„საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1
მხარეები განავითარებენ და გააძლიერებენ თანამშრომლობას პროფესიული და უმაღლესი განათლების, ასევე მეცნიერების სფეროებში თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე და ხელს შეუწყობენ მხარეთა შესაბამის დაწესებულებებსა და სპეციალისტებს შორის თანამშრომლობას. მუხლი 2
განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მიზნით, მხარეები ხელს შეუწყობენ: a) საქართველოსა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის განვითარებას; b) აკადემიურ გაცვლით პროგრამებს, რომლებშიც ჩართულნი იქნებიან პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მკვლევრები; c) თითოეული ქვეყნის მოქალაქეთათვის მეორე მხარეში საბაკალავრო, სამაგისტრო, ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე, სადოქტორო და სასერტიფიკატო პროგრამებზე სწავლის მიზნით სტიპენდიების გამოყოფას მხარეთა შორის ორმხრივად შეთანხმებული პირობების შესაბამისად; d) ორივე ქვეყნის სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობით ერთობლივი საგანმანათლებლო, სამეცნიერო და შესაძლებლობების განვითარების ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებას; e) მხარეთა თანამშრომლობის სფეროებთან დაკავშირებული საგანმანათლებლო, სამეცნიერო და მეთოდოლოგიური მასალების, ასევე აკადემიური პუბლიკაციების გაცვლას; f) ერთობლივი აკადემიური ღონისძიებების, კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და კონკურსების ხელშეწყობას, რომელშიც სტუდენტები და მკვლევრები ჩაერთვებიან; g) პროფესიული განათლებისა და გადამზადების სფეროში თანამშრომლობას, მათ შორის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. მუხლი 3
მხარეები ითანამშრომლებენ თავიანთი საგანმანათლებლო სისტემების გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით, აგრეთვე მხარეთა მიერ მინიჭებული კვალიფიკაციების აღიარების ხელშეწყობისათვის. მუხლი 4
თითოეული მხარე ეცდება, შექმნას შესაძლებლობები, მათ შორის, მოკლევადიანი კურსები, რაც მეორე მხარის მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ მის ენას, კულტურას, ლიტერატურას, გეოგრაფიასა და ისტორიას. მუხლი 5
მხარეები დანიშნავენ საკონტაქტო პირებს წინამდებარე შეთანხმების განხორციელებისთვის და გაცვლიან განათლების სპეციალისტების დელეგაციებს სამუშაო გამოცდილების გაცვლის, თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის, ასევე წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული კონსულტაციების ჩატარების მიზნით. მუხლი 6
მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები ცალკეული დოკუმენტების სახით, რომლებიც ძალაში შევა იმავე წესით, რა წესითაც ძალაში შედის ეს შეთანხმება. აღნიშნული წესით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 7
წინამდებარე შეთანხმება არ ახდენს გავლენას მხარეთათვის მოქმედი სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებზე. მუხლი 8
ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამ შეთანხმების განმარტებასთან ან განხორციელებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეებს შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი 9
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შევა იმ თვის მომდევნო თვის პირველ დღეს, როდესაც მხარეები დიპლომატიური არხებით მიიღებენ ბოლო წერილობით შეტყობინებას, რომელიც ადასტურებს ამ შეთანხმების ძალაში შესასვლელად აუცილებელი შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულებას. წინამდებარე შეთანხმება ძალაში იქნება ხუთი (5) წლის ვადით და შემდგომ ავტომატურად გაგრძელდება ყოველი მომდევნო ხუთ (5) წლიანი პერიოდით. თითოეულ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია, შეწყვიტოს ეს შეთანხმება მეორე მხარისათვის დიპლომატიური არხებით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. შეთანხმება შეწყდება მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ.
შესრულებულია ქ. დუშანბეში, 2026 წლის 19 ივნისს, ორ დედნად, ქართულ, ტაჯიკურ და ინგლისურ ენებზე, რომელთაგან თითოეულ ტექსტს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს. წინამდებარე შეთანხმების განმარტებისას განსხვავების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ტექსტს.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება?
- დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 19.06.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება?
- „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება მიღებულია 19.06.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №330-5. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016875.
- სად არის „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.06.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება, №330-5, 19.06.2026, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016875 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.06.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7010482/