა გამოირთოს საკვამურ აირებში CO-ის დონის მატების შემთხვევაში. ქვემოთ მოცემული ტექნიკებით შესაძლებელია CO-ის გამოფრქვევის პრევენცია და, შესაბამისად, ელექტროფილტრის მოცდენის დროის შემცირება:
– წვის პროცესის კონტროლი;
– ნედლეულის ორგანული შემადგენლობის კონტროლი;
– საწვავის ხარისხისა და საწვავის ჩატვირთვის სისტემის კონტროლი;
შეფერხება ძირითადად ხდება დანადგარის გაშვების ეტაპზე. უსაფრთხო ექსპლუატაციის მიზნით, ელექტროფილტრის დაცვის აეროანალიზატორები ქსელში უნდა იყოს ჩართული ექსპლუატაციის ყველა ეტაპზე, ხოლო ელექტროფილტრის მოცდენის დრო შეიძლება შემცირდეს მონიტორინგის სარეზერვო სისტემის გამოყენებით, რომელიც საექსპლუატაციო რეჟიმში იქნება შენარჩუნებული.
საჭიროა CO-ის უწყვეტი მონიტორინგის სისტემის ოპტიმიზაცია რეაგირების დროის თვალსაზრისით და იგი CO-ის წყაროსთან ახლოს უნდა მდებარეობდეს, მაგალითად, წინასწარი გამაცხელებლის კოშკურის გასასვლელში, ან, სველი ღუმლის გამოყენების შემთხვევაში – ღუმლის შესასვლელთან.
ჰიბრიდული ფილტრების გამოყენების დროს რეკომენდებულია ტომრის დამჭერი კარკასის დამიწება უჯრედული ფირფიტის მეშვეობით.
1.2.6.4. ჯამური ორგანული ნახშირბადის ემისიები (TOC)
BAT 24. ღუმელში წვის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან ჯამური ორგანული ნახშირბადის ემისიების (TOC) დაბალ დონეზე შესანარჩუნებლად, BAT-ის მიზანია თავიდან იქნეს აცილებული ღუმლის სისტემაში აქროლადი ორგანული შენაერთების (VOC) მაღალი შემცველობის მქონე ნედლეულის ჩატვირთვა ნედლეულის ჩატვირთვის არხის გავლით.
1.2.6.5. ქლორწყალბადის (HCl) და ფტორწყალბადის ემისიები (HF)
BAT 25. ღუმელში წვის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან ქლორწყალბადის ემისიების პრევენციის/შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
ტექნიკა
ა
ქლორის დაბალი შემცველობის მქონე ნედლეულისა და საწვავის გამოყენება
ბ
ქლორის შემცველობის შეზღუდვა ნებისმიერ ნარჩენში, რომელიც ცემენტის ღუმელში ნედლეულად და/ან საწვავად იქნება გამოყენებული
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) HCl-ის ემისიებისთვის არის <10 მგ/ნმ3, როგორც საშუალო სადღეღამისო ან საშუალო მაჩვენებელი სინჯების აღების პერიოდის განმავლობაში (წერტილოვანი გაზომვები არანაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში).
BAT 26. ღუმელში წვის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან ფტორწყალბადის (HF) ემისიების პრევენციის/შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
ტექნიკა
ა
ფტორის დაბალი შემცველობის მქონე ნედლეულისა და საწვავის გამოყენება
ბ
ფტორის შემცველობის შეზღუდვა ნებისმიერ ნარჩენში, რომელიც ცემენტის ღუმელში ნედლეულად და/ან საწვავად იქნება გამოყენებული
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) HF-ის ემისიებისთვის არის <1 მგ/ნმ3, როგორც საშუალო სადღეღამისო ან საშუალო მაჩვენებელი სინჯების აღების პერიოდის განმავლობაში (წერტილოვანი გაზომვები არანაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში).
1.2.7. პოლიქრორირებული დიბენზო-პ-დიოქსინების/ფურანების ემისიები (PCDD/F)
BAT 27. ღუმელში წვის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან პოლიქრორირებული დიბენზო-პ-დიოქსინების/ფურანების (PCDD/F) ემისიების პრევენციის ან მათი დაბალ დონეზე შენარჩუნების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
ტექნიკა
გამოყენებადობა
ა
ღუმელში ჩასატვირთი მასალების (ნედლეულის) ყურადღებით შერჩევა და კონტროლი, მაგალითად, ქლორის, სპილენძის და აქროლადი ორგანული ნაერთების
ზოგადად გამოყენებადია
ბ
ღუმელში ჩასატვირთი მასალების (საწვავის) ყურადღებით შერჩევა და კონტროლი, მაგალითად, ქლორის და სპილენძის
ზოგადად გამოყენებადია
გ
ისეთი ნარჩენების გამოყენების შეზღუდვა/თავიდან აცილება, რომლებიც შეიცავს ქლოროვან ორგანულ მასალებს
ზოგადად გამოყენებადია
დ
მაღალჰალოგენური (მაგ., ქლორის) საწვავის შეტანის თავიდან აცილება მეორადი წვის დროს
ზოგადად გამოყენებადია
ე
ღუმლის აირჰაერმტვერნარევის სწრაფი გაცივება 200 °C-ზე დაბალ ტემპერატურამდე და აირჰაერმტვერნარევის ყოფნის დროისა და ჟანგბადის შემცველობის მინიმუმამდე დაყვანა ისეთ ზონებში, სადაც ტემპერატურა 300 – 450 °C-ის დიაპაზონშია
გამოყენებადია გრძელ სველ ღუმლებში და გრძელ მშრალ ღუმლებში, რომლებსაც არ აქვთ წინასწარი გაცხელების ფუნქცია. თანამედროვე ღუმლებში, რომლებსაც აქვთ წინასწარი გამაცხელებლები და პრეკალცინატორები, ეს თვისება უკვე გათვალისწინებულია
ვ
ნარჩენების თანაინსინერაციის შეწყვეტა ჩართვისა და/ან გამორთვის ოპერაციებისას
ზოგადად გამოყენებადია
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები
პოლიქრორირებული დიბენზო-პ-დიოქსინების/ფურანების (PCDD/F) ემისიებისთვის არის <0,05 – 0,1 ნგ PCDD საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) / F I-TEQ/ნმ3, როგორც საშუალო მაჩვენებელი სინჯების აღების პერიოდის განმავლობაში (6-8 საათი).
1.2.8. მეტალების ემისიები
BAT 28. ღუმელში წვის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან მეტალის ემისიების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
ტექნიკა
ა
შესაბამისი მეტალის დაბალი შემცველობის მქონე მასალების შერჩევა და შესაბამისი მეტალების შემცველობის შემცირება, განსაკუთრებით, ვერცხლისწყლის
ბ
ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გამოყენება გამოყენებული ნარჩენების მახასიათებლების უზრუნველსაყოფად
გ
მტვრის მოშორების ეფექტური ტექნიკის გამოყენება, როგორც ეს ‘BAT 17’-ში არის მოცემული
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები
იხ. ცხრილი 5.
ცხრილი 5
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები ღუმელში წვის დროს საკვამური აირებიდან მეტალების ემისიებისთვის
მეტალები
ერთეული
BAT-AEL (საშუალო მნიშვნელობა სინჯების აღების პერიოდში (წერტილოვანი გაზომვები, სულ მცირე, ნახევარი საათის განმავლობაში))
Hg
მგ/ნმ3
< 0,05[13]
Σ (Cd, Tl)
მგ/ნმ3
< 0,05[14]
Σ (As, Sb, Pb, Cr, Co, Cu, Mn, Ni, V)
მგ/ნმ3
< 0,52
1.2.9. პროცესის დანაკარგი/ნარჩენი
BAT 29. ცემენტის წარმოების პროცესიდან მყარი ნარჩენების შემცირებისა და, ამავდროულად, ნედლეულის დაზოგვის მიზნით, BAT ითვალისწინებს შემდეგ ტექნიკას:
ტექნიკა
გამოყენებადობა
ა
შეგროვებული მტვრის ხელახალი გამოყენება პროცესში, სადაც ეს შესაძლებელია
ზოგადად გამოყენებადია, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იქნეს მტვრის ქიმიური შემადგენლობა
ბ
ამ მტვრის უტილიზაცია სხვა კომერციულ პროდუქტებად, სადაც ეს შესაძლებელია
მტვრის სხვა კომერციულ პროდუქტად უტილიზაცია შეიძლება არ ექვემდებარებოდეს საქმიანობის განმახორციელებლის კონტროლს
აღწერა
შეგროვებული მტვერი შეიძლება ხელმეორედ იქნეს გამოყენებული საწარმოო პროცესებში, როდესაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია. რეციკლირება შეიძლება განხორციელდეს უშუალოდ ღუმელში, ან ღუმლის ნედლეულში (ტუტე მეტალის შემცველობა შემზღუდველ ფაქტორს წარმოადგენს) ან ცემენტის მზა ნაწარმთან უშუალო შერევით. შეგროვებული მტვერის საწარმოო პროცესებში ხელახალი გამოყენებისას შეიძლება საჭირო იქნეს ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურა. იმ მასალებისთვის, რომელთა გადამუშავება შესაძლებელი არ იქნება, შეიძლება გამოიძებნოს ალტერნატიული გამოყენება (მაგ., წვის აგრეგატებში დამატება აირჰაერმტვერნარევის დესულფურიზაციის მიზნით).
1.3. დასკვნები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ კირის წარმოებისთვის
თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, ამ განყოფილებაში მოცემული დასკვნები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ შეიძლება გამოყენებულ იქნეს კირის წარმოების ყველა დანადგარში.
1.3.1. საერთო პირველადი ტექნიკა
BAT 30. ღუმელიდან ემისიების შემცირებისა და ენერგიის ეფექტურად გამოყენების მიზნით, BAT-მა უნდა უზრუნველყოს, რომ ღუმელში პროცესი წარიმართოს შეუფერხებლად და სტაბილურად, და იმუშაოს პროცესისთვის დადგენილი პარამეტრების ფარგლებში შემდეგი მეთოდების გამოყენებით:
ტექნიკა
ა
პროცესის კონტროლის ოპტიმიზაცია, კომპიუტერით განხორციელებული ავტომატური კონტროლის ჩათვლით
ბ
მყარი საწვავის მიწოდების თანამედროვე, გრავიმეტრიკული სისტემების და/ან აირის ნაკადის მრიცხველების გამოყენება
გამოყენებადობა
პროცესის კონტროლის ოპტიმიზაცია, ამა თუ იმ ხარისხით, კირის ყველა დანადგარს მიესადაგება. პროცესის სრული ავტომატიზაცია, როგორც წესი, ვერ იქნება მიღწეული არაკონტროლირებადი ცვლადების გამო, მაგალითად, კირქვის ხარისხის.
BAT 31. ემისიების პრევენციის და/ან შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ღუმელში შესატანი ნედლეულის გულდასმით შერჩევასა და კონტროლს.
აღწერა
ატმოსფეროში ემისიებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ღუმელში შემავალი ნედლეული, მინარევების შემცველობის გამო; შესაბამისად, ნედლეულის ფრთხილად შერჩევამ შეიძლება შეამციროს ეს ემისიები წყაროში. მაგალითად, კირქვაში/დოლომიტში გოგირდის და ქლორის შემცველობის ცვალებადობა გავლენას ახდენს საკვამურის აირში SO2 და HCl ემისიების დონეზე, ხოლო ორგანული ნივთიერებების არსებობა გავლენას ახდენს TOC და CO ემისიებზე.
გამოყენებადობა
გამოყენებადობა დამოკიდებულია დაბალი მინარევების შემცველობის მქონე (ადგილობრივი) ნედლეულის არსებობაზე. დამატებით შეზღუდვას შეიძლება წარმოადგენდეს საბოლოო პროდუქტის ტიპი და გამოყენებული ღუმლის ტიპი.
1.3.2. მონიტორინგი
BAT 32. BAT ითვალისწინებს პროცესის პარამეტრებისა და ემისიების მონიტორინგისა და გაზომვების განხორციელებას რეგულარულ საფუძველზე და ემისიების მონიტორინგს EN-ის შესაბამისი სტანდარტების მიხედვით, ან, თუ EN-ის სტანდარტები ხელმისაწვდომი არ არის, ISO-ის, ეროვნული ან სხვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც თანაბარი სამეცნიერო ხარისხის მქონე მონაცემების მიღებას უზრუნველყოფს, ქვემოთ მოცემულის ჩათვლით:
მეთოდი
გამოყენებადობა
ა
პროცესის პარამეტრების უწყვეტი გაზომვა, რომელიც მიუთითებს პროცესის სტაბილურობაზე, როგორიცაა, ტემპერატურა, O2-ის შემცველობა, წნევა, ნაკადის სიჩქარე და CO-ის ემისიები
გამოყენებადია ღუმლის პროცესებში
ბ
პროცესის კრიტიკული პარამეტრების მონიტორინგი და დასტაბილურება, მაგ., საწვავის ჩატვირთვის, რეგულარული დოზირების და ჭარბი ჟანგბადის
გ
უწყვეტი ან პერიოდული გაზომვა: მტვრის; NOx, SOx, CO ემისიების; და NH3 ემისიების შერჩევითი არაკატალიზური აღდგენის (SNCR) გამოყენებისას
გამოყენებადია ღუმლის პროცესებში
დ
HCl და HF ემისიების უწყვეტი ან პერიოდული გაზომვები ნარჩენების თანაინსინერაციის შემთხვევაში
გამოყენებადია ღუმლის პროცესებში
ე
ნახშირბადის ჯამური ორგანული (TOC) ემისიების უწყვეტი ან პერიოდული გაზომვები, ან უწყვეტი გაზომვები ნარჩენების თანაინსინერაციის შემთხვევაში
გამოყენებადია ღუმლის პროცესებში
ვ
PCDD/F-ის და მეტალის ემისიების პერიოდული გაზომვა
გამოყენებადია ღუმლის პროცესებში
ზ
მტვრის ემისიების უწყვეტი ან პერიოდული გაზომვა
გამოყენებადია ღუმლის (ღუმლის) გარეთ მიმდინარე პროცესებში. მცირე წყაროებისთვის (<10 000 ნმ3/სთ) გაზომვის სიხშირე უნდა განისაზღვროს ტექნიკური მომსახურების მართვის სისტემის შესაბამისად
აღწერა
BAT 32(გ)-დან 32(ვ)-მდე პუნქტებში ნახსენები უწყვეტი ან პერიოდული გაზომვების შერჩევა დამოკიდებულია ემისიის წყაროზე და მოსალოდნელი დამაბინძურებლის ტიპზე.
მტვრის, NOx, SOx და CO-ის ემისიების პერიოდული გაზომვისთვის, მითითების სახით განიხილება დიაპაზონი თვეში ერთხელ – წელიწადში ერთხელ, ნორმალურ სამუშაო პირობებში.
PCDD/F, TOC, HCl, HF და მეტალის ემისიების პერიოდული გაზომვისთვის გამოყენებული უნდა იქნეს ნადლეულისა და საწვავის შესაფერი სიხშირე.
ენერგომოხმარება
BAT 33. თერმული ენერგიის მოხმარების შემცირების/მინიმიზირების მიზნით, BAT იყენებს შემდეგი ტექნიკის კომბინაციას:
ტექნიკა
აღწერა
გამოყენებადობა
ა
გაუმჯობესებული და ოპტიმიზებული ღუმლის სისტემების და შეუფერხებელი და სტაბილური ღუმლის პროცესის გამოყენება, რომელიც პროცესის დადგენილი პარამეტრის ფარგლებში მუშაობს, შემდეგი ნაბიჯების მეშვეობით:
პროცესის კონტროლის ოპტიმიზაცია
აირჰაერმტვერნარევიდან სითბოს ამოღება (მაგ., გამოწვის მბრუნავი ღუმლებიდან ზედაპირის სითბოს გამოყენება კირქვის გასაშრობად სხვა პროცესებისთვის, როგორიცაა, კირქვის დაფქვა)
მყარი საწვავის ჩატვირთვის თანამედროვე გრავიმეტრიკული სისტემები
ხელსაწყოების ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა (მაგ.,ჰაერის გამკვრივება, რეფრაქტორის ეროზია)
ქვის გრანულის ოპტიმიზებული ზომის გამოყენება
ღუმლის მართვის პარამეტრების ოპტიმალური სიდიდეების ფარგლებში შენარჩუნება მოხმარების ყველა პარამეტრის შემცირების საშუალებას იძლევა, მათ შორის, გამორთვისა და ხარვეზიანი სიტუაციების შემცირების მეშვეობითაც. ქვის გრანულის ოპტიმალური ზომის გამოყენება დამოკიდებულია ნედლეულის ხელმისაწვდომობაზე.
ტექნიკა (ა) II გამოყენებადია მხოლოდ გრძელ გამოწვის მბრუნავ ღუმლებში (LRK)
ბ
ისეთი მახასიათებლების მქონე საწვავის გამოყენება, რომელიც დადებითად მოქმედებს თერმული ენერგიის მოხმარებაზე
საწვავის მახასიათებლები, მაგალითად, მაღალი სითბური ღირებულება და ტენის დაბალი შემცველობა დადებითად მოქმედებს თერმული ენერგიის მოხმარებაზე
გამოყენებადობა დამოკიდებულია შერჩეული საწვავის ღუმელში ჩატვირთვის ტექნიკურ შესაძლებლობაზე და შესაბამისი საწვავის არსებობაზე (მაგ., მაღალი თბური ღირებულება და დაბალი ტენიანობა), რაზედაც შეიძლება ზემოქმედება იქონიოს წევრი სახელმწიფოს ენერგეტიკულმა პოლიტიკამ
გ
ჭარბი ჰაერის შეზღუდვა
წვისთვის გამოყენებული ჭარბი ჰაერის შემცირება პირდაპირ გავლენას ახდენს საწვავის მოხმარებაზე, რადგან ჰაერის შემცველობის მაღალი ხვედრითი წილი მეტ თერმულ ენერგიას მოითხოვს ჭარბი მოცულობის გასათბობად. მხოლოდ LRK-სა და PRK-ში ჭარბი ჰაერის შეზღუდვა გავლენას ახდენს თერმული ენერგიის მოხმარებაზე. ტექნიკას აქვს TOC და CO ემისიის გაზრდის პოტენციალი
გამოიყენება LRK-სა და PRK-სთვის ღუმელში ზოგიერთი უბნის პოტენციური გადახურების ფარგლებში, რეფრაქტორის მუშაობის ვადის შემდგომი გაუარესების ფონზე
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი მოხმარების დონეები
იხ. ცხრილი 6.
ცხრილი 6
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი თერმული ენერგიის მოხმარების დონეები კირისა და დოლიმის წარმოებაში
ღუმლის ტიპი
თერმული ენერგიის მოხმარება[15]
გრძელი გამოწვის მბრუნავი ღუმელი (LRK)
6,0 – 9,2
გამოწვის მბრუნავი ღუმელი წინასწარი გაცხელებით (PRK)
5,1 – 7,8
რეგენერირების ღუმელი პარალელური ნაკადით (PFRK)
3,2 – 4,2
ლილვიანი შახტური ღუმელი (ASK)
3,3 – 4,9
შერეული ჩატვირთვის შახტური ღუმელი (MFSK)
3,4 – 4,7
სხვა ღუმლები (OK)
3,5 – 7,0
BAT 34. ელექტროენერგიის მოხმარების მინიმიზირების მიზნით BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
ტექნიკა
ა
კვების მართვის სისტემის გამოყენება
ბ
კირქვის გრანულების ზომის ოპტიმიზების გამოყენება
გ
მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე დამაქუცმაცებლებისა და სხვა ელექტრო ხელსაწყოების გამოყენება
აღწერა – ტექნიკა (ბ)
ვერტიკალურ ღუმლებში ჩვეულებრივ მხოლოდ უხეში კირქვის გრანულების წვა ხდება. თუმცა უფრო მაღალი ენერგომოხმარების როტარულ ღუმლებში შეიძლება უფრო წვრილი ფრაქციის გამოყენება, ხოლო ახალ ვერტიკალურ ღუმლებში შესაძლებელია 10 მმ ზომის წვრილი გრანულების წვა. უფრო მსხვილი გრანულები ვერტიკალურ ღუმლებში უფრო ხშირად გამოიყენება, ვიდრე გამოწვის მბრუნავ ღუმელებში.
1.3.3. კირქვის მოხმარება
BAT 35. კირქვის მოხმარების მინიმიზირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
მეთოდი
გამოყენებადობა
ა
კირქვის სპეციფიური მოპოვება, დამტვრევა და კარგად წარმართული გამოყენება (ხარისხი, გრანულის ზომა)
ზოგადად გამოყენებადია კირის წარმოებაში; თუმცა ქვის დამუშავება დამოკიდებულია კირქვის ხარისხზე
ბ
ღუმლების შერჩევა ოპტიმიზებული ტექნიკის გამოყენებით, რომელიც საშუალებას იძლევა ვიმუშაოთ კირქვის მარცვლების ზომების უფრო ფართო დიაპაზონში, რათა ოპტიმალურად იქნეს გამოყენებული კირქვის მადანი
გამოიყენება ახალი დანადგარებისა და მნიშვნელოვნად მოდერნიზებული ღუმლებისთვის. ვერტიკალურ ღუმელებს პრინციპში შეუძლიათ მხოლოდ უხეში კირქვის გრანულების დაწვა. წვრილი ფრაქციის კირის PFRK-ის და/ან გამოწვის მბრუნავი ღუმლების მუშაობა უფრო წვრილი ფრაქციის კირქვითაც შეიძლება.
1.3.4. საწვავის შერჩევა
BAT 36. ემისიების პრევენციის/შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ღუმელში ჩასატვირთი საწვავის გულდასმით შერჩევასა და კონტროლს.
აღწერა
ღუმელში ჩატვირთულმა საწვავმა შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ატმოსფერულ ჰაერში ემისიებზე მათში არსებული მინარევების გამო. გოგირდის (განსაკუთრებით გრძელ მბრუნავ ღუმელებში), აზოტისა და ქლორის შემცველობა ზემოქმედებას ახდენს აირჰაერმტვერნარევში SOx, NOx და HCl-ის ემისიებზე. საწვავის ქიმიური შემადგენლობის და გამოყენებული ღუმლის ტიპის გათვალისწინება ხელს უწყობს შესაბამისი საწვავის ან საწვავის ნარევის შერჩევას, რაც დადებითად მოქმედებს ემისიების შემცირებაზე.
გამოყენებადობა
ყველა ტიპის ღუმელი, საწვავის შერეული მიწოდების შახტური ღუმლების გარდა, შეიძლება მუშაობდეს ყველა ტიპის საწვავზე და საწვავთა ნარევზე, მათზე ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, რაზედაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს წევრი სახელმწიფოს ენერგეტიკულმა პოლიტიკამ. საწვავის შერჩევა ასევე დამოკიდებულია საბოლოო პროდუქტის სასურველ ხარისხზე, შერჩეულ ღუმელში საწვავის ჩატვირთვის ტექნიკურ შესაძლებლობაზე და ეკონომიკურ ფაქტორებზე.
1.3.4. ნარჩენი საწვავის გამოყენება
1.3.4.1.1. ნარჩენის ხარისხის კონტროლი
BAT 37. კირის ღუმელში საწვავად გამოსაყენებელი ნარჩენის მახასიათებლების უზრუნველსაყოფად, BAT ითვალისწინებს შემდეგ ტექნიკას:
ტექნიკა
ა
ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გამოყენება, რათა გარანტირებული იყოს და გაკონტროლდეს ნარჩენების მახასიათებლები და ჩატარდეს ღუმელში ჩასატვირთი ნარჩენების ანალიზი, კერძოდ:
ხარისხის უწყვეტი ანალიზი
ფიზიკური კრიტერიუმების ანალიზი, მაგ., ემისიების ფორმირება, მოუქნელობა, რეაქტიულობა, წვისუნარიანობა, სითბური ღირებულება
ქიმიური კრიტერიუმების ანალიზი, მაგ., ქლორის სრული შემცველობა, გოგირდის, ტუტეების და ფოსფატების შემცველობა, და შესაბამისი მეტალების შემცველობა (მაგ.: ჯამური ქრომის, ტყვიის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის და თალიუმის შემცველობა)
ბ
საწვავად გამოსაყენებელი ნებისმიერი ნარჩენის სათანადო ნაერთების რაოდენობის კონტროლი, როგორიცაა, ჰალოგენების, მეტალის (მაგ., ჯამური ქრომის, ტყვიის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის და თალიუმის შემცველობა) და გოგირდის სრული შემცველობა
1.3.4.1.2. ღუმელში ნარჩენების ჩატვირთვა
BAT 38. ღუმელში ნარჩენი საწვავის გამოყენებით გამოწვეული ემისიების პრევენციის/შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს შემდეგ ტექნიკას:
ტექნიკა
ა
შესაბამისი ნარჩენების ჩასატვირთად სათანადო სანთურების გამოყენება, ღუმლის კონსტრუქციისა და ღუმლის ექსპლუატაციის გათვალისწინებით
ბ
ფუნქციონირება იმგვარად, რომ ნარჩენების თანაინსინერაციის შედეგად წარმოქმნილი აირი 850 °C ტემპერატურამდე გაცხელდეს 2 წამის განმავლობაში, კონტროლირებადი და ერთგვაროვანი სახით, თუნდაც ყველაზე არახელსაყრელ პირობებში.
გ
ტემპერატურის ამაღლება 1 100 °C-მდე, თუ ხდება სახიფათო ნარჩენების თანაინისინერაცია, რომელშიც ჰალოგენირებული ორგანული ნივთიერებების შემცველობა, ქლორში გამოხატული, 1%-ზე მეტია.
დ
ნარჩენების უწყვეტი და მუდმივი ჩატვირთვა
ე
ნარჩენების შეტანის შეჩერება ისეთი ოპერაციებისთვის, როგორიცაა ჩართვა და/ან გამორთვა, როდესაც შესაბამისი ტემპერატურისა და ყოფნის დრო ვერ მიიღწევა, როგორც აღნიშნულია ზემოთ ბ) და გ) პუნქტებში.
1.3.4.1.3. უსაფრთხოების მართვა სახიფათო ნარჩენების გამოყენებისას
BAT 39. შემთხვევითი ემისიების თავიდან აცილების მიზნით, BAT ითვალისწინებს სახიფათო ნარჩენების შენახვის, დამუშავებისა და ღუმელში ჩატვირთვის უსაფრთხოების მართვის გამოყენებას.
აღწერა
სახიფათო ნარჩენების შენახვის, დამუშავებისა და ღუმელში ჩატვირთვის უსაფრთხოების მართვის გამოყენება ითვალისწინებს რისკზე დაფუძნებულ მიდგომას, ნარჩენების წყაროსა და ტიპის გათვალისწინებით – დამუშავებას დაქვემდებარებული ნარჩენების მარკირებისთვის, შემოწმებისთვის, ნიმუშების შერჩევისა და ტესტირებისთვის.
1.3.5. მტვრის ემისიები
1.3.5.1. მტვრის დიფუზიური ემისიები
BAT 40. მტვრიანი ოპერაციების დროს დიფუზიური მტვრის მინიმიზირების/პრევენციის მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
ტექნიკა
ა
მტვრიანი ოპერაციების – როგორიცაა დაქუცმაცება, გაცრა და შერევა-შემოღობვა / კაფსულირება
ბ
დახურული სისტემების სახით აგებული დახურული კონვეიერებისა და ელევატორების გამოყენება, თუ მტვრიანი მასალისგან მტვრის დიფუზური გამოყოფის ალბათობა მაღალია
გ
სათანადო ტევადობის საცავი-ბუნკერების გამოყენება, გამომრთველებით აღჭურვილი დონის მაჩვენებლებით და ფილტრებით, რათა იმოქმედოს მტვრის შემცველი ჰაერის წინააღმდეგ, რომლებიც დატვირთვის ოპერაციების დროს გამოიდევნება.
დ
ცირკულაციის პროცესის გამოყენება, რომელსაც უპირატესობა ენიჭება პნევმატურ კონვეიერულ სისტემასთან შედარებით
ე
მასალასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია უნდა განხორციელდეს დახურულ სისტემებში, სადაც შენარჩუნებულია უარყოფითი წნევა და შეწოვილი ჰაერის მტვრისაგან გაწმენდა სახელოიან ფილტრში, ვიდრე მისი ჰაერში გაფრქვევა მოხდება
ვ
ჰაერის გაჟონვის და გაფრქვევის შემცირება, დანადგარის სრულყოფა
ზ
დანადგარის სათანადო და სრულყოფილი ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფა
თ
ავტომატიზებული ხელსაწყოებისა და კონტროლის სისტემების გამოყენება
ი
სამუშაოთა უხარვეზო მიმდინარეობის უზრუნველყოფა
კ
მოქნილი შემავსებელი მილების გამოყენება ჩატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცესებისთვის, რომლებიც აღჭურვილი იქნება კირის დატვირთვის დროს მტვერის მოსაცილებელი სისტემით, რომელიც განლაგებული იქნება სატვირთო მანქანის ძარის იატაკის მიმართულებით.
გამოყენებადობა
ნედლეული მასალების მომზადების ოპერაციებში, როგორიცაა დაქუცმაცება და გაცრა, მტვრის სეპარირება ჩვეულებრივ საჭირო არ არის, ნედლეულში ტენის შემცველობის გამო.
BAT 41. მტვრიანი ოპერაციების დროს ნაყარი/ფხვიერი მასალების საცავებში დიფუზიური მტვრის მინიმიზირების/პრევენციის მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
ტექნიკა
ა
დაფარეთ ფხვიერი/ნაყარი მასალის საცავები ეკრანით, კედლით ან ვერტიკალური გამწვანების სარტყელით (ხელოვნური ან ბუნებრივი ქარსაფარები ღიად დაშტაბელებული მასალების ქარისაგან დასაცავად)
ბ
პროდუქტის ბუნკერისა და ნედლეულის ბოლომდე დახურული ავტომატიზებული საცავების გამოყენება. ასეთი ტიპის საცავები აღჭურვილია ერთი ან მეტი სახელოიანი ფილტრით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მტვრის წარმოქმნა დატვირთვის და გადმოტვირთვის ოპერაციების დროს.
გ
მტვრის დიფუზიური ემისიების შემცირება დატვირთვისა და გადმოტვირთის ადგილების სათანადო დატენიანების მეშვეობით, ასევე, სიმაღლის მიხედვით რეგულირებადი კონვეიერული ხაზის/ღვედის გამოყენებით. დატენიანებისა და გასხურების ღონისძიებების/ტექნიკის გამოყენებისას ნიადაგი შეიძლება დაიტკეპნოს, ხოლო ჭარბი წყალი შეგროვდეს; საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი გადამუშავება და დახურულ ციკლებში გამოყენება.
დ
გადმოტვირთვის სიმაღლე შეუსაბამეთ ნაყარის სიმაღლეს, თუ შესაძლებელია, ავტომატურად ან გადმოტვირთვის სიჩქარის შემცირების ხარჯზე, როდესაც შეუძლებელია სასაწყობე ტერიტორიებზე დატვირთვის ან გადმოტვირთვის წერტილებში მტვრის დიფუზიური ემისიების თავიდან აცილება.
ე
ლოკაციებზე ტენის შენარჩუნება, განსაკუთრებით, მშრალ ადგილებში, გამასხურებელი მოწყობილობების გამოყენება და მათი გაწმენდა დასუფთავების მანქანების მეშვეობით.
ვ
ამოღების ოპერაციების დროს ვაკუუმური სისტემების გამოყენება. ახალი შენობები ადვილად შეიძლება აღიჭურვოს სტაციონარული ვაკუუმური წმენდის სისტემებით, ხოლო არსებული შენობებისთვის უფრო მოსახერხებელია მობილური სისტემებითა და მოქნილი შემაერთებლებით აღჭურვა.
ზ
მტვრის ემისიების შემცირება სატვირთო ავტომანქანების გამოყენების ადგილებში გზის საფარის მოკირწყვლის მეშვეობით და გზის ზედაპირების დასუფთავებით. გზის საფარის დასველებით შესაძლებელია დიფუზიური მტვრის ემისიების შემცირება, განსაკუთრებით, მშრალ ამინდში. კარგი საყოფაცხოვრებო მომსახურების პრაქტიკა შეიძლება გამოყენებულ იქნეს დიფუზიური მტვრის ემისიების მინიმუმამდე შესამცირებლად.
3.5.2. ორგანიზებული მტვრის ემისიები მტვრიანი ოპერაციების დროს, ღუმელში წვასთან დაკავშირებული ოპერაციების გარდა
BAT 42. მტვრიანი ოპერაციების დროს ორგანიზებული მტვრის ემისიების (ღუმელში წვასთან დაკავშირებული ოპერაციების გარდა) შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას და ტექნიკური მომსახურების მართვის სისტემის გამოყენებას, რომლებიც კონკრეტულად არის დაკავშირებული ფილტრების მახასიათებლებთან:
ტექნიკა[16], [17]
გამოყენებადობა
ა
სახელოიანი ფილტრი
ზოგადად გამოყენებადია კირის წარმოებაში: დაფქვისა და დაქუცმაცების დანადგარებში და დამხმარე პროცესებში; მასალების გადაზიდვისას; სასაწყობე და სატვირთო ობიექტებზე. კირის ჩაქრობის დანადგარებში სახელოიანი ფილტრების გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს მაღლი ტენიანობისა და საკვამური აირების დაბალი ტემპერატურის გამო.
ბ
სველი სკრუბერი
ზოგადად გამოყენებადია კირის ჩაქრობის/ჰიდრატაციის დანადგარებში
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები
იხ. ცხრილი 7.
ცხრილი 7
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები მტვრიანი ოპერაციებით გამოწვეული ემისიებისთვის, რომლებიც არ არის დაკავშირებული ღუმელში წვის პროცესებთან
ტექნიკა
ერთეული
BAT-AEL (საშუალო სადღეღამისო ან საშუალო სიდიდე სინჯების აღების პერიოდის განმავლობაში (წერტილოვანი გაზომვები, სულ მცირე, ნახევარი საათის განმავლობაში))
სახელოიანი ფილტრი
მგ/ნმ3
< 10
სველი სკრუბერი
მგ/ნმ3
< 10 – 20
უნდა აღინიშნოს, რომ მცირე წყაროებისთვის (< 10 000 ნმ3/სთ) ფილტრის მახასიათებლების შემოწმების სიხშირესთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს პრიორიტეტული მიდგომა (იხ. BAT 32).
1.3.5.3. მტვრის ემისიები ღუმელში წვის პროცესებიდან
BAT 43. ღუმელში წვის ოპერაციების საკვამური აირებიდან მტვრის ემისიების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს საკვამური აირების წმენდას ფილტრის გამოყენებით. შესაძლებელია გამოყენებული იქნეს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკა ან ტექნიკის კომბინაცია:
ტექნიკა[18]
გამოყენებადობა
ა
ელექტროფილტრი
გამოყენებადია ღუმლის ყველა სისტემისთვის
ბ
სახელოიანი ფილტრი
გამოყენებადია ღუმლის ყველა სისტემისთვის
გ
სველი მტვერის სეპარატორი
გამოყენებადია ღუმლის ყველა სისტემისთვის
დ
ცენტრიფუგული სეპარატორი / ციკლონი
ცენტრიფუგული სეპარატორები გამოსადეგია წინასწარი სეპარირებისთვის და შეიძლება წინასწარი გაწმენდის მიზნებისთვის გამოყენებულ იქნეს ღუმლის ყველა სისტემისთვის
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები
იხ. ცხრილი 8.
ცხრილი 8
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები მტვრის ემისიებისთვის ღუმელში წვის პროცესების დროს
მეთოდი
ერთეული
BAT-AEL (საშუალო სადღეღამისო ან საშუალო სიდიდე სინჯების აღების პერიოდის განმავლობაში (წერტილოვანი გაზომვები, სულ მცირე, ნახევარი საათის განმავლობაში)
სახელოიანი ფილტრი
მგ/ნმ3
< 10
ელექტროფილტრი (ESP) და სხვა ფილტრები
მგ/ნმ3
< 20[19]
1.3.6. აირადი ნაერთები
1.3.6.1. აირადი ნაერთები ემისიების შემცირების პირველადი ტექნიკები
BAT 44. ღუმელში წვის პროცესებიდან აირადი ნაერთების (მაგ., NOx, SOx, HCl, CO, TOC/VOC, აქროლადი მეტალები) ემისიების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
ტექნიკა
გამოყენებადობა
ა
ღუმელში ჩასატვირთი ნივთიერებების გულდასმით შერჩევა და კონტროლი
ზოგადად გამოყენებადია
ბ
დამაბინძურებლების პრეკურსორების შემცირება საწვავში და, თუ შესაძლებელია, ნედლეულში, ანუ
საწვავის შერჩევა, სადაც შესაძლებელია, გოგირდის (განსაკუთრებით გრძელი მბრუნავი ღუმლებისთვის), აზოტის და ქლორის დაბალი შემცველობით
ნედლეულის შერჩევა, თუ ეს შესაძლებელია, ორგანული ნივთიერებების დაბალი შემცველობით
სათანადო ნარჩენის საწვავის შერჩევა პროცესისთვის და სანთურისთვის
ზოგადად გამოყენებადია კირის წარმოებაში, ადგილობრივი ნედლეულისა და საწვავის არსებობის, გამოყენებული ღუმლის ტიპის, სასურველი პროდუქტის ხარისხისა და შერჩეულ ღუმელში საწვავის შეტანის ტექნიკური შესაძლებლობის გათვალისწინებით.
გ
პროცესის ოპტიმიზაციის ტექნიკის გამოყენება გოგირდის დიოქსიდის ეფექტური აბსორბციის უზრუნველსაყოფად (მაგ., ეფექტური კონტაქტი ღუმლის აირებსა და ჩუმქრალ კირს შორის)
გამოყენებადია კირის ყველა დანადგარში. პროცესის სრული ავტომატიზაცია, როგორც წესი, ვერ იქნება მიღწეული არაკონტროლირებადი ცვლადების გამო, მაგალითად, კირქვის ხარისხის.
NOx ემისიები
BAT 45. ღუმელში წვის პროცესებიდან NOx ემისიების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
მეთოდი (1)
გამოყენებადობა
ა
პირველადი ტექნიკა
I. საწვავის სათანადო შერჩევა საწვავში აზოტის შემცველობის შეზღუდვის გათვალისწინებით
ზოგადად გამოყენებადია კირის წარმოებაში, საწვავზე ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, რაზედაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს წევრი სახელმწიფოს ენერგეტიკულმა პოლიტიკამ და შერჩეულ ღუმელში გარკვეული სახის საწვავის ჩატვირთვის ტექნიკურმა შესაძლებლობამ.
II. პროცესის ოპტიმიზაცია, ალის ფორმირებისა და ტემპერატურის მახასიათებლების ჩათვლით
კირის წარმოებაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროცესის ოპტიმიზაცია და პროცესის კონტროლი, მაგრამ გათვალისწინებული უნდა იქნეს საბოლოო პროდუქტის ხარისხი
III. სანთურის კონსტრუქცია (სანთური დაბალი NOx-ით)[20]
სანთური დაბალი NOx-ით გამოიყენება მბრუნავი ღუმლებისთვის და წრიული შახტური ღუმლებისთვის, რომლებშიც დიდია პირველადი ჰაერის შემცველობა. პარალელური ნაკადის რეგენერაციულ ღუმელში (PFRK) და სხვა შახტურ ღუმლებში წვა ალის გარეშე მიმდინარეობს, რის გამოც სანთური დაბალი NOx-ით ამ ტიპის ღუმელში არ გამოიყენება
IV. ჰაერის ეტაპები1
გამოყენებადი არ არის შახტურ ღუმლებში. გამოყენებადია მხოლოდ როტარულ ღუმელში წინასწარი გამაცხელებლით (PRK), და მხოლოდ მყარი გამომწვარი კირის წარმოებისას. გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს საბოლოო პროდუქტის ტიპით, ღუმლის გარკვეული უბნის გადახურების და რეფრაქტორის შემდგომი ცვეთის გამო.
ბ
შერჩევითი არაკატალიზური აღდგენა (SNCR)[21]
გამოყენებადია ლეპოლის როტარულ ღუმლებში. იხ. აგრეთვე BAT 46
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები
იხ. ცხრილი 9.
ცხრილი 9
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები NOx-ის ემისიებისთვის, რომელიც კირის წარმოებაში ღუმელში წვის პროცესების დროს წარმოიქმნება
ღუმლის ტიპი
ერთეული
BAT-AEL (საშუალო სადღეღამისო ან საშუალო სიდიდე სინჯების აღების პერიოდის განმავლობაში (წერტილოვანი გაზომვები, სულ მცირე, ნახევარი საათის განმავლობაში), მითითებულია, როგორც NO2
PFRK, ASK, MFSK, OSK
მგ/ნმ3
100 – 350[22], [23]
გრძელი გამოწვის მბრუნავი ღუმელი (LRK), პარალელური ნაკადის რეგენერაციული ღუმელი (PRK)
მგ/ნმ3
< 200 – 5002, [24]
BAT 46. შერჩევითი არაკატალიზური შემცირების (SNCR) გამოყენების შემთხვევაში, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის მიზანია მიღწეულ იქნეს NOx-ის ეფექტური შემცირება, ხოლო ამონიუმის მოძრაობა რაც შეიძლება დაბალი იყოს, რისთვისაც გათვალისწინებულია შემდეგი ტექნიკა:
ტექნიკა
ა
გამოყენებული იქნეს სათანადო და საკმარისი შემცირება სტაბილური ექსპლუატაციის პროცესის განმავლობაში
ბ
გამოყენებული იქნეს ამონიუმის კარგი სტექიომეტრული თანაფარდობა და განაწილება, რათა მიღწეულ იქნეს NOx-ის მაქსიმალურად ეფექტური შემცირება და ამონიუმის გამოდევნის შემცირება
გ
აირჰაერმტვერნარევიდან NH3-ის ემისიების (რეაქციაში შეუსვლელი ამონიუმის გამო, რაც შეიძლება დაბალ დონეზე შესანარჩუნებლად, გათვალისწინებული უნდა იქნეს კორელაცია NOx-ის შემცირების ეფექტურობასა და NH3-ის გამოჟონვას შორის.
გამოყენებადობა
გამოყენებადია მხოლოდ ლეპოლის მბრუნავ ღუმელებში, სადაც ხელმისაწვდომია იდეალური ტემპერატურის დიაპაზონი, ანუ 850 °C -დან 1 020 °C-მდე. იხ. აგრეთვე BAT 45, ტექნიკა (ბ).
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები აირჰაერმტვერნარევიდან NH3-ის ემისიებისთვის არის <30 მგ/ნმ3, როგორც საშუალო სადღეღამისო სიდიდე ან საშუალო სიდიდე სინჯების აღების პერიოდის განმავლობაში (წერტილოვანი გაზომვა, სულ მცირე, ნახევარი საათის განამვლობაში).
1.3.6.3. SOx-ის ემისიები
BAT 47. ღუმელში წვის პროცესების საკვამური აირებიდან SOx ემისიების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
ტექნიკა
გამოყენებადობა
ა
პროცესის ოპტიმიზაცია, რათა უზრუნველყოფილი იქნეს გოგირდის დიოქსიდის ეფექტური აბსორბცია (მაგ., ეფექტური კონტაქტი ღუმლის აირებსა და ჩაუმქრალ კირს შორის)
პროცესის კონტროლის ოპტიმიზაცია გამოყენებადია კირის ყველა დანადგარისთვის
ბ
საწვავის შერჩევა გოგირდის დაბალი შემცველობით
ზოგადად გამოყენებადია, საწვავის არსებობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით, გრძელ როტარულ ღუმელებში გამოსაყენებლად, SOx-ის მაღალი ემისიების გამო
გ
აბსორბენტის დამატების ტექნიკის გამოყენება (მაგ., აბსორბენტის დამატება, მშრალი აირჰაერმტვერნარევის გაწმენდა ფილტრით, სველი სკრუბერი, ან აქტივირებული ნახშირის შეტანა)[25]
აბსორბენტის დამატების ტექნიკები პრინციპში გამოყენებადია კირის წარმოებაში; თუმცა ეს ტექნიკა კირის სექტორში 2007 წელს ჯერ გამოყენებული არ იყო. მისი გამოყენებადობის შესაფასებლად, განსაკუთრებით კირის გამოწვის მბრუნავი ღუმლბისთვის, დამატებითი კვლევები არის საჭირო.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები
იხ. ცხრილი 10.
ცხრილი 10
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები SOx -ის ემისიებისთვის, რომელიც კირის წარმოებაში ღუმელში წვის პროცესების დროს წარმოიქმნება
ღუმლის ტიპი
ერთეული
BAT-AEL[26], [27] (საშუალო სადღეღამისო ან საშუალო სიდიდე სინჯების აღების პერიოდის განმავლობაში (წერტილოვანი გაზომვები, სულ მცირე, ნახევარი საათის განმავლობაში), SOx გამოხატულია, როგორც SO2
PFRK, ASK, MFSK, OSK, PRK
მგ/ნმ3
< 50 – 200
LRK
მგ/ნმ3
< 50 – 400
1.3.6.4. CO-ის ემისიები და CO-ის გამოჟონვა
1.3.6.4.1. CO-ის ემისიები
BAT 48. ღუმელში წვის პროცესების საკვამური აირებიდან CO ემისიების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
ტექნიკა
გამოყენებადობა
ა
ნედლეულის შერჩევა ორგანული ნივთიერებების დაბალი შემცველობით
ზოგადად გამოყენებადია კირის წარმოებაში, ნედლეულის ადგილობრივ დონეზე არსებობასთან და შემადგენლობასთან, ღუმლის ტიპთან და საბოლოო პროდუქტის ხარისხთან დაკავშირებული შეზღუდვის გათვალისწინებით
ბ
პროცესის ოპტიმიზაციის ტექნიკის გამოყენება სტაბილური და სრული წვის მიღწევის მიზნით
გამოყენებადია კირის ყველა ღუმელში. პროცესის სრული ავტომატიზაცია, როგორც წესი, ვერ იქნება მიღწეული არაკონტროლირებადი ცვლადების გამო, მაგალითად, კირქვის ხარისხის.
ამ კონტექსტში იხ. აგრეთვე BAT 30 და 31 – განყოფილებაში 1.3.1, და BAT 32 – განყოფილებაში 1.3.2.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები
იხ. ცხრილი 11.
ცხრილი 11
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები CO-ის ემისიებისთვის, რომელიც ღუმელში წვის პროცესების დროს წარმოიშობა
ღუმლის ტიპი
ერთეული
BAT-AEL[28],[29] (საშუალო სადღეღამისო ან საშუალო სიდიდე სინჯების აღების პერიოდის განმავლობაში (წერტილოვანი გაზომვები, სულ მცირე, ნახევარი საათის განმავლობაში)
PFRK, OSK, LRK, PRK
მგ/ნმ3
< 500
1.3.6.4.2. CO-ის გამოფრქვევის შემცირება
BAT 49. ელექტროფილტრის გამოყენებისას CO-ის გამოფრქვევის სიხშირის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს შემდეგი ტექნიკის გამოყენებას:
ტექნიკა
ა
CO-ის გაჟონვის მართვა, რათა შემცირდეს ელექტროფილტრის მოცდენის დრო
ბ
CO-ის უწყვეტი ავტომატური გაზომვა მონიტორინგის ხელსაწყოებით, რომლებიც მოქმედებს რეაგირების მოკლე ინტერვალებით და CO-ის წყაროსთან ახლოს მდებარეობს.
აღწერა
უსაფრთხოების მიზნებისთვის, აფეთქების რისკის გამო, ელექტროფილტრები (ESPs) უნდა გამოირთოს საკვამურ აირებში CO-ის დონის ამაღლებისას. ქვემოთ მოცემული ტექნიკები ახდენს CO-ის გადაადგილების პრევენციას და, შესაბამისად, ამცირებს ელექტროფილტრის გაჩერების დროს:
– წვის პროცესის კონტროლი
– ნედლეულის ორგანული დატვირთვის კონტროლი
– საწვავისა და საწვავის ჩატვირთვის სისტემის კონტროლი.
ხარვეზი ძირითადად თავს იჩენს ექსპლუატაციის დაწყების (დანადგარის გაშვების) ფაზაში. უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის ელექტროფილტრების დაცვისთვის განკუთვნილი აირის ანალიზატორები ქსელში უნდა იყოს ჩართული ექსპლუატაციის ყველა ეტაპზე, ხოლო ელექტროფილტრის მოცდენის დრო შეიძლება შემცირდეს მონიტორინგის სარეზერვო სისტემის გამოყენებით, რომელიც საექსპლუატაციო რეჟიმში იქნება შენარჩუნებული.
საჭიროა CO-ის უწყვეტი მონიტორინგის სისტემის ოპტიმიზაცია რეაგირების დროის თვალსაზრისით და იგი CO-ის წყაროსთან ახლოს უნდა მდებარეობდეს, მაგალითად, წინასწარი გამაცხელებლის კოშკურის გასასვლელში ან ღუმლის შესასვლელთან (სველი ღუმლის გამოყენების შემთხვევაში).
გამოყენებადობა
ზოგადად გამოყენებადია როტარულ ღუმელებში, რომლებიც აღჭურვილია ელექტროფილტრებით (ESPs).
1.3.6.5. ჯამური ორგანული ნახშირბადის ემისიები (TOC)
BAT 50. ღუმელში წვის პროცესებიდან ორგანული ნახშირბადის ჯამური ემისიების (TOC) შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
ტექნიკა
ა
ზოგადი პირველადი ტექნიკისა და მონიტორინგის გამოყენება (იხ. აგრეთვე BAT 30 და 31, განყოფილებაში 1.3.1; და BAT 32, განყოფილებაში 1.3.2)
ბ
თავიდან უნდა იქნეს აცილებული ღუმლის სისტემაში აქროლადი ორგანული შენაერთების (VOC) მაღალი შემცველობის მქონე ნედლეულის ჩატვირთვა (ჰიდრავლიკური კირის წარმოების პროცესის გარდა)
გამოყენებადობა
ზოგადი ძირითადი ტენიკების გამოყენებადობისა და მონიტორინგის შესახებ იხ. BAT 30 და 31, განყოფილებაში 1.3.1, და BAT 32, განყოფილებაში 1.3.2.
ტექნიკა (ბ) ზოგადად გამოყენებადია კირის წარმოებაში, ნედლეულის არსებობისა და/ან წარმოებული კირის ტიპის გათვალისწინებით.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები
იხ. ცხრილი 12.
ცხრილი 12
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები TOC -ის ემისიებისთვის, რომელიც ღუმელში წვის პროცესების დროს წარმოიქმნება
ღუმლის ტიპი
ერთეული
BAT-AEL[30] (საშუალო სადღეღამისო ან საშუალო სიდიდე სინჯების აღების პერიოდის განმავლობაში (წერტილოვანი გაზომვები, სულ მცირე, ნახევარი საათის განმავლობაში)
LRK, PRK
მგ/ნმ3
< 10
ASK, MFSK[31], PFRK2
მგ/ნმ3
< 30
1.3.6.6. ქლორწყალბადის (HCl) და ფტორწყალბადის (HF) ემისიები
BAT 51. ღუმელში წვის პროცესებიდან ქლორწყალბადის (HCl) და ფტორწყალბადის (HF) ემისიების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული პირველადი ტექნიკის გამოყენებას:
ტექნიკა
ა
ქლორისა და ფტორის დაბალი შემცველობის მქონე ჩვეულებრივი საწვავის გამოყენება
ბ
ქლორისა და ფტორის შემცველობის შეზღუდვა ნებისმიერ ნარჩენში, რომელიც კირის ღუმელში საწვავად უნდა იქნეს გამოყენებული
გამოყენებადობა
ეს ტექნიკები ზოგადად გამოყენებადია კირის წარმოებაში, მაგრამ გათავალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი საწვავის არსებობა ადგილობრივ დონეზე.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები
იხ. ცხრილი 13.
ცხრილი 13
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები ქლორწყალბადის (HCl) და ფტორწყალბადის (HF) ემისიებისთვის, რომელიც ღუმელში წვის პროცესების დროს წარმოიქმნება
ემისია
ერთეული
BAT-AEL (საშუალო სადღეღამისო ან საშუალო სიდიდე სინჯების აღების პერიოდის განმავლობაში (წერტილოვანი გაზომვები, სულ მცირე, ნახევარი საათის განმავლობაში)
HCl
მგ/ნმ3
< 10
HF
მგ/ნმ3
< 1
1.3.7. პოლიქრორირებული დიბენზო-პ-დიოქსინების/ფურანების (PCDD/F) ემისიები
BAT 52. ღუმელში წვის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან პოლიქრორირებული დიბენზო-პ-დიოქსინების/ფურანების (PCDD/F) ემისიების პრევენციის ან მათი დაბალ დონეზე შენარჩუნების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
ტექნიკა
ა
ქლორის დაბალი შემცველობის მქონე საწვავის შერჩევა
ბ
საწვავიდან სპილენძის მიწოდების შეზღუდვა
გ
აირჰაერმტვერნარევის ყოფნის დროისა და ჟანგბადის შემცველობის მინიმუმამდე დაყვანა ისეთ ზონებში, სადაც ტემპერატურა 300 – 450 °C-ის დიაპაზონშია
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები არის < 0,05 – 0,1 ნგ PCDD/F I-TEQ/ნმ3, როგორც საშუალო მნიშვნელობა სინჯების აღების პერიოდის განმავლობაში (6 – 8 საათი).
1.2.8. მეტალის ემისიები
BAT 53. ღუმელში წვის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან მეტალის ემისიების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
ტექნიკა
ა
მეტალის დაბალი შემცველობის მქონე საწვავის შერჩევა
ბ
ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის გამოყენება გამოყენებული ნარჩენი საწვავის მახასიათებლების უზრუნველსაყოფად
გ
შესაბამისი მეტალის დაბალი შემცველობის მქონე მასალების შერჩევა, განსაკუთრებით, ვერცხლისწყლის
დ
მტვრის მოშორების ერთი ან რამდენიმე ტექნიკის კომბინაციის გამოყენება, როგორც ეს ‘BAT 43’-ში არის მოცემულია
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები
იხ. ცხრილი 14.
ცხრილი 14
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები ღუმელში წვის დროს მეტალის ემისიებისთვის, ნარჩენების გამოყენების დროს
მეტალები
ერთეული
BAT-AEL საშუალო სიდიდე სინჯების აღების პერიოდის განმავლობაში (წერტილოვანი გაზომვები, სულ მცირე, ნახევარი საათის განმავლობაში)
Hg
მგ/ნმ3
< 0,05
Σ (Cd, Tl)
მგ/ნმ3
< 0,05
Σ (As, Sb, Pb, Cr, Co, Cu, Mn, Ni, V)
მგ/ნმ3
< 0,5
შენიშვნა: დაბალი დონეები დარეგისტრირდა, როდესაც გამოყენებული იყო ტექნიკები, რომლებიც მითითებულია BAT 53-ის (ა) – (დ) პუნქტებში.
გარდა ამისა, ამ კონტექსტში ასევე იხ. BAT 37 (პუნქტი 1.3.5.1.1) და BAT 38 (პუნქტი 1.3.5.1.2).
1.3.9. პროცესის დანაკარგები/ნარჩენი
BAT 54. კირის წარმოების პროცესებში მყარი ნარჩენების შემცირებისა და ნედლეულის დაზოგვის მიზნით, BAT ითვალისწინებს შემდეგ ტექნიკას:
ტექნიკა
გამოყენებადობა
ა
შეგროვებული მტვრისა და სხვა ნაწილაკების (მაგ., ქვიშის, ხრეშის) ხელმეორედ გამოყენება პროცესში
ზოგადად გამოყენებადია ყველგან, სადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია
ბ
მტვრის, წუნდებული ჩაუქრობელი კირის და წუნდებული ჩამქრალი კირის გამოყენება კონკრერულ კომერციულ პროდუქტებში
ზოგადად გამოიყენება სხვადასხვა შერჩეული კომერციული პროდუქტისთვის, სადაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია
1.4. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის დასკვნები მაგნიუმის ორჟანგის წარმოებისთვის
თუ სხვაგვარად არ არის მითითებული, ამ განყოფილებაში მოცემული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) დასკვნები შეიძლება გამოყენებული იქნეს მაგნიუმის ოქსიდის წარმოების ყველა დანადგარისთვის.
1.4.1. მონიტორინგი
BAT 55. BAT ითვალისწინებს ტექნოლოგიური პარამეტრების და ემისიების მონიტორინგისა და გაზომვების რეგულარულ ჩატარებას EN-ის სტანდარტების შესაბამისად, ან თუ EN-ის სტანდარტები ხელმისაწვდომი არ არის, გამოყენებულ უნდა იქნეს ISO-ის, ეროვნული ან სხვა საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც თანაბარი სამეცნიერო ხარისხის მქონე მონაცემების მიღებას უზრუნველყოფს, ქვემოთ მოცემულის ჩათვლით:
ტექნიკა
გამოყენებადობა
ა
პროცესის პარამეტრების უწყვეტი გაზომვა, რომლებიც პროცესის სტაბილურობის დემონსტრირებას ახდენს, როგორიცაა, ტემპერატურა, O2-ის შემცველობა, წნევა და ნაკადის სიჩქარე.
ზოგადად გამოყენებადია ღუმლის პროცესებში
ბ
პროცესის კრიტიკული პარამეტრების მონიტორინგი და დასტაბილურება, ანუ, ნედლეულის ნარევის ერთგვაროვნების და საწვავის მიწოდების, რეგულარული დოზირების და ჟანგბადის სიჭარბის.
გ
მტვრის, NOx-ის, SOx-ის და CO-ის ემისიების უწყვეტი ან პერიოდული გაზომვა
ზოგადად გამოყენებადია ღუმლის პროცესებში
დ
მტვრის ემისიების უწყვეტი ან პერიოდული გაზომვა
გამოყენებადია პროცესებში, რომლებიც კილნში არ მიმდინარეობს. მტვრიანი ოპერაციების მცირე წყაროებისთვის (< 10 000 ნმ3 /სთ), გაზომვის სიხშირე ან რენტაბელობის შემოწმება ტექნიკური მომსახურების მართვის სისტემაზე უნდა იყოს დაფუძნებული.
აღწერა
BAT 55 (გ)-ში მითითებულ უწყვეტ და პერიოდულ გაზომვებს შორის არჩევანის გაკეთება ეფუძნება ემისიის წყაროებს და მოსალოდნელი დამაბინძურებლის ტიპს.
ღუმლის პროცესებიდან მომდინარე მტვრის, NOx-ის, SOx-ის და CO-ის ემისიების პერიოდული გაზომვის სიხშირის დიაპაზონია თვეში ერთხელ – წელიწადში ერთხელ, ხოლო ექსპლუატაციის ნორმალური პირობების დროს მითითებულია მაგალითის სახით.
1.4.2. ენერგიის მოხმარება
BAT 56. თერმული ენერგიის მოხმარების შემცირების მიზნით BAT ითვალისწინებს შემდეგი ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
ტექნიკა
აღწერა
გამოყენებადობა
ა
გაუმჯობესებული და ოპტიმიზებული ღუმლის სისტემების და შეუფერხებელი და სტაბილური ღუმლის პროცესის გამოყენება, შემდეგი ნაბიჯების მეშვეობით:
პროცესის კონტროლის ოპტიმიზაცია
ღუმლების და გამაგრილებლების (ქულერების) აირჰაერმტვერნარევიდან სითბოს აღდგენა
აირჰაერმტვერნარევის სითბოს გამოყენება მაგნეზიტის წინასწარი გაცხელებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს საწვავის ენერგიის დაზოგვისთვის. ღუმლიდან აღდგენილი სითბო შეიძლება გამოყენებულ იქნეს საწვავის, ნედლეულის და ზოგიერთი შესაფუთი მასალის გასაშრობად.
პროცესის კონტროლის ოპტიმიზაცია გამოყენებადია ყველა ტიპის ღუმლისთვის მაგნეზიის წარმოებაში.
ბ
საწვავის გამოყენება, რომლის მახასიათებლები დადებით ზემოქმედებას ახდენს თერმული ენერგიის მოხმარებაზე
საწვავის მახასიათებლები, მაგალითად, მაღალი სითბური ღირებულება და დაბალი ტენიანობა, დადებითად მოქმედებს თერმული ენერგიის მოხმარებაზე
ზოგადად გამოყენებადია, საწვავის არსებობის, გამოყენებული ღუმლის ტიპის, სასურველი პროდუქტის ხარისხისა და შერჩეულ ღუმელში საწვავის შეტანის ტექნიკური შესაძლებლობის გათვალისწინებით.
გ
ჭარბი ჰაერის შეზღუდვა
პროდუქტის საჭირო ხარისხისა და ოპტიმალური წვის უზრუნველსაყოფად ჩვეულებრივ პრაქტიკაში გვხვდება ჟანგბადის ჭარბი დონე 1- 3 პროცენტამდე.
ზოგადად გამოყენებადია
საუკეთესო ხელმისაწვდომ ტექნიკასთან დაკავშირებული მოხმარების დონეები
BAT-თან დაკავშირებული თერმული ენერგიის მოხმარება არის 6 – 12 გჯ/ტ, პროცესისა და პროდუქტების გათვალისწინებით[32].
BAT 57. ელექტროენერგიის მოხმარების მინიმუმამდე შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
ტექნიკა
ა
ენერგიის მართვის სისტემის გამოყენება
ბ
მაღალი ენერგოეფექტურობის მქონე დასაქუცმაცებელი აღჭურვილობის და სხვა ელექტროხელსაწყოების გამოყენება
1.4.3. მტვრის ემისიები
1.4.3.1. დიფუზიური ემისიები
BAT 58. მტვრიანი ოპერაციებიდან დიფუზიური მტვრის ემისიების შემცირების/პრევენციის მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
ტექნიკა
ა
დანადგარის ადგილის მარტივი და ხაზოვანი განლაგება
ბ
შენობებისა და გზების კარგი მოვლა, დანადგარის სათანადო და სრულყოფილი ტექნიკური მომსახურების უზრუნველყოფასთან ერთად
გ
ნედლეულის შტაბელების დასველება/დანამვა
დ
მტვრიანი ოპერაციების – როგორიცაა დაქუცმაცება და გაცრა – შემოღობვა / კაფსულირება
ე
თუ მოსალოდნელია მტვრიანი მასალებიდან მტვრის დიფუზიური ემისიები, კონვეირები და ელევატორები, რომლებიც დახურული სისტემის სახით არის კონსტრუირებული, უნდა დაიფაროს საფარვლით
ვ
სათანადო მოცულობის მქონე შესანახი ბუნკერების გამოყენება და მათი აღჭურვა ფილტრებით, რათა მტვრიანი ჰაერის გადატანა არ მოხდეს ჩატვირთვის ოპერაციების დროს
ზ
ცირკულაციის პროცესისთვის უპირატესობის მინიჭება პნევმატურ კონვეირულ სისტემასთან შედარებით
თ
ჰაერის გაჟონვის და გაფრქვევის შემცირება
ი
ავტომატიზირებული ხელსაწყოებისა და კონტროლის სისტემების გამოყენება
კ
უწყვეტად უხარვეზო ოპერაციების გამოყენება
1.4.3.2. ორგანიზებული მტვრის ემისიები მტვრიანი ოპერაციების დროს, ღუმელში წვასთან დაკავშირებული პროცესების გარდა
BAT 59. მტვრიანი ოპერაციების დროს ორგანიზებული მტვრის ემისიების (ღუმელში წვასთან დაკავშირებული ოპერაციების გარდა) შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ერთ-ერთი ტექნიკის გამოყენებას და ტექნიკური მომსახურების მართვის სისტემის გამოყენებას, რომლებიც კონკრეტულად არის დაკავშირებული ტექნიკის მახასიათებლებთან/რენტაბელობასთან:
ტექნიკა[33]
გამოყენებადობა
ა
სახელოიანი ფილტრები
ზოგადად გამოყენებადია მაგნიუმის ოქსიდის წარმოების ყველა დანადგარში, განსაკუთრებით მტვრიანი ოპერაციების, გაცრის, დაქუცმაცებისა და დაფქვის ოპერაციებში
ბ
ცენტრიფუგული სეპარატორები / ციკლონები
სეპარაციის შეზღუდული დონის გამო, რაც სისტემაზე არის დამოკიდებული, ციკლონები ძირითადად გამოიყენება როგორც უხეში მტვრისა და აირჰაერმტვერნარევის წინასწარი სეპარატორები
გ
სველი მტვრის სეპარატორები
ზოგადად გამოყენებადია
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები
მტვრიანი ოპერაციებიდან წარმოქმნილი ორგანიზებული მტვრის ემისიებისთვის (ღუმელში წვის პროცესების გარდა), საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე (BAT-AEL) არის < 10 მგ/ნმ3, როგორც საშუალო სადღეღამისო ან სინჯების აღების პერიოდის საშუალო მაჩვენებელი (წერტილოვანი გაზომვა, არანაკლებ ნახევარი საათის განმავლობაში).
უნდა აღინიშნოს, რომ მცირე წყაროებისთვის (< 10 000 ნმ3/სთ) გათვალისწინებული უნდა იქნეს პრიორიტეტული მიდგომა, რომელიც ტექნიკური მომსახურების მართვის სისტემას ეფუძნება ფილტრის მახასიათებლების შემოწმების სიხშირესთან დაკავშირებით (იხ. აგრეთვე BAT 55).
1.4.3.3. ღუმელში წვის პროცესებიდან მტვრის ემისიები
BAT 60. ღუმელში წვის პროცესებიდან აირჰაერმტვერნარევის შემცირების მიზნით BAT ითვალისწინებს აირჰაერმტვერნარევის წმენდას ფილტრის მეშვეობით, ქვემოთ მოცემული ერთი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებული გამოყენებით:
ტექნიკა[34]
გამოყენებადობა
ა
ელექტროფილტრები (ESPs)
ელექტროფილტრები ძირითადად გამოწვის მბრუნავ ღუმლებში გამოიყენება. ისინი გამოყენებადია საკვამური აირების ტემპერატურებისთვის, რომლებიც კონდენსაციის ტემპერატურაზე უფრო მაღალია და არ აღემატება 370 °C – 400 °C-ს.
ბ
სახელოიანი ფილტრები
აირჰაერმტვერნარევიდან მტვრის დამჭერი სახელოიანი ფილტრები პრინციპში შეიძლება გამოყენებულ იქნეს მაგნიუმის ოქსიდის წარმოების პროცესის ყველა ელემენტისთვის, ისინი გამოყენებადია საკვამური აირების ტემპერატურებისთვის, რომლებიც კონდენსაციის ტემპერატურაზე უფრო მაღალია და არ აღემატება 280°C-ს.
კაუსტიკური კალცინირებული მაგნეზიის (CCM) და ბოლომდე გამომწვარი მაგნეზიის (DBM) წარმოებისთვის, მაღალი ტემპერატურის, კოროზიული ბუნებისა და საკვამური აირების დიდი მოცულობის გამო, რომლებიც ღუმელში გამოწვისას წარმოიშობა, გამოიყენება სპეციალური სახელოიანი ფილტრები, რომლებიც მაღალი ხარისხის ცეცხლგამძლე მასალისაგან უნდა დამზადდეს.
თუმცა, ბოლომდე გამომწვარი მაგნეზიის (DBM) წარმოების პრაქტიკა უჩვენებს, რომ 400 °C ტემპერატურის აირჰაერმტვერნარევის პირობებში მაგნეზიის წარმოებისთვის შესაბამისი დანადგარები არ არსებობს.
გ
ცენტრიფუგული სეპარატორები/ ციკლონები
სეპარაციის შეზღუდული დონის გამო, რაც სისტემაზე არის დამოკიდებული, ციკლონები ძირითადად გამოიყენება, როგორც უხეში მტვერისა და აირჰაერმტვერნარევის წინასწარი სეპარატორები
დ
სველი მტვრის სეპარატორები
ზოგადად გამოყენებადია
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AEL) მტვრის ემისიებისთვის, რომლებიც ღუმელში წვის პროცესებიდან წარმოიქმნება, არის < 20 – 35 მგ/ნმ3, როგორც საშუალო სადღეღამისო ან საშუალო მაჩვენებელი სინჯების აღების პერიოდის განმავლობაში (წერტილოვანი გაზომვები, სულ მცირე, ნახევარი საათის განმავლობაში).
1.4.4. აირადი ნაერთები
1.4.4.1. ზოგადი პირველადი ტექნიკა აირადი ნაერთების ემისიების შესამცირებლად
BAT 61. ღუმელში წვის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან აირადი ნაერთების (ანუ. NOx, HCl, SOx, CO) ემისიების შემცირების მიზნით, BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული პირველადი ტექნიკის ან ტექნიკების კომბინირებულ გამოყენებას:
ტექნიკა
გამოყენებადობა
ა
ღუმელში ჩასატვირთი ნივთიერებების გულდასმით შერჩევა და კონტროლი, რათა შემცირდეს დამაბინძურებლების პრეკურსორები, ანუ:
საწვავის შერჩევა, სადაც შესაძლებელია, გოგირდის, აზოტის და ქლორის დაბალი შემცველობით
ნედლეულის შერჩევა ორგანული ნივთიერებების დაბალი შემცველობით
სათანადო ნარჩენი საწვავის შერჩევა პროცესისთვის და სანთურისთვის
ზოგადად გამოყენებადია კირის წარმოებაში, ადგილობრივი ნედლეულისა და საწვავის არსებობის, გამოყენებული ღუმლის ტიპის, სასურველი პროდუქტის ხარისხისა და შერჩეულ ღუმელში საწვავის შეტანის ტექნიკური შესაძლებლობის გათვალისწინებით.
ნარჩენები შეიძლება განხილული იქნეს საწვავად მაგნეზიის წარმოებაში, თუმცა ეს ტექნიკა მაგნეზიის სექტორში 2007 წელს ჯერ გამოყენებული არ იყო.
ბ
პროცესის ოპტიმიზაციის ღონისძიებების/ტექნიკის გამოყენება ღუმლის უხარვეზო და სტაბილური პროცესის უზრუნველსაყოფად, რომელიც ჰაერის მოთხოვნილ სტექიომეტრულ დიაპაზონში ოპერირებს
პროცესის კონტროლის ოპტიმიზაცია მიესადაგება ღუმლის ყველა ტიპს, რომლებიც მაგნეზიის წარმოებაში გამოიყენება, თუმცა შეიძლება საჭირო იქნეს პროცესის კონტროლის რთული სისტემა.
1.4.4.2. NOx-ის ემისიები
BAT 62. ღუმელში წვის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან NOx-ის ემისიების შემცირების მიზნით BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინირებულ გამოყენებას:
ტექნიკა
გამოყენებადობა
ა
საწვავის სათანადო შერჩევა, საწვავში აზოტის შეზღუდული შემცველობის გათვალისწინებით
ზოგადად გამოყენებადია საწვავზე ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით
ბ
პროცესის ოპტიმიზაცია და წვის გაუმჯობესებული ტექნიკა
ზოგადად გამოყენებადია მაგნეზიის წარმოებაში
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები ღუმელში წვის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან NOx-ის ემისიებისთვის არის < 500 – 1 500 მგ/ნმ3, როგორც საშუალო სადღეღამისო სიდიდე ან საშუალო სიდიდე სინჯების აღების პერიოდში (წერტილოვანი გაზომვა, სულ მცირე, ნახევარი საათის განმავლობაში), რომელიც გამოისახება, როგორც NO2. უფრო დიდი მნიშვნელობები დაკავშირებულია მაღალ ტემპერატურასთან DBM-ის პროცესში.
1.4.4.3. CO-ის ემისიები და CO-ის გამოჟონვა
1.4.4.3.1. CO-ის ემისიები
BAT 63. ღუმელში წვის პროცესების საკვამური აირებიდან CO ემისიების შემცირების მიზნით BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინირებულ გამოყენებას:
ტექნიკა
გამოყენებადობა
ა
ნედლეულის შერჩევა ორგანული ნივთიერებების დაბალი შემცველობით
CO-ის ემისიების ნაწილი წარმოიშობა ნედლეულში არსებული ორგანული ნივთიერებებისაგან; შესაბამისად, ორგანული ნივთიერებების დაბალი შემცველობის მქონე საწვავით შესაძლებელია CO ემისიების შემცირება
ბ
პროცესის კონტროლის ოპტიმიზაცია
CO-ის ემისიების შემცირებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სრული და სწორი წვის უზრუნველყოფას. შეიძლება გაკონტროლდეს გამაგრილებლიდან მიწოდებული ჰაერი და პირველადი ჰაერი, ასევე საკვამური მილის ვენტილატორის გაწოვის სიმძლავრე, რათა წვის დროს ჟანგბადის დონე შენარჩუნებულ იქნეს 1-დან (აგლომერატისთვის) 1,5%-მდე (კაუსტიკურისთვის). ჰაერისა და საწვავის მიწოდების შეცვლით შესაძლებელია CO-ის ემისიების შემცირება. გარდა ამისა, CO-ის ემისიების შემცირება შეიძლება სანთურის სიღრმის ცვლილებით.
გ
გაკონტროლებული საწვავის მიწოდება მუდმივად და უწყვეტად
საწვავის გაკონტროლებული მიწოდება მოიცავს, მაგალითად: – ღუმლის სანთურში მაზუთისა და აირის რეგულირების მიზნით სასწორიანი მიმწოდებლების და სიზუსტის მაკონტროლებელი გამოწვის მბრუნავი სარქვლების გამოყენებას
გამოყენებადობა
CO-ის ემისიების შემცირების ტექნიკები ზოგადად გამოყენებადია მაგნეზიის წარმოებაში. ორგანული ნივთიერებების დაბალი შემცველობის მქონე ნედლეულის შერჩევა ასეთი ნედლეულის არსებობაზე არის დამოკიდებული.
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები ღუმელში წვის პროცესების დროს აირჰაერმტვერნარევიდან CO-ის ემისიებისთვის არის < 50 – 1 000 მგ/ნმ3, როგორც საშუალო სადღეღამისო სიდიდე ან საშუალო სიდიდე სინჯების აღების პერიოდისთვის (წერტილოვანი გაზომვა, სულ მცირე, ნახევარი საათის განმავლობაში).
1.4.4.3.2. CO-ის გაჟონვის შემცირება
BAT 64. ელექტროსტატიკური პრესიპიტატორების გამოყენებისას CO-ის გამოჟონვის შემცირების მიზნით BAT ითვალსიწინებს შემდეგი ტექნიკის გამოყენებას:
ტექნიკა
ა
CO-ის გამოჟონვის მართვა, რათა შემცირდეს ელექტროფილტრების მოცდენის დრო
ბ
CO-ის უწყვეტი ავტომატური გაზომვა მონიტორინგის ხელსაწყოებით, რომლებიც მოქმედებს რეაგირების მოკლე ინტერვალებით და CO-ის წყაროსთან ახლოს მდებარეობს.
აღწერა
უსაფრთხოების მიზნებისთვის, აფეთქების რისკის არსებობის გამო, ელექტროფილტრები უნდა გამოირთოს აირჰაერმტვერნარევში CO-ის დონის მატების შემთხვევაში. ქვემოთ მოცემული ტექნიკებით შესაძლებელია CO-ის გამოჟონვის პრევენცია და, შესაბამისად, ელექტროფილტრის მოცდენის დროის შემცირება:
– წვის პროცესის კონტროლი
– ნედლეულის ორგანული შემადგენლობის კონტროლი
– საწვავის ხარისხისა და საწვავის ჩატვირთვის სისტემის კონტროლი.
შეფერხება ძირითადად ხდება დანადგარის გაშვების ეტაპზე. უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის ელექტროფილტრის დაცვის აეროანალიზატორები ქსელში უნდა იყოს ჩართული ექსპლუატაციის ყველა ეტაპზე, ხოლო ელექტროფილტრის მოცდენის დრო შეიძლება შემცირდეს მონიტორინგის სარეზერვო სისტემის გამოყენებით, რომელიც საექსპლუატაციო რეჟიმში იქნება შენარჩუნებული.
საჭიროა CO-ის უწყვეტი მონიტორინგის სისტემის ოპტიმიზაცია რეაგირების დროის თვალსაზრისით და იგი CO-ის წყაროსთან ახლოს უნდა მდებარეობდეს, მაგალითად, წინასწარი გამაცხელებლის კოშკის გამოსასვლელში ან ღუმლის შესასვლელთან – სველი ღუმლის გამოყენების შემთხვევაში.
გამოყენებადობა
ზოგადად გამოყენებადია ელექტროფილტრებით (ESPs) აღჭურვილი ღუმლებისთვის.
1.4.4.4. SOX-ის ემისიები
BAT 65. ღუმელში წვის დროს აირჰაერმტვერნარევიდან SOx-ის ემისიების შემცირების მიზნით BAT ითვალისწინებს ქვემოთ მოცემული ტექნიკის კომბინირებულ გამოყენებას:
ტექნიკა
გამოყენებადობა
ა
პროცესის ოპტიმიზაციის ტექნიკა
ზოგადად გამოყენებადია
ბ
საწვავის შერჩევა გოგირდის დაბალი შემცველობით
ზოგადად გამოყენებადია გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე საწვავის არსებობის გათვალისწინებით, რაზედაც შეიძლება გავლენა იქონიოს წევრი სახელმწიფოს ენერგეტიკულმა პოლიტიკამ. საწვავის შერჩევა ასევე დამოკიდებულია საბოლოო პროდუქტის ხარისხზე, ტექნიკურ შესაძლებლობებსა და ეკონომიკურ მოსაზრებებზე.
გ
მშრალი აბსორბენტის დამატების ტექნიკა (სორბენტების შეფრქვევა აირჰაერმტვერნარევის ნაკადში, როგორიცაა MgO-ის რეაქტიული მარკები, ჩამქრალი კირი, გააქტიურებული ნახშირი და სხვ.), ფილტრებთან ერთად[35]
ზოგადად გამოყენებადია
დ
სველი სკრუბერი1
გამოყენებადობა შეიძლება შეიზღუდოს გვალვიან ადგილებში, რადგან მოითხოვს დიდი რაოდენობით წყალს და ჩამდინარე წყლების გაწმენდას
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები
იხ. ცხრილი 15.
ცხრილი 15
საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები ღუმელში წვის დროს SOx ემისიებისთვის მაგნეზიის წარმოებაში
პარამეტრი
ერთეული
BAT-AEL[36],[37]საშუალო სიდიდე სინჯების აღების პერიოდის განმავლობაში (წერტილოვანი გაზომვები, სულ მცირე, ნახევარი საათის განმავლობაში)
SOX SO2-ზე გადაანგარიშებით
მგ/ნმ3
< 50 – 400[38]
1.4.5. პროცესის დანაკარგები/ნარჩენები
BAT 66. პროცესის დანაკარგების/ნარჩენების შემცირების/მინიმიზირების მიზნით BAT ითვალისწინებს შეგროვებული მაგნიუმის კარბონატის მტვრის ხელახალ გამოყენებას პროცესში.
გამოყენებადობა
ზოგადად გამოყენებადია მტვრის ქიმიური შემადგენლობის გათვალისწინებით.
BAT 67. პროცესის დანაკარგების/ნარჩენების შემცირების/მინიმიზირების მიზნით BAT ითვალისწინებს შეგროვებული მაგნიუმის კარბონატის მტვრის გამოყენებას სხვა, გასაყიდად გამოსადეგ პროდუქტებში, როდესაც ისინი რეციკლირებას არ ექვემდებარება.
გამოყენებადობა
მაგნიუმის კარბონატის მტვრის გამოყენება სხვა, გასაყიდად გამოსადეგ პროდუქტებში, შეიძლება არ ექვემდებარებოდეს საქმიანობის განამხორციელებლის კონტროლს.
BAT 68. პროცესის დანაკარგების/ნარჩენების შემცირების/მინიმიზირების მიზნით BAT ითვალისწინებს აირჰაერმტვერნარევის დესულფურიზაციით მიღებული ლამის ხელახალ გამოყენებას პროცესში ან სხვა სექტორებში.
გამოყენებადობა
აირჰაერმტვერნარევის დესულფურიზაციისას მიღებული ლამის სხვა სექტორში გამოყენება შეიძლება არ ექვემდებარებოდეს საქმიანობის განმახორციელებლის კონტროლს.
1.4.6. ნარჩენების გამოყენება საწვავად და/ან ნედლეულად
BAT 69. მაგნიუმის ოქსიდის ღუმლებში საწვავად და/ან ნედლეულად გამოსაყენებელი ნარჩენების მახასიათებლების უზრუნველყოფის მიზნით BAT ითვალისწინებს შემდეგი ტექნიკის გამოყენებას:
ტექნიკა
ა
პროცესისა და სანთურისთვის შესაბამისი ნარჩენების შერჩევა
ბ
ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების გამოყენება ნარჩენების მახასიათებლების უზრუნველსაყოფად და ნებისმიერი ნარჩენის ანალიზისთვის, რომელიც ნედლეულად და/ან საწვავად იქნება გამოიყენებული, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ხელმისაწვდომობა
მუდმივი ხარისხი
ფიზიკური კრიტერიუმები, მაგ., ემისიების წარმოქმნა, სიუხეშე, რეაქტიულობა, წვისუნარიანობა, სითბური ღირებულება
ქიმიური კრიტერიუმები, მაგ., ქლორის, გოგირდის, ტუტეების და ფოსფატის და შესაბამისი მეტალების (მაგ., ჯამური ქრომის, ტყვიის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის, თალიუმის) შემცველობა
გ
გამოსაყენებელი ნებისმიერი ნარჩენის შესაბამისი პარამეტრების რაოდენობის კონტროლი, როგორიცაა, ჰალოგენების, მეტალების (მაგ., ქრომის, ტყვიის, კადმიუმის, ვერცხლისწყლის, თალიუმის) და გოგირდის ჯამური შემცველობა
გამოყენებადობა
ნარჩენები შეიძლება განხილულ იქნეს საწვავად და/ან ნედლეულად მაგნეზიის წარმოებაში (თუმცა ეს ტექნიკა მაგნეზიის სექტორში 2007 წელს ჯერ გამოყენებული არ იყო), მათზე ხელმისაწვდომობის, გამოყენებული ღუმლის ტიპის, პროდუქტის სასურველი ხარისხისა და ღუმელში საწვავის მიწოდების ტექნიკური შესაძლებლობის გათვალისწინებით.
ტექნიკის აღწერა
1.5. ცემენტის წარმოებისთვის გამოსაყენებელი ტექნიკის აღწერა
1.5.1. მტვრის ემისიები
ტექნიკა
აღწერა
ა
ელექტროფილტრები
ელექტროფილტრები (ESPs) ელექტროსტატიკურ ველს ქმნის ჰაერის ნაკადში მყარი ნაწილაკების გადაადგილების გზაზე. ნაწილაკები იმუხტებიან უარყოფითი მუხტით და გადაინაცვლებენ შეგროვების ფირფიტებისკენ, რომლებიც დადებითად არის დამუხტული. ეს ფირფიტები პერიოდულად ირხევა ან ვიბრირებს, რითაც ხდება მასალის გადანაცვლება, რის შედეგადაც იგი ვარდება ქვემოთ, შეგროვების ბუნკერებში. მნიშვნელოვანია, რომ ელექტროფილტრების რხევის ციკლი იყოს ოპტიმიზებული, რათა მინიმუმამდე შემცირდეს მყარი ნაწილაკების ხელახალი გადატანა და ამით მინიმუმამდე შემცირდეს ნაკადის ხილვადობაზე ზემოქმედების პოტენციალი.
ელექტროფილტრებისთვის მაღალ ტემპერატურაზე (დაახლოებით 400°С-მდე) და მაღალი ტენიანობის პირობებში მუშაობა არის დამახასიათებელი. ამ ტექნიკის მთავარი უარყოფითი მხარე არის ეფექტურობის შემცირება, რასაც იწვევს იზოლაციის შრე და მასალის დაგროვება, რაც შეიძლება დაგროვდეს ქლორისა და გოგირდის მაღალი შემცველობის დროს. ელექტროფილტრების საერთო რენტაბელობისთვის მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იქნეს აცილებული CO-ის გამოჟონვა.
მიუხედავად იმისა, რომ ცემენტის წარმოების სხვადასხვა პროცესებში ელექტროფილტრების გამოყენებისთვის რაიმე ტექნიკური შეზღუდვები არ არსებობს, ცემენტის ქარხნებში მასზე არჩევანს იშვიათად აკეთებენ, რაც დაკავშირებულია საინვესტიციო ხარჯებთან და რენტაბელობასთან ჩართვისა და გამორთვის მომენტში (შედარებით მაღალი ემისიების დონე).
ბ
სახელოიანი ფილტრები
სახელოიანი ფილტრები მტვრის ეფექტური კოლექტორებია. ქსოვილით გაფილტვრის ძირითადი პრინციპი მდგომარეობს ქსოვილის მემბრანის გამოყენებაში, რომელშიც აირები გადიან, მაგრამ მტვერი რჩება. გაფილტვრის გარემო გეომეტრიულად არის აგებული. თავდაპირველად მტვერი ილექება როგორც ზედაპირულ, ისე სიღრმეში განთავსებულ ქსოვილზე, თუმცა ზედაპირულ შრეში დაგროვებული შემდეგ თვით მტვერი ხდება ძირითადი გამფილტრავი საშუალება. გამომავალი აირები შეიძლება გამოვიდეს ტომრის ან შიდა ნაწილიდან, ან პირიქით. მტვრის ქერქის გასქელებასთან ერთად იზრდება აირის ნაკადისადმი წინაღობა. ამიტომ აუცილებელია გამფილტრავი მასალის პერიოდული გაწმენდა, რათა მოხდეს ფილტრზე აირის წნევის ცვლილების კონტროლი. სახელოიან ფილტრს უნდა ჰქონდეს რამდენიმე განყოფილება, რომელთა ცალ-ცალკე იზოლირება იქნება შესაძლებელი ტომრის ფუნქციის მოშლის შემთხვევაში, და მათი რაოდენობა უნდა იყოს საკმარისი, რათა განყოფილების გათიშვის შემდეგ უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისი ეფექტურობა. თითოეულ სექციაში უნდა არსებობდეს „გახეული ტომრის დეტექტორები“, რათა მითითება გაკეთდეს ტექნიკური მომსახურების აუცილებლობაზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ტომრის ტიპის ფილტრები მზადდება როგორც ნაქსოვი, ისე უქსოვი მასალებისგან. თანამედროვე სინთეტიკურ ქსოვილებს შეუძლიათ საკმაოდ მაღალ ტემპერატურაზე იმუშაონ, 280°С-მდე.
სახელოიანი ფილტრების მახასიათებლებზე ძირითადად ზემოქმედებას ახდენს სხვადასხვა პარამეტრი, როგორიცაა, გამფილტრავი მასალის თავსებადობა აირჰაერმტვერნარევისა და მტვრის მახასიათებლებთან; თერმული, ფიზიკური და ქიმიური მედეგობა, როგორიცაა, ჰიდროლიზი, მჟავები, ტუტეები და ჟანგვა; და პროცესის ტემპერატურები. ტექნოლოგიის შერჩევისას აუცილებელია აირჰაერმტვერნარევის ტენიანობისა და ტემპერატურის გათვალისწინება.
გ
ჰიბრიდული ფილტრები
ჰიბრიდული ფილტრები არის ელექტრო- და სახელოიანი ფილტრების ერთობლიობა ერთსა და იმავე ხელსაწყოში. ისინი ძირითადად მიიღება არსებული ელექტროფილტრების (ESPs) კონვერსიით. ისინი ძველი მოწყობილობების ნაწილობრივი ხელახალი გამოყენების საშუალებას იძლევა.
1.5.2. NOx-ის ემისიები
ტექნიკა
აღწერა
ა
პირველადი ღონისძიებები / ტექნიკა
I ალის გაგრილება
საწვავში ან უშუალოდ ალში წყლის დამატება შესხურების სხვადასხვა მეთოდით, როგორიცაა, ერთი სახის სითხის (უშუალოდ სითხის) ან ორი სახის სითხის (სითხის და კომპრესირებული ჰაერის ან მყარი ნივთიერების) ან თხევადი/მყარი ნარჩენების გამოყენება წყლის მაღალი შემცველობით, ამცირებს ტემპერატურას და ზრდის ჰიდროქსილის რადიკალების კონცენტრაციას. ამან შეიძლება დადებითად იმოქმედოს წვის ზონაში NOx-ის შემცირებაზე.
II სანთურები დაბალი NOx-ით
სანთურები NOx-ის დაბალი შემცველობით (არაპირდაპირი წვის) ერთმანეთისაგან დეტალებით განსხვავდება, თუმცა ღუმელში საწვავისა და ჰაერის შეტანა ძირითადად კონცენტრირებული მილებით ხდება. პირველადი ჰაერის ხვედრითი წილი 6-10%-მდე მცირდება, რომელიც სტოქიომეტრული წვისთვის არის საჭირო (ჩვეულებრივ, ტრადიციულ სანთურებში, ეს მაჩვენებელი 10–15%-ს შეადგენს). ღერძული ჰაერი შიგა არხში დიდი იმპულსით შეჰყავთ. ნახშირი შეიძლება გამოიტყორცნოს ცენტრალური მილით ან შუა არხით. მესამე არხი გამოიყენება ჰაერის დასატრიალებლად, სადაც ჰაერის ბორბალი წარმოიშობა ფრთებით, წვის მილის გამოსასვლელზე ან მის უკან. სანთურის ასეთი კონსტრუქციის საბოლოო შედეგი არის ძალიან ადრეული აალება ჟანგბადის დეფიციტიან ატმოსფეროში, განსაკუთრებით, საწვავში არსებული აქროლადი ნივთიერებების, რაც ამცირებს NOx-ის წარმოქმნას. დაბალი NOx-ის შემცველობიანი სანთურების გამოყენება ყოველთვის არ იწვევს NOx-ის ემისიების შემცირებას. საჭიროა სანთურის რეგულირების ოპტიმიზაცია.
III წვა შუა ღუმელში
გრძელ სველ და გრძელ მშრალ ღუმელებში ნატეხების სახით ჩატვირთული საწვავის მეშვეობით აღდგენის ზონის შექმნას შეუძლია NOx-ის ემისიების შემცირება. ვინაიდან გრძელ ღუმელებში არ მიიღწევა 900-1000°C ტემპერატურის მქონე ზონები, წვის სისტემების დაყენება შესაძლებელია შუა ღუმელებში, რათა მოხდეს ნამუშევარი საწვავის გამოყენება, რომელიც მთავარ სანთურში ვერ გაივლის (მაგალითად, საბურავების). კრიტიკული მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს საწვავის წვის სიჩქარეს. თუ იგი ძალიან დაბალია, წვის ზონაში შეიძლება შეიქმნას შემცირების პირობები, რაც მძიმე ზეგავლენას მოახდენს პროდუქტის ხარისხზე. თუ იგი ძალიან დიდია, შეიძლება მოხდეს ღუმლის ჯაჭვის ზონის გადახურება, რაც ჯაჭვის რგოლებს დაწვავს. ტემპერატურის დიაპაზონი, რომელიც 1100°C-ზე მეტია, გამორიცხავს სახიფათო ნარჩენების გამოყენებას, რომელშიც ქლორის შემცველობა 1 %-ზე მეტია.
IV მინერალიზატორების დამატება ნედლეულის წვისუნარიანობის გასაუმჯობესებლად (მინერალიზებული კლინკერი)
ნედლეულში მინერალიზატორების დამატება, როგორიცაა, ფტორი, არის ტექნიკა, რომელიც კლინკერის ხარისხს არეგულირებს და ცხობის ზონაში ტემპერატურის შემცირების საშუალებას იძლევა. წვის ტემპერატურის შემცირებით აგრეთვე მცირდება NOx-ის წარმოშობა/ფორმირება.
V პროცესის ოპტიმიზაცია
პროცესის ოპტიმიზაცია, როგორიცაა ღუმლის მუშაობისა და წვის პირობების უხარვეზოდ წარმართვა და ოპტიმიზაცია, ღუმლის მართვის ოპტიმიზაცია და/ან საწვავის ერთგვაროვანი მოწოდების უზრუნველყოფა, შეიძლება გამოყენებული იქნეს NOx-ის ემისიების შესამცირებლად. უკვე გამოყენებულ იქნა ოპტიმიზაციის ზოგადი პირველადი ღონისძიებები/ტექნიკები, როგორიცაა, ტექნოლოგიური პროცესების მართვის ღონისძიებები/ტექნიკები, არაპირდაპირი წვის გაუმჯობესებული ტექნოლოგიები, გამაგრილებლის ოპტიმიზირებული დაკავშირება და საწვავის შერჩევა, ასევე, ჟანგბადის ოპტიმიზირებული დონეები.
ბ
ეტაპობრივი / საფეხურებრივი წვა (ტრადიციული ან გამოყენებული საწვავის), ასევე, პრეკალცინაციისა და ოპტიმიზირებული საწვავის ნარევის გამოყენებით
ეტაპობრივი წვა გამოიყენება ცემენტის ღუმელებში, რომლებსაც სპეციალურად კონსტრუირებული პრეკალცინატორი აქვს. წვის პირველი ეტაპი ხდება გამოწვის მბრუნავ ღუმელში, კლინკერის წვის პროცესის ოპტიმალურ პირობებში. წვის მეორე ეტაპს წარმოადგენს სანთურა ღუმლის შესასვლელთან, რომელიც ქმნის აღმდგენელის ატმოსფეროს, რომელიც ახდენს აზოტის ოქსიდის გარკვეული ნაწილის დაშლას, რომლებიც გამოწვის ზონაში არის თავმოყრილი. ამ ზონაში არსებული მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით ხელსაყრელია NOx-ის კვლავ ელემენტარულ აზოტად გარდაქმნის რეაქციისთვის. წვის მესამე ეტაპზე, კალცინირების საწვავის ჩატვირთვა ხდება კალცინატორში მესამეული ჰაერის გარკვეულ რაოდენობასთან ერთად, რითაც იქაც იქმნება აღმდგენი ატმოსფერო. ეს სისტემა ამცირებს საწვავიდან NOx-ის წარმოქმნას, ასევე ამცირებს ღუმელიდან გამოსული NOx-ის რაოდენობას. წვის მეოთხე, ბოლო ეტაპზე, დარჩენილი მესამეული ჰაერი სისტემას მიეწოდება „ზედა ჰაერის“ სახით ნარჩენი წვისათვის.
გ
შერჩევითი არაკატალიზური აღდგენა (SNCR)
შერჩევითი არაკატალიზური აღდგენა (SNCR) ითვალისწინებს ამიაკის წყლის (25%-მდე NH3), ამიაკის პრეკურსორის ნაერთების ან შარდოვანას ხსნარის შესხურებას საკვამურ აირებში, რათა NO გარდაიქმნას N2-ად. ეს რეაქცია ოპტიმალურ ზემოქმედებას ახდენს 830-დან 1050 °C-მდე ტემპერატურის დიაპაზონში, და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შეკავების საკმარისი დრო, რათა შეტანილი აგენტები რეაქციაში შევიდნენ NO-სთან.
დ
შერჩევითი კატალიზური აღდგენა (SCR)
შერჩევითი კატალიზური აღდგენა (SCR) NO-ს და NO2-ს გარდაქმნის N2-ად, NH3-ის და კატალიზატორის დახმარებით, 300-დან 400 °C-მდე ტემპერატურის დიაპაზონში. ეს ტექნიკა ფართოდ გამოიყენება NOx-ის შესამცირებლად მრეწველობის სხვა დარგებში (ნახშირზე მომუშვე ელექტროსადგურები, ნარჩენების ინსინერაცია). ცემენტის წარმოებაში ძირითადად განიხილება ორი სისტემა: მტვერის დაბალშემცველობიანი კონფიგურაცია მტვრისაგან გაწმენდის ბლოკსა და საკვამურ მილს შორის და მტვრის მაღალი შემცველობის კონფიგურაცია გამაცხელებელსა და მტვრისაგან გაწმენდის ბლოკს შორის. მტვრის დაბალი შემცველობის აირჰაერმტვერნარევის სისტემას, მტვრისაგან გაწმენდის შემდეგ, ხელახალი გაცხელება სჭირდება, რამაც შეიძლება ენერგიის დამატებითი ხარჯი და წნევის დაცემა გამოიწვიოს. სისტემებს, სადაც მტვრის მაღალი დონეა, უპირატესობა ენიჭება ტექნიკური და ეკონომიკური მოსაზრებებით. ამ სისტემებს არ სჭირდება წინასწარი გაცხელება, რადგან სისტემის გამოსავალზე ნარჩენი აირების ტემპერატურა სწორ ტემპერატურულ დიაპაზონშია შერჩევითი კატალიზური შემცირების რეჟიმში მუშაობისთვის.
1.5.3. SOx-ის ემისიები
ტექნიკა
აღწერა
ა
აბსორბენტის დამატება
აბსორბენტს ამატებენ ან ნედლეულს (მაგალითად, ჩამქრალი კირის დანამატი) ან შეჰყავთ აირის ნაკადში (მაგალითად, ჩამქრალი კირი Ca(OH)2), ჩაუმქრალი კირი (CaO), გააქტიურებული ნაცარი CaO-ის მაღალი შემცველობით ან ნატრიუმის ჰიდროკარბონატი (NaHCO3)).
ჩამქრალი კირი შეიძლება ჩაიტვირთოს ნედლეულის საფქვავში ნედლეულის ნაერთებთან ერთად ან პირდაპირ დაემატოს ღუმელში ჩასატვირთ ნედლეულს. ჩამქრალი კირის დამატებას ის უპირატესობა აქვს, რომ კალციუმის შემადგენლობიანი დანამატი ქმნის რეაქციისთვის საჭირო პროდუქტებს, რომლებიც შეიძლება უშუალოდ იქნეს ჩართული კლინკერის გამოწვის პროცესში.
აბსორბენტის შეტანა აირის ნაკადში შეიძლება გამოყენებულ იქნეს მშრალი ან სველი სახით (ნახევრად მშრალი გაწმენდა), აბსორბენტის შეტანა ხდება აირჰაერმტვერნარევის არხში მაღალ ტემპერატურაზე, რომელიც ახლოს არის კონდენსაციის ტემპერატურასთან, რაც უფრო ხელსაყრელ პირობებს ქმნის SO2-ის დასაჭერად. ცემენტის ღუმლების სისტემაში ტემპერატურის ეს დიაპაზონი ძირითადად მიიღწევა ზონაში, რომელიც მდებარეობს ნედლეულის საფქვავსა და მტვრის კოლექტორს შორის.
ბ
სველი სკრუბერი
ნახშირზე მომუშვე ელექტროსადგურებში, სველი სკრუბერი ყველაზე ხშირად გამოიყენება აირჰაერმტვერნარევის დესულფურიზაციისთვის. ცემენტის წარმოების პროცესებში SO2 -ის ემისიების შემცირების აღიარებულ მეთოდად ითვლება სველი პროცესი. სველი სკრუბერის მოქმედება ეფუძნება შემდეგ ქიმიურ რეაქციას:
SO2 + ½ O2 + 2 H2 O + CaCO3 ←→ CaSO4 · 2 H2 O + CO2
SOx-ს შთანთქავს სითხე/სუსპენზია, რომელსაც აფრქვევენ გასაფრქვევ კოშკურაში. აბსორბენტს წარმოადგენს კალციუმის კარბონატი. სველი წმენდის სისტემები უზრუნველყოფს ხსნადი მჟავა აირების ყველაზე ეფექტურ ამოღებას აირჰაერმტვერნარევის დესულფურიზაციის ყველა სხვა მეთოდთან შედარებით. ტექნოლოგიას სჭირდება წყლის გარკვეული რაოდენობა, რასაც შემდგომში სჭირდება ჩამდინარე წყლების გაწმენდა.
1.6. კირის წარმოების ტექნიკის აღწერა
1.6.1. მტვრის ემისიები
ტექნიკა
აღწერა
ა
ელექტროფილტრი (ESP)
ESPs-ის ზოგადი აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.5.1.
ელექტროფილტრი (ESP) გამოიყენება მაშინ, როდესაც ტემპერატურა არის კონდენსაციის ტემპერატურაზე უფრო მაღალი და არ აღემატება 400°C-ს. გარდა ამისა, ელექტროსტატიკური დამლექავები ასევე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კონდენსაციის ტემპერატურაზე და მის ქვემოთაც. დიდი მოცულობითი ნაკადებისა და შედარებით მაღალი დამტვერიანების გამო, ელექტროფილტრებით აღჭურვილი არიან ძირითადად გამოწვის მბრუნავი ღუმლები, რომლებსაც აქვთ წინასწარი გამაცხელებელი, ასევე ისინიც, რომლებსაც წინასწარი გამაცხელებელი არა აქვს. ჩაქრობის კოშკურის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია რენტაბელობის შესანიშნავი დონის მიღწევა.
ბ
სახელოიანი ფილტრი
ქსოვილი ფილტრების ზოგადი აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.5.1.
სახელოიანი ფილტრები კარგად გამოიყენება: ღუმელებში; საფქვავებსა და ჩაუმქრალი კირის წისქვილებში; კირქვის წარმოებაში; კირის ჰიდრატაციის დანადგარებში; მასალების ტრანსპორტირებაში; და სასაწყობე და სატვირთო ობიექტებზე. ხშირად სასარგებლო შედეგს იძლევა მათი კომბინაცია ციკლონის ტიპის წინასწარ ფილტრებთან. სახელოიანი ფილტრების მუშაობას ზღუდავს აირჰაერმტვერნარევის პირობები, როგორიცაა, ტემპერატურა, ტენიანობა, მტვერის შემცველობა და ქიმიური შემადგენლობა. ქსოვილების სხვადასხვა მასალა არსებობს, რომლებიც მდგრადია მექანიკური, თერმული და ქიმიური ცვეთის მიმართ, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სახელოიანი ფილტრი.
გ
მტვრის სველი სეპარატორი
მტვრის სველ სეპარატორებში მტვრის გამოყოფა ხდება გამოსული აირების ნაკადიდან, რისთვისაც აირის ნაკადს მჭიდროდ უკავშირდება გამწმენდი სითხე (ჩვეულებრივ, წყალი), იმგვარად, რომ მტვრის ნაწილაკები რჩება წყალში და შესაძლებელი ხდება მათი გადარეცხვა. მტვრის მოსაცილებლად სველი სკრუბერების რამდენიმე სახეობა არსებობს. კირის გამოწვის ღუმელებში გამოყენებული ძირითადი სახეობებია: მრავალკასკადური/მრავალსაფეხურიანი სველი სკრუბერები; დინამიური სველი სკრუბერები; და სველი სკრუბერი „ვენტური“.
დ
ცენტრიფუგული სეპარატორი/ციკლონი
ცენტრიფუგულ/ციკლონურ სეპარატორში, მტვრის ნაწილაკები, რომლებიც გამომავალი აირებიდან უნდა გამოიყოს, აგრეგატის გარე კედელზე გამოიდევნება ცენტრიდანული ძალის საშუალებით, ხოლო შემდეგ მათი მოცილება ხდება აგრეგატის ფუძეზე გაკეთებული ხვრელების მეშვეობით. ცენტრიდანული ძალები შეიძლება წარმოიქმნას აირის ნაკადის სპირალური მოძრაობით ცილინდრულ ჭურჭელში (ციკლონურ სეპარატორებში), ან აგრეგატში ინტეგრირებული მბრუნავი მუშა ბორბლის (მექანიკური ცენტრიდანული სეპარატორები) მეშვეობით. მიუხედავად ამისა, მტვრის ნაწილაკების მოცილების შეზღუდული ეფექტურობის გამო ისინი მხოლოდ წინასწარი სეპარაციისთვის გამოდგება. ისინი ელექტროფილტრებსა და სახელოიანი ფილტრებს დიდი დამტვერიანებისაგან ათავისუფლებს და ამცირებენ აბრაზიული ცვეთის პრობლემებს.
1.6.2. NOx-ის ემისიები
ტექნიკა
აღწერა
ა
სანთურის კონსტრუქცია (სანთური დაბალი NOx-ით)
სანთურები NOx-ის დაბალი შემცველობით გამოსადეგია ალის ტემპერატურის შესამცირებლად და, ასეთი გზით, NOx-ის თბური და (გარკვეული ხარისხით) საწვავის ემისიების შესამცირებლად. NOx-ის შემცველობის შემცირების მიღწევა ხდება გამწმენდი ჰაერის მიწოდებით – რათა შემცირდეს ალის ტემპერატურა, ან სანთურის იმპულსურ რეჟიმში მუშაობით. სანთურები NOx-ის დაბალი შემცველობით ემსახურება პირველადი ჰაერის ხვედრითი წილის შემცირებას, რითაც მცირდება NOx-ის წარმოქმნა, მაშინ როდესაც ჩვეულებრივი მრავალარხიანი სანთურების შემთხვევაში პირველადი ჰაერის რაოდენობა ჰაერის საერთო რაოდენობის 10-დან 18%-ს შეადგენს. პირველადი ჰაერის უფრო მეტი რაოდენობა იწვევს მოკლე და ინტენსიურ აალებას, რაც ცხელ მეორად ჰაერთან და საწვავთან უფრო ადრე შერევის შედეგია. ამის შედეგად იზრდება ალის ტემპერატურა და წარმოიქმნება დიდი რაოდენობით NOx, რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელია NOx-ის დაბალი შემცველობის მქონე სანთურებით.
ბ
ჰაერის ეტაპები
შემცირების/აღდგენის დონე იქმნება რეაქციის პირველად ზონებში ჟანგბადის მიწოდების შემცირებით. ამ ზონებში მაღალი ტემპერატურა განსაკუთრებით ხელსაყრელია NOx-ის ელემენტარულ აზოტად გარდაქმნისთვის. წვის უფრო გვიან ზონებში ჰაერისა და ჟანგბადის მიწოდება იზრდება წარმოქმნილი აირების დასაჟანგად. წვის ზონაში ჰაერისა და აირის ეფექტური შერევა აუცილებელია CO-ის და NOx-ის დაბალი დონის შესანარჩუნებლად.
2007 წელს ჰაერის ეტაპები კირის წარმოების სექტორში გამოყენებული არ იყო.
გ
შერჩევითი არაკატალიზური აღდგენა (SNCR)
აირჰაერმტვერნარევიდან აზოტის ოქსიდების (NO და NO2) მოცილება ხდება შერჩევითი არაკატალიზური შემცირებით/აღდგენით და ისინი აზოტად და წყლად გარდაიქმნება ღუმელში აღმდგენელი აგენტის შეტანით, რომელიც რეაქციაში შედის აზოტის ოქსიდებთან. აღმდგენელ აგენტად ძირითადად გამოიყენება ამიაკი ან შარდოვანა. რეაქცია მიმდინარეობს 850-დან 1020 °C-მდე ტემპერატურის დიაპაზონში. ოპტიმალური დიაპაზონი შეადგენს 900-920°C-ს.
1.6.3. SOx-ის ემისიები
ტექნიკა
აღწერა
ა
აბსორბენტის დამატების ტექნიკები
ეს ტექნიკა ითვალისწინებს მშრალი სახით აბსორბენტის დამატებას უშუალოდ ღუმელში (შეტანით ან შეფრქვევით), ხოლო მშრალი ან სველი სახით (მაგალითად, ჩამქრალი კირის ან ნატრიუმის ბიკარბონატის) შეტანა ხდება აირჰაერმტვერნარევში, რაც მიზნად ისახავს SO x-ის ემისიების ამოღებას. აბსორბენტის საკვამურ აირებში შესხურების შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესხურების წერტილსა და მტვრის კოლექტორს (სახელოიანი ფილტრი ან ელექტროფილტრი) შორის ყოფნის საკმარისი დრო, რათა მივიღოთ აბსორბციის ეფექტი.
გამოწვის მბრუნავი ღუმლებისთვის აბსორბციის ტექნიკა შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
წვრილი ფრაქციის კირქვის გამოყენება: პირდაპირ გამოწვის მბრუნავ ღუმელში, რომელიც დოლომიტით იკვებება, SO2-ის ემისიების შემცირება შეიძლება მოხდეს ნედლეულის ხარჯზე, რომელშიც არის ან დიდი რაოდენობით წვრილი ფრაქციის კირქვა, ან გახურების შედეგად დაშლისკენ აქვს მიდრეკილება. წვრილად დანაწევრებული კირქვის კალცინატები გადაადგილდება ღუმელში აირებთან ერთად და გზაზე იერთებს SO2-ს და გადააქვთ ისინი მტვრის კოლექტორში.
კირის შეტანა წვისთვის განკუთვნილ ჰაერში: დაპატენტებული ტექნოლოგია EP 0 734 755 A1), რომელიც იღებს SO2-ის ემისიებს გამოწვის მბრუნავი ღუმლებიდან წვრილი ფრაქციის მქონე ჩაუმქრალი ან ჩამქრალი კირის ჰაერში შებერვის მეშვეობით, რომელიც ღუმლის თავსახურიდან ეწოდება.
1.7. მაგნეზიის მრეწველობის ტექნიკის აღწერა (მშრალი პროცესის ხაზი)
1.7.1. მტვრის ემისიები
ღონისძიება/ტექნიკა
აღწერა
ა
ელექტროფილტრები (ESPs)
ელექტროფილტრების ზოგადი აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.5.1
ბ
სახელოიანი ფილტრები
სახელოიანი ფილტრების ზოგადი აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.5.1
სახელოიანი ფილტრები ნაწილაკების შეკავების მაღალი დონით ხასიათდება, 98 – 99%-ის ფარგლებში, ნაწილაკების ზომიდან გამომდინარე. ეს მეთოდი უზრუნველყოფს ნაწილაკების შეგროვების საუკეთესო ეფექტურობას მტვერის შემცირების სხვა ღონისძიებებთან/ტექნიკასთან შედარებით, რომლებიც მაგნეზიის წარმოებაში გამოიყენება. თუმცა, ღუმლის აირჰაერმტვერნარევის მაღალი ტემპერატურის გამო აუცილებელია სპეციალური გამფილტრავი მასალების გამოყენება, რომლებიც მაღალ ტემპერატურებს უძლებს.
DBM-ის წარმოებაში გამოიყენება გასაფილტრი მასალები, რომლებიც 250 °C-მდე ტემპერატურაზე მუშაობს, როგორიცაა PTFE (ტეფლონის) ფილტრის მასალა. ფილტრის ეს მასალა კარგ რეზისტენტობას ავლენს მჟავეებისა თუ ტუტეების მიმართ და კოროზიასთან დაკავშირებულ მრავალ პრობლემას აგვარებს.
გ
ციკლონები (ცენტრიფუგული სეპარატორები)
ციკლონების ზოგადი აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.6.1.
ეს არის საიმედო მოწყობილობა, რომელსაც მუშაობის ფართო ტემპერატურული დიაპაზონი და დაბალი ენერგომოხმარება აქვს. სეპარირების შეზღუდული ხარისხის გამო, რომელიც სისტემაზე არის დამოკიდებული, ციკლონები ძირითადად გამოიყენება უხეში მტვრისა და აირჰაერმტვერნარევის წინასწარი სეპარირებისთვის.
დ
მტვრის სველი სეპარატორები
მტვრის სველი სეპარირების ძირითადი აღწერა (სველ სკრუბერსაც უწოდებენ) მოცემულია განყოფილებაში 1.6.1.
მტვრის სველი სეპარატორები შეიძლება რამდენიმე სახედ დაიყოს, მათი კონსტრუქციისა და ფუნქციონირების პრინციპების საფუძველზე, როგორიცაა, მაგალითად, ვენტურის ტიპი. მტვრის სველი სეპარატორის ეს ტიპი მაგნეზიის წარმოებაში გამოიყენება, მათ შორის ისეთ პროცესბშიც, როდესაც აირი ვენტურის მილის ყველაზე ვიწრო კვეთაში გადის, რომელსც „ვენტურის ყელს“ უწოდებენ. აქ აირის სიჩქარემ შეიძლება მიაღწიოს 60-დან 120-მდე მ/წმ. გამრეცხი სითხეები, რომლებიც ვენტურის მილის თავიდან მიეწოდება, ძალიან წვრილი წვეთებისაგან შემდგარი ღრუბლის სახით იფანტება და ინტენსიურად ერევა აირს. წყლისაგან გამოყოფილი ნაწილაკები მძიმდება და მათი მოცილება ადვილად არის შესაძლებელი წვეთების სეპარატორით, რომელიც ვენტურის სველ სეპარატორში არის დაყენებული.
1.7.2. SOx-ის ემისიები
ტექნიკა
აღწერა
ა
აბსორბენტის დამატების ტექნიკა
ეს ტექნიკა ითვალისწინებს აირჰაერმტვერნარევში აბსორბენტის შეტანას მშრალი ან სველი სახით (ნახევრად მშრალი სკრუბერი), რათა მოხდეს SOx-ის ემისიების ამოღება. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შესხურების წერტილსა და მტვრის კოლექტორს შორის აირის ყოფნის საკმარისი დრო, რათა მივიღოთ მაღალეფექტური აბსორბცია.
რეაქციის უნარის მქონე MgO შეიძლება გამოყენებული იქნეს SO2-ის ეფექტურ აბსორბენტად მაგნეზიის წარმოებაში. სხვა აბსორბენტებთან შედარებით დაბალეფექტურობის მიუხედავად, MgO-ს აქვს ორმაგი უპირატესობა, რადგან იგი ამცირებს საინვესტიციო ხარჯებს და, ამავდროულად, გაფილტრული მტვერი არ ბინძურდება სხვა ნივთიერებებით, მათი გამოყენება ხელმეორედ შესაძლებელია მაგნეზიის წარმოებაში ნედლეულის ნაცვლად, ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასუქად (მაგნიუმის სულფატი), რითაც მინიმუმამდე შემცირდება ნარჩენების წარმოქმნა.
ბ
სველი სკრუბერი
სველი სკრუბერის ტექნიკა ითვალისწინებს SOx-ის აბსორბციას სითხეში/სუსპენზიაში, რომელთა შეფრქვევა ხდება აირჰაერმტვერნარევის საწინააღმდეგო მიმართულებით გაფრქვევის კოშკურაში. ამ ტექნიკისთვის საჭიროა 5-დან 12 მ3/ ტონა პროდუქტზე, რასაც შემდგომში აუცილებლად სჭირდება ჩამდინარე წყლების გაწმენდა.
[1] საქართველოს კანონი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე; 5898-სს; 21/05/2020).
[2] აგლომერაციით მიღებული დოლიმისთვის, რომელიც „ორმაგი გატარების პროცესით“ მიიღება, ჟანგბადის კორექტირება არ გამოიყენება.
[3] ბოლომდე გამომწვარი მაგნიუმისთვის (DBM), რომელიც „ორმაგი გატარების პროცესით“ მიიღება, ჟანგბადის კორექტირება არ გამოიყენება.
[4] ტექნიკის აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.5.1.
[5] ტექნიკის აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.5.2.
[6] BAT-AEL-ის დიაპაზონის ზედა ზღვარი არის 500 მგ/ნმ3, თუ NOx-ის თავდაპირველი დონე მთავარი ტექნიკის შემდეგ არის > 1 000 მგ/ნმ3.
[7] არსებული ღუმლის კონსტრუქციას, საწვავის ნარევის მახასიათებლებს, ნარჩენი საწვავისა და ნედლეული მასალის წვისუნარიანობის ჩათვლით (მაგ., სპეციალური ცემენტის ან თეთრი ცემენტის კლინკერი), შეუძლია ზემოქმედება იქონიოს ამ დიაპაზონის ფარგლების დაცვის უნარზე. 350 მგ/ნმ3-ზე დაბალი დონეები მიიღწევა ხელსაყრელ პირობებში მყოფ ღუმელებში, როდესაც ხდება შერჩევითი არაკატალიზური აღდგენის (SNCR) გამოყენება. 2008 წელს სამ აგრეგატზე (გამოყენებული იყო ადვილად წვადი ნარევი) დაფიქსირდა უფრო დაბალი სიდიდე – 200 მგ/ნმ3, როგორც თვიური საშუალო მაჩვენებელი SNCR-ის გამოყენებით.
[8] დამოკიდებულია თავდაპირველ დონეებზე და NH3 -ის გადაადგილებაზე.
[9] ამონიუმის მოძრაობა დამოკიდებულია NOx-ის საწყის დონეზე და NOx-ის შემცირების ეფექტურობაზე. ლეპოლისა და გრძელი გამოწვის მბრუნავი ღუმლებისთვის დონე შეიძლება უფრო მაღალიც იყოს.
[10] ტექნიკის აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.5.3.
[11] დიაპაზონში გათვალისწინებულია ნედლეულში გოგირდის შემცველობა.
[12] თეთრი ცემენტის და სპეციალური ცემენტის კლინკერის წარმოებისთვის, კლინკერის უნარი შეინარჩუნოს საწვავის გოგირდი, შესაძლოა მნიშვნელოვნად დაბალი იყოს, რაც SOx -ის უფრო მაღალ ემისიებს იწვევს.
[13] დაბალი დონეები დაფიქსირდა ნედლეულისა და საწვავის ხარისხის საფუძველზე. სიდიდეები, რომლებიც აღემატება 0,03 მგ/ნმ3-ს, დამატებით კვლევას საჭიროებს. სიდიდეები, რომლებიც ახლოსაა 0,05 მგ/ნმ3-თან, დამატებითი ტექნიკის განხილვას მოითხოვს (მაგ., აირჰაერმტვერნარევის ტემპერატურის დაწევა, გააქტიურებული ნახშირი).
[14] დაბალი დონეები დაფიქსირდა ნედლეულისა და საწვავის ხარისხის საფუძველზე.
[15] ენერგომოხმარება დამოკიდებულია პროდუქტის ტიპზე, პროდუქტის ხარისხზე, პროცესის პირობებზე და ნედლეულზე.
[16] ამ ტექნიკის აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.6.1.
[17] საჭიროების შემთხვევაში, საკვამური აირების წინასწარი დამუშავებისთვის, შეიძლება გამოყენებული იქნეს ცენტრიფუგის ტიპის სეპარატორები/ციკლონები.
[18] ტექნიკის აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.6.1.
[19] როდესაც მტვრის კუთრი წინაღობა მაღალია, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები შეიძლება მაღალი იყოს, 30 მგ/ნმ3-მდე, როგორც საშუალო სიდიდე.
[20] ტექნიკის აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.6.2.
[21] ტექნიკის აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.6.2.
[22] დიაპაზონის ზედა ზღვრები დაკავშირებულია დოლიმისა და მყარი გამომწვარი კირის წარმოებასთან. დიაპაზონის ზედა ზღვარზე უფრო მაღალი დონეები შეიძლება დაკავშირებული იყოს ცხობის მეთოდით მიღებული დოლიმის წარმოებასთან.
[23] როდესაც BAT 45 (ა)-ში მითითებული პირველადი ტექნიკები ამ დონის მისაღწევად საკმარისი არ არის, ხოლო NOx იმისიების 350 მგ/ნმ3-მდე შესამცირებლად მეორადი ტექნიკა ვერ იქნება გამოყენებული, ზედა ზღვარი იქნება 500 მგ/ნმ3, განსაკუთრებით მყარი გამომწვარი კირისთვის და ბიომასის სახით საწვავად გამოყენებისთვის.
[24] გრძელ მბრუნავ ღუმელში (LRK) და პარალელური ნაკადის რეგენერაციულ ღუმლებში, რომლებშიც გამომწვარი კირის წარმოება ხდება, ზედა ზღვარი შეიძლება აღწევდეს 800 მგ/ნმ3-ს.
[25] ამ ტექნიკის აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.6.3.
[26] ეს დონე დამოკიდებულია აირჰაერმტვერნარევში SOx-ის თავდაპირველ დონეზე და შემცირებისათვის გამოყენებულ ტექნიკაზე.
[27] აგლომერაციული დოლიმისთვის, რომელიც „ორმაგი გატარების პროცესით“ მიიღება, SOx-ის ემისიები შეიძლება დიაპაზონის ზედა ზღვარზე უფრო მაღალი იყოს.
[28] ემისიების დონე შეიძლება უფრო მაღალიც იყოს, რაც დამოკიდებულია გამოყენებულ ნედლეულზე და/ან წარმოებული კირის ტიპზე, მაგ., ჰიდრავლიკური კირის.
[29] BAT-AEL არ გამოიყენება შერეული ჩატვირთვის შახტურ ღუმელში (MFSK) და წრიულ შახტურ ღუმელში (ASK).
[30] დონე შეიძლება უფრო მაღალიც იყოს, რაც დამოკიდებულია ნედლეულში ორგანული ნივთიერებების შემცველობაზე და/ან წარმოებული კირის ტიპზე, განსაკუთრებით, ბუნებრივი ჰიდრავლიკური კირის წარმოებაში.
[31] გამონაკლის შემთხვევებში დონე შეიძლება უფრო მაღალი იყოს.
[32] ეს დიაპაზონი ასახავს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც მოცემულია BREF-ის თავში მაგნიუმის ოქსიდის შესახებ. უფრო კონკრეტული ინფორმაცია ამ პროდუქტებთან დაკავშირებული საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ არ მოუწოდებიათ.
[33] ამ ტექნიკის აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.7.1.
[34] ამ ტექნიკის აღწერა მოცემულია განყოფილებაში 1.7.1.
[35] ამ ღონისძიების.ტექნიკის აღწერა მოცმულია განყოფილებაში 1.7.2.
[36] საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AELs) დამოკიდებულია ნედლეულსა და საწვავში გოგირდის შემცველობაზე. დიაპაზონის ქვედა ზღვარი დაკავშირებულია გოგირდის დაბალი შემცველობის მქონე ნედლეულის გამოყენებასთან და ბუნებრივი აირის გამოყენებასთან; დიაპაზონის ზედა ზღვარი დაკავშირებულია გოგირდის მაღალი შემცველობის მქონე ნედლეულის გამოყენებასთან და/ან გოგირდის შემცველი საწვავის გამოყენებასთან.
[37] SOx-ის ემისიების შესამცირებლად საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის საუკეთესო კომბინაციის შეფასებისას აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული სხვადასხვა გარემოს ზემოქმედება.
[38] როდესაც სველი სკრუბერი გამოყენებადი არ არის, საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონეები (BAT-AELs) ნედლეულსა და საწვავში გოგირდის შემცველობაზე არის დამოკიდებული. ასეთ შემთხვევაში, ხელმისაწვდომი ტექნიკის შესაბამისი ემისიის დონე არის < 1 500 მგ/ნმ3, ხოლო SOx-ის ემისიების ამოღების ეფექტურობა, სულ მცირე, 60%-ია.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტექნიკური რეგლამენტის − ცემენტის, კირის და მაგნიუმის ოქსიდის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − ცემენტის, კირის და მაგნიუმის ოქსიდის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 21.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „ტექნიკური რეგლამენტის − ცემენტის, კირის და მაგნიუმის ოქსიდის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე?
- „ტექნიკური რეგლამენტის − ცემენტის, კირის და მაგნიუმის ოქსიდის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე მიღებულია 21.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №461. სარეგისტრაციო კოდი — 300160070.10.003.026011.
- სად არის „ტექნიკური რეგლამენტის − ცემენტის, კირის და მაგნიუმის ოქსიდის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის − ცემენტის, კირის და მაგნიუმის ოქსიდის წარმოებისთვის საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) შესახებ დასკვნების“ დამტკიცების თაობაზე, №461, 21.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.026011 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7006797/