„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული სტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 ნოემბრის №227/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№132/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.018910
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №132/ნ

2026 წლის 25 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 ნოემბრის №227/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№1356-Vმს-XIმპ; 04/02/2026) მე-2 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 ნოემბრის №227/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge; 20/11/2019, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017847) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების“:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მიმართოს წინადადებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს (შემდგომ – მინისტრი) დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე;“.

2. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე გამწესების წესი

1. ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომლის ასაკი არ აღემატება 65 წელს და რომელსაც აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ან/და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

2. ობსერვატორიის დირექტორი თანამდებობაზე ინიშნება 5 წლის ვადით. ერთი და იგივე პირი დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.

3. ობსერვატორიის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

4. ობსერვატორიის დირექტორს უფლებამოსილება უწყდება შემდეგ შემთხვევებში:

ა) უფლებამოსილების ვადის ამოწურვის საფუძველზე;

ბ) მინისტრისთვის წარდგენილი პირადი განცხადების საფუძველზე;

გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი იმ განაჩენის ძალაში შესვლის საფუძველზე, რომელიც შეუძლებელს ხდის ობსერვატორიის დირექტორის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების შესრულებას;

დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარების საფუძველზე ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის საფუძველზე, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

ე) გარდაცვალების/უგზო-უკვლოდ დაკარგვის საფუძველზე;

ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საფუძვლით.

5. მინისტრი უფლებამოსილია, ობსერვატორიის დირექტორის თანამდებობაზე ამ მუხლით დადგენილი წესით პირის დანიშვნამდე, დანიშნოს ობსერვატორიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგივი მიქანაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული სტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 ნოემბრის №227/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული სტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 ნოემბრის №227/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.09.2026.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული სტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 ნოემბრის №227/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული სტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 ნოემბრის №227/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №132/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 430210000.22.022.018910.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული სტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 ნოემბრის №227/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.09.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული სტროფიზიკური ობსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 ნოემბრის №227/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №132/ნ, 25.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018910 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7007837/