მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2026 წლის 3
ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ
იმ საარჩევნო უბნებში, სადაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში საკრებულოს წევრობის ორი კანდიდატი მონაწილეობს, მთვლელებთან ერთად საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში მონაწილეობის მიზნით ამ კანონის 73-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წილისყრა არ გაიმართება და შუალედურ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების თითო წარმომადგენელს ავტომატურად ენიჭებათ აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლება.
მუხლი 2
იმ საარჩევნო უბანში, სადაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2026 წლის 3 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებში მხოლოდ საკრებულოს წევრობის ერთი კანდიდატი მონაწილეობს, მთვლელებთან ერთად საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ ნამდვილი ან/და ბათილი საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესში მონაწილეობის მიზნით შუალედურ არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს ავტომატურად ენიჭება აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლება.
მუხლი 3
ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით დადგენილი წესების შესრულების მიზნით, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 73-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მთვლელთა გამოვლენისათვის საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩატარებულ წილისყრაში არ მონაწილეობენ იმ საარჩევნო სუბიექტის მიერ დანიშნული კომისიის წევრები, რომელი საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელსაც ავტომატურად მიენიჭა ამ დადგენილების პირველ და მე-2 მუხლებში აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის უფლებამოსილება.
მუხლი 4
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე
გიორგი კალანდარიშვილი
კომისიის მდივანი
გიორგი ჯავახიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
მოქმედებს თუ არა „მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2026 წლის 3
ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2026 წლის 3
ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 28.09.2026.
როდის იქნა მიღებული „მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2026 წლის 3
ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ“?
„მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2026 წლის 3
ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 28.09.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №45/2026. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.15.008.016873.
სად არის „მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2026 წლის 3
ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.09.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2026 წლის 3
ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების წილისყრით გამოვლენის პროცედურის განსაზღვრის შესახებ“, №45/2026, 28.09.2026, სარეგისტრაციო კოდი 010250000.15.008.016873 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7010235/
ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 28.09.2026.
პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება