„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №45 |
|
2026 წლის 30 სექტემბერი ქ. ბათუმი |
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საშტატო განრიგების პროექტების მომზადება;“.
2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) ახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან (საკრებულო, მერია, თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები) დადგენილი წესით ფინანსური ანგარიშგების მიღებას, საბიუჯეტო მაჩვენებლებთან შედარებას;“.
3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) მერიის სხვა სამსახურებთან კოორდინაციით ამზადებს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საშტატო განრიგების დამტკიცების თაობაზე მერის შესაბამისი ბრძანების პროექტებს;“.
4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ო“– „რ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) ახორციელებს სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში ჩართული, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციებიდან გაფორმებული ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაციის მიღებას, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშვეობით. უზრუნველყოფს წარმოდგენილი ინფორმაციის სისრულის შემოწმებას და გადაგზავნას სახელმწიფო ხაზინაში. არასრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში წარმომდგენისთვის შენიშვნით უკან დაბრუნებას;
პ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან ვალდებულებების დოკუმენტების და კვარტალური განაცხადების მიღებას, სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშვეობით. უზრუნველყოფს წარმოდგენილი დოკუმენტების რეკვიზიტების სისრულის და საბიუჯეტო კლასიფიკაციასთან შესაბამისობის შემოწმებას და გადაგზავნას სახელმწიფო ხაზინაში. არასრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, წარმომდგენისთვის შენიშვნით უკან დაბრუნებას;
ჟ) ახორციელებს სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში ჩართული, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან საგადახდო მოთხოვნების მიღებას სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის მეშვეობით. უზრუნველყოფს წარმოდგენილი დოკუმენტების რეკვიზიტების სისრულის შემოწმებას და მათ შედარებას შესაბამის ვალდებულებებთან, გადაგზავნას სახელმწიფო ხაზინაში. არასრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში წარმომდგენისთვის შენიშვნით უკან დაბრუნებას;
რ) ახორციელებს სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში ჩართული, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან წარმოდგენილ წინასწარ გადახდილ თანხებზე დამოწმების დოკუმენტების მიღებას, დამუშავებას, დადასტურებას და გადაგზავნას სახელმწიფო ხაზინაში. არასრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში წარმომდგენისთვის შენიშვნით უკან დაბრუნებას;“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.09.2026.
- როდის იქნა მიღებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 30.09.2026. მიმღები ორგანო — ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №45. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.132.016784.
- სად არის „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №45, 30.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.132.016784 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7008707/